„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 0 ✗ 51
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-27
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხილის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 218-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა
აღემატება ხუთასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა
აღემატება რვაას ორმოცდაათი ათას ლარს.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროქექტზე
საქართველლოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის
ხელის შეწყობა, კერძოდ, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის იმ
ზედა ზღვარის გაზრდა, რომლის მიხედვითაც გადასახადის დიდი ოდენობით თავის
არიდება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
შესაბამისად, მხოლოდ განსაზღვრული ზღვარის ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის მიღება
მოახდეს ცალკეული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში
გადასახადის თანხის ზედა ზღვარის გაზრდა,
50 000 ლარიდან
500 000 ლარამდე.
საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის
მიხედვით, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის
შემცირება დიდ ოდენობად ჩაითვლება 500 000 ლარი, ხოლო განსაკუთრებულ დიდ
ოდენობად 850 000 ლარი, რაც გამოიწვევს ამ კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულების
დეკრიმინალიზაციას.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის,
რომელიბიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, ამ პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში
გადასახადის თანხის ზედა ზღვარის გაზრდა, კეროძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 218ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდება შემდგეგი რედაქციით: „ამ მუხლში
დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ხუთასი
ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება რვაას
ორმოცდაათი ათას ლარს.
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროქტის
წყარო:
მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
შემცირებას 4 მილიონი ლარის ოდენობით
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
შემცირებას 4 მილიონ ლარზე მეტით, შემცრიდება ის ხარჯები რითაც
სახელმწიფოს
პატიმრების შენახვა უჯდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის
მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება შეუმსუბუქებს საგადასახადო პირობებს იმ ათასობით ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს რომელბსაც გადასახადის დიდი ოდენობით თავის არიდების
შემთხვევაში უწვევდა პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მიხედვით.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო , არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებასი მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების )
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
ე )კანონპროექტის ავტორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
ვ ) კანონპროექტის ინიციატორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის
მუხლი 218. გადასახადისათვის თავის არიდება
1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით,
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა
აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც
თანხა აღემატება ასი ათას ლარს.
2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“
მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება
გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება
შეჩერებულია კანონის საფუძველზე .
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №917 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.27
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1356 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.128
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1822 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.255
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4280 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.439
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2802 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.88
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, 66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5648 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.