„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.03.2017
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“
ნომერი
#07-3/42/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-27
ბიუროს ნომერი 44

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (სსმ, 41(48), 13/08/1999; სარეგისტრაციო ცვლილებები: კოდი: 080.000.000.05.001.000.648) შეტანილი იქნეს შემდეგი 1. 1822 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 1822. სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე სააღსრულებო საქმიანობა „სააღსრულებო საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე, – ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით..". საქართველოს ჯარიმით ან 2. 192-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 192. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა 1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.". 3. 1921 მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.". 4. 193-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 193. ცრუ მეწარმეობა ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.". 5. 1951 -მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 1951 . სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმროით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.". 6. 196-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 196. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება 1. დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. 2. არარეგისტრირებულ სასაქონლო (მომსახურების) ნიშანთან, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. შენიშვნა: სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებას დიდი ოდენობით ადგილი აქვს, როდესაც მათი საერთო რაოდენობა აღემატება 10 000 ცალს, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით, გეოგრაფიული აღნიშვნით ან რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ არის ნიშანდებული (მარკირებული), აღემატება 50 000 ლარს.". 7. 197-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 197. ფალსიფიკაცია 1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.". 8. 1971 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1971 . ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება. წინასწარი შეცნობით ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.". 9. 199-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 199. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით;“. 10. მე-200 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 200. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა 1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დიდი ოდენობით; გ) პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ათი ათას ლარს. 2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ორმოცი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება ასი ათასი ლარის ზევით.". 11. 2001 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 2001 . ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება 1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება ან/და გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 10 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 50 000 ცალზე მეტი ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.". 12. 2002 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2002. აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა. 1. პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს,– ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 თვემდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 10 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 50 000 ცალზე მეტი აქციზური მარკის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა. აქციზური მარკების მეორად გამოყენებად ითვლება მათი ნიშანდებული საქონლიდან აძრობა და სხვა ანალოგიური სახეობის არამარკირებულ საქონელზე დატანა.". 13. 2003 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 2003. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი „1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი, თუ მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა დიდი ოდენობისაა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: „1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 100 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - 200 000 ლარს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან ჯარიმით. 3. პირს ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება: ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, წყლის) ტრანსპორტირებისას ან მიწოდებისას; ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირებისას; გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას; დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია; ე) თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი; ვ) გაზეთების, ჟურნალების და მათი გამომცემლების მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა; ზ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის , ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას; თ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი.". 14. 2004 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 2004. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა 1. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, − ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დიდი ოდენობით; გ) პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. შენიშვნა: "1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება ათი ათას ლარს. 2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ღირებულება ოცდახუთი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.“. 15. 2005 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 2005. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება "1. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება ან/და გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 10 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 50 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება ან/და გასაღება.". 16. 2006 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 2006. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა 1. პირის მიერ სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ მარკირების ნიშანი საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული საქონლის მწარმოებელს, − ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.". 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 10 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 50 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა. 2. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორად გამოყენებად ითვლება მისი ანალოგიური სახეობის სხვა არამარკირებულ საქონელზე დატანა.". 17. 201-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 201. ყალბი რეკლამა რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით.". 18. 2041 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 2041. ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, გამოყენება ან საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების, ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია– ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.". 19. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 205. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას გადახდისუუნარობისას ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში მოექცეოდა სამეურვეო ქონებაში, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.“; 20. 2051 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2051. ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით 1. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.". 21. 206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მუხლი 206. საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას გადახდისუუნარობისას საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა, რამაც რეალური ქონებრივი მდგომარეობის შეფასება გაართულა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.". 22. 207-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 207. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა, – ისჯება ჯარიმით.“. 23. 2071 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2071. მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი წესით მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.". 24. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. კრედიტის უკანონოდ მიღება 1. ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.". 25. 218-ე მუხლის: ა) პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.". ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ორას ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება ხუთას ათას ლარს. 2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.“. 26. 219-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია ლიბერალიზაციის და ეკონომიკურ სისხლის სფეროში სამართლის ჩადენილი კანონმდებლობის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციების შემცირების მიზანშეწონილობით. ამას ემატება ისიც, რომ უბრალო ბუღალტრულ შეცდომასაც კი დღეს მთავრობა კომპანიას სისხლისსამართლებრივ დანაშაულად უთვლის, რაც ბევრ ბიზნესს - განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ხელ-ფეხს უკრავს და აჩერებს. არადა ბიზნესი, ფირმები და კომპანიები ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, მოქალაქეთა შემოსავლების მატების ძირითადი წყარო უნდა იყოს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს არსებული რეალობისა და სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის კუთხით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მეტ თანხვედრას. მოცემული საკანონმდებლო ინიციატივა უფრო ლიბერალურს გახდის ბიზნეს-გარემოს, გააქტიურებს ბევრ ფირმასა და კომპანიას. შეიქმნება უკეთესი ბიზნეს-გარემო, რასაც კომპანიების გააქტიურება მოყვება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულების მიმართ ხორციელდება სასჯელების შემცირება, კერძოდ, ცალკეული დანაშაულებისათვის ხდება თავისუფლების აღკვეთის გაუქმება და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმების ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება ან თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირება. კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსიდან რამოდენიმე მუხლის ამოღებას, რომელთა აუცილებლობა აღარ არსებობს და ეს გარემოება დადგენილია სასამართლო პრაქტიკის ანალიზით. ეკონომიკურ დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილზე უქმდება წინასწარი პატიმრობა, ასევე სასჯელის ზომად არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, თუ ეკონომიკური დანაშაული პირის მიერ პირველადაა ჩადენილი; პირველად ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულზე სასჯელი იქნება ჯარიმა ან/და გამასწორებელი სამუშაო; ასევე, პატიმრობის ვადები მცირდება განმეორებით ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილზე და ეკონომიკური დანაშაულის კატეგორებში იზრდება ზღვრები, რომლის ზემოთაც იწყენა ბიზნესის სიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზემოაღნიშნულის რეალიზებისთვის ცვლილებები შედის კოდექსის 1822, 192-ე, 1921, 193ე, 1951, 196-ე, 197-ე, 1971, 199-ე, მე-200, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 201-ე, 2041, 205-ე, 2051, 206-ე, 207-ე, 2071, 208-ე, 218-ე და 219-ე, მუხლებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები". ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 1822. სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე სააღსრულებო საქმიანობა „სააღსრულებო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. „მუხლი 192. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა 1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“ მუხლი 1921. უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა 1. შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე, – ისჯება ჯარიმით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“; „მუხლი 193. ცრუ მეწარმეობა ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“; მუხლი 1951 . სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა + 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. „მუხლი 196. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება 1. დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 2. არარეგისტრირებულ სასაქონლო (მომსახურების) ნიშანთან, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებას დიდი ოდენობით ადგილი აქვს, როდესაც მათი საერთო რაოდენობა აღემატება 1000 ცალს, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით, გეოგრაფიული აღნიშვნით ან რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ არის ნიშანდებული (მარკირებული), აღემატება 5000 ლარს.“; „მუხლი 197. ფალსიფიკაცია 1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.“; „მუხლი 1971 . ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება წინასწარი შეცნობით ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“; „მუხლი 199. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.“; „მუხლი 200. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა 1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დიდი ოდენობით; გ) პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს. 2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ხუთი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.“; „მუხლი 2001 . ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება 1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.“; „მუხლი 2002. აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა 1. პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 თვემდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი აქციზური მარკის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა. აქციზური მარკების მეორად გამოყენებად ითვლება მათი ნიშანდებული საქონლიდან აძრობა და სხვა ანალოგიური სახეობის არამარკირებულ საქონელზე დატანა.“; მუხლი 2003 1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი, თუ მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა დიდი ოდენობისაა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – 25 000 ლარს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან ჯარიმით. 3. პირს ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება: ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, წყლის) ტრანსპორტირებისას ან მიწოდებისას; ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირებისას; გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას; დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია; ე) თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი; ვ) გაზეთების, ჟურნალების და მათი გამომცემლების მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა; ზ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის , ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას; თ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი. მუხლი 2004. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა 1. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დიდი ოდენობით; გ) პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს. 2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ღირებულება ხუთი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.“; „მუხლი 2005. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება 1. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.“; „ მუხლი 2006. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა 1. პირის მიერ სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ მარკირების ნიშანი საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული საქონლის მწარმოებელს, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა. 2. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორად გამოყენებად ითვლება მისი ანალოგიური სახეობის სხვა არამარკირებულ საქონელზე დატანა.“; „მუხლი 201. ყალბი რეკლამა რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“; „მუხლი 2041. ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა 1. ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, გამოყენება ან საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების, ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით, – ისჯება ჯარიმით. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“; „მუხლი 205. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას გადახდისუუნარობისას ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში მოექცეოდა სამეურვეო ქონებაში, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.“; მუხლი 2051 . ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით 1. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) დიდი ოდენობით; გ) არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალული ქონების ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.“; „მუხლი 206. საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას გადახდისუუნარობისას საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა, რამაც რეალური ქონებრივი მდგომარეობის შეფასება გაართულა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.“; „მუხლი 207. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“; მუხლი 2071. მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი წესით მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“ „მუხლი 208. კრედიტის უკანონოდ მიღება 1. ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“; „მუხლი 218. გადასახადისათვის თავის არიდება 1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება ასი ათას ლარს. 2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.“; მუხლი 219. მომხმარებლის მოტყუება 1. მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) დიდი ოდენობით; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს. მუხლი 1951. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა (16.07.2010. N3446) 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.