„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.03.2017
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“
ნომერი
#07-3/42/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-27
ბიუროს ნომერი 44

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე" მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქარტველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (სსმ,4377-Iს, 27/10/2015; სარეგისტრაციო 080000000.05.001.017924) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კოდი: პირველი მუხლის პირველი-მეოთხე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. 2001 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.“. 2. 2002 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“. 3. 2005 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.“. 4. 2006 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე"საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია ლიბერალიზაციის და ეკონომიკურ სისხლის სფეროში სამართლის ჩადენილი კანონმდებლობის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციების შემცირების მიზანშეწონილობით. ამას ემატება ისიც, რომ უბრალო შეცდომასაც კი დღეს მთავრობა კომპანიას სისხლისსამართლებრივ დანაშაულად უთვლის, რაც ბევრ ბიზნესს - განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ხელ-ფეხს უკრავს და აჩერებს. არადა ბიზნესი, ფირმები და კომპანიები ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, მოქალაქეთა შემოსავლების მატების ძირითადი წყარო უნდა იყოს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს არსებული რეალობისა და სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის კუთხით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მეტ თანხვედრას. მოცემული საკანონმდებლო ინიციატივა უფრო ლიბერალურს გახდის ბიზნეს-გარემოს, გააქტიურებს ბევრ ფირმასა და კომპანიას. შეიქმნება უკეთესი ბიზნეს-გარემო, რასაც კომპანიების გააქტიურება მოყვება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულების მიმართ ხორციელდება თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირება. ზემოაღნიშნულის რეალიზებისთვის ცვლილებები შედის კოდექსის 2001, 2002, 2005 და 2006 მუხლებში. ცვლილებები ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები". ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 2001 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იგივე ქმედება, გამოყენებით, – ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.“. 2. 2002 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იგივე ქმედება, გამოყენებით, – ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“. 3. 2005 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იგივე ქმედება, გამოყენებით, – ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.“. 4. 2006 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იგივე ქმედება, გამოყენებით, – ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“. 5. 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი ხელისუფლების წარმომადგენლის ან მოხელის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.