„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/411/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-02-23
ბიუროს ნომერი 250

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 118-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს მომხმარებელთა ომბუდსმენს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლიათ პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვან საკითხი და სათათბირო ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა მის განხილვაში.“ 2. 126-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათს და პარასკევს 12 საათიდან 19 საათამდე; 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე. პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური დებატების, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისა და საქართველოს მომხმარებელთა ომბუდსმენის ანგარიშის განხილვის დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს 16 საათიდან 19 საათამდე, როგორც წესი, იმართება სამთავრობო საათი.“ 3. 134-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს მომხმარებელთა ომბუდსმენი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილი არიან, საკუთარი ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომას.“ 4. “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს“ დაემატოს შემდეგი 229 5 მუხლი: „მუხლი 2295 წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში, საქართველოს მომხმარებელთა ომბუდსმენი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. მომხმარებელთა ომბუდსმენის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს ამ რეგლამენტის 238-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისი 2015 წლის - დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: სამომხმარებლო ურთიერთობათა სფეროს სამართლებრივი დარეგულირების მიზნით შემუშავდა კანონის პროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. აღნიშნული კანონის პროექტის მიხედვით მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიის სახით იქმნება მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი. კანონის პროექტის რეგულაციებმა და ამ სფეროზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების საჭიროებამ გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონის პროექტის მიზანია შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის სამართლებრივი ნორმები „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის ნორმებთან და გაიწეროს საქართველოს პარლამენტისა და მომხმარებელთა ომბუდსმენის ურთიერთობის პროცედურა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით იქმნება მომხმარებელთა უფლებების დამცველის - მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი. კანონის პროექტის მიხედვით მომხმარებელთა ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. იგი უფლებამოსილი იქნება პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხი, სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა მის განხილვაში, ასევე, იგი უფლებამოსილი იქნება საკუთარი ინიციატივით დაესწროს პარლამენტის პლენარულ სხდომას. რეგლამენტის ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის დებულებების ასახვას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და საქართველოს პარლამენტის მიერ მომხმარებელთა ომბუდსმენის ანგარიშის განხილვის პროცედურების დაზუსტებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: სტანდარტებთან: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთ არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების 347-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის აქტებთან დაახლოების მიზანს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტის ტექსტის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც 2013 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე მუშაობდა კანონის პროექტის შინაარსსა და სტრუქტურაზე. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, მომხმარებელთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები, მათ შორის: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი; საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი; ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის; ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; ასოციაცია „გარემო, რისკი და საზოგადოების უფლებები“; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია; კავშირი „21-ე საუკუნე“; ფერმერების უფლებების დაცვის ასოციაცია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული შეფასება არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.