„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.04.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/59/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცხოველთა სამყაროს რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) I ჯგუფი (დათვი)* II ჯგუფი (გარეული ღორი) III ჯგუფი: ა) შველი ბ) ირემი * IV ჯგუფი (მგელი) V ჯგუფი: ა) ტურა ბ) მელა გ) მაჩვი დ) კვერნა ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია ვ) ტყის კატა VI ჯგუფი (კურდღელი) VII ჯგუფი: ა) ჯიხვი * ბ) არჩვი * გ) შურთხი; კასპიური შურთხი * დ) ნიამორი * VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები) მოსაკრებლის ოდენობა (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის − სახეობის ერთ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის − ერთ ტონაზე) ლარებში 1700 100 500 1700 100 15 50 20 20 1 10 2 1700 1350 220 8350 2 IX ჯგუფი (ხოხობი) X ჯგუფი: ა) კაკაბი, გარეული ბატი ბ) გარეული იხვი გ) დურაჯი დ) გნოლი ე) როჭო; კავკასიური როჭო * XI ჯგუფი (სხვა ფრინველები) XII ჯგუფი (მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები): ა) სალამურა, გოჭალა, გველანა, ტაფელა, ჯუჯა ქაშაპი, კვირჩხლა; ბ) ციმორი, თეთრულა, თაღლითა, ფრიტა, შავწარბა; გ) კარჩხანა, ღორჯოსებრნი, ფარფლწითელა (ფრთაწითელა); დ) ქორჭილა, ნაფოტა (ჩვეულებრივი, მტკვრის და მორევის), ქაშაპი (კავკასიური), კაპარჭინა, ვიმბა, თრისა (შამაია), ჭაფალა; ე) წერი (ქარიყლაპია), სქელშუბლა (თეთრი და ჭრელი), რიპუსი; ვ) სიგი, პელიადი, ამური, ჭერეხი, ტობი, წვერა, კობრი (გოჭა), გუწუ (ლოქორია), ჭანარი, მურწა, ხრამული; ზ) მდინარის კიბოები; თ) ღლავი (ლოქო), ფარგა, ცისარტყელა კალმახი, პალია; ი) კალმახი (მდინარის და ტბის); * კ) საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანილი სხვა თევზები; ლ) სხვა მტკნარი წყლის თევზები და ჰიდრობიონტები. XIII ჯგუფი (ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები): ა) ზღვის ნაწლავღრუიანები და სავარცხლულები; ბ) რაპანა; გ) ზღვის ფინიისებრთა, თაგვთევზისებრთა ოჯახი, დ) ქარსალა, ათერინა, ჭიჭყინა; ე) ქაფშია, ზღვის მელა, ზღვის კატა, სარდინა, 15 4 1 1 1 1 1 5 10 15 25 65 80 150 200 1500 250 100 0,5 3 10 15 25 სარდინელა, ღიპა ქაშაპი (პალიასტომის და აზოვის), მწვანულა, ზღვის კარჩხანა, სმარისი, ზღვის ურჩხული, ვარსკვლავთმრიცხველი (ზღვის ძროხა), გველმზგავსა (ოფიდიონი), ზღვის ღლაბუტა, ღორჯოსებრნი, სკორპენა (ზღვის ჩიქვი), ზღვის ენა, ქვის ქორჭილა, მიდია და სხვა ორსადგულიანი მოლუსკები; ვ) სტავრიდა, მერლანგი; ზ) კეფალისებრნი (სინღილი, ლობანი, პილენგასი და სხვა), პელამიდა, შავი ზღვის ქაშაყი, სკუმბრია, ქიცვიანი ზვიგენი (კატრანი); თ)ხონთქარა (ბარაბული), მუქი ნაგვერდალა (მუქი სციენა), კამბალა-გლოსა; ი) სარგანი (ნემსა), ლუფარი; კ) ცხენთევზა, ნემსთევზა, გარნელი (კრევეტები) და სხვა ათფეხა კიბოები, ზღვის მამალი; ლ) ღია ნაგვერდალა (ნათელუმბრინა), ლავრაკი; მ) კამბალა-კალკანი, გველთევზა; ნ) სხვა ზღვის თევზები და ჰიდრობიონტები. XIV ჯგუფი (გამსვლელი თევზები): ა) შავი ზღვის ორაგული; * ბ) ზუთხისებრნი; * XV ჯგუფი (მცირე ვეშაპისებრნი): ა) აფალინა (ერთეულის ფასი); * ბ) თეთრგვერდა დელფინი (ერთეულის ფასი); გ) ზღვის ღორი (ერთეულის ფასი). * 45 65 80 100 150 200 250 100 3000 5000 25000 2500 1000 შენიშვნა: ცხრილში „ * “ ნიშნით აღნიშნულია „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცალკეული სახეობები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომელიც იკვეთება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების ობიექტებთან მიმართებაში. კერძოდ, კანონი განსაზღვრავს მოსაკრებლების განაკვეთს ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა ობიექტისთვის, მათ შორის, მტკნარი წყლის თევზების, ზღვის თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტებისთვის, თუმცა კანონი არ ითვალისწინებს თევზის ყველა იმ სახეობას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სამრეწველო მიზნებისთვის, რითაც სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს მათი სალიცენზიო განკარგვა და შესაბამისად, გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ამასთან, მოქმედი კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების ოდენობები არ შეესაბამება ცხოველთა სამყაროს ობიექტების კონკრეტული სახეობების საბაზრო ღირებულებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება ასევე განპირობებულია მოქმედ კანონში თევზის მთელი რიგი სახეობების არარსებობით და ცხოველთა სამყაროს ობიექტების ღირებულებასთან მიმართებით მოსაკრებელების ადეკვატური ოდენობების დადგენის აუცილებლობით. მაგალითად, გამომდინარე იქედან, რომ ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა და ფასებიც მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, საჭიროა კანონში გათვალისწინებული იქნას რიგი ახალი სახეობები, რომლებზეც აქამდე არ იყო განსაზღვრული მოსაკრებელი, რის გამოც არ არსებობდა მათი სამრეწველო/კომერციული მოპოვების შესაძლებლობა. ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ უკვე განსაზღვრული მოსაკრებლები იყოს ადეკვატური დღეს არსებულ მდგომარეობასთან და ზღვის პროდუქტების საბაზრო ფასებთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპის დამკვიდრებით, გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, კანონპროექტით დგინდება მოსაკრებლები ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების მოპოვებისთვის, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია და რომლებზეც დღემდე არ იყო დადგენილი მოსაკრებელი. გარდა აღნიშნულისა, პროექტის მიზანია, კანონში გათვალისწინებული სახეობებისთვის დაწესებული იყოს როგორც საბაზრო ფასთან შესაბამისი და ადეკვატური მოსაკრებლის ოდენობა, ასევე გათვალისწინებულ იქნეს ობიექტის სარეწაო ხელმისაწვდომობისა და ბიომრავალფეროვნების ინდექსები და შესაბამისად, კომპენსირებული იქნეს ობიექტის გარემოდან ამოღებით გარემოზე შესაძლო მიყენებული ზიანი. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება მოსაკრებლების განაკვეთი ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებისთვის, რომელთა სამრეწველო მიზნით მოპოვება არ ხდება და არც მომავალში მოხდება, გამომდინარე ამ სახეობების მახასიათებლებიდან (მაგალითად, კანონპროექტის ცხრილის XV თავში მოცემული მცირე ვეშაპისებრთა სახეობა). თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსაკრებლის განაკვეთი ასევე წარმოადგენს გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების ფორმულის შემადგენელ კომპონენტს, აუცილებელია, განსაზღვრული იყოს მოსაკრებლის განაკვეთი თითოეული ბუნებრივი რესურსის სახეობისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ცხრილს ემატება ცხოველთა სამყაროს (მტკნარი წყლისა და შავი ზღვის თევზები და სხვა ჰიდრბიონტები) ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც კანონის მოქმედ რედაქციაში არ არის გათვალისწინებული ან/და რომელთა მოპოვება მიზანშეწონილია სამრეწველო დანიშნულებისათვის. კანონპროექტი ითვალისწინებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოქმედი კანონისაგან განსხვავებულ დაჯგუფებას. კანონის მოქმედ რედაქციაში წარმოდგენილია ცხოველთა სამყაროს ობიექტების 23 ჯგუფი, ხოლო კანონპროექტით დგინდება სულ 15 ჯგუფი. სახეობების ახლიდან დაჯგუფება მოხდა მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით და მიუხედავად ჯგუფების რაოდენობის შემცირებისა, თითოეულ მათგანს ემატება სხვადასხვა ქვეჯგუფი და სახეობა. მაგალითად, კანონის მოქმედ რედაქციაში XII ჯგუფში შედის მხოლოდ ერთი სახეობა - ქაფშია, რომლისთვისაც მოსაკრებლის განაკვეთი განსაზღვრულია 1 ტონაზე 25 ლარის ოდენობით, კანონპროექტით კი, XII ჯგუფში თავმოყრილია მტკნარი წყლის თევზებისა და სხვა ჰიდრობიონატების 11 ქვეჯგუფი, სულ 40-ზე მეტი სახეობა, რომელთაგან უმეტესობა არ არის წარმოდგენილი კანონის მოქმედ რედაქციაში ან/და გადანაწილებულია სხვადასხვა ჯგუფში. კანონპროექტი ითვალისწინებს თევზის მთელ რიგ სახეობებზე მოსაკრებლის ოდენობის ადეკვატურ გაზრდას. ასე მაგალითად, მოქმედი ნორმით, თევზის სახეობების - სკუმბრია, სარდინი, სტავრიდა, მერლანგი, წერი (ქარიყლაპია) და სიგისებრთა სახეობების მოპოვებისთვის განსაზღვრული მოსაკრებელი (10, 15, 20 ლარი) ნაკლებია ქაფშიისთვის განსაზღვრულ მოსაკრებელზე (25 ლარი), მაშინ როდესაც, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ამ თევზების ღირებულება გაცილებით მაღალია ქაფშიის ღირებულებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით დგინდება ადეკვატური მოსაკრებლები თევზების ამ სახეობების მოპოვებისთვის, კერძოდ, სკუმბრიასთვის მოსაკრებლის განაკვეთი, 20 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 65 ლარით; სარდინისთვის - 20 ლარის ნაცვლად 25 ლარით; სტავრიდისთვის - 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით; მერლანგისთვის - 15 ლარის ნაცვლად 45 ლარით; ქარიყლაპიასთვის, რომლისთვისაც მოსაკრებლის განაკვეთი ერთ ტონაზე შეადგენდა 10 ლარს, მოსაკრებელი დგინდება 65 ლარის ოდენობით. აქვე აღსანიშნავია, რომ მოსაკრებლის განაკვეთებში, თითოეული ჯგუფისთვის, გათვალისწინებულია სახეობების სასარგებლო მახასიათებლები, საბაზრო ღირებულება, ერთგვაროვნება ჯგუფის სხვა სახეობების მიმართ და ა.შ. მაგალითად, თევზის სახეობა ციმორი, კანონის მოქმედი რედაქციით, მე-14 ჯგუფის „ა“ ქვეჯგუფშია წარმოდგენილი ისეთ სახეობებთან ერთად, როგორიცაა კეფალი, წვერა, მურწა და მოსაკრებელი განსაზღვრულია 1 ტონაზე 120 ლარით. თუმცა, საქართველოში გავრცელებული ციმორი ჯუჯა ზომის, არაკომერციული, სარეველა თევზია და აღნიშნულის გათვალისწინებით, მასზე დადგენილი მოსაკრებელი არაპროპორციულად აღემატება, მაგალითად, ქაფშიისთვის დადგენილი მოსაკრებლის მე-12 ჯგუფშია განაკვეთს. შესაბამისად, ეს სახეობა, კანონპროექტით, გათვალისწინებული და მისთვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ ტონაზე, ნაცვლად 120 ლარისა, განისაზღვრება 10 ლარით. ასევე შეუსაბამოა მოქმედ კანონში ცხოველთა სამყაროს ობიექტების ისეთი სახეობებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის განაკვეთიც, როგორიცაა მაგალითად, 22-ე ჯგუფში გათვალისწინებული კამბალა, კალკანი და მე13 ჯგუფში გათვალისწინებული სახეობა სმარისი, რომელთათვისაც მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია ერთ ტონაზე 40 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ კამბალა, კალკანის კომერციული ღირებულება, დაახლოებით, 12-17-ჯერ აღემატება სმარისის კომერციულ ღირებულებას, აქედან გამომდინარე, კანონპროექტით, სმარისზე მოსაკრებლის ოდენობა ერთ ტონაზე განისაზღვრება 25 ლარით, ხოლო კამბალა, კალკანზე - 250 ლარით. კანონის მოქმედი რედაქციის მე-14 ჯგუფი ითვალისწინებს კეფალს, როგორც ცალკე სახეობას, რომლისთვისაც მოსაკრებელი შეადგენს ერთ ტონაზე 120 ლარს. საგულისხმოა, რომ მეცნიერული თვალსაზრისით, კეფალი ცალკე სახეობას არ წარმოადგენს, არამედ არის ქვეჯგუფი, რომელიც აერთიანებს ისეთ სახეობებს, როგორიცაა სინღილი, ლობანი, პილენგასი და სხვ. ამ სახეობების ერთმანეთისაგან გარჩევა საკმაოდ რთულია, ამდენად, უფრო მართებულია, ეს სახეობები დაჯგუფდეს შესაბამისად და მოსაკრებლის ოდენობაც განისაზღვროს მათი სარგებლიანობის/მახასიათებლების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩამონათვალში გათვალისწინებულია კეფალისებრთა ჯგუფი და მოსაკრებელი, ნაცვლად 120 ლარისა, განისაზღვრება 65 ლარით. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება საქართველოს ,,წითელი ნუსხაში“ შეტანილი „თევზის სხვა სახეობების“ მოპოვებისთვის საერთო მოსაკრებელი - 250 ლარის ოდენობით. თუმცა, საქართველოს ,,წითელი ნუსხაში“ შეტანილი ცალკეული სახეობებისათვის კანონპროექტით დგინდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთი. მაგალითად, ვინაიდან საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზების სახეობებიდან ყველაზე მაღალი კომერციული ღირებულება გააჩნია მდინარის/ტბის კალმახს, შავი ზღვის ორაგულსა და ზუთხისებრთა წარმომადგენლებს, პროექტით, აღნიშნული სახეობებით სარგებლობისთვის დგინდება განსხვავებული ოდენობის მოსაკრებელი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება „წითელი ნუსხაში“ შეტანილი სხვა ობიექტებისთვის დადგენილი „საერთო მოსაკრებლის“ ოდენობას. მაღალი კომერციული ღირებულება განაპირობებს სწორედ აღნიშნულ სახეობების მოპოვების დიდ ინტერესს, რის გამოც ხშირია ასევე მათი უკანონო თევჭერის შემთხვევებიც. რაც შეეხება ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის სხვა სახეობებს, მათ მიმართ კომერციული ინტერესი ბევრად ნაკლებია ან საერთოდ არ არსებობს. გამომდინარე აქედან, კანონპროექტით მდინარის, ტბის კალმახზე მოსაკრებელი განისაზღვრება 1500 ლარით, შავი ზღვის ორაგულზე 3000 ლარით, ხოლო ზუთხისებრთა წარმომადგენლებზე - 5000 ლარით. გარდა აღნიშნულისა, იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშება, კანონპროექტით ასევე განისაზღვრება მოსაკრებლები ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებისათვისაც, რომელთა სამრეწველო მიზნით მოპოვება არ ხდება. მაგ: კანონპროექტის ცხრილის XV ჯგუფში მოცემული მცირე ვეშაპისებრნი (წითელ ნუსხაში შეტანილი აფალინა, ზღვის ღორი, თეთრგვერდა დელფინი). XV ჯგუფში აღნიშნულ სახეობებზე მოსაკრებლების დადგენა აუცილებელია იმისათვის, რომ მათი მოპოვების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი მოპოვების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გაანგარიშება) და შესაბამისად, პირისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, კანონპროექტით აგრეთვე ზუსტდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში არსებული მთელი რიგი უზუსტობები, მათ შორის, ცალკეული სახეობების სახელწოდებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც პროექტით გარკვეულ სახეობებზე იზრდება მოსაკრებლის ოდენობა, ასევე, დამატებით, განისაზღვრება მოსაკრებლების ოდენობა ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებით სარგებლობისათვის, რომლებიც მოქმედი კანონით არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება გაცილებით მეტი ცხოველთა სამყაროს სახეობის მოპოვება სამრეწველო მიზნისთვის, რაც თავისთავად გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, თუმცა შემოსავლის ზუსტი ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის 100% მიემართება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. შესაბამისად, შემოსავლის ზრდა აისახება იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის შემოსავლებზე, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც განხორციელდება თევზჭერის უფლებით სარგებლობა, კანონპროექტით გათვალისწინებულ სახეობებზე. შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება ამ სახეობის თევზების სარგებლობის მიზნით თევზჭერის ლიცენზიებისა და ამ ლიცენზიების ფარგლებში განსაზღვრული, მოსაპოვებელი კვოტების ოდენობაზე, რისი ზუსტი ციფრის პროგნოზირებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან მომდევნო წლის კვოტის დადგენა ლიცენზიანტისათვის ხდება ყოველწლიურად, მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. თუმცა, შესაძლებელია გარკვეული სავარაუდო, ზოგადი გათვლების გაკეთება, წინა წლების კვოტების გათვალისწინებით, მაგალითად: სტავრიდას მოპოვების კვოტა 2015, 2016 და 2017 წლებისთვის წარმოადგენდა 1600 ტონას. კანონის მოქმედი რედაქციით, სტავრიდაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილია 1 ტონაზე 20 ლარის ოდენობით, ანუ ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადასახდელი მოსაკრებლის საერთო ოდენობა შეადგენს 32 000 ლარს. კანონპროექტით სტავრიდაზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 1 ტონაზე 45 ლარით. გამომდინარე აქედან, სტავრიდას მოპოვებაზე ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა, იგივე კვოტის შემთხვევაში, გაიზრდება დაახლოებით 72 000 ლარამდე. ქარსალას მოპოვების კვოტა 2015, 2016 და 2017 წლებისთვის წარმოადგენდა 60 ტონას. კანონის მოქმედი რედაქციით, ქარსალაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილია 1 ტონაზე 10 ლარის ოდენობით, ანუ ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადასახდელი მოსაკრებლის საერთო ოდენობა შეადგენს 600 ლარს. კანონპროექტით ქარსალაზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 1 ტონაზე 15 ლარით. გამომდინარე აქედან, ქარსალას მოპოვებაზე ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა, იგივე კვოტის შემთხვევაში, გაიზრდება დაახლოებით 900 ლარამდე. მერლანგის მოპოვების კვოტა 2015, 2016 და 2017 წლებისთვის წარმოადგენდა 400 ტონას. კანონის მოქმედი რედაქციით, მერლანგზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილია 1 ტონაზე 15 ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა შეადგენს 6000 ლარს. კანონპროექტით მერლანგზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 1 ტონაზე 45 ლარით. გამომდინარე აქედან, მერლანგის მოპოვებაზე ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა, იგივე კვოტის შემთვევაში, გაიზრდება დაახლოებით 18000 ლარამდე. ხონთქარას მოპოვების კვოტა 2015 წლისათვის წარმოადგენდა 500 ტონას, 2016 წლისათვის - 800 ტონას, ხოლო 2017 წლისათვის 1000 ტონას. კანონის მოქმედი რედაქციით, ხონთქარაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილია 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა შეადგენს 2015 წლისათვის 20000 ლარს, 2016 წლისათვის - 32000 ლარს, ხოლო 2017 წლისათვის 40 000 ლარს. კანონპროექტით ხონთქარაზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 1 ტონაზე 80 ლარით. გამომდინარე აქედან, ხონთქარას მოპოვებაზე ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი საერთო ოდენობა 500 ტონა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში გაიზრდება 40 000 ლარამდე, 800 ტონა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში 64 000 ლარამდე, ხოლო 1000 ტონა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში 80 000 ლარამდე. პელამიდას მოპოვების კვოტა 2015 წლისათვის წარმოადგენდა 60 ტონას, 2016 წლისათვის - 60 ტონას, ხოლო 2017 წლისათვის 30 ტონას. კანონის მოქმედი რედაქციით, პელამიდაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილია 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა შეადგენს 2015 - 2016 წლებისათვის 2400 ლარს, ხოლო 2017 წლისათვის - 1200 ლარს. კანონპროექტით პელამიდაზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 1 ტონაზე 65 ლარით. გამომდინარე აქედან, პელამიდას მოპოვებაზე ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა 60 ტონა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში გაიზრდება 3900 ლარამდე, ხოლო 30 ტონა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში 1950 ლარამდე. ღორჯოს მოპოვების კვოტა 2015, 2016 და 2017 წლებისთვის წარმოადგენდა 30 ტონას. კანონის მოქმედი რედაქციით, ღორჯოზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილია 1 ტონაზე 5 ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა შეადგენს 150 ლარს. კანონპროექტით ღორჯოზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 1 ტონაზე 25 ლარით. გამომდინარე აქედან, ღორჯოს მოპოვებაზე ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა გაიზრდება დაახლოებით 750 ლარამდე. კამბალაკალკანის მოპოვების კვოტა 2015 - 2016 წლებისათვის წარმოადგენდა 20 ტონას, ხოლო 2017 წლისათვის 30 ტონას. კანონის მოქმედი რედაქციით, კამბალა - კალკანზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილია 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა შეადგენს 2015 - 2016 წლებისათვის 800 ლარს, ხოლო 2017 წლისათვის 1200 ლარს. კანონპროექტით კამბალა-კალკანზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 1 ტონაზე 250 ლარით. გამომდინარე აქედან, კამბალა-კალკანის მოპოვებაზე ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი საერთო ოდენობა 20 ტონა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში გაიზრდება 40 000 ლარამდე, 800 ტონა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში 5000 ლარამდე, ხოლო 30 ტონა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში 7500 ლარამდე. ქაშაყის მოპოვების კვოტა 2015, 2016 და 2017 წლებისთვის წარმოადგენდა 30 ტონას. კანონის მოქმედი რედაქციით, ქაშაყზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილია 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა შეადგენს 1200 ლარს. კანონპროექტით ქაშაყზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 1 ტონაზე 65 ლარით. გამომდინარე აქედან, ქაშაყის მოპოვებაზე ყოველწლიურად ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი მოსაკრებლის საერთო ოდენობა გაიზრდება დაახლოებით 1950 ლარამდე და ა.შ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ვალდებულებები. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: იმ პირებისთვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ფინანსური შედეგები გაუმჯობესდება, ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით, იმ თევზებისთვის, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული და რომელთა მოპოვებაც მასიურად ხორციელდება, განისაზღვრება მოსაკრებელის გაცილებით დაბალი განაკვეთი, ვიდრე მოქმედ კანონშია. ასევე კანონპროექტით მოხდება სამრეწველო მიზნებისთვის მოსაპოვებელი სახეობებისთვის მოსაკრებლების განსაზღვრა ახალ სახეობებზე, რაც იმ პირებს, რომელთაც აქვთ ამ სახეობების თევზებით სარგებლობის ინტერესი, მისცემს საშუალებას, მოიპოვონ ეს რესურსი, რომლის მოპოვების საშუალებასაც დღეს მოქმედი კანონი არ იძლევა. რაც შეეხება იმ სახეობებით პოტენციურ მოსარგებლეებს რომლებზეც უნდა გაიზარდოს მოსაკრებლის განაკვეთი, ხარჯები გაიზრდება იმ პროპორციულობით, როგორც ეს წარმოდგენილია კანონპროექტის ცხრილში. ამასთან, ეს არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ხარჯი, რომელიც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ბიზნესს და არსებითად გაართულებს ამ სფეროში დასაქმებულ სუბიექტთა ხარჯებს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის წილი ობიექტის კომერციულ ღირებულებაში ძალზედ მოკრძალებულია, უმრავლეს შემთხვევაში, ყველაზე მოთხოვნად სახეობებზე, მოსაკრებლის წილი კომერციული ღირებულების 2 - 2,5%-ია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა. პროექტის შესაბამისად, არსებული მოსაკრებლის ოდენობები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის რიგ შემთხვევაში იზრდება და რიგ შემთხვევებში მცირდება. ცხრილის მე-15 ჯგუფში გათვალისწინებული სახეობებს მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა, ამდენად ამ სახეობებზე დადგენილი მოსაკრებელი სიახლეა. მოსაკრებელი განისაზღვრება თითოეული სახეობისთვის ტონებში, გარდა ცხრილის მე-15 ჯგუფში გათვალისწინებული სახეობებისა, რომლებისთვისაც მოსაკრებელი დადგენილია ერთი ერთეულისთვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. საერთაშორისო დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს; ე) კანონპროექტის ავტორი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთი 1. სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: ა) სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: მოსაკრებლის სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი ზომის ერთეული ოდენობა ლარებში საწვავი და ენერგორესურსები: ა) ნავთობი 1 ტონა 21 ბ) გაზი 1000 მ 3 2 გ) ნახშირი 1 ტონა 1 დ) ტორფი და საპრობელები 1 ტონა 0.7 შავი ლითონები: 1 ტონა/1%-იანი შემცველობით ა) რკინა 0.008 ბ) მანგანუმი 0.18 ფერადი ლითონები: ა) სპილენძი 1 ტონა 255.31 ბ) ტყვია 1 ტონა 37 გ) თუთია 1 ტონა 90 დ) ანთიმონიტი 1 ტონა/1%-იანი შემცველობით 0.09 ე) კადმიუმი 1 ტონა 800000 ვ) ალუმინი 1 ტონა 104 ზ) ნიკელი 1 ტონა 450 თ) კალა 1 ტონა 400 ი) სტრონციუმი და სხვა 1 ტონა 0.8 კეთილშობილი ლითონები: 1 გრამი ა) ოქრო 3 ბ) პლატინოიდები 1.3 გ) ვერცხლი 0.03 1 გრამი 1.5 ა) ანდეზიტი 1 მ3 0.6 ბ) ბარიტი 1 ტონა 1.8 გ) კალციტი 1 ტონა 1.2 დ) ბენტონიტური თიხები 1 ტონა 3.6 ე) ვერცხლისწყალი 1 ტონა/1%-იანი შემცველობით 0.14 ვ) დარიშხანი 1 ტონა 20 ზ) გოგირდი 1 ტონა 2 თ) დიატომიტი და სხვა 1 ტონა 6 ა) დოლომიტი 1 ტონა 0.5 ბ) ცეცხლგამძლე თიხები 1 ტონა 1 გ) საფლუსე კირქვები 1 ტონა 0.5 დ) კვარცის ქვიშები საყალიბე და მინის წარმოებისათვის 1 ტონა 1.5 ე) მინერალური პიგმენტები 1 ტონა 200 ვ) ტალკი 1 ტონა 1 ზ) ცეოლითი 1 ტონა 1 თ) კაოლინი 1 ტონა 4.0 ი) ტრაქიტი 1 ტონა 0.3 კ) პეგმატიტი 1 ტონა 0.3 ლ) კირქვა კირის წარმოებისათვის 1 ტონა 0.15 მ) გრაფიტი 1 ტონა 8 ნ) საყალიბე-საფლუსე თიხები 1 ტონა 0.3 ო) კერამიკული თიხები 1 ტონა 0.2 პ) ბუნებრივი ცარცის ქვა 1 ტონა 0.1 ჟ) საფორმე ქვიშები 1მ3 0.3 რ) ლითოგრაფიული ქვა და სხვა 1 მ3 2 ძვირფასი ქვები 1 კარატი 1 იშვიათი ლითონები, იშვიათი ელემენტები და იშვიათ მიწათა ელემენტები სამთო-ქიმიური ნედლეული: არამადნეული ნედლეული, მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით: საიუველირო ნახევრადძვირფასი ქვები (აკვამარინი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, მთის ბროლი და სხვა) 1 კილოგრამი 0.25 საიუველირო-სანაკეთობო ქვები (აქატი, მალაქიტი, ნეფრიტი, სერდოლიკი, ქარვა, გიშერი, ლაზურიტი და სხვა) 1 კილოგრამი 0.15 იასპი (ეშმი) 1 გრამი 0.05 ა) საცემენტე ნედლეული (კირქვა, თიხამიწა, სპონგოლიტი) 1 ტონა 0.14 ბ) თაბაშირი 1 ტონა 0.7 გ) გაჯი 1 ტონა 1.0 დ) პერლიტი 1 ტონა 1.8 ე) ხრეში, ქვიშა 1 მ3 0.2 ვ) სააგურე თიხები 1მ3 0.35 ზ) მოსაპირკეთებელი და სახერხი ქვები (გრანიტი, სიენიტი, დიორიტი, გაბრო, ტეშენიტი, ბაზალტი, ტუფი, მარმარილო) 1მ3 1.0 თ) საღორღე ნედლეული 1მ3 0.4 ი) სხვა საშენი მასალები 1მ3 0.7 სასმელ-სამკურნალო და ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მინერალური წყლები, გარდა ამ პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა 1მ3 3 სამკურნალო ტალახი 1 ტონა 1 გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლები 1მ3 0.04 მიწისქვეშა თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლების გამოყენება, ტემპერატურით: 1მ3 საშენი მასალები: 40◦C−60◦C 0.03 60◦C−80◦C 0.05 80◦C−100◦C 0.06 100◦C-ზე მეტი მიწისქვეშა მტკნარი წყლები: ა) მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენება 0.08 1მ 3 4 0.005 ბ) მიწისქვეშა მტკნარი წყლების სხვა სამეწარმეო მიზნით გამოყენება მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები 1 ტონა 0.2 სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების კუდები 1 ტონა 0.18 შენიშვნა: პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტებისა) მიერ პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება არ ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი წყლებისათვის დაწესებული ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდას; ბ) „ბორჯომის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ3 წყალზე − 30 ლარით; გ) „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ3 წყალზე − 18 ლარით; დ) „საირმის“ მინერალური წყლისთვის, 1მ3 წყალზე − 6 ლარით; ე) „უწერის“ მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, წყლის ჩამოსასხმელად (სასმელსამკურნალო მიზნით) გამოყენების დროს, 1 მ 3 წყალზე − 4 ლარით; ე1) „უწერის“ მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, წყლის გარეგანი მოხმარების მიზნით (სამკურნალო აბაზანებისთვის) გამოყენების დროს, 1 მ3 წყალზე – 0.04 ლარით; ვ) ნახშირორჟანგისთვის (გაზი CO2 ), 1 ტონაზე − 20 ლარით. 2. სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით: ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფები და სახეობათა დასახელებები 1 I ჯგუფი: უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი II ჯგუფი: მოსაკრებლის ოდენობა ერთი კუბური მეტრისათვის ლარებში I კატეგორია II კატეგორია III კატეგორია IV კატეგორია 2 3 4 5 102 71 41 6 60 42 24 4 მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი III ჯგუფი: წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი 47 33 19 3 IV ჯგუფი: ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია 22 15 9 2 V ჯგუფი: ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები 13 9 5 2 შენიშვნა: ტყის მერქნიან სახეობათა სხვადასხვა კატეგორიისათვის მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი ასევე გადაიხდევინება „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში. 3. გარემოდან ამოღებული ტყის არამერქნული რესურსებით და ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კილოგრამზე, შემდეგი ცხრილის მიხედვით: № რესურსების დასახელება სახეობათა ჯგუფების მიხედვით 1 თეთრყვავილას ბოლქვები, ყოჩივარდას გორგლები 0.1 2 სოჭის გირჩა 0.60 მოსაკრებლის ოდენობა ( ლარი / კგ ) 4. წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: ა) წყლის ობიექტების შესაბამისად: ჯგუფების მიხედვით, ქვემოთ წყლის ობიექტთა ჯგუფები (წყლის ობიექტთა სახეობების დასახელების ჩათვლით) მოყვანილი ცხრილის მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრზე ლარებში I ჯგუფი (კასპიის ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები) 0.01 II ჯგუფი (შავი ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები) 0.005 III ჯგუფი (შავი ზღვის წყალი) 0.003 ბ) თბოსადგურებისათვის და სარწყავი სისტემებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 1 პროცენტს; გ) ჰიდროელექტროსადგურებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 0,01 პროცენტს; დ) კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის მტკნარი (მიწისქვეშა და ზედაპირული) წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს 0,01 თეთრს. 5. ცხოველთა სამყაროს რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით ) მოსაკრებლის ოდენობა ( ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის − სახეობის ერთ ინდივიდზე , თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის − ერთ ტონაზე ) ლარებში I ჯგუფი (დათვი ) 1700 II ჯგუფი (გარეული ღორი ) 100 III ჯგუფი: ა ) შველი 500 ბ ) ირემი 1700 IV ჯგუფი (მგელი) 100 V ჯგუფი: ა ) ტურა ბ ) მელა გ ) მაჩვი დ ) კვერნა ე ) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია ვ ) ტყის კატა 15 50 20 20 1 10 VI ჯგუფი (კურდღელი ) 2 VII ჯგუფი: ა ) ჯიხვი ბ ) არჩვი გ ) შურთხი დ) ნიამორი 1700 1350 220 8350 VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები ) 2 IX ჯგუფი (ხოხობი ) 15 X ჯგუფი: ა ) კაკაბი, გარეული ბატი ბ ) გარეული იხვი გ) დურაჯი დ) გნოლი ე) როჭო 4 1 1 1 1 XI ჯგუფი (სხვა ფრინველები ) 1 XII ჯგუფი (ქაფშია ) 25 XIII ჯგუფი: ა ) ქარსალა ბ ) მერლანგი გ ) ხონთქარა დ ) ქაშაყი, პელამი, სამარიდა, სარღანი ე ) ლუფარი ვ ) სკუმბრია, სარდინი, სტავრიდა ზ ) ფარგა თ ) სამარისი 10 15 40 40 30 20 50 40 XIV ჯგუფი: ა ) კეფალი, წვერა, ციმორი, მურწა ბ ) შამაია გ ) ლოქო 120 90 60 XV ჯგუფი: ა ) თეთრი ამური, სქელშუბლა ბ ) ტობი 40 50 XVI ჯგუფი: ა) კობრი ბ) ჭერეხი გ) კაპარჭინა დ) ნაფოტა ე) ქარიყლაპია 40 70 30 10 10 XVII ჯგუფი (სიგა, პელიადი, ჭაფალა) 15 XVIII ჯგუფი (კატრანი) 80 XIX ჯგუფი: ა ) მდინარის კალმახი, ტბის კალმახი ბ ) ორაგულისებრნი 200 525 XX ჯგუფი (ზუთხისებრნი) 3000 XXI ჯგუფი: ა) რაპანი ბ) მიდია 6 8 XXII ჯგუფი: ა) ხრამული ბ) ქაშაყი გ) კარჩხანა (კარასი) დ) ღორჯო ე) ჭანარი ვ) მცირე ვიმბა ზ) კამბალა, კალკანი 50 5 5 5 50 15 40 XXIII ჯგუფი: ა) ზღვის კატა ბ) ზღვის ენა გ) ზღვის მელა დ) ვარსკვლავთმრიცხველი 30 30 30 40 6. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სეზონზე შეადგენს 10 ლარს.