საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქლაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

დასკვნა ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
11.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#7597/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-16
ბიუროს ნომერი 57

📜 ტექსტი

წერილი
7597-3-9-3-201705111654 N 7597 11/05/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის N5602-IIს დადგენილების შესაბამისად, გიგზავნით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნას „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. დანართი: 106 ფურცელი პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე
დასკვნა
დასკვნა „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის N5602-IIს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე 2016 წლის 31 მარტს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შედეგად საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 24 ივნისს მიიღო დადგენილება N5602-IIს „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, რომელშიც აისახა პარლამენტის მიერ გაზიარებული სახალხო დამცველის რეკომენდაციები და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალა მონიტორინგი გაუწიოს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. 2016 წლის 20, 21 და 27 თებერვალს კომიტეტში გაიმართა „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის დადგენილებით მიღებული 203 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის განხილვა, რა დროსაც რეკომენდაციების ადრესატმა უწყებებმა წარმოადგინეს ანგარიშები მათი შესრულების შესახებ. კომიტეტმა რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შეფასების პროცესში გაითვალისწინა როგორც წარმოდგენილი ანგარიშები, ასევე სახალხო დამცველის და განხილვებში მონაწილე სხვა პირთა მოსაზრებები. საკომიტეტო განხილვების შედეგად კომიტეტმა მიიჩნია, რომ გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების სრულად შესრულება ვერ მოხერხდა. სახელდობრ: 1 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, ზედდების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისა და მიწაზე საკუთრების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტის დადგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაიგეგმა და შესრულდა არაერთი სამუშაო, რომელიც კომპლექსურად მოიცავს როგორც სამართლებრივ, ისე - პრაქტიკულ ღონისძიებებს. რეკომენდაცია შესრულებულია. საქართველოს მთავარი პროკურატურა ა) უზრუნველყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ რჩება რეაგირების გარეშე და ყველა მათგანზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების ეფექტიანობა (სამართლიანი შედეგი) კვლავ გამოწვევად რჩება, რაც შესაძლოა ობიექტური მიზეზებით იყოს განპირობებული, თუმცა ვერ გაკეთდება დასკვნა რეკომენდაციის სრულად სესრულების თაობაზე. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ბ) უზრუნველყოს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გამოძიების პროცესში ძალადობრივი დანაშაულების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442 და 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების) სწორი კვალიფიკაციის საკითხს; უზრუნველყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით გამოძიება. ეს საქმეები არ უნდა იქნეს კვალიფიცირებული იმ მუხლებით, რომლებიც უფრო მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს; 2 აღნიშნული სამართლებრივი საკითხის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაციის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 1441, 1442, 1443, 335-ე მუხლების გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის კუთხით საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ძირითადი სტანდარტები. რეკომენდაციის მიზანია, პროკურატურის მუშაკებს გაუადვილოს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრა და შემდგომში გამოძიების ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვა. აღნიშნული რეკომენდაცია შეისწავლა ევროსაბჭოს ექსპერტმა, მის მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებულ იქნა. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია გ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442 და 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების პენიტენციური დაწესებულების ან პოლიციის დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში გამოძიება საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს; ბოლო წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენილი შესაძლო დანაშაულები და სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები გამოეძიებინა საქართველოს პროკურატურის შესაბამის საგამოძიებო ნაწილს. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის დადგენილებით მოხდა აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების დაქვემდებარება. რეკომენდაცია შესრულებულია დ) წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შედეგების გამჭვირვალობისათვის უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით; 3 წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და განაჩენის გამოტანის შესახებ საზოგადოებას სისტემატურად მიეწოდება ინფორმაცია პროკურატურის ვებ-გვერდის მეშვეობით. რეკომენდაცია შესრულებულია ე) უზრუნველყოს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა აწარმოონ სტატისტიკა იმ ჟურნალისტების შესახებ, რომელთა მიმართ მათი პროფესიული საქმიანობის გამო დანაშაულებრივი ქმედებები იქნა ჩადენილი; 2016 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწო 1 პირის მიმართ. ამჟამად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. ჟურნალისტთა დევნის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. რეკომენდაცია შესრულებულია ვ) უზრუნველყოს, რომ სამართალდამცველ პირებს შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების სწავლების მიზნით ჩაუტარდეთ ტრენინგები გამოხატვის თავისუფლების თაობაზე და დაკავების უფლებამოსილების გამოყენების შესახებ; საქართველოს პროკურატურის სტაჟიორების მოსამზადებელი კურსის ერთ-ერთი სასწავლო მოდულია ადამიანების უფლებები, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოიცავს გამოხატვის თავისუფლების თემატიკას. 2016 წელს ამ მიმართულები სწავლება გაირა 62-მა სტაჟიორ-პროკურორმა. სასწავლო კურსი ორიენტირებული იყო სტაჟიორებისათვის თეორიული ცოდნის გადაცემისა და პრაქტიკული საკითხების განხილვაზე. რეკომენდაცია შესრულებულია. 4 ზ) დროულად დაასრულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაცემასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიება; დაბა ბაკურიანისა და სოფ. დიდი მიტარბის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას, აღნიშნული საქმე მრავალეპიზოდიანია, 2016 წელს ინტენსიურად მიმდინარეობდა გამოძიება დაბა ბაკურიანისა და სოფ. დიდი მიტარბის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე. 7 პირის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენები, რომლითაც მითითებულ 7 პირს ზემოხსნებული დაყადაღებული 55 მიწის ნაკვეთიდან, დამატებითი სასჯელის სახით ჩამიერთვათ 18 მიწის ნაკვეთი, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ხოლო დანარჩენ ნაკვეთებთან მიმართებაში კვლავ გრძელდება გამოძიება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. თ) მიიღოს ზომები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, ამ დანაშაულის საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პრევენციისათვის; დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს სსკ 140–ე მუხლით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაზრდილია. ჩატარებულია საინფორმაციო შეხვედრები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ჩატარებულია ძალადობრივი დანაშაულების, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტების კომპლექსური ანალიზი, რაც ხელს შეუწყობს თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის ეფექტურ პრევენციას, გამოძიების პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და პროკურორებისთვის შესამუშავებელი სახელმძღვანელო რეკომენდაციების განსაზღვრას. თუმცა, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინება. მნიშვნელოვანია, უწყებამ უწყვეტად გააგრძელოს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და შემთხვევების მართვა. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ი) უზრუნველყოს პროკურორთა მომზადება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სპეციფიკის შესახებ; 2016 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კომუნიკაციის თემაზე საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ 4 ტრენინგი. 3 ტრენინგის 5 ფარგლებში გადამზადდნენ პროკურორები, ხოლო 1ტრენინგის ფარგლებში - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 74 პირმა. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაცია დამოუკიდებელ სასწავლო მოდულად არის შეტანილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე სპეციალიზებულ სასწავლო კურსში. 2016 წელს ჩატარდა 2 ტრენინგი, რომელიც ჯამში 45-მა პროკურორმა გაირა, მათ შორის 22-მა სისტემის მენეჯერმა. რეკომენდაცია შესრულებულია. კ) უზრუნველყოს ფსიქიკური გაიდლაინების შემუშავება; საქართველოს მთავარი აშლილობის პროკურატურის მქონე პაციენტთა ადამიანის დაკითხვის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შემუშავდა რეკომენდაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტი მიმოიხილავს შშმ (მათ შორის ფსიქიკური აშლილობის მქონე) პირებთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ეხება შშმ პირის კანონიერი წარმომადგენლის საკითხს, აგრეთვე მიმოხილვის საჭიროების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი თარჯიმნის ჩართვასა და გამოძიების წინაშე არსებულ სირთულეებს. მითითებული რეკომენდაცია პროკურატურის სისტემაში გავრცელდა 2016 წლის 5 ივლისს. რეკომენდაცია შესრულებულია. ლ) გონივრულ ვადაში გამოიძიოს 2009 წლის 15 ივნისს და 2011 წლის 3 იანვარს მომხდარი და სხვა გახმაურებული ფაქტები დამნაშავეთა გამოვლენის და მათთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით; 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 3 იანვრის აქციების დაშლის ფაქტებთან დაკავშირებით არსებული სისხლის სამართლის საქმეები ამოღებული იქნა პროკურატურის შესაბამისი დანაყოფებიდან და 2016 წლის იანვარში გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს. 6 2011 წლის 3 იანვრის საპროტესტო აქციის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დარბევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით 2016 წლის 19 აპრილს დაინიშნა კომპლექსური ჰაბიდოსკოპური და ფონოსკოპური ექსპერტიზა, რომლის შესრულებას დაევალა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. დასკვნა დღეის მდგომარებით მიღებული არაა. რაც შეეხება 2009 წლის 15 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ საქმეს, აღნიშნულ საქმეზე 2016 წელს ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და აქციის მონაწილეები. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. მ) დროულად დაასრულოს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიება. დღეის მონაცემებით, ორივე სისხლის სამართლის საქმეზე ( იგულისხმება 2009 წლის 15 ივნისისა და 2011წლის 3 იანვრის ფაქტები) მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, აქციების დაშლაში მონაწილე სამართალდამცავ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. რაც შეეხება 2015 წლის 2 ოქტომბერს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ - ის მხარდამჭერ აქციაზე, „თავისუფალი ზონის“ აქტივისტების დაკავებას, 2015 წლის 4 ოქტომბერს, სამი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2016 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის არსებითი განხილვა. 2017 წლის 30 იანვარს, ბრალდებულების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული სისხლის სამართლის დაუბრუნდა პროკურატურას. რეკომენდაციის მოთხოვნა - საქმე განრიდების მიზნით „დროულად დაასრულოს“- აღნიშნულ საქმეებზე ასევე არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი შეფასების საფუძველს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 7 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ა) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მუდმივი სწავლება და გადამზადება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აღმოფხვრისა და თავიდან აცილებისათვის; შსს აკადემიაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხები 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაიარა 889 მსმენელმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე და კურსებზე. ზოგადად, თანამშრომელთა მუდმივი სწავლება და გადამზადება არ არის ერთჯერადი პროცესი, შესაბამისად არ შეიძლება კატეგორიულდა ითქვას, რომ რეკომენდაცია სრულად შესრულდა ან არ შესრულებულა. პროცესი დაწყებულია. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ბ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პირის დაკავების კანონიერებაზე მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; პირის დაკავებისას პოლიციელის მხრიდან გადაცდომის პრევენციისთვის გენერალურ ინსპექციაში მოქმედებს ცხელი ხაზი „126“. შემოსული შეტყობინებების საფუძველზე საჭიროებისამებრ ხდება მყისიერი რეაგირება, ტარდება სამსახურებრივი შემოწმება ან დანაშაულის ნიშნების არსებობისას შეტყობინება ქვემდებარეობით ეგზავნება პროკურატურას. 2016 წელს შსს გენერალურ ინსპექციაში დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სულ შემოვიდა 76 განცხადება/შეტყობინება, მათგან 13 გადაეცა პროკურატურას. რეკომენდაცია შესრულებულია გ) უზრუნველყოს თითოეული სამედიცინო შემოწმების დროს დაკავებული პირის სხეულზე არსებული ყველა დაზიანების სრულყოფილი აღწერა და დოკუმენტირება სტამბოლის ოქმის შესაბამისად; 8 2016 წლის 8 დეკემბერს გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №691 ბრძანება საქართველოს იზოლატორებში შინაგან მოთავსებულ საქმეთა პირთა სამინისტროს სამედიცინო დროებითი მომსახურების მოთავსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე. აღნიშნულ ინსტრუქციას დანართის სახით ერთვის იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმა, რომელიც ექსპერტის მიერ შემუშავებულ იქნა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში და სრულად შეესაბამება სტამბოლის ოქმის მოთხოვნებს. მოცემული ფორმის შესაბამის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება იმ იზოლატორებში სადაც დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო პერსონალი. შსს მიგრაციის დეპარტამენტის ექიმი დაკავებული უცხოელის დაზიანების, ჭრილობის, ნაწიბურის, იარის, სვირინგის და ა.შ. არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ აღწერას სამედიცინო ანკეტაში. რეკომენდაცია შესრულებულია დ) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში პირთა განთავსებისას მათთვის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი ფორმით მიწოდება; შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ყველა პირს მისთვის გასაგებ ენაზე განემარტება მისი საპროცესო უფლებები, ასევე განცალკევებით იზოლატორში მისი უფლება-მოვალეობები. ამ მიზნით იზოლატორში ინახება სხვადასხვა ენაზე თარგმნილი უფლებათა ამსახველი დოკუმენტები, რომელიც გასაცნობად გადაეცემა მოთავსებულ პირს. გაცნობის შემდეგ იზოლატორში მოთავსებული პირი ხელს აწერს დოკუმენტს. აღნიშნული პროცედურა გათვალისწინებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შს მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის №692 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციით“. შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოყვანისას უფლებამოსილი მოსამსახურე დაკავებულ/მოთავსებულ უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე სრულად აცნობს მის უფლება-მოვალეობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დგება შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს დაკავებული/მოთავსებული უცხოელი. რეკომენდაცია შესრულებულია 9 ე) დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არსებობისას უზრუნველყოს დაკავებულ და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა დროული სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში − მათთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის №691 ბრძანებით დეტალურად არის გაწერილი იზოლატორში მოთავსებული პირისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის წესი, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის ან შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში ექიმის ვალდებულებათა ჩამონათვალი. ასევე იზოლატორების შინაგანაწესის ინსტრუქციის თანახმად, დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პიროვნებას საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს, იზოლატორში მოთავსების მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ამასთან, აღნიშნული შემოწმების ჩატარების მიზნით საკუთარი ხარჯით მოიწვიოს ექსპერტი. რეკომენდაცია შესრულებულია ვ) უზრუნველყოს, რომ დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირი უზრუნველყოფილ იქნეს ყველა შესაბამისი საპროცესო გარანტიით; აღნიშნული პირის თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად; საქართველოს შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირები სრულად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით, მათ შორის, ადვოკატზე ხელმისაწვდომობის, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების, გასაჩივრების და სხვა უფლებებით. იზოლატორში მოთავსებული პირის უფლებები გაწერილია იზოლატორების ტიპურ დებულებასა და შინაგანაწესში, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს შს მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით. შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში უცხოელს დაკავებისას მისთვის გასაგებ ენაზე განემარტება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები, როგორიცაა: დაკავების საფუძველი, ადვოკატის აყვანის, დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის ან მისთვის სასურველი პირისათვის შეტყობინების, ასევე გასაჩივრების უფლება. განთავსების ცენტრში მოყვანისას კი ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე აცნობს უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობის წესსა და დღის წესრიგს. რეკომენდაცია შესრულებულია 10 ზ) უზრუნველყოს პოლიციის ყველა სამმართველოში და ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება; 2016 წელს ვიდეოსათვალთვალო კამერები დამონტაჟდა ფოთისა და მესტიის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა იზოლატორში ხორციელდება ვიდეომეთვალყურეობა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში დამონტაჟებული შიდა და გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერების განახლებასთან დაკავშირებით. პროცესი დასრულებული არ არის. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. თ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებისას სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულებისა და გაკეთებული ჩანაწერის შენახვის წესისა და ვადის განსაზღვრა; სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების უფლებამოსილება დარეგულირებულია კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და შს მინისტრის ბრძ. (1310) – მ. 14. 1. „ე“ დადგენილია პატრულ-ინსპექტორის მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების უფლება (და არა ვალდებულება). რაც შეეხება შენახვის წესისა და ვადის განსაზღვრას, აღნიშნული დამოკიდებულია მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებელზე და მისი წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია. მაგალითად, მორიგეობის განმავლობაში სამხრე ვიდეოკამერის მეხსიერების მოცულობის გამო მომდევნო ჩანაწერმა შესაძლებელია წაშალოს წინა ჩანაწერი. ჩანაწერის შენახვის წესი და ვადა არ არის განსაზღვრული. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. ი) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით ვიდეოჩანაწერების გაკეთება და მათი გონივრული ვადით შენახვა; ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების ახალი წესი ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული წესი დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 11 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით და მოიცავს ვიდეოჩანაწერების წარმოების, ასევე ჩაწერილი მასალის დაარქივებისა და განადგურების წესს. ვიდეომეთვალყურეობა ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში ამ მიზნით გამოყოფილი ცენტრალური მართვის ოთახიდან, ამავე დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის მიერ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-11 მუხლის თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 24 საათი. ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის წაშლის/განადგურების შედეგად. ასევე ხდება გადაღებული მასალის დაარქივება სამართალწარმოების ჩატარების მიზნით. დაარქივებული მასალა ინახება სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით და ნადგურდება ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. რეკომენდაცია შესრულებულია. კ) უზრუნველყოს ყველა ვიდეოჩანაწერის გონივრული ვადით შენახვა; ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების ახალი წესი ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული წესი დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით და მოიცავს ვიდეოჩანაწერების წარმოების, ასევე ჩაწერილი მასალის დაარქივებისა და განადგურების წესს. საქართველოს შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 24 საათი. სამართალწარმოების ჩატარების მიზნით დაარქივებული მასალა ინახება სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამინისტროს ადმინისტრაციული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შენობების ჩანაწერების შიდა შენახვის და გარე ვადა პერიმეტრზე დამოკიდებულია ტექნიკური საშუალებების მახასიათებლებზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერების შენახვის ვადას, აღნიშნული ჯერჯერობით არ არის მოწესრიგებული რაიმე შიდა ნორმატიული აქტით რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 12 ლ) უზრუნველყოს დაკავებული პირისთვის მის მიერ საჩივრის წარდგენის უფლების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდება; „საქართველოს იზოლატორების შინაგან ტიპური საქმეთა დებულებისა სამინისტროს და დროებითი შინაგანაწესის მოთავსების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების №2 დანართის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, იზოლატორის ცვლის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა მოსამსახურე მოსათავსებელ პირს წერილობით გააცნობს მის უფლებებსა და მოვალეობებს, საჩივრის შეტანის წესებს, შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე საპროცესო უფლებებს, რასაც მოსათავსებელი პირი ადასტურებს ხელმოწერით. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ იქნა სიტყვიერი განკარგულება და პირად შემადგენლობას დაევალა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის N5602-IIს დადგენილების „ლ“ ქვეპუნქტით (უზრუნველყოს დაკავებული პირისთვის მის მიერ საჩივრის წარდგენის უფლების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდება) გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელად შესრულება. უცხოელს ფაქტობრივი დაკავების მომენტში მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე განემარტება სხვადასხვა უფლებები, მათ შორის დაკავების გასაჩივრების უფლება რეკომენდაცია შესრულებულია მ) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში კონფიდენციალური საჩივრის წარდგენის მექანიზმის დანერგვა; „საქართველოს იზოლატორების შინაგან ტიპური საქმეთა დებულებისა სამინისტროს და დროებითი შინაგანაწესის მოთავსების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების №2 დანართის IV თავი ეთმობა საჩივრის შეტანისა და გადაგზავნის წესს, აგრეთვე განხილვის ვადებს და შედეგებს. აღნიშნულით ასევე გათვალისწინებულია კონფიდენციალური საჩივრის შეტანის უფლება და იზოლატორის მოსამსახურეთა ვალდებულება – მოთავსებულ პირს ხელი შეუწყონ საჩივრის შეტანაში. ამავდროულად, იზოლატორში მოთავსებული ყველა პირი სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ნომრებზე სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებით. 13 აღნიშნული შინაგანაწესის დამტკიცებამდე მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N 108 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესი არ ითვალისწინებდა კონფიდენციალური საჩივრის წარდგენას, დღეს მოქმედი კი ითვალისწინებს. რეკომენდაცია შესრულებულია. ნ) უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაკავებული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას მის სხეულზე დაზიანების აღმოჩენის თაობაზე შეტყობინების საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის გაგზავნის შესახებ მკაფიო ინსტრუქციის განსაზღვრა; აღნიშნული მიმართულებით 2016 წელს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების №2 დანართის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოთავსებული პირის პირველადი სამედიცინო შემოწმებისას, იზოლატორში მომუშავე სამედიცინო პერსონალი, ასევე იზოლატორის მოსამსახურეები ვალდებული არიან, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ აცნობონ საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. აღნიშნული შინაგანაწესის დამტკიცებამდე მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N 108 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესი არ ითვალისწინებდა სხეულზე დაზიანების აღმოჩენის თაობაზე შეტყობინების საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის გაგზავნას, დღეს მოქმედი კი ითვალისწინებს. რეკომენდაცია შესრულებულია. ო) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სწავლება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებისათვის; 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში შსს აკადემიაში დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადებაგადამზადება სპეციალური მოკლევადიანი სასწავლო კურსის ფარგლებში. ამ ეტაპისათვის სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო იზოლატორის 18-მა თანამშრომელმა. აღნიშნული კურსის ფარგლებში მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადება 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაგრძელდება. სასწავლო კურსის ფარგლებში მოსამსახურეები გადიან 14 თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას როგორც ელექტრონულ ბაზასთან, ასევე დოკუმენტაციასთან მუშაობის კუთხით. რეკომენდაცია შესრულებულების პროცესშია. პ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, განახორციელოს შესაბამისი ინსპექტირება, დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებისათვის; დოკუმენტაციის შესაბამისი წესით წარმოების მიმართულებით იზოლატორების მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმებას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახური. 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შს გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებულთა აღრიცხვის ჟურნალის შეუვსებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე შსს მოსამსახურეთა მიმართ გამოყენებულ იქნა 60 დისციპლინური სახდელი, მათ შორის: სარეკომენდაციო ბარათი - 58; შენიშვნა - 2; რეკომენდაცია შესრულებულია. ჟ) უზრუნველყოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნაგანმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, რათა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის №9 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმას დაემატოს გრაფები მასში შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო, დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა, რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება, გასწია თუ არა პირმა დაკავებისას წინააღმდეგობა, გამოყენებული იქნა თუ არა იძულების პროპორციული ზომა და რა ფორმით იქნა გამოყენებული იძულების ზომა; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში შესაძლო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, მათ შორის კონსულტაციები სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფებთან. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. 15 რ) უზრუნველყოს სპეციალური პრევენციული ჯგუფისათვის სამმართველოებსა და დროებითი დაკავების იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომეთვალყურეობა ხორციელდება დროებითი მოთავსების სამინისტროს პოლიციის არსებული იზოლატორების დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში არსებული ცენტრალური მართვის ოთახიდან, სადაც შესვლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებზე საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციის ჯგუფის წარმომადგენელთა წვდომას, აღნიშნული უფლება მათ გააჩნიათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-11 მუხლით განსაზღვრულია პირთა წრე, ვისაც ცენტრალური მართვის ოთახში შესვლის/ყოფნის უფლება აქვს და მათ შორის არ არის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი. ის შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესებიდან ან სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. ამდენად, ვიდეომეთვალყურეობის სპეციალური სისტემების პრევენციული დაუბრკოლებელი ჯგუფისათვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არ არის. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. ს) უზრუნველყოს ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება იზოლატორის საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის და იზოლატორში განთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; 2016 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოხდა არსებული სავენტილაციო სისტემის შეკეთება/რეკონსტრუქცია, ხოლო იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც არ არსებობდა აღნიშნული სისტემა, უზრუნველყოფილ იქნა ახალი სისტემის დამონტაჟება. აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება 2017 წელსაც. რეკომენდაცია შესრულებულების პროცესშია. 16 ტ) უზრუნველყოს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად, სათანადო ბრძანების შესრულებისთვის პასუხისმგებელ სხვა უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებათა დასაცავად, რაც გულისხმობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დროულ იდენტიფიცირებას და მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით; მიიღოს ზომები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებათა დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ პოლიციის თანამშრომელთა უკეთესი ინფორმირებისათვის; სამართალდამცავთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების მოდული ითვალისწინებს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების სწავლებას. ოჯახში ძალადობის სამართლებრივ მექანიზმებზე ორგანიზებული სწავლების ერთერთ საკითხს წარმოადგენს აღნიშნული რეფერალის სწავლება. რეკომენდაცია შესრულებულია უ) განახორციელოს ადეკვატური ღონისძიებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მათხოვრობაზე დაყოლიების ან არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო ფაქტების პრევენციისთვის; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ფუნქციონირებს მობილური ჯგუფები, რომელთა ძირითად ფუნქციასაც წარმოადგენს ტრეფიკინგის ფაქტების პროაქტიული გამოვლენა. ამ მიზნით აღნიშნული ჯგუფის წევრები ახორციელებენ გასაუბრებას მოწყვლად ჯგუფებთან, აცნობენ მათ უფლებებს და აწვდიან ინფორმაციას სერვისების შესახებ. პარალელურად, სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ შესაბამის უწყებათა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომლებიც ემსახურება არასრულწლოვნებში (მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები) ცნობიერების ამაღლებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა მოზარდებთან შეხვედრა ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით. საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლები ბავშვებს ესაუბრნენ ძალადობის ფორმების, მათ შორის, ბულინგის, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და „ონლაინ“ სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეების, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისა და მათი პრევენციის, ასევე ძალადობისგან 17 დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ. სამართალდამცველებმა განიხილეს ისეთი დანაშაულიც, სადაც შესაძლოა ბავშვი ჩართულ იქნეს როგორც მსხვერპლი ან მოწმე. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის – „112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ნომრისა (112) და საკონსულტაციო ცხელი ხაზის (116006) თაობაზე. შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა სტუმრებს გააცნო კიბერდანაშაულის საფრთხეები და მისცა რჩევები ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობის შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი კი მოზარდებს ესაუბრა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის ინსტრუმენტების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. რეკომენდაცია შესრულებულია. ფ) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და უბნის ინსპექტორის როლის გაზრდა. უბნის ინსპექტორმა ადგილობრივი თემების (განსაკუთრებით − ეთნიკური უმცირესობების) წარმომადგენლებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და შესთავაზოს კონსულტაციების გაწევა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე; შსს-ს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიმდინარე პროგრამებში. მათ შორის აღსანიშნავია მშობელთა განათლების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი კლასის არასრულწლოვანთა მშობლებთან ინტერაქტიულ შეხვედრებს. შეხვედრები იმართება იმ რეგიონების სკოლებში, სადაც ადრეული ქორწინების ფაქტები ყველაზე ხშირად ვლინდება. სხვადასხვა უწყების სპეციალისტები და ექსპერტები მშობლებს ესაუბრებიან ადრეული ქორწინების ნეგატიურ შედეგებზე როგორც რეპროდუქციულ, ასევე გოგონათა და ქალთა უფლებების და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჭრილში. პრობლემის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების უწყვეტად განხორციელება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ქ) განახორციელოს ოჯახში ძალადობის ფაქტების არსებობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხრელი შესრულების მონიტორინგი; 18 მონიტორინგის გაძლიერების მიზნით შსს-ში 2014 წლიდან ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირებით, მათ შორის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელით. კომისიის ეფექტიანი მუშაობის მიზნით შექმნილია სამდივნო, რომელიც ყოველთვიურად აფასებს ოპერატიული დანაყოფებიდან მიღებულ ინფორმაციას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარადგენს გეგმებს. აღნიშნულ ფორმატში ხდება ცალკეული შემთხვევების განხილვა და რეაგირების ადეკვატურობის შეფასება. გენერალურ ინსპექციას სისტემატურად მიეწოდება სტატისტიკური მონაცემები ოჯახური ძალადობის ფაქტების და განხორციელებული რეაგირების თაობაზე. სტატისტიკაში შემდგომი ანალიზის მიზნით აღირიცხება პოლიციის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე არასათანადო რეაგირების ფაქტები. უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ საყურადღებოა ოჯახში ძალადობის პრობლემის ირგვლივ არსებული რეალობა. პრობლემის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავი ძალადობისაგან დაცულად იგრძნოს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ღ) უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა. ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების დახვეწის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს რისკის შეფასების მექანიზმის ევროპული გამოცდილების შესწავლას, საქართველოზე ადაპტირებას და დანერგვას. უწყებას დაწყებული აქვს მუშაობა ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების დახვეწის მიმართულებით. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მონიტორინგთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია პირველ რეკომენდაციაში. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 19 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ა) უზრუნველყოს სტამბოლის ოქმის შესაბამისად სხეულის დაზიანებების აღრიცხვის ახალი ფორმის შემუშავება და დანერგვა მასში სხეულის დაზიანებების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შესატანად, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებათა სამედიცინო პერსონალის ინტენსიური სწავლება პირისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტის იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირების შესახებ; სტამბოლის პროტოკოლში არსებული მოთხოვნების დაცვის მიზნით შემუშავდა და 2016 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ N131 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი“, რომლითაც დარეგულირდა პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის, დოკუმენტირებისა და ფოტოგრაფირების საკითხები. უკვე მიღებულია შესაბამისი ბრძანება, რომელიც ამოქმედდება 2017 წლის 1 აპრილიდან. რეკომენდაცია შესრულებულია. ბ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ამ დაწესებულებათა თანამშრომლების ცოდნის დონის ასამაღლებლად და უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად არსებული საჭიროებების შეფასების შედეგად შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება და ამ პროგრამებში თანამშრომელთა სათანადო მონაწილეობა. სასწავლო პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა უსაფრთხოება, მათ შორის, დინამიკური უსაფრთხოების კონცეფცია, აგრეთვე დამნაშავეების ძალადობრივი ქცევის მართვა პრევენციისა და განმუხტვის ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა მოლაპარაკება და მედიაცია; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, რეგულარულად ხორციელდება არსებული საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება. სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომელთა გადამზადება, მათ შორის: პენიტენციური დაწესებულებების ადგილობრივი და საერთაშორისო მოსამსახურეთა საქმიანობის სტანდარტების, დინამიკურ მარეგულირებელი და სტატიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებისა და ეფექტური კომუნიკაციის სწავლება, 20 კონფლიქტის, აგრესიის და ძალადობრივი ქცევის მართვა და სხვა. 2016 წელს სსიპ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, მომზადდა/გადამზადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების ძირითადი ნაწილი. აღნიშნული პროცესი დაიწყო 2015 წელს და უნდა დასრულდეს 2017 წლის 1 აპრილამდე. რეკომენდაცია შესრულებულია გ) უზრუნველყოს ტრენინგების შედეგების ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასების, აგრეთვე მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების სუპერვიზიის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: 2016 წლის 23 დეკემბერს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N55 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაემატა კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული - სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის კონტროლი, რითაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება არასათანადო მოპყრობის ნიშნების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება. რეკომენდაცია შესრულებულია. დ) უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეესკალაციის/უსაფრთხო ოთახში პირის მოთავსების მაქსიმალური გონივრული ვადის და აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირის განსაზღვრა, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტის შემუშავება; სამინისტროს განმარტებით: პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2016 წელს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 72 საათი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. ბრძანება გამოიცემა სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის ან/და პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე, სადაც მიეთითება პირის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის გამომწვევი მიზეზებისა და აუცილებლობის შესახებ; 21 რაც შეეხება გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტს უნდა აღნიშნოს, რომ ამ შემთხვევაში დირექტორის ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, რომელიც ზღუდავს პირის უფლებებს და, შესაბამისად, საჭიროებს წერილობით დასაბუთებას. რეკომენდაცია შესრულებულია ე) უზრუნველყოს დეესკალაციის/უსაფრთხო ოთახში პირის მოთავსებისას საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვა ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებით; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეთვალყურეობა შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სამართლებრივი რეჟიმის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი, დაწესებულების შესაბამის დანაყოფზე განწესებული მოსამსახურეების მიერ, ისე ელექტრონული მეთვალურეობის საშუალებების გამოყენებით. დანაყოფზე განწესებული სამორიგეო ცვლის მოსამსახურე დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას რაიმე პრობლემის/დარღვევის აღმოჩენისას, კერძოდ, შემთხვევის შესახებ ატყობინებს უშუალო უფროსს და შესაბამისი მითითების მიღებამდე, შესაძლებლობის ფარგლებში, იღებს ყველა ზომას ვითარების განმუხტვის მიზნით. რეკომენდაცია შესრულებულია ვ) უზრუნველყოს დეესკალაციის/უსაფრთხო ვიდეოჩანაწერების შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად შენახვა; ოთახში გაკეთებული სამინისტროს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება, ჩანაწერების შენახვა, წაშლა და განადგურება ხორცილედება „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. დაარქივებული მასალა ინახება იმ საქმის წარმოების/სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა აღნიშნული მასალის დაარქივება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს გადაღებული მასალის დაარქივების ზემოთ მითითებული საფუძვლები, გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 24 საათის ვადით. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა 24 საათიანი შენახვის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 22 ზ) გააძლიეროს მუშაობა რეგულარულად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. რეკომენდაცია შესრულებულია. თ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ზომები არაეფექტიანია, და იმ ხანგრძლივობით, რომელიც მკაცრად აუცილებელია კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით; ამასთანავე, უზრუნველყოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთება; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით: პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის თაობაზე დგება ოქმი, წესის №2 დანართის შესაბამისად, რომელშიც აღინიშნება, თუ რა სახის ელექტრონული საშუალებით და რა მიზნით ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ელექტრონული მეთვალყურეობა/კონტროლი. შესაბამისად, ოქმი შეიცავს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის კონტროლის განხორციელების დასაბუთების გრაფას. რეკომენდაცია შესრულებულია. ი) უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შენახვის გონივრული ვადის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრა; უწყებაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა 24 საათიანი შენახვის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით, კერძოდ დაგეგმილია დამატებითი მოწყობილობების შეძენა, რომლითაც 23 უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაწესებულებაში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის გაზრდა. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. კ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო აქტივობების განსახორციელებლად; მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პენიტენციური დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რათა დაგეგმოს და პატიმრების სათანადო მონაწილეობით ჩაატაროს ღონისძიებები. ამ ღონისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატიმრების ინტერესთა სფეროები, აგრეთვე აქტივობებში მათი მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად უფრო ხშირად უნდა იქნეს გამოყენებული წახალისების ფორმები; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დეპარტამენტში სოციალური უზრუნველყოფის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ტანახმად: სამმართველოს აქტიურად მუშაობს პენიტენციურ სახით შექმნილია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამებს. სწორედ, აღნიშნული პროგრამების დაგეგმვის მიზნით 2016 წლის პირველ კვარტალში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა სოციალური საჭიროებების კვლევა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1193-მა აქტივობების მსჯავრდებულმა. საჭიროებათა ანალიზის შედეგად კი დაიგეგმა 2016 წლის პირველი სასწავლო ეტაპი. გამოკითხვის მეორე ეტაპი ჩატარდა სექტემბრის თვეში, მასში მონაწილეობა მიიღო 894-მა მსჯავრდებულმა, რაც თავის მხრივ გახდება შემდგომი სასწავლო ეტაპის დაგეგმვის საფუძველი. 2016 წლის საერთო მონაცემებით პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 1325-მა მსჯავრდებულმა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების ფორმები. ბუნებრივია, გარდა სერთიფიკატებისა და სიგელების გადაცემისა, სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი დამოკიდებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რაც შემდგომში ხდება მისი წახალისების საფუძველი. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია 24 ლ) უზრუნველყოს, რომ დისციპლინური სახდელი გამოყენებულ იქნეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება; ამასთანავე, მისი გამოყენების შემთხვევაში პირს ოჯახთან კონტაქტი სრულად არ უნდა აეკრძალოს; უწყება სრულად არ იზიარებს რეკომენდაციაში ასახულ მოთხოვნებს და აცხადებს, რომ ყოველ დისციპლინურ დარღვევას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სათანადო დისციპლინური სახდელის დაკისრება, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი პატიმრებში. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, სამინისტრო მხოლოდ მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლზე და კონკრეტულად არ უთითებს თავის პოზიციას ოჯახთან კონტაქტის სრულად აკრძალვის თაობაზე. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. მ) მიიღოს სათანადო ზომები №7 დაწესებულებაში პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით; უწყების მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად; სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ N7 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დაწესებულების დირექტორს და ადმინისტრაციული განყოფილების იურისტს დაეკისრათ დისციპლინური სახდელი - პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის მე5 ნაწილით, აგრეთვე, ამავე კოდექსის 665 მუხლის მე-2 ნაწილით, 665 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 82-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან, ზემოაღნიშნული დარღვევების გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის შესაბამისად, N7 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 10 მსჯავრდებულის მიმართ გამოცემული 14 განკარგულება - დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი. რეკომენდაცია შესრულებულია. ნ) მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა პატიმრებისთვის შეუფერხებლად იყოს ხელმისაწვდომი ექიმების მიერ დანიშნული ძირითადი მედიკამენტები. ამასთანავე, ექიმები პატიმრებისთვის დანიშნულების მიცემისას არ უნდა შეიზღუდონ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მედიკამენტებით, ხოლო პატიმრის მოთხოვნის შემთხვევაში მან, ექიმთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით, დაუბრკოლებლად უნდა მიიღოს ბრენდული სახელწოდებების მედიკამენტები. პენიტენციურ დაწესებულებაში აფთიაქის 25 არარსებობისას მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ამ დაწესებულებაში მედიკამენტების ამანათით შეგზავნის წესი; პენიტენციურ სისტემაში, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების მიერ, პაციენტებისათვის მედიკამენტის დანიშვნა ხდება პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის შესაბამისად, რომელშიც სამკურნალო საშუალებები წარმოდგენილია დაავადებების სამკურნალო აქტიური ნივთიერებების სახით. ექიმსპეციალისტები არ არიან შეზღუდულნი პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის ფარგლებში მედიკამენტის დანიშვნით - საჭიროებების და კომპეტენციის გათვალისწინებით, ისინი ნიშნავენ ისეთ მედიკამენტებსაც, რომელიც არ შედის პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხაში. ამგვარ შემთხვევაში მთავარი ექიმის მიერ ხდება ინდივიდუალური მოთხოვნის გაგზავნა ლოჯისტიკის დეპარტამენტში სამმართველო, მოთხოვნის შესყიდვას და და დეპარტამენტის შესაბამისად, დაწესებულებისთვის სამედიცინო უზრუნველყოფს მიწოდებას. ლოჯისტიკის მედიკამენტის მსჯავრდებულს, მოძიებას, მიწოდებული მედიკამენტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შეუძლია საკუთარი ხარჯით შეიძინოს, ანალოგიური თვისების მქონე მედიკამენტი, მათ შორის, ბრენდული დასახელებით. რაც შეეხება მედიკამენტების ამანათით მიწოდების საკითხს, ამ ეტაპზე, მომზადებულია შესაბამისი ბრძანების პროექტი, რომელიც ახლებურად არეგულირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების შეტანის წესსა და პირობებს, მათ შორის მედიკამენტების ამანათის სახით შეტანის საკითხსაც. კომენტარებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით ბრძანების პროექტი დაგზავნილია სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში და უახლოეს მომავალში იგეგმება მისი დამტკიცება. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ო) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა გაძლიერდეს სამოქალაქო ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მოქმედი სტანდარტების პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში დანერგვის კონტროლი, შეიქმნას სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ეფექტიანი სისტემა, პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას მეტი ყურადღება დაეთმოს სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგებს, განხორციელდეს შესყიდვების პროცესის ეფექტიანი მართვა და ხარჯთეფექტიანობის ანალიზი. პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხის შეფასებისთვის წინასწარ განსაზღვრული, ვალიდური ინდიკატორები უნდა იქნეს გამოყენებული; პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ქვეყანაში არსებული სტანდარტების შესაბამისად. პენიტენციურ სისტემაში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის მოდელი, რომელიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში წარმატებით 26 ფუნქციონირებს. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით 2015 წელს შემუშავდა და დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი და ბაზისური მედიკამენტების ნუსხა, რომელიც განახლდა 2016 წელს. დამატებით, საჭიროების შემთხვევაში და ექიმ-სპეციალისტების დანიშნულების შესაბამისად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები ასევე უზრუნველყოფილნი არიან იმ მედიკამენტებით, რომელიც ბაზისური მედიკამენტების ნუსხაში არ შედის. სისტემაში წარმატებით ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები (ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, აივ/შიდსი, დიაბეტი). ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, ფუნქციონირებს აფთიაქები საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო საშუალებებით დროული უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის N8467 დამტკიცდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სტატისტიკის წარმოების წესების, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება-წარდგენის ვადებისა და მისი განმახორციელებელი სამსახურის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანება. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაინერგა სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემების წარდგენა სახელმწიფოში არსებული ერთიანი ფორმების შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულ ცენტრთან განახლდა ხელშეკრულება ნოზოკომიურ ინფექციებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელების მიზნით. რეკომენდაციაში მითითებულ საკითხები სრულდება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია პ) უზრუნველყოს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის სკრინინგი, აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებისთვის დროული და ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების გაწევა; პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებაში მიღებისას გადის სავალდებულო პირველად სამედიცინო შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექიმი-სპეციალისტი (ოჯახის ექიმი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სხვა ექიმ-სპეციალისტები (ინფექციონისტი, ფთიზიატრი, ფსიქიატრი და ა.შ.). გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირველადი სამედიცინო შემოწმება ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების აღწერა, საჭიროებების შეფასება, ობიექტური დოკუმენტირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის: ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადამდები დაავადების მტარებელობის 27 განსაზღვრა; ფსიქიკური დახმარების აუცილებლობის განსაზღვრა და სუიციდის რისკის პირველადი შეფასება; ნარკოტიკული ან ალკოჰოლური და სხვა ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციის/დამოკიდებულების შემთხვევაში, დეტოქსიკაციისა და მკურნალობის აუცილებლობის განსაზღვრა; პატიმრობამდე/თავისუფლების აღკვეთამდე დაწყებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს და ასევე პატიმრობის პერიოდში თითოეული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის იგეგმება შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და უტარდება სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები. რეკომენდაცია შესრულებულია. ჟ) უზრუნველყოს მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობა, აგრეთვე ადეკვატური ამბულატორიული მომსახურების დანერგვა; პენიტენციურ სისტემაში, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისები მიმართულია პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გამოჯანმრთელების ხელშეწყობისკენ. ყველა პენიტენციურ დაწესებულებას ემსახურება ექიმი-ფსიქიატრი. სპეციალისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან. პირველადი შემოწმებისას ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიატრიული მომსახურების საჭიროებების იდენტიფიცირება. უზრუნველყოფილია სამოქალაქო სექტორში დაწყებული მკურნალობის უწყვეტობა და ახლად გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით, ხელმისაწვდომია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა სასჯელის მოხდის ადგილზე, ხორციელდება რეფერალი N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ფუნქციონირებს ფსიქიატრიული განყოფილება. რეკომენდაცია შესრულებულია. რ) უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სუიციდის პრევენციის პროგრამის დანერგვა; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით: 2016 წლის 11 თებერვალს, „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №13 ბრძანებით დამტკიცდა და ყველა პეინტენციურ დაწესებულებაში ამოქმედდა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელშიც ამჟამად ჩართულია 109 ბენეფიციარი. რეკომენდაცია შესრულებულია 28 ს) უზრუნველყოს უსაფრთხოების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, როგორც უკიდურესი და დროებითი ღონისძიების, გამოყენება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში დასაშვებია პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისი ან სხვა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის. 2016 წლის განმავლობაში უსაფრთხოების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, განხორციელდა მხოლოდ 4-ჯერ და შესაბამისი საფრთხის აღმოფხვრისთანავე განხორციელდა მათი N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დაბრუნება. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და დროებითი ღონისძიების სახით. რეკომენდაცია შესრულებულია. ტ) უზრუნველყოს, რომ ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჰქონდეს სათანადო განათლების, მათ შორის, უმაღლესი განათლების, მიღების შესაძლებლობა; 2016 წლის 1 სექტემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცდა „არასრულწლოვან მიღებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს სრული სასჯელაღსრულებისა და ზოგადი განათლების პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთობლივი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღების წესსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – პენიტენციური დაწესებულება) მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც შეეხება მსჯავრდებულის უმაღლესი განათლების მიღების უფლებას, ამ ეტაპზე, იგეგმება საშიშროების დაბალი რისკის მსჯავრდებულისათვის აღნიშნული უფლების მიღებისათვის საჭირო პირობების შექმნა და შესაბამისი რეგულაციების შემოღება. კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ითვალისწინებს კანონის პროექტი, საშიშროების დაბალის რომელიც რისკის სხვადასხვა საკითხებთან მსჯავრდებულისათვის ერთად უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატი) მიღების უფლებას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 29 უ) უზრუნველყოს, რომ გადაიხედოს და დაიხვეწოს ბავშვთა მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების პროცედურები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა მოხდეს მათი გარე სამყაროსთან შეგუება და დედასთან განშორების დროს ბავშვთა ტრავმირება მინიმუმამდე შემცირდეს; საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 16 სექტემბერს მხარი დაუჭირა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პატიმრობის კოდექსსა და თან მდევ კანონებში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. კანონპროექტის მიხედვით, სამი წლის ასაკის მიღწევის გამო, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებისას, იმისათვის, რომ მოხდეს მისი გარესამყაროსთან შეგუება და დედასთან განშორების დროს მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბავშვის ტრავმირება, ცვლილებები შედის პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლში. კერძოდ, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა) დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომელიც მხედველობაში მიიღება პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, კანონით დადგენილ ვადაში, უნდა უზრუნველყონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე ერთობლივი ბრძანების გამოცემა. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ფ) უზრუნველყოს, რომ უვადო პატიმრებს მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ აუცილებელ სარეაბილიტაციო აქტივობებში, ხოლო სურვილის შემთხვევაში − 30 დასაქმების შესაძლებლობა, აგრეთვე ხელი შეეწყოთ, რათა შეინარჩუნონ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა; სამინისტროს დაწესებულებებში მიერ მოწოდებული მსჯავრდებულთა ინფორმაციის გადანაწილება და, თანახმად: პენიტენციურ შესაბამისად, სხვადასხვა უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა სახის დანაშაული ჩაიდინა ან/და რა ზომის სასჯელი აქვს მისჯილი, არამედ იმაზე, თუ რა საშიშროების რისკის მატარებელია იგი. შესაბამისად, საშიშროების მაღალი რისკის გათვალისწინებით ყველას ეძლევა სარეაბილიტაციო პროგრამებითა და საშუალება ისარგებლოს გაზრდილი უფლებებით მრავალფეროვანი პენიტენციური დაწესებულების ტიპის/რისკის გათვალისწინებით. რეკომენდაცია შესრულებულია. ქ) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს რეფორმირებისათვის, რათა იგი ჩამოყალიბდეს ეფექტიან მექანიზმად, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, უვადო პატიმრების მიმართ; უწყების მიერ სასჯელაღსრულებისა მოწოდებული და პრობაციის ინფორმაციის ტანახმად: საქართველოს სამინისტრომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პირობით ვადამდე გათავისუფლების არსებული მექანიზმის კვლევა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი საბჭოების ეფექტური მუშაობის მიზნით აუცილებელია პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის შემდგომი დახვეწა. აღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტროს მიერ შემუშავებული „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტით, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ცვლილებების განხორციელება იგეგმება უვადო თავისუფლებაღკვეთილ პირთა პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ადგილობრივი საბჭოს ნაცვლად სასამართლოს მიერ შეიძლება შეეცვალოს სასჯელი, თუ მას ფაქტობრივად მოხდილი ექნება თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და სასამართლო დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის ქცევის, მსჯავდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, ოჯახური პირობების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. 31 რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ღ) უზრუნველყოს, რომ პატიმრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დოკუმენტირება ხდებოდეს სტამბოლის ოქმის მიხედვით; ამისთვის სამედიცინო პერსონალს შესაბამისი მომზადება უნდა ჰქონდეს; სამინისტროს განმარტებით: სტამბოლის პროტოკოლში არსებული მოთხოვნების დაცვის მიზნით შემუშავდა და 2016 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ N131 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი“, რომლითაც დარეგულირდა პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ან დამამცირებელი დაზიანების აღრიცხვის, მოპყრობის შედეგად დოკუმენტირებისა და ფოტოგრაფირების საკითხები. აგრეთვე, დამტკიცდა მითითებული საქმისწარმოებისათვის განკუთვნილი დოკუმენტების ფორმები, მათ შორის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის ფორმა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დეტალურად აისახოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებები. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდება 2017 წლის 1 აპრილიდან. სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, ბრძანების გამოქვეყნების შემდგომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 94-მა მოსამსახურემ გაიარა მომზადება პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების დოკუმენტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბრძანების ამოქმედებამდე შესაბამის ტრენინგებს გაივლის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ყველა ის მოსამსახურე, რომელიც დაზიანებათა აღრიცხვის პროცესში შესაძლოა აღმოჩნდეს ჩართული. ასევე მომდევნო წლებშიც მუდმივად განხორციელდება მათი პერიოდული გადამზადება. რეკომენდაცია შესრულებულია. ყ) უზრუნველყოს პატიმრობის დაწესებულებებსა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირთა განთავსებისას მათთვის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი ფორმით მიწოდება; პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსის 75-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურები კანონმდებლობის 32 შესაბამისად ხორციელდება. პატიმარს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას, მიეწოდება ინფორმაცია მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, ხდება ინფორმირება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლებაზე, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით. მათი უფლებების შესახებ ინფორმირება უზრუნველყოფილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვისაც. რეკომენდაცია შესრულებულია. შ) პატიმრობის დაწესებულებებსა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არსებობისას უზრუნველყოს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დროული სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში − მათთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება; სამინისტროს განმარტებით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის N131 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალი პაციენტს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ზემოაღნიშნულის თაობაზე პაციენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად. ინფორმაციის მოპოვების გარდა, ექიმს ეკისრება ზოგადი ვალდებულებაც გადაუდებელი მკურნალობა ჩაუტაროს პაციენტს. სწორედ ამ მიზნითაა მოწყობილი თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებაში საექიმოსამედიცინო პუნქტები, ხოლო თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, მის ჩატარებას პენიტენცური დაწესებულება დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს და არც შედის მის კომპეტენციაში. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი ახდენს მხოლოდ ხსენებული ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შევსებას, რაც იძლევა საშუალებას მოხდეს დაზიანებათა დეტალური აღწერა და შემდგომ მისი გამოყენება მტკიცებულების სახით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება შეუძლია თავად 33 ბრალდებულს/მსჯავრდებულს საკუთარი ინიციატივით ან/და გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით. რეკომენდაცია შესრულებულია. ჩ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ფსიქიატრიული შემოწმება და შესაბამისი მკურნალობა, რაც მხოლოდ მის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული; განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მისი საუკეთესო ინტერესები, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული ღონისძიების სასამართლოს თანხმობით განხორციელება; სამინისტროს განმარტებით: ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II“ ფარგლებში, მიმდინარეობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სკრინინგ ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლისას/პატიმრობის პერიოდში მიმღებ განყოფილებაში განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება, რათა განისაზღვროს შესაბამისი საჭიროებები და დაიგეგმოს ადექვატური ღონისძიებები. გარდა დადგენილების „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა, სამინისტროს ინიციატივით ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში განხორციელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის რევიზია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი. გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მიმართული იქნება ფსიქიკური აშლილობის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლების დაცვაზე მიიღოს ადექვატური და დროული სამედიცინო მომსახურება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ც) უზრუნველყოს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფიზიკური დაზიანების მიღების ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში მოხდეს მისი ფოტოდოკუმენტირება; ამისთვის სამედიცინო პერსონალი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით უნდა იყოს აღჭურვილი; „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის 34 დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის N131 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას, სამედიცინო პერსონალი, პაციენტის თანხმობით, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს დაზიანების ფერადი ფოტოგადაღება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ფოტოაპარატით. ხსენებული ბრძანებით გათვალისწინებულია თავად ფოტოგრაფირების განხორციელების წესიც. რაც შეეხება შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფას, სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ამავე ბრძანებით გათვალისწინებული პარამეტრების მქონე ფოტოაპარატის მოძიებისა და დაწესებულებების მომარაგების კუთხით. ბრძანების ამოქმედებამდე თითოეული პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფილი იქნება სათანადო აღჭურვილობით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ძ) უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეოჩაწერის მაქსიმალურად სრულად განხორციელება. ვიდეოჩანაწერი გონივრული ვადით − სულ მცირე 24 საათის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ პირისადმი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში საპროცესო ღონისძიებები შედეგიანად განხორციელდეს; სამინისტროს განმარტებით, ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება, ჩანაწერების შენახვა, წაშლა და განადგურება ხორცილედება“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანების შესაბამისად. დაარქივებული მასალა ინახება იმ საქმის წარმოების/სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა აღნიშნული მასალის დაარქივება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს გადაღებული მასალის დაარქივების ზემოთ მითითებული საფუძვლები, გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 24 საათის ვადით. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა 24 საათიანი შენახვის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია შესრულებულია. წ) უზრუნველყოს, რომ პენიტენციურ სისტემაში შეიქმნას შიდა მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი; ამისთვის უნდა მოხდეს არსებული მექანიზმის შეფასება და ოპტიმიზაცია, ფუნქციების დახვეწა, სამუშაო მეთოდების, მარეგულირებელი ჩარჩოსა და 35 ანგარიშვალდებულების სქემების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად; უწყების მერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველო შეიქმნა მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N55 ბრძანებით. ამავე დღეს დამტკიცდა საშტატო ნუსხა. სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს გამგებლობის სფეროში სისტემური მონიტორინგის განხორციელებას, მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანგარიშის მომზადებას. აგრეთვე, სისტემური მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზსა და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას. 2016 წლის 23 დეკემბერს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N55 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაემატა კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული - სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის კონტროლი, რითაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება არასათანადო მოპყრობის ნიშნების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება. რეკომენდაცია შესრულებულია. ჭ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ფსიქოლოგმა და სოციალურმა მუშაკმა გააძლიერონ პენიტენციური დაწესებულების სამეურნეო ნაწილში დასაქმებულ პატიმრებთან მუშაობა მათ მიმართ პატიმართა ნდობის გაზრდის, აგრეთვე პატიმართა თვითიზოლაციისა და თვითდაზიანების თავიდან აცილების მიზნით. მნიშვნელოვანია პატიმრებთან საუბარი პენიტენციური დაწესებულებისთვის სპეციფიკური, არაფორმალური წესების მავნე ზეგავლენის შესახებ, რომელიც განაპირობებს პატიმართა მიმართ ძალადობას, მათ შეურაცხყოფას, სტიგმატიზაციას და გარიყვას; პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მიმართულებების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ვინაიდან, სწორედ აღნიშნულ მიმართულებას შეაქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილი მსჯავრდებულის რესოციალიზაციარეაბილიტაციის პროცესში, რაც შემდგომში აისახება რეციდივის შემცირების ფაქტებზეც. 2016 წლის განმავლობაში დაწესებულების სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა სამეურნეო ნაწილში დასაქმებული 36 მსჯავრდებულების ჩართვა იმავე სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომლებსაც სხვა მსჯავრდებულები გადიან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დღეის მდგომარეობით ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებას უკვე შეუძლია ყველა მსჯავრდებულს ერთი და იგივე სივრცე შესთავაზოს მსგავსი აქტივობების განსახორციელებლად. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, გამოყოფილია ადგილი, სადაც უზრუნველყოფილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფსიქოლოგთან შეხვედრის კონფიდენციალობა. 2016 წელს პენიტენციური დაწესებულებების ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ განხორციელდა 30 სამეურნეო ნაწილში ჩარიცხული, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი მსჯავრდებულების სხვადასხვა ფსიქო- სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა. რეკომენდაცია შესრულებულია. ხ) უზრუნველყოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში საკვების მომზადებისას გათვალისწინებული იქნეს პატიმართა კულტურული და რელიგიური თავისებურებები; სამინისტროს განმარტებით: პენიტენციურ დაწესებულებებში კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური სასჯელაღსრულებისა და ნორმების პრობაციის განსაზღვრის მინისტრისა შესახებ“ და საქართველოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანების შესაბამისად. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ნორმების მე8 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მენიუ - განრიგის შედგენისას, ცალკეულ შემთხვევებში, შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სურვილები და მოთხოვნილებები მათი სამედიცინო ჩვენებების, აგრეთვე, რელიგიური ან სხვა ნიშნების მიხედვით, რაც პრაქტიკაშიც შეუფერხებლად ხორციელდება. რეკომენდაცია შესრულებულია ჯ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პატიმრებისთვის თანაბრად და სრულად იყოს ხელმისაწვდომი პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება. ამასთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პატიმრებისთვის პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება და სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში ენობრივი ბარიერის აღმოფხვრა; 37 სამინისტროს განმარტებით: პენიტენციურ სისტემაში, ყველა პატიმრობაში მყოფი პირისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ №31 ბრძანებით დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი (პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ), რომელშიც გაწერილია, თუ რა მომსახურებას მიაწვდის სახელმწიფო პატიმრობაში მყოფ/თავისუფლება აღკვეთილ პირს. აღნიშნული სტანდარტი დაიბეჭდა 7 სხვადასხვა ენაზე და ბროშურები ხელმისაწვდომია ყველა პატიმრისთვის. პენიტენციურ დაწესებულებაში არაქართულენოვანი ბრალდებულ/მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება ხდება 6 სხვადასხვა ენაზე არსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ბროშურების მეშვეობით, აღნიშნული ბროშურები შეიცავს ინფორმაციას პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ. სამედიცინო მომსახურების პროცესში საჭიროების შემთხვევაში დაწესებულებაში ხორციელდება თარჯიმნის მოწვევა. რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ) უზრუნველყოს ეტაპობრივად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნისათვის და ვიდეოპაემნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს ხანგრძლივი პაემნებისათვის მოეწყო საჭირო ინფრასტრუქტურა N14 პენიტენციურ დაწესებულებებში. ამჟამად, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებების გატარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით. 7 პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ვიდეოპაემნის განხორციელება (N5, N8, N11, N14, N15, N16, N17 პენიტენციურ დაწესებულებებში), ხოლო ხანგრძლივი პაემნის განხორციელება შესაძლებელია 10 პენიტენციურ დაწესებულებაში (N2, N3, N5, N6, N11, N12, N14, N15, N16, N17 პენიტენციურ დაწესებულებებში). აღსანიშნავია, რომ „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის N132 ბრძანებაში მსჯავრდებულთა მიერ ხანგრძლივი პაემნის უფლების შეუზღუდავად განხორციელების მიზნით, შევიდა შესაბამისი ცვლილება. კერძოდ, ბრძანებით დამტკიცებული წესს დაემატა მე-9 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 38 ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების დროებით წესს, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობამდე. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მსჯავრდებული, თანახმად, არ ინფრასტრუქტურა, არის „იმ დაწესებულებაში, ხანგრძლივი მსჯავრდებული პაემნის შესაძლებელია, რომელშიც განთავსებულია განხორციელებისათვის პენიტენციური საჭირო დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, დროებით გაიყვანონ იმ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია ხანგრძლივი პაემნის განხორციელება.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულების უმრავლესობაში უზრუნველყოფილია ხანგრძლივი პაემნისათვის და ვიდეოპაემნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ჰ1) უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სატელეფონო საუბრის უფლებით სრულყოფილად სარგებლობა; უწყების განმარტებით: 2016 წლიდან პენიტენციურ სისტემაში ახალი სატელეფონო კომპანია, რომელიც ინდივიდუალურად პატიმარზე მორგებული სისტემით, შემცირებული ტარიფებითა და წამობრივი დამრგვალების მექანიზმით უზრუნველყოფს სატელეფონო მომსახურებას. შესაბამისად, ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლევა საშუალება სრულყოფილად და შეუფერხებლად ისარგებლოს სატელეფონო საუბრის უფლებით. რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ2) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნეს კორესპონდენციის კონფიდენციალურობა; სამინისტროს განმარტებით: პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 - მე-6 ნაწილების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. 39 ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი. სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, აღნიშნულ პირებს ემატება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოც. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში ზემოთ მითითებული წესების დაცვაზე სისტემური კონტროლი, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, ხდება შესაბამისი რეაგირება. პენიტენციური სისტემის პრაქტიკაში, აღნიშნული უფლებების დარღვევის სამწუხარო ფაქტებთან დაკავშირებით, დამრღვევი პირების მიმართ, მიღებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. ამასთანავე, სამინისტროს მიერ 2016 წელს მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს კორესპოდენციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწასა და გამართული ფუნქციონირების უზურნველყოფას. რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ3) მიიღოს ზომები, რათა ყველა პატიმრისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა საჭირო საკანონმდებლო აქტი, აგრეთვე ინფორმაცია პატიმრის უფლებებისა და მოვალეობების და მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურების შესახებ; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: პატიმრობის კოდექსის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს, როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებებში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკები, სადაც პატიმრებისათვის ხელმისაწვდომია ზემოთ მითითებული ყველა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. ამასთან, ხდება საკანონმდებლო ბაზის ეტაპობრივი განახლება მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით. საბიბლიოთეკო მომსახურება ხორციელდება დაწესებულებების სოციალური მუშაკების მეშვეობით. ბრალდებულები/მსჯავრდებულები შეუზღუდავი ოდენობითა და ამასთანავე, ხანგრძლივობით სარგებლობენ სოციალურ მუშაკთან შეხვედრის უფლებით. 40 ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაწესებულებაში შემოსვლისას, მიეწოდება ინფორმაცია მისი მოვალეობებისა და უფლებების, მათ შორის, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურების შესახებ, სოციალური მუშაკის, ხოლო არასამუშაო დღეებში დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. 2015 წელს შემუშავადა ტრენინგ მოდული ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ, ხოლო 2016 წელს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ ტრენინგი გაიარა 513-მა მსჯავრდებულმა, მათ შორის, არასრულწოვნებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ხოლო ქალმა მსჯავრდებულებმა - ბანგკოკის წესების გათვალისწინებით. საჩივრის ყუთით სარგებლობის წესის შესახებ ინფორმაცია პატიმარს მიეწოდება მისი უფლება-მოვალეობების გაცნობისას. ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე, ხორციელდება ტრენინგის მეშვეობით - „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები, საჩივრების დისციპლინურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან მიმართებაში“, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში ხორციელდება სოციალური მუშაკების მიერ. 2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში დაფიქსირდა 7957 მოთხოვნა/საჩივარი. ამასთანავე, სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით იხვეწება კონფიდენციალური საჩივრის გაგზავნასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რითაც კონფიდენციალობის დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დაინერგება, კერძოდ, „პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. თუ კონფიდენციალურ საჩივარზე არ არის მითითებული ადრესატი ან მითითებული ადრესატი არაიდენტიფიცირებადია, პენიტენციური დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომერს და გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზს გამოაკრავს საჩივრის ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ორი კვირის ვადაში დაიბრუნოს კონფიდენციალური საჩივარი. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შეინახოს საჩივარი არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.“ რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ4) უზრუნველყოს სოციალური მუშაკის როლის გაზრდა. სოციალურმა მუშაკმა პატიმარს პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების შემდეგ, უახლოეს რამდენიმე დღეში დეტალურად უნდა აუხსნას მისი უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურების შესახებ, განუმარტოს სოციალური მუშაკის კომპეტენცია და გადასცეს ყველა საჭირო ძირითადი დოკუმენტი; სოციალურმა მუშაკმა სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად უნდა იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, 41 მოთხოვნის/საჩივრის საკითხებზე; შეტანისა და განხილვის პროცედურებთან დაკავშირებულ რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ5) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პატიმრებმა სრულყოფილად განახორციელონ მოთხოვნის/საჩივრის შეტანის უფლება; რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ6) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დროს პატიმარს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჩივრების ყუთით სარგებლობის შესახებ; რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ7) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს აეკრძალოთ მათთვის კონფიდენციალური კონვერტის გადაცემისას კონვერტის ნომრის და პატიმრის სახელისა და გვარის ჩანიშვნა; სამინისტროს განმარტებით: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში ზემოთ მითითებული წესების დაცვაზე სისტემური კონტროლი, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, ხდება შესაბამისი რეაგირება. პენიტენციური სისტემის პრაქტიკაში, აღნიშნული უფლებების დარღვევის სამწუხარო ფაქტებთან დაკავშირებით, დამრღვევი პირების მიმართ, მიღებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. რეკომენდაცია შესრულებულია ჰ8) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა აიკრძალოს მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის, აგრეთვე კონფიდენციალურ საჩივარზე გაცემული პასუხის შემცველი კონვერტის გახსნილ მდგომარეობაში გადაცემა; 42 უწყების განმარტებით, პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 - მე-6 ნაწილების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს საჭიროებისამებრ შეზღუდოს ადრესატისთვის მისი კორესპონდენციის გაგზავნა, შინაარსს რის და თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. დახურული კონვერტით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებული კორესპონდენცია თანდასწრებით. უნდა აღნიშნული გაიხსნას კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი. სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, აღნიშნულ პირებს ემატება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოც. რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ9) მიიღოს ყველა საჭირო ზომა პატიმრებისათვის გაცემული პასუხების შემცველი დახურული კონვერტების კონფიდენციალურად გადასაცემად, ისე, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პასუხების წაკითხვის შესაძლებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; უწყების განმარტებით: პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 - მე-6 ნაწილების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, 43 ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს საჭიროებისამებრ შეზღუდოს ადრესატისთვის მისი კორესპონდენციის გაგზავნა, შინაარსს რის და თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ10) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სწავლება და სწავლების შედეგად შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის განხორციელება; 2016 წლის 28-30 ნოემბერს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს, მოწვეული ექსპერტების მიერ, ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე - „შიდა ინსპექტირების სპეციფიკა“. ჩატარებული ტრენინიგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველო მუშაობს მონიტორინგის სტანდარტების შემუშავებაზე. სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 2017 წლისათვის იგეგმება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სწავლება/მომზადება. რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ11) უზრუნველყოს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ წლის განმავლობაში სათანადო სიხშირით, პროაქტიულად განახორციელოს მონიტორინგი ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. უწყების განმარტებით: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 14 დეკემბრის N7858 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა გენერალური ინსპექციის მიერ 2016 წელს განსახორციელებელი სისტემური მონიტორინგის წლიური გეგმა, რომლის შესაბამისად, გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველომ ჩაატარა გეგმური თემატური სისტემური მონიტორინგი - N8, N2, N11, N14, N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში და გეგმური სრული სისტემური მონიტორინგი N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში. ასევე, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა არაგეგმური სრული სისტემური მონიტორინგი, ხოლო N3 პენიტენციურ დაწესებულებაში - არაგეგმური თემატური მონიტორინგი. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი წლის დასაწყისში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 მარტისა, გენერალური ინსპექციის უფროსი მინისტრს წარუდგენს წინა წელს განხორციელებული 44 საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს. ყოველწლიური ანგარიში საჯარო დოკუმენტია და მისი გამოქვეყნება ხდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. რეკომენდაცია შესრულებულია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ა) შეისწავლოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი და განსაზღვროს განსახორციელებელი ღონისძიებები; უწყება წარმოდგენილი ინფორმაციით ზოგადად მიმოიხილავს მოქმედ პროგრამებს, ამასთან აღნიშნავს, რომ მოსახლეობისათვის ფინანსური ბარიერებისა და გაღარიბების რისკის შემცირების გამო, ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება პირველ ეტაპზე საბიუჯეტო სახსრები მიემართა მაღალი პრევალენტობის მქონე იმ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირებაზე, რომელთა შეძენა მოსახლეობის 80-90%ისთვის ხელმიუწვდომელი მედიკამენტების სპექტრის იყო მაღალი გაფართოება ფასის გამო. ასევე მიუთითებს, ხშირად ხდება საყოველთაო რომ ჯანდაცვის პროგრამისგან დამოუკიდებლად, ცალკე ვერტიკალური პროგრამის საშუალებით, რაც იძლევა საშუალებას ბენეფიტები ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის და არა მარტო საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა მოიცავს მოსახლეობის 90%-ზე მეტს. ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წლის მდგომარეობით სამინისტრო გეგმავს ახალ სისტემურ რეფორმას, ასევე სტრატეგიული მედიკამენტების კონსოლიდირებულ შესყიდვას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ბ) შეისწავლოს ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისათვის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების გაზრდის საკითხები; ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა საქართველოში ხორციელდება სახელმწიფო და დონორული ,,ტუბერკულოზის დახმარებებით, მართვის სახელმწიფო სახელმწიფო თავის პროგრამის“ აქტივობებს სახით, ახორციელებს რომელიც მოიცავს 45 ამბულატორიულ, სტაციონარულ სერვისებს, ეპიდზედამხედველობის და ლაბორატორიული მომსახურების კომპონენტებს. 2017 წელს, ტუბერკულოზის მართვის პროგრამის სტაციონარული მომსახურების კომპონენტში მონაწილე რეგიონებში მდებარე დაწესებულებებისთვის საწოლდღის ღირებულება გაიზარდა ხუთი ლარით. ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებისა და ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების უზრუნველყოფა ნაწილობრივ ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაწილობრივ - გლობალური ფონდის დახმარებით. ექიმები საზღვრების გარეშე საფრანგეთის (MSF) წარმომადგენლობის მეშვეობით ტუბერკულოზის მქონე ავადმყოფებს მიეწოდებათ ახალი თაობის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები, მათ მიერ ასევე ხორციელდება მკურნალობის პროცესის მონიტორინგი და პერსონალის ტრენინგი. ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით თავის აქტივობას ასევე ახორციელებდა USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი: ადამიანური რესურსის გაძლიერება - პერსონალის ტრენინგი; ინფექციის კონტროლის ზომები - ვენტილაციის სისტემების მონტაჟი. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციის და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შპს აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს გათბობის სისტემის ფუნქციონირებისთვის ფინანსური უზრუნველყოფა და რენტგენის აპარატის შესყიდვა; სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის და ბავშვთა ახალი განყოფილების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ასევე, ცენტრის რენტგენის აპარატით უზრუნველყოფა. 2016 წელს განხორციელდა „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ სახელმწიფოს 95%-იანი წილის პრივატიზება იმ პირობით, რომ ხელშეკრულების გამოფორმებიდან 18 თვეში შეიქმნება ინფექციური პროფილის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის 68 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება უწყებამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები უკვე გაატარა დარღვევების აღმოფხვრის კუთხით, ამასთან ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა უწყვეტად გაგრძელდება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. გ) სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გამორიცხვის მიზნით უახლოეს პერიოდში გადახედოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და თანამდევი გასაცემლის მიღების წესს; 46 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომზადდა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 26 აგვისტოს N231/ნ ბრძანების ცვლილების პროექტი, რომელიც ასევე განსაზღვრავს ახალშობილის მამისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და ანაზღაურების წესს. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის შემათანხმებელი პროცედურები. ზემოაღნიშნულის მიზნით, დაგეგმილია ცვლილებების გაცნობა სოციალური პარტნიორებისთვის. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. დ) დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენციისათვის, მათ შორის, გამართოს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში; 2014 წლიდან მოქმედებს მინისტრის შესაბამისი ბრძანება, რომლითაც დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა. თუმცა, პრობლემა რჩება. სამინისტროს წარმოდგენილი ინფორმაციით, უწყება მუშაობს სქესის დიაგნოსტიკის შეზღუდვის საკითხზე (რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომში სქესის მიხედვით სელექციური აბორტის ჩატარების შესაძლებლობის შემცირებას). უწყებას არ წარმოუდგენია ინფორმაცია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების და ინფორმირებულობის მიმართულებით, როგორც რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ისე ქვეყანაში არსებულ სერვისებსა და პროგრამებზე. საანგარიშო წელს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზიდან იკვეთება, რომ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით ქალთა ცნობიერება დაბალია, რაც თავის მხრივ, არის სელექციური აბორტების მაღალი რიცხვის წინაპირობა. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, რაც დაევალა უწყებას მის მიმართ გაცემული რეკომენდაციით. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ე) ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაცია და თანამშრომლობა; მნიშვნელოვანია, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო 47 ფონდის აქტიური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებში უფრო ეფექტური თანამშრომლობა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებსა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს შორის, ინფორმირებულობის, საქმეში ჩართვის და მოქმედებათა კოორდინირებული დაგეგმვისა და პრევენციის კუთხით. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ვ) უზრუნველყოს სოციალური მუშაკების როლისა და ჩართულობის გაზრდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის; სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო პროექტის – „საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“– განხორციელება. სატრენინგო მოდულის შექმნის მიზნით, აყვანილ იქნა ერთი საერთაშორისო ექსპერტი ორი ადგილობრივი ექსპერტი. 2016 წლის პირველ კვარტალში შემუშავდა სატრენინგო მოდული და ეროვნული რეფერალური პროცედურების პროექტის – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის თაობაზე – დოკუმენტი. ასევე, რეფერალურ პროცედურებში მოხდა სოციალური მუშაკის როლის ინსტიტუციონალიზაცია ოჯახში ძალადობის საკითხებში. მომზადდა სოციალური მუშაკის როლის განმსაზღვრელი დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია და ტრენინგის კურიკულუმი. 2016 წელს 24 ივნისს, პროექტის ფარგლებში, მოხდა რეფერალური პროცედურების პროექტის საჯარო განხილვა (ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით), პროექტის ფარგლებში მომზადებული კურიკულუმის შესაბამისად, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი მომსახურების სააგენტოს 19 (TOT), რომელშიც მონაწილეობდა სოციალური უფროსი სოციალური მუშაკი, გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა ეფექტიანი დაცვის/დახმარების/რეაბილიტაციის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა (მათ შორის უფროსი სოციალური მუშაკების მონაწილეობით) და ფონდის თანამშრომლებს (მათ შორის თავშესაფრების უფროსებისა და თავშესაფრების სოციალური მუშაკების მონაწილეობით) შორის ინფორმაციის გაზიარებისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით (მონაწილეთა რაოდენობა 40), დაიწყო სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების ტრენინგი. გადამზადდა 255 სოციალური მუშაკი. ტრენინგები ჩაატარეს ტრენერთა ტრენინგის (TOT) შედეგად გადამზადებულმა უფროსმა 48 სოციალურმა მუშაკებმა. ამ ეტაპისთვის, ,,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის რეფერირების პროცედურების“ დოკუმენტის პროექტი საბოლოო სახით არის ჩამოყალიბებული. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ზ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თავშესაფრის მომსახურების ხელმისაწვდომობა; აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობის მხრივ გაზრდილია სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით. ამასთან, გაზრდილია მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც: ქვეყნის მასშტაბით სათემო მომსახურების განმახორციელებელია 23 ორგანიზაცია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 7 ახალი დაწესებულება: ოთხი ქალაქ თბილისში ერთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ერთი რუსთავსა და ერთი გორში. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. თ) უზრუნველყოს გადამდები ინფექციური დაავადების მქონე პირთათვის მომსახურების მიწოდება ინდივიდუალური საცხოვრისისა თუ ცალკე თავშესაფრის მოწყობით; მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მწვავე, გადამდები ინფექციური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, შინაგანაწესის საფუძველზე უზრუნველყოფილია ბენეფიციართა იზოლაციისა და გართულებულ შემთხვევებში - ჰოსპიტალიზაციის საკითხები. რეკომენდაცია შესრულებულია ი) შეიმუშაოს და დანერგოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მომსახურების სტანდარტი; ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილება საკითხი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრების მომსახურების სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის მიზანშეწონილობის შესახებ. 49 2016 წელს შემუშავებული და დამტკიცებული იქნა თავშესაფრების ახალი შინაგანაწესები, განახლდა და დაიხვეწა თავშესაფრის ბენეფიციართა რეაბილიტაციარეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმა და რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმის გადასინჯვა/შეფასების ფორმა, დამტკიცდა თავშესაფარსა და ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმების ფორმა, დამტკიცდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის/დაზარალებულის მიერ თავშესაფრის დატოვების შემდგომ ერთწლიანი მონიტორინგის ფორმა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. კ) უზრუნველყოს რისკის შეფასების გამართული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სისტემის (შესაბამისი ინსტრუმენტების) დანერგვა; რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის ხელშემწყობი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების შემუშავებას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის N01-70ნ ბრძანებით დამტკიცებულია იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის რისკის შეფასების სტანდარტისა და რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად. მონაცემები რეკომენდაციის შესრულების თაობაზე არ არსებობს. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. ლ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილოს შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სასამართლო-ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული დახმარების გაწევის დიფერენცირებული რეჟიმების დანერგვის მიზანშეწონილობის საკითხი; 2015 წლის ნოემბერში, „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, განხორციელდა მისი 95%-იანი წილის პრივატიზება. ინვესტორის მოვალეობას შეადგენს არა ნებაყოფლობითი და იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირების მომსახურება და შესაბამის განყოფილებაში მათთვის ფსიქიატრიული დახმარების სერვისების უზრუნველყოფა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის პრივატიზების შესახებ შემდეგი საპრივატიზებო პირობები და ვალდებულებები: არანაკლებ 700 (შვიდასი) საწოლზე 50 გათვლილი სამედიცინო დაწესებულების შექმნა, შენობა-ნაგებობის მშენებლობა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, კეთილმოწყობა და ფუნქციონირების დაწყება; „ტუბერკულოზის მართვისა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სფეროში არსებული შესაბამისი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა; „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული სრული პაკეტის განხორციელება, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების უზრუნველყოფა; „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართვლოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოების და პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის პაციენტის იზოლირებით, და გარე სამყაროსთან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული კომუნიკაციის შეზღუდვის უზრუნველყოფა; ასევე, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაყვანა/გადაყვანა და უკან დაბრუნება, შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფით. რეკომენდაცია შეუსრულებელია. მ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა საიზოლაციო პალატების სათანადოდ, სპეციალურად აღჭურვამდე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფამდე არცერთი პაციენტის მიმართ არ იქნეს გამოყენებული იზოლაცია; უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს პაციენტის იზოლაცია მისი დასჯის ან/და ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალისთვის დაკისრებული მოვალეობების შემსუბუქების მიზნით; ხანდაზმულთა და შშმ პირთათვის სამედიცინო დაწესებულებებში არსებული გარემოს მისაწვდომობა დადგენილია შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტებით (მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 და ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებები , ,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის N01-25/ნ ბრძანება. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საქმიანობენ სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შეტყობინების რეჟიმში, ასევე დაწესებულებები უზრუნველყოფენ მარეგულირებელი დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნას შეზღუდული 51 შესაძლებლობების მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ნ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სოციალურმა მუშაკებმა მეტი ყურადღება მიაქციონ არასრულწლოვან პაციენტებს და ხშირად ჰქონდეთ მათთან კომუნიკაცია მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვზე ზრუნვის 24საათიან მომსახურებებში, ფსიქიატრიული საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, სოციალური მუშაკია არასრულწლოვანის წარმომადგენელი და იცავს მის ინტერესებს, ხდება აღსაზრდელის გადაყვანა ქ. თბილისის #5 კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიულ დეპარტამენტში, სადაც მათ უტარდებათ სტაციონარული მკურნალობა 21 დღის განმავლობაში. ხოლო არასრულწლოვან პაციენტებთან, რომლებიც არ იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, სოციალური მუშაკი ერთვება მშობლის მხრიდან ძალადობის ფაქტის რეფერირების შემთხვევაში. რეკომენდაცია შესრულებულია. ო) მიიღოს ყველა ზომა, რათა სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ხანში შესული ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტთა მოთხოვნილებები; ყველა დაცვის ხანდაზმულისა და შშმ პირისთვის სახელმწიფო პროგრამებით უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის სარგებლობის ხელმისაწვდომობა. 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც სათავე დაუდო მოსახლეობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით უნივერსალურ მოცვას და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. აღნიშნულ პროგრამაში ცალკე კატეგორიად განიხილება საპენსიო ასაკის მოსახლეობა და შშმ პირები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი სერვისებით, როგორიცაა გეგმიური ამბულატორიული, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, გეგმიური ქირურგია, მშობიარობა და საკეისრო კვეთა. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განსაზღვრულია მთელი რიგი დაავადებებისა და მდგომარეობების ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი და მკურნალობა. აღნიშნული ღონისძიებების დროული განხორციელება ამცირებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განვითარების რისკს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 52 პ) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის რეგულარულ სწავლებას ადამიანის უფლებების დაცვის, აჟიტირებული პაციენტის მართვის, მის მიმართ არაძალისმიერი დეესკალაციის და ფიზიკური შეზღუდვის ზომების გამოყენების შესახებ; 2015 წლის შემოდგომაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებით გადამზადდა თბილისის 120 პირველადი ჯანდაცვის ექიმი ამბულატორიულ დონეზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების მართვის საკითხებში. 2015-2016 წლებში, ევროსაბჭოს დაფინანსებით ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ტრენინგების 6 ციკლი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების ექიმების, ექთნებისა და სოციალური მუშაკებისათვის ადამიანის უფლებების, ეთიკისა და პაციენტის მოვლის საკითხებში. სამინისტრო კვლავ ხელს შეუწყობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის სწავლებას. 2017 წელს კვლავ მოხდება პერსონალის განმეორებითი გადამზადება. რეკომენდაცია შესრულებულია. ჟ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა შორის ძალადობის თავიდან აცილებისათვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, შექმნას სათანადო ნორმატიული ბაზა; ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, პაციენტების წარმატებული პრევენციის, მკურნალობისა და მართვისთვის დახვეწილი საკანონმდებლო და მარეგულირებელ ბაზას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო აქტების გადახედვა, განახლება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. ძირითადი აქცენტი კეთდება ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა დაკავებასთან, მკურნალობასთან, მათზე მზრუნველობასთან და ასევე, მეურვეობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებზე. მომზადებულია დოკუმენტი - მარეგულირებელი კანონმდებლობის „საქართველოში შეფასებითი ფსიქიკური ანგარიში“, ჯანმრთელობის რომელიც პაციენტის უფლებებთან დაკავშირებული მარგულირებელი ბაზის მიმოხილვასთან ერთად მოიცავს რეკომენდაციებს საკანონმდებლო, თუ ნორმატიულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების შესახებ. სამინისტრო აქტიურად მუშაობს მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთათვის გარემო პირობების გაუმჯობესებას და დაავადების მართვისთვის ევროპის საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკის დანერგვას. 53 ევრო საბჭოს ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა დაწესებულების შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავებაზე, აღნიშნული პროცესის ბაზისს წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები და ევროპის ქვეყნების გამოცდილება. რეკომენდაცია შესრულების პროცესაშია. რ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაუყოვნებლივ იქნენ სტაციონარიდან გაწერილი ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სამართლებრივი საფუძველი; რეკომენდაცია შესრულების პროცესაშია. ს) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა თანდათანობით დამკვიდრდეს პაციენტისთვის ფსიქიატრიული დახმარების მხოლოდ მისი თანხმობით გაწევის მოდელი; რეკომენდაცია შესრულების პროცესაშია. ტ) გადადგას თანამიმდევრული ნაბიჯები, რათა სტაციონირების შემთხვევების შესამცირებლად უზრუნველყოფილ იქნეს ჰოსპიტალგარეშე სამსახურების ინტენსიური განვითარება; ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ფსიქო– სოციალური რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა გამოჯანმრთელების, სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარ-ჩვევათა აღდგენა/შესწავლას, მათ შორის: პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა, ინდივიდუალური და სპეციფიკური გეგმის შედგენა; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდების განხორციელება სტანდარტების შესაბამისად („ტექნიკური რეგლამენტის - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N68 დადგენილება). რეკომენდაცია შესრულებულია. 54 უ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ხანგრძლივი დაყოვნების, ე. წ. „უვადო“ პაციენტების მოვლისა და რეაბილიტაციის სპეციფიკური, დიფერენცირებული პროგრამების შესამუშავებლად, რათა თანდათან აღდგეს მათი დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები; შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა“ და ა(ა)იპ „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის“ ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებამ მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს. აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს მულტი-დისციპლინური მობილური გუნდი და მოიცავს: მდგომარეობის ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას; შინ მომსახურებას, რეგულარულ ვიზიტებს პაციენტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სატელეფონო კონსულტაციას; მობილური გუნდის ექიმი ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფას; პაციენტის სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგს, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას; პაციენტის და პაციენტის ოჯახის წევრების ელემენტარულ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ფსიქო-განათლებას; 8 საათის მანძილზე სერვისის ხელმისაწვდომობას. რეკომენდაცია შესრულებულია. ფ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაიწყოს იმ პაციენტების, განსაკუთრებით − ოჯახების მიერ უგულებელყოფილი პაციენტების, ფსიქიკური საჭიროებებისა და სოციალური მდგომარეობის თანამიმდევრული შეფასება, რომლებსაც გრძელვადიანი მკურნალობა უტარდებათ, და ეს პაციენტები რესოციალიზაციის მიზნით თანდათანობით იქნენ გადაყვანილი დაცულ საცხოვრისებში; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ქ) უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს ხანგრძლივი, თემზე დაფუძნებული, რეზიდენტული ზრუნვის (დაცული საცხოვრისის) მომსახურებაზე (საწოლების შექმნაზე); საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბერს N762 დადგენილებით დამტკიცებული ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 დაფუძნებული წლის სამოქმედო მომსახურების გეგმის ერთ-ერთ გაუმჯობესება, მთავარ რაც პრიორიტეტს გულისხმობს თემზე შემდეგს: 55 ზრუნვა/მომსახურება უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ყველაზე შეუზღუდავ გარემოში. ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ამოიწურება. მომსახურების/მკურნალობის ასევე უნდა გაიზარდოს ყველანაირი პირველადი ალტერნატივა ჯანდაცვის თემში პერსონალის შესაძლებლობები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების იდენტიფიკაციისა და მართვის საკითხებში. გეგმა ითვალისწინებს, 2017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავებას. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ღ) უზრუნველყოს სათანადო ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის სისტემის გადახედვა; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ყ) შეიმუშაოს ფსიქიატრიული დაწესებულებების საბაზისო მედიკამენტების ნუსხა, რომელშიც მოცემული იქნება ახალი თაობის, მაღალი ხარისხის მედიკამენტების ჩამონათვალი; უზრუნველყოს ამ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2016 წლის განმავლობაში მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გადახედვასა და დაფინანსების ახალი დიზაინის შემუშავებაზე. 2017 წლის დასაწყისში განხორციელდა ცვლილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში რომლებიც ხელს შეუწყობს ჭარბი ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის და რე-ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებას, ისევე როგორც მიმწოდებლების მხრიდან მიზანმიმართულად დაავადების არასწორი მწვავე და დიფერენცირების ქრონიკული შემთხვევების დაინტერესების შემცირებას. მიმდინარეობს მუშაობა ფსიქიატრიული დაავადებების მკურნალობისათვის საჭირო ბაზისური მედიკამენტების ნუსხასა და მედიკამენტების შესყიდვის ხარჯვით-ეფექტურ მოდელის შემუშავებაზე (ერთ-ერთ გზად განიხილება ცენტრალიზებულად მედიკამენტების შესყიდვაც). რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 56 შ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სტაციონარში ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის ასამაღლებლად უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აკურატული შეგროვება, რეჰოსპიტალიზაციის ინდიკატორის უკეთესი აღწერა და მკურნალობის გამოსავლების სტანდარტების განსაზღვრა; 2015 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ანგარიშგების ახალი ელექტრონული მოდული (ფორმა N066), რომელიც ყველა საავადმყოფოს, მათ შორის ფსიქიატრიული პროფილის საავადმყოფოებს, ავალდებულებს ყოველთვიურად მოახდინონ დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტის შესახებ ინფორმაციის პორტალზე ატვირთვა. აღნიშნული ხელს უწყობს სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებას და რე-ჰოსპიტალიზაციის ინდიკატორისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას. რეკომენდაცია შესრულებულია. ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ღონისძიებები ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად; საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური მრჩევლის ოფისთან გაფორმებული საქართველოში ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობისთვის ითვალისწინებს საჭირო თელავში ტექნიკურ-ეკონომიკური (აღმოსავლეთ შესწავლის საქართველო) და სხდომის სენაკში ოქმი (დასავლეთ საქართველო) ფსიქიკური საავადმყოფოების შენობების მშენებლობას და აღჭურვას. პროექტი ითვალისწინებს ამბულატორიული, სტაციონარული, კრიზისული ინტერვენციის; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის განყოფილებების, ოფისების, დამხმარე ოთახების მშენებლობას. 2016 წლის ბოლოს განხორციელდა "რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს" პრივატიზება, რომელიც ითვალისწინებს 50 წლის ვადით ფსიქიატრიული პროფილის შენარჩუნებას და კლინიკის ინფრასტრუქტურის მოწყობას. რეკომენდაცია შესრულებულია. ც) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს, რათა ფსიქიატრიული დახმარების სისტემა თანდათანობით გადავიდეს სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მომსახურების ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მიწოდების მოდელზე; 57 2015 წლის ნოემბერში განხორციელდა შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 95%-იანი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ&ნ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. ინვესტორის ვალდებულებაა არანაკლებ 700 (შვიდასი) საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულების შექმნა. ფსიქიატრიული პროფილის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სანიტარულჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2016 წლის მარტში მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური მრჩევლის ოფისთან გაფორმებული საქართველოში ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის სხდომის ოქმი ითვალისწინებს თელავში (აღმოსავლეთ საქართველო) და სენაკში (დასავლეთ საქართველო) ფსიქიკური საავადმყოფოების შენობების მშენებლობას და და აღჭურვას. კრიზისული პროექტი ინტერვენციის; ითვალიწინებს ამბულატორიული, სტაციონარული, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის განყოფილებების, ოფისების, დამხმარე ოთახების მშენებლობას. 2016 წლის ბოლოს განხორციელდა "რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს" პრივატიზება, რომელიც ითვალისწინებს 50 წლის ვადით ფსიქიატრიული პროფილის შენარჩუნებას და კლინიკის ინფრაქსტრუქტურის მოწყობას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ძ) უზრუნველყოს პაციენტების გარკვეულ რაოდენობაზე დაწესებულებების პერსონალის მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა; ფსიქიატრიული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ახორციელებს: იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) კონტროლს; იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზიით/ნებართვით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლას და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას; ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს წინაშე და სხვა. 2016 წლის განმავლობაში შემოწმებული იქნა 2 ფსიქიატრიული პროფილის დაწესებულება. რიგ დაწესებულებებში გამოვლენილ იქნა დარღვევები და განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 58 ამასთან, მიმდინარეობს მთელ რიგ საქმიანობებში სანებართვო პირობების გადახედვა და ამბულატორიული საქმიანობისათვის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შექმნა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ცვლილებები ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის, მათ შორის განიხილება სამედიცინო პერსონალის თანაფარდობის საკითხის განსაზღვრაც. რეკომენდაცია შესრულებულია. წ) გაითვალისწინოს აღდგენის (recovery) ბიოფსიქოსოციალური ასპექტები და განავითაროს ფსიქოსოციალური ინტერვენციები; უზრუნველყოს მკურნალობის სქემებში შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა; ქ. თბილისის მერიის მიერ, სამინისტროსთან კომუნიკაციით და თანამშრომლობით, ასერტული მობილური ჯგუფის დაფინანსება დაიწყო 2016 წლის აპრილის თვიდან. მულტიდისციპლინურ გუნდის შემადგენლობაში წარმოდგენილია: ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ოკუპაციური თერაპევტი, უმცროსი ექიმი ან/და ექთანი, თანაგანმანათლებელი. ერთი გუნდი, რომელიც შედგება 10-15 წევრისგან ემსახურება 100 ბენეფიციარს. ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენს წელიწადში საშუალოდ 40-ს. საწყის ეტაპზე პროგრამაში ჩართული იყო 38 ბენეფიციარი, ხოლო დღეის მდგომარეობით, რაოდენობა გაიზარდა და შეადგენს 55-ს. რეკომენდაცია შესრულებულია. ჭ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურების განვითარებას, არსებული სტანდარტის დაცვას; უზრუნველყოს პაციენტთა შესაძლებლობების გაზრდა, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარჩვევების აღდგენა და განვითარება; ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე (8 კვირამდე) ინტერვენცია მოზრდილთათვის (16-65 წწ), სპეციალიზებული კრიზისული ინტერვენციის მულტიდისციპლინური გუნდის (გუნდის შემადგენლობა: გუნდის ხელმძღვანელი, ყოველ 20 შემთხვევაზე ერთი ფსიქიატრი, ერთი ფსიქოლოგი და ერთი ექთანი; სოციალურ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტი და ადმინისტრატორი) მიერ, ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, რაც მოიცავს: 59 დღის სტაციონარში გადაუდებელ და გეგმურ ამბულატორიულ კონსულტაციებს, პაციენტთა ფსიქიატრიულ შეფასებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას; საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ლაბორატორიულ პროფილის მონიტორინგს; ექიმების ინდივიდუალურ, კონსულტაციებს ოჯახურ და და კლინიკა- ჯგუფურ ფსიქო- თერაპიულ მომსახურებას, სატელეფონო კონსულტაციას, რომელიც ბენეფიციარებისათვის ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. დამატებით მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს, კრიზისული ინტერვენციის ცენტრში, ბენეფიციარების კვებით უზრუნველყოფას 3 საათზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში. თბილისის მერიის დაფინანსებით მიმდინარე ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება მოიცავს ორ კომპონენტს: ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენცია და აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა. ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციის მიმწოდებლები არიან საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი და ნეიროგანვითარების ცენტრი; 2016 წელს კომპონენტის ფარგლებში მომსახურება მიიღო 58 ბავშვმა. რეკომენდაცია შესრულებულია. ხ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაცია და მჭიდრო თანამშრომლობა პაციენტების სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დირექტორი, ამავე დროს, არის მინისტრის მოადგილე. სამინისტრო ეცდება კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა პაციენტების სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჯ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის ინფორმირება/სწავლება ქმედუნარიანობის სამართლებრივი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, აგრეთვე იმავე რეფორმის ფარგლებში მისთვის განსაზღვრული ვალდებულების დროული შესრულება და შესაბამისი პროცედურების დაჩქარება; 60 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბერს N762 დადგენილებით დამტკიცებული ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, დაგეგმილია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების იდენტიფიკაციისა და მართვის საკითხებში, 2017 წელს განხორციელდება ადამიანური რესურსების/კადრების საჭიროების იდენტიფიცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის შეფასების მიზნით, 2016 წელს თბილისში განხორციელდა 18 წლის ზემოთ მოსახლეობის, ორსულების, შშმ პირების, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებისა და ექთნების, ფსიქიატრიული დარგის მუშაკების, სოციალური მუშაკების გამოკითხვა. იგეგმება სოციალურ მუშაკთა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ცოდნის დონის გაზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა თაობაზე. რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ) უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირის მშობლის უფლების დასაცავად; ქმედითუუნარობის სფეროში რეფორმის განხორციელებამდე სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში მოთავსებული ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ახალშობილს ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N52/ნ ბრძანების მე-8 მუხლის საფუძველზე ენიჭებოდა მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსი და დაუყოვნებლივ ექვემდებარებოდა ჩვილ ბავშვთა სახლში მოთავსებას. რაც ავტომატურად იწვევდა ბავშვისა და მშობლის დაშორებას. რეფორმის განხორციელების შემდეგ ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N52/ნ ბრძანების მე-8 მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე (18.04.2016 N 01–16/ნ) სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში მოთავსებულ მხარდაჭერის მიმღებ პირს მიეცა მშობლის უფლების განხორციელების საშუალება. რეკომენდაცია შესრულებულია. 61 1 ჰ ) შეიმუშაოს სახელმძღვანელო სამსახურში მიღების დროს ყველა პირისადმი თანასწორი მოპყრობის შესახებ; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 2 ჰ ) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებების შრომის კანონმდებლობაში სრულად ასახვისათვის; შშმ პირთა საჭიროებების შრომის კანონმდებლობაში სრულად ასახვის მიზნით, ევროკავშირის „დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის“ (EUVEGE) ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე „დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ“. კანონპროექტი ითვალისწინებს შრომის ბაზარზე შშმ პირთა დაცვის გარანტიებს, მათ შორის, დაცვის უპირატესი უფლებით სარგებლობას. ამასთანავე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალურ პარტნიორებთან ერთად დაიწყო მუშაობა ასოცირების შესახებ შეთანხმების XXX დანართით გათვალისწინებული დირექტივების (დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები; დისკრიმინაციის აკრძალვა და გენდერული თანასწორობა) ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციისთვის, რომლის საფუძველზეც მზადდება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების პაკეტი. რეკომენდაცია შესრულებულია. 3 ჰ ) აწარმოოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმების შესახებ სტატისტიკა; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისს N333 დადგენილებით დამტკიცდა „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო. პროგრამის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება. პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიებაა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება, რომლის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების 62 აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზების განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით. სტატისტიკური ინფორმაციის რეპორტების მექანიზმის დახვეწა–განვითარება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 4 ჰ ) შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების შესახებ; უზრუნველყოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამები ადეკვატურად ითვალისწინებდეს ამ პირთა დასაქმების საჭიროებებს; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო მუშაობა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (LMIS) ვებ-პორტალის შექმნაზე შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე (საქართველოს მთავრობის დადგენილება N733, 26.12.2014წ.). შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (LMIS) ვებ-პორტალი ადაპრიტებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, კონკრეტულად, კი უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირთათვის. ვებ-პორტალის საშუალებით ამ პირებს ექნებათ შესაძლებლობა შრომის ბაზრის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ დამოუკიდებლად. შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, მათი დასაქმების საჭიროების გათვალისწინებისა და სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის მიზნით 2015 წლიდან მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N451, 31.08.2015წ. და N238, 2.06 2016 წ.) რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. აღნიშნული პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვისთვის შშმ პირები სარგებლობენ უპირატესობით. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის N333 დადგენილებით დამტკიცდა „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების მიზნით. რეკომენდაცია შესრულებულია. 63 5 ჰ) განახორციელოს ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ მათთვის მომსახურების მიწოდების რეგულარული მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მათზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს; სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის სამმართველოს მიერ ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზირებულ არაგეგმიური მონიტორინგი ფარგლებში განხორციელდა მომსახურებებისა და დაწესებულებებში ხორციელდება (მომართვის საფუძველზე). 2015 წელს სსიპ რეგისტრირებული ადამიანთა ხანდაზმულთა ვაჭრობის გეგმიური ქვეპროგრამის 24 (ტრეფიკინგის) და საათიანი მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალების (თბილისი, ქუთაისი) სრული მონიტორინგი. მონიტორინგის დაწესებულებებს ეგზავნება რეკომენდაციები და მათი განხორციელების შემდგომ შესრულების ვადების შესახებ წერილობითი ინფორმაცია. შესრულებული რეკომენდაციების შესახებ სრული ინფორმაცია ინახება სოციალური დაცვის დეპრტამენტში. რეკომენდაცია შესრულებულია. 6 ჰ ) მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებამდე ორგანიზაციას მოსთხოვოს სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა შემოთავაზებული მომსახურების ხარისხისა და ადეკვატურობის წინასწარი შეფასების უზრუნველსაყოფად; მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის 2016 წლის 18 მარტის ბრძანებით, რომელშიც მომსახურების უკეთესი ხარისხის უზრუნველსაყოფად ეტაპობრივად ხდება ცვლილებების შეტანა. რეგისტრაციისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება მომსახურების სტანდარტების შემუშავების პარალელურად. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 7 ჰ ) შეაფასოს ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის რისკფაქტორები ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად; უზრუნველყოს ამ დაწესებულებებში ბენეფიციართა მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა სახის ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, მათზე ადეკვატური რეაგირება და ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემის შექმნა; სამინისტროს პასუხში ზოგადად მითითებულია, რომ დაწესებულებები ხელმძღვანელობენ მოქმედი კანონმდებლობით, თუმცა დაწესებულებებში ძალადობისა და 64 არასათანადო მოპყრობის რისკფაქტორების შეფასებაზე კონკრეტული ინფორმაცია მოწოდებული არ არის. ძალადობის ფაქტების ინფორმაციით, ზოგიერთ კონფლიქტურ სიატუაციებს. შინაგანაწესში გაწერილი შემთხვევაზე და იდენტიფიცირებასტან დაწესებულებაში შექმნილი ადგილი დაწესებულებების რეგულაციებით, აქვთ დაკავშირებით აქვს ბენეფიციართა ადმინისტრაციები ადექვატურად ეფექტური სამინისტროს შორის მოქმედებენ რეაგირებენ ზრუნვა-მეთვალყურეობის ნებისმიერ სისტემა. მონიტორინგის განხორციელების პროცესში გამოვლინდა, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში წარმოდგენილ ჟურნალებში არანაირი ძალადობის ფაქტი და შესაბამისი რეაგირების შესახებ ინფორმაცია არ იყო გაწერილი, მიუხედავად ძალადობის შესაძლო ფაქტების არსებობისა (ბენეფიციარებთან განხორციელებული ინტერვიუები). მათ მიმართ შესაბამისი რეკომენდაციები. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 8 ჰ ) დაგეგმოს და რეგულარულად განახორციელოს ღონისძიებები ხანდაზმულთა რეზიდენტული დაწესებულებების პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად; რეკომენდაცია არ არის შესრულებული. 9 ჰ) უზრუნველყოს ხანდაზმულთა რეზიდენტული დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება, კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვა, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებამდე ბენეფიციარისგან და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან წერილობითი თანხმობის მიღების პრაქტიკის დანერგვა; 2015 წლის ნოემბერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა სახელმწიფო ფონდის თანამშრომლებისათვის ჩაატარეს ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდა ყველა ფილიალისა, მათ შორის ხანდაზმულთა პანსიონატების უფროსები. კონფიდენციალობის დაცვის საკითხები მოწესრიგებულია ფილიალებსა და თავშესაფრებში. რეკომენდაცია შესრულებულია. 65 10 ჰ ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალებში უკუკავშირისა და გასაჩივრების მექანიზმის გამართულად ფუნქციონირება და ანონიმური უკუკავშირის მიწოდება; აღნიშნული საკითხი რეგულირდება სახელმწიფო ფონდის დირექტორის 2014 წლის 3 დეკემბრის #07–201/ო ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) შინაგანაწესით. აღნიშნული წესები გამოქვეყნებულია (გამოკრულია) ფილიალების შენობებში თვალსაჩინო ადგილას და ხელმისაწვდომია ყველა ბენეფიციარისთვის. არ არსებობს ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ეს წესები. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. 11 ჰ ) უზრუნველყოს ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებისთვის კვების მინიმალური სტანდარტის შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცება; ფონდის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებში შემუშავდა სტანდარტიზირებული მენიუები და მათი დანერგვა 2017 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. მენიუების შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა პანსიონატებისა და თავშესაფრების სპეციფიკა, ბენეფიციართა ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. მენიუების შედგენის პროცესში გათვალისწინებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. რეკომენდაცია შესრულებულია. 12 ჰ ) უზრუნველყოს ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები საჭირო რაოდენობის სამედიცინო პერსონალით (ექიმი, ექთანი) არსებული სტანდარტის მიხედვით და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები; ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებისათვის საჭირო სამედიცინო პერსონალის (ექიმი, ექთანი) რაოდენობა არ არის სტანდარტით განსაზღვრული, თუმცა მათი უფლებამოვალეობები დეტალურად არის გაწერილი ფონდის 66 ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ დებულებასა და „ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ დებულებაში. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 13 ჰ ) უზრუნველყოს ხანდაზმულთა სახლებში ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ობიექტური საჭიროებების განსაზღვრა როგორც ამ სახლებში მათი ჩარიცხვისას, ისე ეტაპობრივად; ხანდაზმულთა პანსიონატებში ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა ხდება მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ სრულად მიეწოდებათ როგორც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ასევე გეგმიური სამედიცინო მომსახურება და დაწესებულებებში ხდება ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა. რეკომენდაცია შესრულებულია. 14 ჰ ) უზრუნველყოს ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახების უკეთესი ინფორმირება ბავშვთა უფლებების დაცვის, განსაკუთრებით − ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე ბავშვთა რთული ქცევის მართვისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ; ბიოლოგიურ მშობლებსა და აღმზრდელებს/დედობილ/მამობილებს სოციალური მუშაკების მიერ მიეწოდათ სათანადო ინფორმაცია ძალადობისგან დაცვის მექანიზმების, პასუხისმგებელი ორგანოების, ქცევის მართვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა უფლებების დაცვის საკითხებზე, ბენეფიციართა მიმართ ძალადობისა და სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობის, სტერეოტიპული დამოკიდებულების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 15 ჰ ) აქტიურად განახორციელოს რეგიონებში მინდობით აღმზრდელ ოჯახებში განთავსებულ ბავშვთათვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის, მათი განათლების და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მონიტორინგი; 67 სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტებს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს მიეცა მითითებები, კერძოდ: ზედამხვედველობა გაეწიოს ინდივიდუალური განვითარების გეგმებში, ბენეფიციართა საჭიროებებიდან გამომდინარე, ბავშვების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების საფუძვლიანად და კონკრეტულად გაწერას და მონიტორინგი გაეწიოს მათი შესრულების პროცესს; პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის (სამმართველოს) ეთხოვა ინფორმაციის მოწოდება კონკრეტული შემთხვევების შესახებ, რომლებშიც გამოვლინდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2016 წლის სპეციალურ ანგარიშში მოყვანილი ხარვეზები. ამასთან, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი და განხილული იქნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის (სამმართველოს) მიერ მოწოდებული ყველა კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია და შემთხვევების ფარგლებში, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ მასალა მიწოდებული იქნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის. სოციალური მუშაკების მიერ ხორციელდება მინდობით აღმზრდელ ოჯახებში განთავსებულ ბავშვთათვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის, მათი განათლების და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მონიტორინგი; ასევე 2014 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და დეპარტამენტში შეიქმნა სოციალური სერვისების დაცვის სამინისტროს მონიტორინგის სოციალური სამმართველო, დაცვის რომელიც ახორციელებს სააღმზრდელო დაწესებულებების და მინდობით აღზრდის სერვისის სისტემატიურ მონიტორინგს. მონიტორინგის შედაგად სამსახურის მიერ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები სერვისებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. რეკომენდაცია შესრულებულია 16 ჰ ) უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმანური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა პანსიონებში სახელმწიფო სოციალური მუშაკების მიერ ბავშვებისა და მათი ოჯახების შეფასება, რაც ხელს შეუწყობს ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრას; დღეისათვის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია მოპოვებული აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სამივე დაწესებულებას. 68 სამივე მათგანში სოციალური მუშაკები ახორციელებენ ბავშვებისა და მათი ოჯახების შეფასებას და საჭიროებების შესწავლას. პირველ ეტაპზე მოქმედი რეგულაციების შესაბამისად ჩარიცხვის, ხოლო შემდგომ მათი ალტერნატიულ სერვისებში განთავსების მიზნით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ზემოხსენებულ დაწესებულებებში (გარდა ნინოწმინდისა), სოციალური მუშაკების მიერ ხორციელდება ,,ჭიშკრის დარაჯობა“ და ჩარიცხვის პროცედურების გაკონტროლება. მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა დაწესებულებებში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების შესწავლა-შეფასება ხორციელდება სოციალური მუშაკის მიერ. ყველა შემთხვევაში, ხდება ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება. რეკომენდაცია შესრულებულია 17 ჰ ) უზრუნველყოს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა უზრუნველყოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა, მათ შორის, ამ პროცესში არასრულწლოვნის მიერ საკუთარი აზრის დაფიქსირება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, არასრულწლოვნის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისთვის სოციალური მუშაკი აქტიურად მონაწილეობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში, და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას. რეკომენდაცია შესრულებულია. 18 უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას ჰ ) არასრულწლოვნის მიმართ ოჯახის წევრების ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, აგრეთვე უზრუნველყოს ამ პროცესში არასრულწლოვნის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისათვის სოციალური მუშაკის აქტიური მონაწილეობა და, საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, 69 არასრულწლოვნის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისთვის სოციალური მუშაკი აქტიურად მონაწილეობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში, და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას. სამინისტროს რეაგირება არასაკმარისია, რადგან მაგალითად თბილისის მასშტაბით ამ პროცესს ემსახურება მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი, რეგიონებშიც არასაკმარისია ფსიქოლოგების რაოდენობა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 19 ჰ ) უზრუნველყოს სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი ინფორმირება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ; მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე უფროსი სოციალური მუშაკები ეტაპობრივად გადიან ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ტრენინგებს რეკომენდაცია შესრულებულია. 20 ჰ ) უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში პასუხისმგებელ უწყებებთან სისტემური რეფერირება; ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით დამტკიცდა რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტების მიმართვის დანართები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, 2019 წლის 1 იანვრამდე დაევალა ბავშვზე ძალადობის საკითხებზე სააგენტოს ცენტრალურ აპარატში ცხელი ხაზიდან და სხვადასხვა წყაროდან შემოსული სატელეფონო ზარებისა და ინფორმაციის აღრიცხვა. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ძალადობის პასუხისმგებელ უწყებებთან სისტემურ რეფერირებას. მხოლოდ ცხელი ხაზის ამოქმედება ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში პასუხისმგებელ უწყებებთან სისტემურ რეფერირებას. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 70 21 ჰ ) უზრუნველყოს, რომ მომსახურების მიმწოდებლებმა უზრუნველყონ „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების №3 დანართით გათვალისწინებული პირის მოთავსების და გაყვანის აღრიცხვა, აგრეთვე პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა ამ ბრძანების შესაბამისად; მცირე საოჯახო ტიპის სახლებში „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების №3 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ხდება პირის მოთავსების და გაყვანის აღრიცხვა, აგრეთვე პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა. შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. რეკომენდაცია შესრულებულია 22 ჰ ) უზრუნველყოს, რომ მომსახურების მიმწოდებლებმა უზრუნველყონ დასაქმებული პირების გადამზადება ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების პირველი მუხლით (ინფორმაცია მომსახურების შესახებ (სტანდარტი №1)) გათვალისწინებული დოკუმენტაციის სათანადო წესით წარმოების შესახებ; მცირე საოჯახო ტიპის სახლებში აღმზრდელი, ხელმძღვანელის მხარდაჭერით აწარმოებს ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს იცნობენ როგორც აღმზრდელები, ისე სახლში მცხოვრები ბავშვები. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 23 ჰ ) უზრუნველყოს სოციალურ მუშაკთა/მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინდივიდუალური განვითარების გეგმისა და მომსახურების ინდივიდუალური გეგმის სრულყოფილად წარმოებისათვის; 71 მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომუშავე აღმზრდელებს ყოველწლიურად უტარდებათ ტრენინგი და/ან ინდივიდუალური კონსულტაცია, ხელმძღვანელის ან გარე ექსპერტის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების მომსახურების ინდივიდუალური გეგმების ხარისხიან და ეფექტურ წარმოებას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს მიერ, გამოვლინდა, რომ მცირე საოჯახო სახლების უმრავლესობაში დაცულია აღმზრდელებისა და აღსაზრდელების თანაფარდობა, ამასთანავე, სავალდებული სატრენინგო კურსი გავლილი აქვს დასაქმებული აღმზრდელების უმეტეს ნაწილს. რეკომენდაცია შესრულებულია 24 ჰ ) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბენეფიციართან კომუნიკაციის მეშვეობით არაფორმალურ აქტივობებთან დაკავშირებით მისი ინტერესებისა და საჭიროებების გამოკვეთა და ამის საფუძველზე ინდივიდუალური განვითარების გეგმაში კონკრეტული აქტივობების გათვალისწინება; მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტში გაიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკების პროფესიული ჯგუფური ზედამხვედველობის სესია, რომელზეც გამახვილდა ყურადღება სოციალური მუშაკებისათვის ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების ამსახველი ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავების საკითხებზე, ინდივიდუალური განვითარების გეგმებისა და გადასინჯვების ვადების დაცვაზე. ამასთან, დაიგეგმა სოციალური მუშაკებისათვის ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავებაზე ტრენინგის ჩატარება. რეკომენდაცია შესრულებულია 25 ჰ ) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ჩარიცხვის წესის შესაბამისად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფ. №IV–100/ა), სრულყოფილად წარმოება; სოციალურ მუშაკებს მიეცათ მითითება მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბენეფიციართა ჩარიცხვის შემთხვევებში, ყურადღება გაამახვილონ ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობასა და მომსახურების მიმწოდებლისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა 100/ა) დროულად მიწოდების საკითხებზე, 72 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N52/ნ ბრძანების შესაბამისად. ადგილობრივ თემში დამოუკიდებელი ასევე, მიეცათ არსებულ მითითება არაფორმალურ ცხოვრებისთვის აღსაზრდელთა აქტივობებში მომზადების განათლების, ჩართულობის საკითხებზე, და ყურადღების გამახვილებასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია შესრულებულია 26 ჰ ) უზრუნველყოს სახელმწიფო ზრუნვის სისტემის ბენეფიციართა და მათი ბიოლოგიური ოჯახების წევრთა მიერ უკუკავშირისა და გასაჩივრების უფლებით სარგებლობა მათი სისტემატური ინფორმირებით, წესების გამარტივებით, უკუკავშირის ანონიმური კითხვარების გამოყენებით, წამოჭრილი პრობლემების სისტემატური, ინტერაქტიული განხილვით და შესაბამისი პროცედურების დადგენით; სახელმწიფოებში სახელმწიფო ზრუნვის სისტემის ბენეფიციართა და მათი ბიოლოგიური ოჯახების წევრთა მიერ უკუკავშირისა და გასაჩივრების უფლებით სარგებლობა მათი სისტემატური ინფორმირებით, წესების სამმართველო, რომელიც ამოწმებს მომსახურებების ტექნიკური რეგლამენტის - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებთან შესაბამისობას. ამასთან, სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ ხდება 24-საათიან მომსახურებებში განთავსებული ბავშვების და ბიოლოგიური ოჯახების მუდმივი მონიტორინგი, რომლის დროსაც წამოჭრილი პრობლემური საკითხების მუდმივი განხილვა. რთული შემთხვევების ფარგლებში მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტში იმართება შემთხვევის კონფერენციები, სადაც განიხილება პრობლემური საკითხები და ეძლევათ შესაბამისი მითითებები. რეკომენდაცია შესრულებულია 27 ჰ ) უზრუნველყოს ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად ინდივიდუალური განვითარების გეგმაში კონკრეტული აქტივობების გათვალისწინება და ამ პროცესზე ზედამხედველობა; ინდივიდუალური განვითარების გეგმების შედგენაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბენეფიციარები. მომსახურებებში ყურადღება ექცევა ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, მათ მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების დასწავლას, დამოუკიდებლად გადაადგილებას ადგილობრივ თემში, პროფესიის გასაზღვრას და შესაძლებლობების ფარგლებში პროფესიის დაუფლებას. რეკომენდაცია შესრულებულია 73 28 ჰ ) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისთვის ბავშვთა და მოზარდთა სრულფასოვანი, დაბალანსებული კვების საკითხებზე ტრენინგების მომზადება და ჩატარება; მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დარიგდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ მომზადებული ბუკლეტები სრულფასოვანი, დაბალანსებული კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 29 ჰ ) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები დამატებითი რესურსებით, აგრეთვე შესაბამის აქტივობებში ბავშვთა ჩართვა მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით; მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები დამატებითი რესურსებით, აგრეთვე შესაბამის აქტივობებში ბავშვთა ჩართვა მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებისა და რეალიზებისათვის. მუდმივად ხდება ბავშვების ჩართვა სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტივობებში, სპორტულ საქმიანობაში და ა.შ. აქტივობების შერჩევა ხდება ბავშვების სურვილის და ადგილობრივ თემში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უზრუნველყოფს დამატებითი თანხის გამოყოფას ბავშვების ტრანსპორტირების და/ან სხვა სახის ხარჯების დასაფარად. რეკომენდაცია შესრულებულია 30 ჰ ) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ბავშვების ემოციური და სოციალური განვითარებისათვის თანაბრად პოზიტიური გარემოს შექმნა ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესზე ზედამხედველობის გაძლიერებით და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით; მომსახურებები მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ბავშვების ემოციური და სოციალური განვითარებისათვის თანაბრად პოზიტიური გარემოს შექმნა ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები ცდილობენ ბავშვებთან ნდობაზე და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 74 განსაკუთრებულიმცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ბავშვების ემოციური და სოციალური განვითარებისათვის თანაბრად პოზიტიური გარემოს შექმნა ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა მიმდინარე სახლებიცდილობენრთულნი ღონისძიებებში, როგორიცაა ექსკურსია, არიან ადგილობრივ კონცერტი, თემში სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ასევე, წახალისებულია ბავშვებისა და მათი ბიოლოგიური ოჯახის წევრების კონტაქტი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. აღმზრდელებს ყოველთვის დადებითი ურთიერთობა აქვთ ბავშვების ბიოლოგიური ოჯახის წევრებთან, რაც სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული მათი ერთ-ერთი ვალდებულებაა. რეკომენდაცია შესრულებულია 31 ჰ ) განახორციელოს საგანგებო ღონისძიებები დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შეისწავლოს ამ სახლიდან ბენეფიციართა გადინების საკითხი; სახლის ერთადერთი ბენეფიციარის შემთხვევა უნდა განიხილონ შესაბამისმა სამსახურებმა ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მისაღებად; მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელდა ვიზიტი დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლში. სახლის მონახულების დროს მოხდა სახლში არსებული დოკუმენტაციის და ჩანაწერების გაცნობა. ასევე, ბავშვებთან გასაუბრება, აღმზრდელებთან ერთად განხილული იქნა სახლებში არსებული პრობლემები, მათი სამუშაო ფორმების და აღსაზრდელთა პირადი საქმეების გაცნობა. ვიზიტის დროს მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღმზრდელებს მიეცა სიტყვიერი მითითება ვიზიტის დროს გამოვლენილი ხარვეზებისა და ბენეფიციართა საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, მიეცა მითითებები მნახველი და გამყვანი პირების მიერ აღსაზრდელთა მონახულება/გაყვანის პირობების მკაცრად დაცვის თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლში ირიცხება 5 ბენეფიციარი. ამჟამინდელი მდგომარეობით, სახლი უზრუნველყოფილია შესაბამისი გათბობით, არ იკვეთება ისეთი სახის პრობლემები, რაც საფრთხეს შეუქმნის სახლის აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვა საჭიროებების დაკამყოფილებას. სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, სახლის მენეჯერმა ბავშვებთან ასევე ჩართო ფსიქოლოგი. სკოლიდან მიღებული ინფორმაციით, დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები 75 სკოლაში ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს განრიგის შესაბამისად და ცხადდებიან მოწესრიგებულ მდგომარეობაში. რეკომენდაცია შესრულებულია 32 ჰ ) განახორციელოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, დაავადებათა პრევენცია და ბენეფიციართა რეაბილიტაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ქრონიკული დაავადების შემთხვევებს; მომსახურების მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ბენეფიციართა სამედიცინო ხელმისაწვდომობას. ბენეფიციართა საჭიროების შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტივობები იწერება ინდივიდუალური განვითარების გეგმაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი ზედამხედველობას უწევს მათი შესრულების პროცესს. ბენეფიციარები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით. რეკომენდაცია შესრულებულია 33 ჰ ) უზრუნველყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგმოდულის შექმნა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში აღსაზრდელთა და აღმზრდელთა ერთობლივი მონაწილეობით ტრენინგების ჩატარება; უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო ლიტერატურით; მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დარიგდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ მომზადებული ბუკლეტები სრულფასოვანი, დაბალანსებული კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 34 ჰ ) უზრუნველყოს ბავშვის მიმართ ძალადობის და ბავშვის უგულებელყოფის პრევენცია, ბავშვზე ზრუნვის ნებისმიერ დონეზე ბავშვის მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის და მისი ტრავმირების ფსიქოფიზიკური შედეგების 76 იდენტიფიცირება, ბავშვის ძალადობის მსხვერპლად აღიარება და მისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა; ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბავშვის უგულებელყოფის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით გაფართოვდა რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტების წრე, კერძოდ, 2010 წლიდან რეფერირების პროცედურებში საქართველოს კულტურისა ახალგაზრდობის საქმეთა ჩართულ და და სუბიექტებს ძეგლთა დაცვის, საქართველოს დაემატა შემდეგი საქართველოს სასჯელაღსრულებისა უწყებები: სპორტისა და და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებები და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ასევე საქართველოს პროკურატურა, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საბავშვო ბაღები, სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტების - მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია რაიონის (ქალაქ გამგეობა)/მისი თბილისის უფლებამოსილი დაწესებულებები. ეს ასევე ხელს შეუწყობს ბავშვზე ზრუნვის ნებისმიერ დონეზე ბავშვის მიმართ ძალადობის შედეგების იდენტიფიცირებას, მათ გადამისამართებას შესაბამის მომსახურებაში, სადაც უზრუნველყოფენ მათ შემდგომ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას. რეკომენდაცია შესრულებულია 35 ჰ ) უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის ზედამხედველობის გაძლიერება სოციალური სამსახურების გაძლიერებით და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვით; 2014 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში შეიქმნა სერვისების მონიტორინგის სამმართველო, რომელიც ახორციელებს სააღმზრდელო დაწესებულებების სისტემატიურ მონიტორინგს. რეკომენდაცია შესრულებულია 36 ჰ ) უზრუნველყოს ბავშვის მიერ ზრუნვის ფორმების (მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, მინდობით აღზრდა, რეინტეგრაცია, გაშვილება) ხშირი ცვლის პრევენცია, მისი ძალადობისგან დაცვა; 77 ბავშვის მიერ ზრუნვის ფორმის ცვლა ძირითადად განპირობებულია ბავშვის საჭიროების, სურვილისა და ინტერესის გათვალისწინებით. სამომავლოდ დაგეგმილია მშვილებლების, მიმღები მშობლების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღმზრდელთა ტრენინგი, ბავშვთა ქცევის მართვის და ძალადობისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად. რეკომენდაცია შესრულებულია 37 ჰ ) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციართა ინდივიდუალური ჰიგიენური დანიშნულების ნივთების ჰიგიენურად დაცულ პირობებში შენახვა და თითოეული ნივთის მესაკუთრის იდენტიფიცირება; მცირე საოჯახო ტიპის სახლების თითოეულ აღსაზრდელს აქვს ჰიგიენური დანიშნულების ყველა ის ნივთი, რომელიც საჭიროა ბავშვების ჰიგიენური პირობების დაცვისათვის. ამასთანავე, ნივთების შეძენისას გათვალისწინებულია მათი სურვილი. ისეთი ნივთები, როგორიცაა კბილის ჯაგრისი და პირსაწმენდი, თითოეულ ბავშვს აქვს ინდივიდუალურად. ჰიგიენური დანიშნულების ნივთები ინახება ჰიგიენურად დაცულ პირობებში და შესაძლებელია თითოეული ნივთის მესაკუთრის იდენტიფიცირება. რეკომენდაცია შესრულებულია 38 ჰ ) უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დედათა პროფესიულ კურსებში მონაწილეობა და მეტად იზრუნოს მათ დასაქმებაზე; დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებთან, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების მიმართულებით, მუშაობს ოჯახის გაძლიერების პროექტის დასაქმების კონსულტანტი. სოციალური მუშაკების მიერ შემთხვევის შეფასების შემდგომ, დასაქმების კონსულტანტი ბენენფიციარის სურვილისა და მისი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გეგმავს მისი გადამზადების კურსს (სტილისტის, ბუღალტრის, ვიზაჟისტის,მასაჟისტის და სხვა) და/ან დასაქმებას. პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხდება მისთვის საჭირო ინსტრუმენტების შეძენაც. გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თავშესაფარში ყოფნის ბოლო პერიოდში (გასვლამდე 1-2 თვე) დასაქმებას, რათა დედას მოეხდინა გარკვეული დანაზოგის უზრუნველყოფა. დასაქმების და გადამზადების პროცესზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი. „SOS ბავშვთა სოფლის“ დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში 2015-2016 წლებში პროფესიული გადამზადება გაიარა 14 ბენეფიციარმა, თვითდასაქმებისათვის ინვენტარი გადაეცა - 6, დასაქმდა - 4, გადამზადების ტრენინგი გაიარა - 15 ბენეფიციარმა. რეკომენდაცია შესრულებულია 78 39 ჰ ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განთავსებისას სარეაბილიტაციო ცენტრების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინება; მცირე საოჯახო სირთულეების მქონე ტიპის სახლებში ბენეფიციართა ფსიქიკური პრობლემებისა და განთავსებისას მაქსიმალურად ეწყობა მომსახურებების ხელმისაწვდომობას, კერძოდ: ქცევითი ხელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ფსიქო- ნევროლოგიური დისპანსერის სერვისის მიწოდებას. რაც შეეხება სარეაბილიტაციო ცენტრების დანერგვასა და განვითარებას, ამ საკითხზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მისი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურეების სააგენტოს მიერ ერთობლივად მიმდინარეობს მუშაობა. რეკომენდაცია შესრულებულია 40 ჰ ) უზრუნველყოს ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის (დაუზუსტებელი შემთხვევების ჩათვლით) მსხვერპლ ბავშვთა და რთული ქცევის მქონე ბავშვების ინდივიდუალური მულტიდისციპლინური შეფასება და მართვა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის აქტიური და დინამიკური მონაწილეობით; ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა და რთული ქცევის მქონე ბავშვთა შეფასება ხორციელდება სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობით, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ფსიქიატრის ჩართვა და/ან ბენეფიციარის ფსიქიატრიულ სტაციონარულ მომსახურებაში გადაყვანა. რეკომენდაცია შესრულებულია 41 ჰ ) უზრუნველყოს იმ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების რემონტი, კეთილმოწყობა და ინვენტარის შევსება, რომლებიც ბავშვებს სათანადო საცხოვრებელ პირობებს ვერ უქმნიან. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არის ბავშვებისათვის სათანადო საცხოვრებელ პირობებს. პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, ხდება სახლებში გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება, მცირე რემონტი, საჭირო ინვენტარის, სამზარეულო ნივთების, ტექნიკის განახლება. რეკომენდაცია შესრულებულია 79 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ა) უზრუნველყოს დევნილების განსახლების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმში გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლების მითითება; იძულებით გადაადგილებული ოჯახების გრძელვადიანი განსახლების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმში, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, მითითებულია გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი სამართლებრივი გარემოებები, მაგ: დევნილი ოჯახის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“-ს შესაბამისად შევსებულ განაცხადზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით წინასწარი შეფასებით მინიჭებულ ქულაში განხორციელებული ცვლილება, დეტალური აღწერით; ამავე ბრძანებით დამტკიცებული დევნილი ოჯახის მცნებიდან გამომდინარე (მუხლი 2, „ა“ ქვეპუნქტი, ტერმინთა განმარტება), ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ან გაერთიანების გამო მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება; განაცხადში შეყვანილი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამო, მესაკუთრის მითითებით; დევნილის სტატუსის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველზე, სტატუსის კანონიერების დადგენამდე; სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართით ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული ოჯახის წევრის გამო, რომელიც შეყვანილია განაცხადში და ა. შ. რეკომენდაცია შესრულებულია. ბ) უზრუნველყოს სამართლებრივი აქტით დევნილი ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის პროცედურების მოწესრიგება და შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში მომზადდა ცვლილება, რომელიც მიღებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 80 სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული დროებით ექსპერტთა ჯგუფის მიერ. აღნიშნული ცვლილებით დამტკიცდება დევნილი ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებელი აღწერის ფორმა, სადაც მითითებულია კონკრეტული მახასიათებლები, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს; რეკომენდაცია შესრულებულია. გ) უზრუნველყოს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებიც გამოავლენს აუცილებელი ფინანსური დახმარების მიმღებ ჯგუფს; აუცილებელი ფინანსური დახმარების მიმღებ დევნილთა განსაზღვრის მიზნით შემუშავებულია ფულადი დახმარების გაცემის წესი და კრიტერიუმები, რომელიც მიღებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული დროებით ექსპერტთა ჯგუფის მიერ და დამტკიცდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. დ) უზრუნველყოს, რომ ყოველ დევნილ ოჯახს, რომელიც წარადგენს განაცხადს საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მოთხოვნით, მიენიჭოს უნიკალური კოდი და შემდეგ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სწორედ ამ უნიკალური კოდების მითითებით გამოქვეყნდეს ინფორმაცია დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების შესახებ. სამინისტროს მიერ შექმნილია განაცხადების მიღების და წინასწარი შეფასების ელექტრონული მოდული და მიმდინარეობს ელექტრონულ მოდულში განაცხადების შეყვანის პროცესი, რომელიც მოითხოვს შესაბამის ფინანსურ რესურს და დროს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ, ყველა დევნილ ოჯახს მისთვის მიჭებული უნიკალური კოდის მეშვეობით, შეეძლება სამინისტროს ოფიციალური ვებგ-ვერდიდან ინფორმაციის მიღება მის მიერ შევსებული განაცხადის მდგომარეობის შესახებ. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 81 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ა) უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების გაგრძელება და გაძლიერება იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებული, − როგორც მუნიციპალიტეტების ცენტრებში, ისე სოფლებში; 2016 წელს პროფესიული ჩამოყალიბდა განვითარების“ არაქართულენოვანი „არაქართულენოვანი პროგრამა. სკოლების პროგრამის სკოლების/სექტორების მასწავლებლების მიზნად განისაზღვრა მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერების გზით მათთვის საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომისა და კოლეგებთან ურთიერთობის შესაძლებლობების შექმნა. განვითარების ხელშეწყობა და სწავლა/სწავლების პროცესის გაუმჯობესება სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებებით. სამიზნე სკოლებში 2015-2016 სასწავლო წლისთვის მივლენილი იყო მასწავლებელთა სამი ჯგუფი: ქართულის, როგორც მეორე ენის 105 კონსულტანტ- მასწავლებლები, ქართულის, როგორც მეორე ენის და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების (ისტორია და გეოგრაფია) 135 დამხმარე მასწავლებელი, 14 ბილინგვალი დამხმარე მასწავლებელი. 2016-2017 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში 197 არაქართულენოვან სკოლაში წარმოდგენილია 114 კონსულტანტ-მასწავლებელი, 136 დამხმარე მასწავლებელი და 28 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი. 2016 წლის საგაზაფხულო მიღებიდან ამოქმედდა რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შედგენილი პროფესიული ტესტები და ქართული ენის ინტეგრირებული მოდული. შესაბამისად, წარმომადგენლებს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების საშუალება მიეცათ, მშობლიურ ენაზე გაევლოთ პროფესიული ტესტირება და სრული სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხულიყვნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას, იმ რეგიონებში სადაც ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებულნი. სკოლა ყოველწლიურად გეგმავს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მონაწილეთათვის სიახლეების შეთავაზებას და სწავლების პროოცესების გაადვილებას. რეკომენდაცია შესრულებულია ბ) უზრუნველყოს საქართველოს ყველა დაწესებულებების მანდატურების, აგრეთვე რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებისა და 82 დირექტორების სისტემატური გადამზადება ძალადობის, მათ შორის, ბულინგისა და ადრეულ ასაკში ქორწინების, ფაქტების იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილების და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ; ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს, საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას, ახორციელებენ პროგრამას „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“, მისი მიზანია მანდატურების, საჯარო სკოლების წარმომადგენლების გადამზადება, რათა მათ შეძლონ ბავშვზე ძალადობის პრევენცია, ძალადობის შემთხვევების ამოცნობა და მათზე რეაგირება. სატრენინგო კურსი მოიცავს თეორიულ მასალას ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ჯგუფთან მუშაობის პრინციპებს, თემატურად დაკავშირებულ ღონისძიებებს და აქტივატორებს. სამიზნე ჯგუფებს (ბენეფიციარებს) წარმოადგენენ მანდატურები მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო ისეთ სკოლებში, სადაც არ ჰყავთ მანდატურები, სკოლიდან ერთი წარმომადგენელი (დირექტორი/დირექტორის მოადგილე/მასწავლებელი). დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში გადამზადებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მანდატური (1275) და მიმდინარეობს სკოლის წარმომადგენლების გადამზადების პროცესი. პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში გადამზადებულია საჯარო სკოლების 1342 წარმომადგენელი. პროგრამის „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“ ფარგლებში გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე, სადაც ისინი წარმოადგენენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში გადამისამართებაზე პასუხისმეგებელ სუბიექტებს. პროგრამის დასრულების შემდგომ გადამზადებული იქნება ძალადობის შემთხვევებში გადამისამართებაზე პასუხისმეგებელი ყველა სუბიექტი, რომლებიც შეძლებენ ბავშვზე ძალადობის პრევენციას, ძალადობის შემთხვევების ამოცნობასა და მათზე რეაგირებას. რეკომენდაცია შესრულებულია გ) უზრუნველყოს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აქტიურად მიეწოდოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას; ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში განახორციელოს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით გათვალისწინებული კოორდინაცია რეფერირების მონაწილე სუბიექტებთან; „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილების 83 შესაბამისად შესაბამისად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეიმუშავეს და დაამტკიცეს ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესები. აღნიშნული წესის საფუძველზე სკოლებში დაინიშნა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დაცვაზე პასუხისმგებელ პირები საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, მანდატურის არარსებობის შემთხვევაში სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი სისტემატურად ახორციელებს სკოლების მონიტორინგს, მონიტორინგის პროცესში მოწმდება რამდენად არის რეფერირების მექანიზმი სკოლებში გამართული, კერძოდ: აქვს თუ არა სკოლას ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესები შემუშავებული და დამტკიცებული, არის თუ არა განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი და განხორციელდა თუ არა ადრეული ქორწინების შემთხვევაში რეფერირება. რეკომენდაცია შესრულებულია დ) გააძლიეროს მუშაობა სპეციალური პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონებში; სპეციალური მასწავლებლის პროფესიის გაძლიერების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე მუშაობს მასწავლებელი და სპეციალური მასწავლებელი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ხარისხიანი ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის ცენტრი ხელს უწყობს შესაბამისი ადამიანური რესურსის (სპეციალისტების, რიგ შემთხვევაში მშობლების და ნათესავების) გაძლიერებითა და პროფესიული მომზადებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კადრი ინკლუზიური განათლების პროცესში არის სპეციალური მასწავლებელი. იმისთვის, რომ სფეროში დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს სტანდარტს, ცენტრის ინიციატივით ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა გარდამავალი დებულება, რომელიც ყველა სპეციალურ მასწავლებელს ავალდებულებდა სპეციალურ პედაგოგიკაში სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას 2014 წლამდე. თუმცა სპეციალურ პედაგოგთა სერტიფიცირება ვერ განხორციელდა. ახალი პროექტი, რომელიც განახორციელდა 2016 წელს სპეციალური მასწავლებლების (განსაკუთრებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებული) პროფესიული განვითრების ხელშეწყობისთვის, არის „რეგიონული სასწავლო ტური“. ტურის მიზანია 84 სპეციალური მასწავლებლები გაეცნონ შედარებით წარმატებული ინკლუზიური სკოლების გამოცდილებას და პრაქტიკას. ასევე განსხვავებული ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და დაეხმარონ ერთმანეთს პროფესიულ განვითარებაში. ამასთანავე, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა კურსები სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მასწავლებლებისთვის; შეიქმნა ჟესტური ენის კურსების მეორე და მესამე დონე. ასევე, ჟესტური ენის კურსები მცირე ასაკის ბავშვებისთვის - პირველი და მეორე დონე; ჟესტური ენის თარჯიმანთა კურსების-მესამე დონე. ჟესტური ენის კურსები გაიარა 201-მა მონაწილემ, რომელმაც ჩააბარა გამოცდა ჟესტურ ენაში და აიღო შესაბამისი სერტიფიკატი, რითაც დაადასტურა ენის ფლობის პროგრამით განსაზღვრული კომპეტენცია. პროფესიული განათლების სისტემაში შექმნილია გარემო სსსმ სტუდენტების განათლებისთვის. შეიქმნა სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტთა სწავლების მოდულის მეორე ნაწილი. მოდული გაიარა 318 -მა მასწავლებელმა. რეკომენდაცია შესრულებულია. ე) განახორციელოს სკოლამდელი განათლების რეფორმის მომზადებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, რაც შესაბამისი კანონის ამოქმედების აუცილებელი წინაპირობაა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის“ სამუშაო ვერსიები, რომლებშიც ჩართული იყვნენ ექსპერტკონსულტანტები და სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები. მოცემული მომენტისთვის მიმდინარეობს შენიშვნებისა და რეკომენდაციების მოწოდება, რომელთა დამუშავების შემდეგ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დოკუმენტების დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. მონიტორინგის სისტემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის 2016 წელს დაიგეგმა „სასკოლო მზაობის მონიტორინგის“ ჩატარება; თუმცა პროცესი შეფერხდა. დაგეგმილი აქტივობები შესრულდა ნაწილობრივ. დღევანდელი მდგომარეობით მომზადებულია მონიტორინგის კონცეპტუალური ჩარჩო და შექმნილია მონიტორინგის ინსტრუმენტის ჩარჩო. ინსტრუმენტი საბოლოო სახით ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. რეკომენდაცია შესრულებულია. 85 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობით მოამზადოს სათანადო ცვლილებები, რათა შეიქმნას გარემოზე ზემოქმედების შეფასების იმგვარი სისტემა (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი (გზშ) დაქვემდებარებული საქმიანობების ჩათვლით), რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებული ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. საქართველოს კანონის პროექტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს და მიმდინარეობს განხილვები. აღნიშნული კანონის პროექტი მიზნად ისახავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფასა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების დანერგვას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. რეკომენდაცია შესრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ა) ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას სოფლის განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე; სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის მიმართ გაცემული პირველი რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტების მიმართ გასცა შესაბამისი რეკომენდაცია, მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნებისათვის მოსახლეობასთან ჩატარებული შეხვედრების ან დასახლების საერთო კრების დღის ისეთ პერიოდში ჩატარების შესახებ, 86 როდესაც ქალებს, დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, შეეძლოთ დასწრება. აღნიშნულის თაობაზე მუნიციპალიტეტების სამინისტროს საჯარო წარმომადგენლების მოსამსახურეები ინფორმირებას ახორციელებდნენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროცედურებისა და თავისებურებების გაცნობის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი მივლინებების დროს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტების უმრავლესობის მიერ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნებისათვის მოსახლეობასთან ჩატარებული შეხვედრების ან დასახლების საერთო კრების ოქმებში მითითებული იყო შეხვედრებზე/კრებებზე დამსწრე პირთა სტატისტიკური მონაცემები გენდერულ ჭრილში. რეკომენდაცია შესრულებულია. ბ) გააანალიზოს დაგეგმილი პროგრამები და პრიორიტეტების განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს გენდერული ასპექტების გათვალისწინებას. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოში, სამინისტროს ინიციატივით, პროექტების შეფასების მოსალოდნელი სოციალური ეფექტის მე-2 ფილტრში კრიტერიუმი, გათვალისწინებულ რომელიც მოიცავს, იქნა აგრეთვე, გენდერული დისბალანსის შემცირების საკითხსაც და მითითებულ იქნა, რომ პროექტს, რომელსაც გააჩნია მოსალოდნელი ფართო დადებითი ზემოქმედება პირთა სოციალურ მდგომარეობაზე მიენიჭება მაღალი ქულა, ხოლო მოსალოდნელი მცირე დადებითი სოციალური ეფექტის მქონე პროექტს - დაბალი ქულა. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მოკლე ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს კონფლიქტებით დაზარალებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა. რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გვაცნობებენ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 87 მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების განვითარების სოციალურ - ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც შესათანხმებლად და საბოლოო რედაქტირებისთვის წარედგინა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრ უწყებებს და რომ, ზემოხსენებული კომისიის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიაში მითითებული მიზნების განსახორციელებლად. დაიგეგმა და განხორციელდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური პროექტი. კომისია კვლავ აგრძელებს მოხსენიებულ სოფლებში მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. რეკომენდაცია შესრულებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ა) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები „ოფიციალურ დოკუმენტებთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის რატიფიცირებისათვის საჭირო პროცედურების დასაწყებად; „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება დაიწყო 2013 წლის დასაწყისში. მოგვიანებით, 2015 წლის თებერვალში, პროცედურები განახლდა. ამ ეტაპზე, მიღებულია პოზიციები უმეტესი უწყებებიდან. ყველა უწყებიდან შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ, კონვენცია გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის სარატიფიკაციოდ წარდგენის უზრუნველყოფის მიზნით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ბ) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირებისათვის საჭირო პროცედურების დასაწყებად; საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის N5602-IIს დადგენილების მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირებისათვის საჭირო 88 პროცედურების დასაწყებად. აღნიშნულ საკითხზე პროცედურები ინიცირებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მჭიდრო კომუნიკაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ამ თემაზე. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. გ) გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო ორგანოები მეტად ჩაერთონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლაში. 2016 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობდა ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებების ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში ხდებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა ახალი მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა უფლებების დარღვევებზე და მავთულხლართების აღმართვის პროცესზე საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით. სამინისტროს მიერ მომზადებული ყოველკვარტალური ანგარიშები ეგზავნება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მეშვეობით ადგილსამყოფელი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სხავადასხვა ორგანოებსა და ინსტიტუტებს. აღნიშნული ანგარიშების გავრცელება ხდება გაერო-ს, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს სხვადასხვა ორგანოებში, ასევე მიეწოდება იმ საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებზე. 2016 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მუდმივად ხდებოდა მუშაობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მეშვეობით ადგილსამყოფელი სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების სხავადასხვა ორგანოებთან და ინსტიტუტებთან ზემოაღნიშნულ საკითხებზე. რეკომენდაცია შესრულებულია. 89 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ა) უზრუნველყოს, რომ პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა ხელშეკრულებებში გაუქმდეს პირგასამტეხლოს შესახებ პირობა, და მეტი აქცენტი გააკეთოს სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებასა და სამხედრო ფასეულობებზე, რათა სამხედრო სამსახურში დარჩენა არა ფინანსურ სანქციებთან, არამედ პირის სურვილთან იყოს დაკავშირებული; „საქართველოს თავდაცვის მინისტრის ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 ნოემბრის N1633 ბრძანებით განახორციელა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გავლისათვის განსაზღვრულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ იმ პუნქტებთან მიმართებით, რაც ფინანსურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, კანონდმებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით, სამხედრო მოსამსახურის (თავისი ნებით/ბრალეული) დათხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე მკვეთრად შემცირდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობები. გარდა ჯარიმის ოდენობისა, შემცირდა აგრეთვე ჯარიმის გავრცელების პერიოდიც. ამჟამად კონტრაქტის შეწყვეტისათვის ფინანსური სანქცია გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურის გავლის მხოლოდ პირველი ორი წლის განმავლობაში (წინა პერიოდი მოიცავდა 4 წელს). თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური სანქციების შემცირება უარყოფითად აისახა სამხედრო მოსამსახურეთა შენარჩუნების საკითხებზე, შესაბამისად შემდგომ პერიოდში არ იგეგმება აღნიშნული მიდგომის გადახედვა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ბ) უზრუნველყოს, რომ პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და სამსახურიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანებები დასაბუთებული იყოს და მათში პირის დათხოვნის მიზეზი ყოველთვის იყოს მითითებული; საკონსტიტუციო სასამართლის პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის N1/4/614.616 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქცა ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის N583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანების მე-13 მუხლის 90 პირველი პუნქცის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებებში, გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და ყოველთვის მიეთითება. რეკომენდაცია შესრულებულია. გ) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №441 ბრძანების „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლთან შესაბამისობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ბინა სარგებლობაში ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცეს და, ამ ბრძანებაში ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ბინის სარგებლობაში გადაცემა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის რეკომენდაციაზე არ იყოს დამოკიდებული. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის N441 ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრულია იმ პირთა წრე და კრიტერიუმები, რომელთა შესახებაც კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს და მიიღოს რეკომენდაცია ბინის გადაცემასთან დაკავშირებით. კომისია ბინით უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავს აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც გენერალური შტაბის უფროსი, ობიექტური გარემოებების არსებობისას, რეკომენდაციას უწევს რომელიმე სამხედრო მოსამსახურის საკითხის განხილვას. ასეთ შემთხვევაში, კომისია არ არის ვალდებული გაითვალისწინოს შტაბის უფროსის რეკომენდაცია. ბინების განაწილების საკითხი წყდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კოლეგიურად და არ არის დამოკიდებული მხოლოდ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის რეკომენდაციაზე. რეკომენდაცია შესრულებულია. 91 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გააგრძელოს და მოკლე ვადაში დაასრულოს თბილისის სომხური და აზერბაიჯანული თეატრების რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ნოემბრის N03/243 ბრძანებით შექმნილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფრასტრუქტურული სახის საჭიროებების განმხილველი კომისიის სხდომის N1 საოქმო გადაწყვეტილებით (2015 წლის 6 თებერვალი) სსიპ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი შეყვანილ იქნა სარეაბილიტაციო შენობების პრიორიტეტულ ნუსხაში. საკითხი საჭიროებს კონსენსუსს მხარეთა შორის, რომელიც ჯერ მიღწეული არ არის. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. მუნიციპალიტეტების ორგანოები ა) უზრუნველყონ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისას გასაუბრების ეტაპზე სრულყოფილად შედგეს გასაუბრების ოქმები, რომლებშიც სრულად იქნება ასახული კანდიდატებისთვის დასმული კითხვები და მათზე გაცემული პასუხები, აგრეთვე კომისიის წევრებმა კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები წინასწარ დაადგინონ და შეავსონ სათანადო შეფასების ფორმები ამ კრიტერიუმებთან კანდიდატთა შესაბამისობის თაობაზე, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება კანდიდატის მიერ მიღებულ შეფასებას დაეფუძნოს; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ბ) უზრუნველყონ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების მითითებით, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია; საქართველოს ინფორმაციის ადგილობრივი მიხედვით, გაცემული თვითმმართველი ერთეულიდან მიღებული რეკომენდაციის შესასრულებლად უმეტესი მუნიციპალიტეტების მიერ გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები. კერძოდ, 71 მერია/გამგეობიდან უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათ მიერ საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის/ატესტაციის ჩაბარებისას კომისიის 92 საოქმო გადაწყვეტილებაში დგინდება კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები და კომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება აღნიშნული კრიტერიუმების ფარგლებში მიღებულ შეფასებას. ზოგი მათგანი აღნიშნავს, გასაუბრების ეტაპზე ხორციელდება ვიდეო გადაღება, რომელშიც სრულად არის ასახული კანდიდატებისთვის დასმული კითხვები და მათი პასუხები, აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტი გასაუბრების ოქმის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. ზოგიერთი მუნიციპალიტეტიდან მოსული ინფორმაციით, 2016 წელს არ ჩატარებულა კონკურსები და ჩატარების შემთხვევაში, იხელმძღვანელებენ გაცემული რეკომენდაციით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. გ) უზრუნველყონ, რომ საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო მოხელე საკუთარი განცხადებით ითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, დეტალურად იქნეს შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, სამსახურიდან პირადი განცხადებით გათავისუფლების მიზეზები, და მათი შესაბამის სამართლებრივ აქტში ასახვისას მიეთითოს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია; მუნიციპალიტეტების უმეტესობა მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაცულია მათ მიერ. პირადი განცხადების საფუძველზე პირის გათავისუფლება ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე ხორციელდება. 2016 წლის მდგომარეობით პირადი განცხადების საფუძველზე გამგეობისაგან გათავისუფლებული პირები ძირითად მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლას მიუთითებდნენ, რაც შესაბამისად აისახება გათავისუფლების შესახებ გამოტანილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სამართლებრივ საფუძველში. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. დ) უზრუნველყონ, რომ ხელი შეეწყოს საკრებულოს დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხებისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნასა და მდგრადობას, აგრეთვე გაფართოვდეს გამგეობის დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საკითხებისთვის პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილებანი, საქმიანობის არეალი და რესურსები; 93 საქართველოს ინფორმაციის ადგილობრივი მიხედვით, თვითმმართველი ერთეულიდან მიღებული რეკომენდაციის შესასრულებლად უმეტესი გაცემული მუნიციპალიტეტების მიერ გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები. თუმცა, 71 მერია/გამგეობიდან 19 მათგანში არც გამგეობის და არც საკრებულოს დონეზე გენდერული საკითხებისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული შექმნილი არ არის. ასევე არ არის გამოყოფილი გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი. ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგეობაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს მუნიციპალიტეტების გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ზოგიერთ მათგანში, საკრებულოს დონეზე გამოყოფილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი და გამგეობის მხრიდან თანასწორობის გადადგმულია საკითხებისთვის ქმედით ნაბიჯები პასუხისმგებელი არსებული პირების გენდერული უფლებამოსილების საქმიანობის არეალის და რესურსების გასაფართოვებლად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სპეციალური საბჭოების შექმნისა და გენდერული თანასწორობის საკითხების გადაწყვეტისთვის პასუხისმგებელ პირთა განსაზღვრის პროცედურები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ე) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სატრანსპორტო საშუალებებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ადაპტირება; მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ უმრავლესობას ადაპრირებულია აქვს ადმინისტრაციული შენობები როგორიც არის გამგეობის შენობა, საჯარო რეესტრის შენობა, ასევე საჯარო სკოლები და ახალგაზრდული ცენტრები. უმრავლესობას მოწყობილი აქვს პანდუსები გადასასვლებებზე, ხოლო მათ ნაწილს ეს სამუშაოები დაგეგმილი აქვს 2017 წელს. აღსანიშნავია რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ გააჩნია საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებები, შესაბამისად ვერ ხდება მათი ადაპტირება, თუმცა 2017 წელს ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მაგალითად ბორჯომი გეგმავს ტრანსპორტის შესყიდვას და რათქმაუნდა იგი იქნება ადაპტირებული. მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი დაგეგმილი და მიმდინარე სამშენებლო გეგმებში ითვალისწინებს შშმ პირებისთვის პანდუსების მოწყობას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 94 ვ) უზრუნველყონ, რომ ახალი მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენისას გათვალისწინებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები; მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ შეუძენია მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებები ამ დრომდე შესაბამისად საჭიროებების გათვალისწინება არ მოხერხდა, თუმცა იმ მუნიციპალიტეტებში სადაც იგეგმება 2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა, მაგალითად ბორჯომში, გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ზ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის ავტოსადგომებზე სპეციალური ადგილების გამოყოფა; მქონე პირთათვის გამოწვევად რჩება შშმ პირთათვის ავტოსადგომებზე სპეციალური ადგილების გამოყოფა, რადგან მუნიციპალიტეტები ამის გაკეთებას სამომავლოდ გეგმავენ. მათი ნაწილი იუწყება, რომ მათ არ გააჩნიათ ავტოსადგომები ან არ აშენებულა ახლები, შესაბამისად არ მომხდარა სპეციალური ადგილების გამოყოფა. რეკომენდაცია მუნიციპალიტეტების ნაწილს არ შეუსრულებია. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. თ) უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების შესახებ; მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც გააჩნიათ მუნიციპალური ტრანსპორტი, მომუშავე მძღოლები დატრენინგებულები და ინფორმირებულები არიან შშმ პირების მომსახურების შესახებ. მუნიციპალიტეტების ის ნაწილი რომელსაც არ გააჩნია საკუთარი მუნიციპალური ტრანსპორტი ამ რეკომენდაციას შეუსრულებელს ტოვებს. რეკომენდაცია შესრულებულია. 95 ი) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი სამშენებლო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობა; მუნიციპალიტეტების უმრავლესობა მშენებლობის ნებართვის გაცემისას ითვალისწინებენ შშმ პირების საჭიროებებს, ხოლო ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს სამშენებლო სტანდარტების შესრულებას. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მუნიციპალიტეტები არ გასცემენ მშენებლობის ნებართვას შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე. რეკომენდაცია შესრულებულია. კ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმით დადგენილი ვალდებულების დროული შესრულება; მუნიციპალიტეტების რესურსის გათვალისწინებით ინფრასტრუქტურული, უმეტესობა უმრავლესობას გატარებული სოციალური გულისხმობდა მატერიალური და აქვს ჯანდაცვის გასასვლელების, და ადმინიასტრაციული შესაბამისი სამუშაოები მიმართულებით. სამუშაოების პანდუსების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ლ) უზრუნველყონ რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნისა და ამოქმედების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობა; მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მერიაში ან გამგეობაში შექმნილია სათათბირო ორგანო „საბჭო“ რომელშიც ჩართულები არიან ადგილობრივი ორგანიზაციები რომლებიც მუშაობენ შშმ პირების საკითხებზე. ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მომავალში გეგმავს ასეთი საბჭოს შექმნას. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 96 მ) უზრუნველყონ ზემოაღნიშნული საბჭოების შემადგენლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ორგანიზაციების წარმომადგენლების თანაბარი მონაწილეობა; იმ მუნიციპალიტეტებში სადაც შექმნილია საბჭოები შეძლებისდაგვარად დაცულია შშმ პირების და მათი ორგანიზაციები წარმომადგენლების თანაბარი მონაწილეობა. ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მომავალში გეგმავს ასეთი საბჭოს შექმნას. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ნ) უზრუნველყონ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მსგავსად, განისაზღვროს უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურები; უმეტეს მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროება, განსაზღვრულია უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურები. მუნიციპალიტეტები ატარებენ ამ პროცედურის განხორციელებისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიებებს, რაც გამოიხატება მუნციპალიტეტების ადმინისტრაციის სოცილური სამსახურისთვის უსახლკარო პირთა მიმართვის რეგისტრაციას, სოციალური პროგრამის ფარგლებში მათ საჭიროების განსაზღვრას და შესაბამისად დაკმაყოფილებას. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურა ფორმირების პროცესშია, აგრძელებენ მუშაობას უსახლკარო პირთა მონაცემების ბაზის შექმნისთვის საჭირო ღონისძიებებზე. ასევე, რიგ მუნიციპალიტეტებში, გამგებლების ბრძანებით შექმნილია უსახლკაროთა თავშესაფრით ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზანშეწონილობის დამდგენი კომისია, რომელიც ახორციელებს უსახლკაროთა აღრიცხვა-რეგისტრაციას, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას და აღნიშნული პირების (ოჯახების) თავშესაფრითან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების და დასკვნების მომზადებას; ზოგიერთი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით კი, უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროება არ არსებობს. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ო) უზრუნველყონ უსახლკარობის მონიტორინგის მიზნით მონაცემთა ბაზის წარმოება და აღნიშნული ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ხელმისაწვდომობა; 97 მუნიციპალიტეტების ნაწილი უზრუნველყოფს უსახლკაროთა მონაცემის ბაზის წარმოებას, თუმცა მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სოციალური მომსახურების სააგანტოსთვის ხელმისაწვდომლობას. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. პ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, იმ რეგიონებში, სადაც უსახლკარო პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა პრობლემაა, ძალისხმევა მიმართონ ინფრასტრუქტურული რესურსის შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის მიუსაფარი პირების უსახლკარობისგან დაცვას; იმ რეგიონებში, სადაც უსახლკარო პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა პრობლემაა, უმეტეს მუნიციპალიტეტებში შექმნილია ინფრასტრუქტურული რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფენ მიუსაფარი პირების უსახლკარობისგან დაცვას; კერძოდ, გარემონტდა გამგეობის/ მერიის ბალანსზე არსებული სხვადასხვა შენობა - ნაგებობი, რომლებიც გადაეცა უსახლკარო პირებს, ასევე რიგ მუნიციპალიტეტებში გამონახული აქვთ ფართები, რომლის სარემონტო ხარჯები მუნიციპალიტეტს არ გააჩნდათ, მაგრამ აგრძელებენ მუშაობას თანხების მოძიებაზე და პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავენ არსებულ რესურსებს. ასევე გამოიკვეთა ისეთი მუნიციპალიტეტებიც, სადაც უსახლკარო პირები არ ჰყავთ და შესაბამისად, მათი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის პრობლემა არ გააჩნიათ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში კი ეს პროცესი მიმდინარეობს. არის მუნიციპალიტეტები, რომლებსაც ინფრასტრუქტურული რესურსი არ გააჩნია და სოციალური პროგრამის ფარგლებში უხდიან მათ ბინის ქირას, ასევე თანადაფინანსების პრინციპით უზრუნველყოფენ უსახკარო ბენეფიციარებისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენას და დაზიანებული სახლების მფლობელებისთვის სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტები აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჟ) დაიწყონ მუშაობა თავშესაფრებში განთავსებულ ბენეფიციართა სოციალურეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების დასანერგად, რომლებიც ხელს შეუწყობს მიუსაფარ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას; 98 უმეტეს მუნიციპალიტეტებში მიუსაფარ პირთა თავშესაფარი საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამებიც არ გააჩნიათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტებს ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული აქვთ და მიღებულ პასუხებში მითითებულია, რომ მიმდინარე სოციალურეკონომიკურ პროგრამებში გათვალისწინებული აქვთ მიუსაფარი პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის და მათი ინტეგრაციის საკითხი. გამოყოფის თავშესაფრით რსებობს. რეკომენდაცია შესრულებულია. რ) უზრუნველყონ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ისეთი სოციალური პროგრამების შეთავაზება, რომლებშიც ბენეფიტები მხოლოდ დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე არ იქნება მორგებული და რომლებიც შედარებით მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საჭიროებებსაც გაითვალისწინებს; საქართველოს ინფორმაციის ადგილობრივი მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თვითმმართველი ერთეულიდან მიღებული რეკომენდაციის შესასრულებლად უმეტესი გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები. კერძოდ, 71 მერია/გამგეობიდან უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათ მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამები არ არის მორგებული მხოლოდ დაბალი სარეოტინგო ქულების მქონე ოჯახებზე. მოქმედი პროგრამებიდან ზოგი საერთოდ არ ითვალისწინებს ოჯახთა სარეიტინგო ქულებს, ხოლო სხვა დანარჩენი პროგრამები გათვლილია მაღალი სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახებზეც საჭიროებების მიხედვით. რეკომენდაციის შესრულების პროცესშია. ს) უზრუნველყონ ხელმისაწვდომობის სტანდარტების ზედამხედველობის ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება; ხელმისაწვდომობისა სტანდარტების აღსრულებისა და აღსრულებისა და ზედამხედველობის ეფექტიანი პოლიტიკა მუნიციპალიტეტების ნაწილში შემუშავების პროცესშია, თუმცა მუნიციპალიტეტების ნაწილს უკვე გააჩნია ამგვარი პოლიტიკა და მის აღსრულებაზე ზედამხედველობის მექანიზმებიც. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 99 ტ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის პროცესში ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა, აგრეთვე ისეთი სამსახურის განსაზღვრა, რომელიც ხელმისაწვდომობის სტანდარტების აღსრულებისა და მონიტორინგის ეფექტიანი ბერკეტებით (რეპრესიული, პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ნებართვის გაცემაზე უარს, ინსპექტირებას, დაჯარიმებას და სხვა ღონისძიებების გამოყენებას) იქნება აღჭურვილი; მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა თუ საპროექტო დოკუმენტაციაში არ არის გათვალისწინებული შშმ პირთათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის ნორმები. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. უ) უზრუნველყონ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირამდე − მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატამდე „ჩემი ოჯახი“ მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, რათა ხანდაზმულებს მიეცეთ თემში გადაადგილების შესაძლებლობა და, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოთ გადაუდებელი დახმარება; მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, პანსიონატებში მისასვლელი გზები კეთილმოწყობილია. მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი ,,ჩემი ოჯახი“ მდებარეობს ქ. თბილისში, თუმცა ამ საკითხზე ინფორმაცია არ არსებობს. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. ფ) უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებების შესწავლა; მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებები შესწავლილია, ხოლო მცირე ნაწილის ინფორმაციით, ნაწილობრივ შესწავლილია, ან მიმდინარეობს შესწავლა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 100 ქ) უზრუნველყონ ხანდაზმულთა ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ასახვა; მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიზნობრივი პროგრამები შემუშავებულია და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ასახულია, ხოლო მცირე ნაწილის ინფორმაციით, ნაწილობრივ ასახულია ან შეძლებისდაგვარად ასახულია. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ღ) უზრუნველყონ, რომ მომსახურება ხანდაზმულთა ორიენტირებული გახდეს. მუნიციპალიტეტების გათვალისწინებული ადგილობრივი პროგრამებით გათვალისწინებული განსაკუთრებულ საჭიროებებზე თვისებრივად ინფორმაციით, მომსახურება ადგილობრივი პროგრამებით განსაკუთრებულ საჭიროებებზე ხანდაზმულთა ორიენტირებულია, ან ცდილობენ, მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს, ასეგვე აფიქსირებენ, რომ გაითვალისწინებენ რეკომენდაციას. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ა) განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმეთა გონივრულ ვადაში განსახილველად, მათ შორის, უზრუნველყოს სასამართლოში მოსამართლეების და სხვა საჯარო მოხელეების საკმარისი რაოდენობის განსაზღვრა და მათი თანამდებობაზე დანიშვნა; 2016 წელს საერთო სასამართლოებში საგრძნობლად გაიზარდა მოსამართლეთა რაოდენობა. ერთის მხრივ, გაიზარდა სამოსამართლო შტატების ოდენობა სასამართლოებში, კერძოდ 298-ის ნაცვლად, მოსამართლეთა საერთო ოდენობამ 338 შეადგინა. საერთო სასამართლოებს დაემატა მოსამართლის 40 შტატი, გაიზარდა 40-ით სასამართლოს აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შტატების ოდენობაც. დამატებული 40 შტატიდან, 19 დაემატა უშუალოდ რაიონული(საქალაქო) სასამართლოების სისხლის სამართლის კოლეგიებს. 101 გატარებული იქნა ღონისძიებები მოსამართლეთა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, 2016 წელს ჩატარდა 3 კონკურსი, რომლის შედეგადაც საანგარიშო ჯამში გამწესდა 96 მოსამართლე, რომელთაგანაც 66 იყო ახლად დანიშნული მოსამართლე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში, საქმეთა გონივრულ ვადაში განსახილველად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის თანხმობით უფლებამოსილია მიამაგროს მოსამართლე იმ სასამარტლოს, სადაც საქმეთა დიდი ნაკადია. აღნიშნული ცვლილება ემსახურება საქმეთა ეფექტურ მართვას და მართლმსაჯულების დროულად გადაწყვეტას. რეკომენდაცია შესრულებულია ბ) უზრუნველყოს იმ განცხადებებისა და საჩივრების დროული, ობიექტური და სრულყოფილი შესწავლა, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას ეხება, აგრეთვე მოახდინოს მათზე რეაგირება. 2016 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სათანადო ფორმის დაცვით მიღეუბლ იქნა 241 დისციპლინური საჩივარი. რიგი დისციპლინური საჩივრების გაერთიანების შედეგად, დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობდა 211 საქმეზე. 2015 წლიდან 2016 წელს ნაშთის სახით გადმოსულ იქნა 277 საქმე, ანუ ჯამში 2016 წელს წარმოებილ იქნა 488 დისციპლინური საქმე:  209-ზე შეწყდა დისციპლინური სამართალწარმოება  3 საქმეზე მოსამართლეებს მიემართათ კერძო სარეკომენდაციო ბარათით;  25 საქმეზე მოსამართლეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება  1 საქმეზე მოსამართლე მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში  1 საქმეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული  257 საქმეზე მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმარლეს საბჭოში შეინიშნება გააქტიურება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. დისციპლინური საჩივრების დროული, ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის და გადაწყვეტის მიზნით, საბჭოს სხდომები იმართება ინტენსიურად, როგორც წესი კვირაში ერთხელ. ამასთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, დაიწყო მუშაობა მართლმსაჯულების სტრატეგიისა დ ა5 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. მომზადდა პირველადი პროექტი, რომლის ერთ102 ერთი მთავარი ამოცანაა დისციპლინური სამართალწარმოების დახვეწა და პროცედურების გამჭირვალობა. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. საქართველოს უზენაესი სასამართლო და საერთო სასამართლოები ა) უზრუნველყონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მოსამართლეების მიერ გამოტანილი დადგენილებების დასაბუთებულობის ხარისხის ამაღლება; საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების მოვლაოება ეკისრება ბრალმდებელს, არ ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით საქმის განხილვას. მოსამართლე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის ექსპერტის დასკვნას, აფასებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. მოსამართლის შეფასება დამოკიდებულია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს გაუმჯობესებულია სკოლაში მონაცემები ტარდება ტრენინგები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე: ყოველწლიურად მცირდება იმ პირთა ხვედრითი წილი, ვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე დაკისრებული ჰქონდათ პასუხისმგებლობა. 2016 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 60%, ნაცვლად 2011 წლის 92.2%-სა (2015 წელს 72%). საქართველოს უზენაესი სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ბ) უზრუნველყონ, რომ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დროს დეტალურად შეამოწმოს პირის დაკავების კანონიერების საფუძვლები და პატიმრობა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას; ბრალდებულის მიმალვის რისკის გასანეიტრალებლად სასამართლომ იმსჯელოს პატიმრობის გამოყენების 103 ალტერნატივის სახით მისთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევის დამატებითი ვალდებულების დაკისრების შესახებ; ბოლო პერიოდში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ორიენტირებულია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვაზე, რაც იკვეთება სასამართლოში შემცირებული იმ საქმეების ხვედრითი წილით, სადაც აღკვეთი ღონისძიებების სახით პატიმრობა გამოიყენებოდა და გაზრდილია არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების შემთხვევები. 2016 წელს პატიმრობის ხვედრითი წილი 29%-მდე შემცირდა, ხოლო არასაპატიმრო ღონისძიებების - 71%-მდე დაფიქსირდა. დამატებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ პატიმრობის მოთხოვნით შემოტანილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 2011 წელთან შედარებით. დადებითი ტენდენციაა ასევე სასამართლოს მიერ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გმაოყენებისას. საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის დანერგვის თაობაზე ღონისძიებები, რომელიც 2016 წელს განახორციელდა უზენაესმა სასამართლომ. აგრეთვე 2016 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ჩაატარა 23 ტრენინგი საერთასორისო სტანდარტების დასანერგად. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. გ) უზრუნველყონ, რომ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს დეტალურად, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეისწავლოს ბრალდებულის ან იმ პირის მატერიალური მდგომარეობა, რომელმაც გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს; აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. აღკვეთის ღონისძიების შესაბამის სახეს და ზომას მოსამართლე წყვეტს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალების და მათი მოთხოვნების საფუძველზე. დღეს არსებული საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს არ აძლევს უფლებამოსილებას თავად მოიძიოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის საჭირო მასალები. ხშირ შემთხვევაში ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის შეფასება ხდება მისივე განმარტებებზე დაყრდნობით. საქართველოს უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებისას წინასასამართლო პრობაციის სამსახურის ჩართულობის თაობაზე. წინასასამართლო პრობაციის სამსახური მოსამართლის 104 დავალებით მოამზადებს საინფორმაციო ანგარიშს ბრალდებულის შესახებ, რომელიც დაეხმარება მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სწორად შერჩევაში. აღსანიშნავია, რომ სასამართლოები ბოლო პერიოდის განმავლობაში მსჯელობენ და პირის ფინანსური მდგომარეობის ზუსტი შესაბამისობისათვის გირაოს თანხასთან. ბოლო პერიოდში საქმეთა 75% შემთხვევებში სასამართლომ შეამცირა ბრალმდებლის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის ნაწილი, რაც მიუთითებს, რომ მოსამართლეები უფრო ყურადღებით იკვლევენ შუამდგომლობების დაკმაყოფილებას ან არდაკმაყოფილების საკითხს და ასაბუთებენ, როგორც ფაქტობრივ (მატერიალურ) ასევე ფორმალურ (საპროცესო) საფუძვლებს. რეკომენდაციის სრულად შესრულებისათვის აუცილებელია რიგი ცვლილებების განხორციელება, რათა მოხდეს წინასასამართლო პრობაციის სამსახურის ჩართულობა და გირაოს საკითხების ზუსტი განსაზღვრა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. დ) უზრუნველყონ, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილი ბრალდებულის/განსასჯელის სახეზე ან სხეულზე წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის ნიშნების არსებობისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული გარემოებები პირისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ გონივრული ეჭვის საფუძველს იძლევა, სასამართლომ მოითხოვოს გამოძიების დაწყება და სავარაუდო მსხვერპლის სათანადო დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა. 2016 წელს იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) თანამშრომლობით მუშაობა დაიწყო მოსამართლეთა სპეციალურ ტრენინგ მოდულზე სახელწოდებით „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ფაკულტატური ფუნქციების გაერთიანებული ოქმით შესახებ ერების ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციის პრევენციის ეროვნული მექანიზმის გათვალისწინებული სასამართლო მოხელეების ინფორმირებულობას 2016 წლის განმავლობაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) თანამშრომლობით კვალიფიკაციის ჩატარდა 6 ასამაღლებელი ტრენინგი და ტრენინგები 78 სასამართლო ადამიანის მოხელემ უფლებათა გაიარა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დამატებით, ადამიანის უფლებათა საკითხზე, ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით ჩატარდა 2 ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი გამოყენება“, 30 მოსამართლის მონაწილეობით და 1 ტრენინგი „ადამიანის უფლებატა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები“, რომელსახ დაესწრო 17 სასამართლო მოხელე. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. 105 ამდენად, საკომიტეტო მოსმენებისა და სახელმწიფო ორგანოთა მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა: 203 რეკომენდაციიდან: 110 რეკომენდაცია შესრულებულია; 36 რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული; 46 რეკომენდაცია შესრულების პროცესშია; 11 რეკომენდაცია არ არის შესრულებული. პატივისცემით, სოფიო კილაძე კომიტეტის თავმჯდომარე 106