„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-16
ბიუროს ნომერი 57
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
ორგანული
კანონის
(ვებგვერდი,
11/11/2015,
110050000.04.001.016153) პირველი მუხლის:
1. მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს
მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და
სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და
თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა
და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;“.
3. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს
მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და
სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და
თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა
და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;“.“.
2. მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასამართლოს აპარატის მოხელის, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის
დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, აგრეთვე სხვა
მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან
გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. “.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ორგანული კანონის პროექტის მომზადება შემდეგმა გარემოებამ განაპირობა:
2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, რომლებიც 2017 წლის 1 ივლისიდან შევა
ძალაში.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კანონის თანმდევი ცვლილებები, თავის მხრივ,
მოიცავდა ცვლილებას „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონშიც, რომელმაც, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, ახალი რედაქციით
ჩამოაყალიბა კანონის რამდენიმე მუხლი, იქმნება ვითარება, როდესაც 2017 წლის 1 ივლისიდან
ამოქმედებული კანონის ამ რამდენიმე მუხლის ახალი რედაქცია გადაფარავს საქართველოს
პარლამენტის მიერ 2017 წლის 8 თებერვალს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას
ამავე მუხლებში (25-ე, 32-ე და 57-ე მუხლები), რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის
ინსტიტუციური რეფორმის მესამე ტალღის ნაწილია და საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებას
ითვალისწინებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და სხვა
საკითხებზე. შესაბამისად, საჭიროა, რომ აღნიშნული ნორმები ორგანულ კანონში 2017 წლის 1
ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
2017
წლის
1
ივლისიდან
„საქართველოს
საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი იმ ცვლილების
ტექნიკური მიზეზებით გაუქმების თავიდან აცილება, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის
ინსტიტუციური რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელდა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი,
რომლებიც, თავის მხრივ, ძირითადი კანონის 25-ე, 32-ე და 57-ე მუხლებს შეეხება. ამ მუხლების
კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქცია წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემის
რეფორმის ფარგლებში 2017 წლის 1 ივლისიდან ასამოქმედებელი და მართლმსაჯულების
სისტემის ინსტიტუციური რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელებული
ცვლილებების კონსოლიდირებულ ვერსიას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა
ბესელია, ვანო ზარდიაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა
ბესელია, ვანო ზარდიაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი
1.
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) იღებს გადაწყვეტილებებს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების
(სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;“.
2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს აპარატის
საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობაზე
დანიშვნის
(სამსახურში
მიღების)
და
თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; უფარდებს მათ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომებს;“.
3. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს აპარატის
საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობაზე
დანიშვნის
(სამსახურში
მიღების)
და
თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; უფარდებს მათ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომებს;“.
4. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6
პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;“.
5. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე2) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და
სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესს;“;
ბ) „კ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი:
„კ2) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს
2 წევრს;“.
6. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს
გადაწყვეტილებებს
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
აპარატის
საჯარო
მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან
გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;“.
7. 54-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა თანამდებობაზე
დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან
დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის
თავმჯდომარე.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და
სახელფასო ფონდს ამტკიცებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.“.
8. 56-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები საჯარო მოსამსახურეები არიან. სასამართლოს
აპარატის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სარგებლობენ ყველა
სოციალური გარანტიით, რომლებიც აქვთ შესაბამისად საკანონმდებლო ხელისუფლებისა და
აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელესა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ
პირს.“.
9. 57-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული
სასამართლოში
სამართალწარმოების
განხორციელებასთან,
შეიძლება
დაინიშნოს
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება,
იცის სამართალწარმოების ენა, აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი
სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს
სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის
თანამდებობაზე.
აკმაყოფილებს
ანაზღაურებად
„საჯარო
სტაჟიორად
სამსახურის
შესახებ“
შეიძლება
დაინიშნოს
საქართველოს
პირი,
კანონით
რომელიც
მოხელისათვის
დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
სასამართლოს
აპარატის
მოხელეს,
რომლის
ფუნქციები
პირდაპირ
არ
არის
დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, აგრეთვე სხვა
მოსამსახურეებს
თანამდებობაზე
ნიშნავს
(სამსახურში
იღებს)
ათავისუფლებს
(სამსახურიდან
ითხოვს)
სასამართლოს
თავმჯდომარე
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
და
თანამდებობიდან
საქართველოს