„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/59/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-16
ბიუროს ნომერი 57

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ვებგვერდი, 11/11/2015, 110050130.05.001.017939) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. მოსამართლეს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების გასაჯაროება. მას ასევე უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის (გარდა თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა) გასაჯაროება. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დისციპლინური დაიცვან ყველა სამართალწარმოების ინფორმაციის დროს საიდუმლოება, გახდა ცნობილი, რომელიც გარდა გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი ამ მათთვის კანონით
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება შემდეგმა გარემოებამ განაპირობა: 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, რომლებიც 2017 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კანონის თანმდევი ცვლილებები, თავის მხრივ, მოიცავდა ცვლილებას „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომელმაც, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, იქმნება ვითარება, როდესაც 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქცია გადაფარავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 8 თებერვალს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის მესამე ტალღის ნაწილია და საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, კერძოდ, იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება, ანიჭებს უფლებამოსილებას, მოითხოვოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების გასაჯაროება, ასევე იმ სხდომის გასაჯაროება, სადაც წყდება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემისა თუ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საკითხი. შესაბამისად, საჭიროა, რომ აღნიშნული ნორმა კანონში 2017 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია 2017 წლის 1 ივლისიდან „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იმ ცვლილების ტექნიკური მიზეზებით გაუქმების თავიდან აცილება, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელდა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც, თავის მხრივ, ძირითადი კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტს შეეხება. ამ უკანასკნელის კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქცია წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემის რეფორმის ფარგლებში 2017 წლის 1 ივლისიდან ასამოქმედებელი და მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების კონსოლიდირებულ ვერსიას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება. კორუფციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.