„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ე. ბესელია, ო. დანელია, ა. თალაკვაძე, ვ. ზარდიაშვილი, ი. სესიაშვილი, ლ. გოგიჩაიშვილი, ბ. ნაცვლიშვილი, გ. ჟორჟოლიანი, გრ. ლილუაშვილი, ს. კილაძე, თ. კოხრეიძე, რ. კაკულია, რ. იონათამიშვილი, მ. ჯაში, ბ. ოდიშარია, ი. ბერაია, ზ. გაბუნია, გ. სამხარაული, დ. სონღულაშვილი, ს. ნოზაძე, დ. მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/63/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 17) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) პირველი - 13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ: ა) სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, თუ მის დამფუძნებელს წარმოადგენს ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრეა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ კომერციულ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს; ბ) ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, თუ მის დამფუძნებელს წარმოადგენს ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრეა უცხოელი ფიზიკური პირი ან უცხოელი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ერთად ან/და ჯამურად ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი. გ) უცხოელს, თუ ის აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას: გ.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობის გზით; გ.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკუთრებისთვის ამ პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს; მიწის გ.გ) გააჩნია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. ამ კანონის მიზნებისათვის „უცხოელში“ იგულისხმება უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. 11. დაუშვებელია, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში - მიწის) შეტანა საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის კაპიტალში, იმ შემთხვევაში თუ ერთად ან/და ჯამურად, იურიდიული პირის წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მფლობელს/დამფუძნებელს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი. 12. დაუშვებელია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, წილის/აქციების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირის, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალის სასარგებლოდ იმ ოდენობით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, გირაოს საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტის მესაკუთრე (მფლობელი), ერთად ან/და ჯამურად, გახდეს ზემოხსენებული, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირ(ებ)ი ან/და იურიდიულ პირ(ებ)ი. 3 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღარ აკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისათვის განსაზღვრულ პირობებს, ვალდებულია საკუთრების უფლების არსებობისათვის აუცილებელი პირობის დარღვევიდან 1 წლის ვადაში გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე საკუთრების უფლებამოსილების მქონე პირზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში მათ წერილობით უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სახელმწიფომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროცედურისა და ვადის დაცვით, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით, უზრუნველყოფს შესაბამისი პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას. ბ) 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 – 119 პუნქტები: 14. თუ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, მას შეუძლია მიმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, მინისტრის მიერ დამტკიცებული პროცედურისა და ვადის დაცვით, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოფს შესაბამისი პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას. 15 . საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციების მფლობელები არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირს ან/და საქართველოში რეგისტრირებული მის ფილიალს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, როგორც მიწის, ასევე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, წილის/აქციების გირაოს/იპოთეკის სახით მიღების უფლება უნარჩუნდებათ იმ დათქმით, რომ ამ ქონების მათ საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან, ამ ფაქტის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში გაასხვისონ მიწა უფლებამოსილ პირზე. 16. ამ მუხლის 15 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში ამავე პუნქტში აღნიშნულმა პირებმა წერილობით უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სახელმწიფომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროცედურისა და ვადის დაცვით, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოფს შესაბამისი პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა. 17. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განქორწინებული/კომლიდან გასული უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ამ პუნქტით დადგენილი წესით გასხვისებისას ყოფილი მეუღლე/კომლის დანარჩენი წევრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უპირატესი შესყიდვის უფლებით 3 თვის ვადით, რომელიც აითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსალოდნელი გასხვისების შესახებ შეტყობინების მომენტიდან. „18. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც მოსაპოვებლად მიმართავენ პირველ ეტაპზე აფასებს მოთხოვნის დასაბუთებულობას და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობას. 19. ამ მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარედგინოს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული და რეგისტრირებული ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში; ბ) ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ქონების გადასახადის გადახდის ფაქტს ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში; გ) საინვესტიციო გეგმა, რომელიც ასახავს განმცხადებლის განზრახვას შესაბამის მიწის ნაკვეთზე ინოვაციური განვითარების, სამეცნიერო ბიოაგროწარმოების ტექნოლოგიების დანერგვის, ახალი გამოყენების, ბიომეურნეობის ტექნოლოგიების გავრცელების, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების, სასელექციო მეურნეობების მოწყობის ან/და ჯიშთა გამოცდის მიზნით სათანადო კაპიტალდაბანდებების განხორციელების შესახებ; დ) მტკიცებულებას (საკუთრების მოწმობა, საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან სათანადო წესით გაცემული საბანკო გარანტია) იმის დასადასტურებლად, რომ განმცხადებელი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს. 110. ამ მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასევე უნდა წარუდგინოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. 111. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასაბუთებულად მიიჩნევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მოთხოვნას და ადასტურებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობას, ის მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის ჯამში არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დასადასტურებლად და მისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე რეკომენდაციის გასაცემად. 112. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას არ გასცემს საკრებულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარს ეტყვის მას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე. 113. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას გასცემს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 114. მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ მუხლის 17 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირს შეიძლება მოსთხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის ჯამში არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დასადასტურებლად. 115. ამ მუხლის პირველი პუნქტის 14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 100 ჰექტარს. 116. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება „საქართველოს განსაზღვრულ 10 სახელმწიფო კილომეტრიან, საზღვრის აგრეთვე შესახებ“ საქართველოს საქართველოს მთავრობის კანონით დადგენილებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. 117. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებს შესაძლებელია მიენიჭოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების მოპოვების უფლება ამ მუხლით დადგენილი პირობების (გარდა ამ მუხლის 112 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) დაუცველად. 118. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარეს ენიჭება უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ იგი უწყვეტად ფლობს ამ მიწის ნაკვეთს იჯარის უფლების საფუძველზე. უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის მოქმედების დროს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 119. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე, გარდა სახელმწიფო ქონების ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შემთხვევებისა.“. გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები: „2. დაუშვებელია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის გასხვისება საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო საქართველოს მოქალაქეობის დანიშნულების არმქონე პირზე მიწა, წილის/აქციების ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილ იურიდიული პირზე ან/და საქართველოში რეგისტრირებულ მისი ფილიალზე, თუ გარიგების შედეგად, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი, ერთად ან/და ჯამურად, გადადის ზემოხსენებული, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირ(ებ)ის ან/და იურიდიულ პირ(ებ)ის საკუთრებაში. 3. დაუშვებელია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, აქციების/აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების იმ რაოდენობით საჯარო შეთავაზება, რომლის შედეგად შესაძლოა იურიდიული პირის აქციათა/აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების 50%-ზე მეტის მესაკუთრე (მფლობელი) გახდეს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი.“. 2. 22-ე მუხლის მე-3 - 32 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცირემიწიანი აგრარული ქვეყნებისათვის. ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ასეთი მიწის გასხვისების აკრძალვის მთავარი დანიშნულება სახელმწიფოს საჯარო ინტერესის დაცვა და უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვის თავიდან აცილებაა, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლების შეზღუდვის მიზანია მიწის, როგორც ამოწურვადი რესურსის, რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობის უზრუნველყოფა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება. გასათვალისწინებელია სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური, დემოგრაფიული და კლიმატური პროცესების გათვალისწინებით, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქვეყნის მოსახლეობის შესაძლო სასურსათო პრობლემისაგან დაცვის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის საფუძველზე განსაზღვრული შეზღუდვების დაწესებას და იმ პირობათა ჩამონათვალის დადგენას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება შეიძლება წარმოეშვას უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ეს უკანასკნელი ვალდებულია თავის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილებით უცხოელთა (უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი) მიმართ 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდა ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედება, მოგვიანებით კი, 2014 წლის 20 თებერვლის ცვლილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება დაშვებულ იქნა მხოლოდ კანონმდებლობით საქართველოს განსაზღვრული კომერციული ბანკებისათვის, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. მორატორიუმის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლების ამსახველი ისეთი დაბალანსებული მექანიზმის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესის დაცვას და სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, მისაღებ პირობებს შეუქმნიდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის მსურველ უცხოელებს, რომლებიც, საამისოდ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვებდნენ ამ კატეგორიის მიწაზე საკუთრების უფლებას და მისი დამუშავებისა თუ ინვესტიციების განხორციელების გზით მონაწილეობას მიიღებდნენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არსებითი განხილვის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (საკუთრების უფლება) პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ნორმა, რომლითაც უცხოელებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება. თავის განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „...სადავოდ გამხდარი ნორმა ზოგადად კრძალავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლებას. სადავო ნორმით განსაზღვრული აკრძალვა ... ეხება ყველა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწას და წარმოადგენს ზოგად და აბსოლუტურ (თუმცა დროში შემოფარგლულ) აკრძალვას“. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო საუბრობს „ზოგად და აბსოლუტურ“ აკრძალვაზე, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო კატეგორიაზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. შემოთავზებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისაგან განსხვავებულ მიდგომას ეყრდნობა - აქ არ არის საუბარი უცხოელების მიმართ რაიმე სახის აკრძალვების დაწესებაზე, არამედ აქ კანონმდებელი ირჩევს უცხოელების მიმართ სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის დადგენისა და ცალკეული პირობებისა და მოთხოვნების დაწესების გზას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევშიც ამ უკანასკნელს საერთო საფუძველზე წარმოეშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება. ასეთი შეზღუდვების ლეგიტიმური მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობის, გარემოს, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისა და სხვა სიკეთეების დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნების მისაღწევად კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების თვალსაზრისით უცხოელთა მიმართ გონივრული შეზღუდვების დაწესება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებითაა“ ნაკარნახევი და ზემომითითებული ლეგიტიმური მიზნების პროპორციულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემუშავებული კანონპროექტით უცხოელთა მიერ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობების განსაზღვრა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს: - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით; - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა; - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება და სხვ. ქვეყნის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვა არც საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკისთვისაა უცხო. ამასთან, ზოგიერთ სახელმწიფოში შეზღუდვები დაწესებულია მხოლოდ ევროპის ეკონომიკური ზონის მიღმა მდებარე ქვეყნების მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიმართ, ხოლო ზოგიერთ მათგანში - საკუთრივ ამ ქვეყნის გარდა, ყველა სხვა სახელმწიფოს მოქალაქისა თუ იურდიული პირის მიმართ. ესტონეთში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად დადგენილია ესტონეთში ცხოვრების და აგრარულ სექტორში საქმიანობის ხანგრძლივობის ცენზი. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად საჭიროა შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობა. ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულია მთელი რიგი სასაზღვრო და სტრატეგიული ტერიტორიები, რომლის ფარგლებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის აკრძალულია.1 1 Restrictions on Acquisition of Immovables Act. Availeble: https://www.riigiteataja.ee/en/eli/ee/514112013013/consolide; მოქალაქისათვის მიყიდვაც ჩეხეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება შეუძლია მხოლოდ ცალკეული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ეს საფუძვლებია: - ქონების მემკვიდრეობით მიღება; - ქონების იმ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებობა, რომელთაგან ერთ-ერთი ჩეხეთის მოქალაქეა; - ქონების მიღება გაცვლით სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში, რომელიც ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს და სხვ.2 პოლონეთის კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კონტროლირებული სამეწარმეო საზოგადოებების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად სავალდებულოა საინვესტიციო გეგმის და მის განსახორციელებლად საჭირო ქონების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. ასეთი მიწის შეძენა საჭიროებს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობას. ამასთან, კანონით განსაზღვრულია ის მაქსიმალური ფართობი, რომლის შეძენაც დასაშვებია უცხოელის მიერ.3 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ქვეყანაში ცხოვრების ცენზი და ნებართვის მიღებაა სავალდებულო ავსტრიული კანონმდებლობით. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე სხვადასხვა ფორმის შეზღუდვებია გათვალისწინებული ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოების - ლიტვის, უნგრეთისა და სლოვენიის კანომდებლობითაც. 4 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებით შეიქმნა საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. ამავე დადგენილებით დამტკიცებული საბჭოს დებულების შესაბამისად, მის ერთ-ერთი ძირითად ამოცანად განისაზღვრა საქართველოს მიწის მართვის განვითარების საკანონმდებლო/ნორმატიული ბაზის სრულყოფა. მიწის მართვის განვითარების საკითხებზე მსჯელობას საბჭოს რამდენიმე სხდომა დაეთმო, რომელთა ფარგლებშიც მოხდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებზე შეჯერება. დღეისათვის მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გაუქმებულია, თუმცა, კანონპროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე მისი ძირითადი პრინციპების ირგვლივ კონსულტაციები განახლებულ 2 Foreign Exchange Act Available: https://www.czech-ba.cz/sites/default/files/dokumentyclanku/foreign-exchange-act/down258.pdf; 3 ACT of 24 March 1920 on the Acquisition of Real Estate by Foreigners Available: https://msw.gov.pl/en/document/acquisition-of-real-es/60,Acquisition-of-real-estate.html; 4 http://aei.pitt.edu/32614/1/53._Land_%26_EU_Accession.pdf; ფორმატში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა მიიღეს დაინტერესებული უწყებების, მათ შორის, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროებისა და საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლებმა. წარმოდგენილი კანონპროექტი ამ პრინციპების გამოხატულებაა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება. ესენი არიან:  სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს მოქალაქე, კომლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, თუ მის დამფუძნებელს წარმოადგენს ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრეა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, აგრეთვე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი;  უცხოელი;  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, თუ მის დამფუძნებელს წარმოადგენს ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრეა უცხოელი ფიზიკური პირი ან უცხოელი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი. ამასთან, განსაზღვრულ ბოლო ორი პირობებს კატეგორია უნდა ზემოაღნიშნული აკმაყოფილებდეს კატეგორიის მიწაზე კანონმდებლობით უფლების უფლების მოსაპოვებლად. უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირმა უნდა წარმოადგინოს: - კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული და რეგისტრირებული ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში; - ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ქონების გადასახადის გადახდის ფაქტს ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში; - საინვესტიციო გეგმა, რომელიც ასახავს განმცხადებლის განზრახვას შესაბამის მიწის ნაკვეთზე ინოვაციური განვითარების, სამეცნიერო ბიოაგროწარმოების ტექნოლოგიების დანერგვის, ახალი გამოყენების, ბიომეურნეობის ტექნოლოგიების გავრცელების, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების, სასელექციო მეურნეობების მოწყობის ან/და ჯიშთა გამოცდის მიზნით სათანადო კაპიტალდაბანდებების განხორციელების შესახებ; - მტკიცებულება (საკუთრების მოწმობა, საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან სათანადო წესით გაცემული საბანკო გარანტია) იმის დასადასტურებლად, რომ განმცხადებელი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს. რაც შეეხება უცხოელს, ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ: - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობის გზით; - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს; - გააჩნია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და ამავდროულად, უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მსგავსად, სამინისტროს წარუდგენს საინვესტიციო გეგმას და მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს, აგრეთვე ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში და ცნობას სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ქონების გადასახადის გადახდის ფაქტს ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში. ზემოაღნიშნული ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამ უფლების მოსაპოვებლად მიმართავენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასაბუთებულად მიიჩნევს მოთხოვნას და ადასტურებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობას, ის მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის ჯამში არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დასადასტურებლად და მისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე რეკომენდაციის გასაცემად. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას არ გასცემს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარს ეტყვის დაინტერესებულ პირს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას გასცემს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. თუ პირმა მოიპოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება, თუმცა, განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ აკმაყოფილებს აღნიშნული კატეგორიის მიწის საკუთრებისათვის კანონით განსაზღვრულ პირობებს, ის ვალდებულია საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების არსებობისათვის აუცილებელი პირობის დარღვევიდან 1 წლის ვადაში გაასხვისოს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე საკუთრების შეძენის უფლებამოსილების მქონე პირზე. ამასთან, განქორწინებული/კომლიდან გასული უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას ყოფილი მეუღლე/კომლის დანარჩენი წევრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უპირატესი შესყიდვის უფლებით 3 თვის ვადით, რომელიც აითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსალოდნელი გასხვისების შესახებ შეტყობინების მომენტიდან. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციების მფლობელები არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირი, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, როგორც მიწის, ასევე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, წილის/აქციების გირაოს/იპოთეკის სახით მიღების უფლება უნარჩუნდებათ იმ დათქმით, რომ ამ ქონების დასაკუთრების შემთხვევაში ისინი ვალდებულნი იქნებიან დასაკუთრებიდან ერთი წლის განმავლობაში გაასხვისონ გირაოში დარჩენილი ქონება უფლებამოსილ პირზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში მათ წერილობით უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სახელმწიფომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროცედურისა და ვადის დაცვით, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოფს შესაბამისი პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება კანონით განსაზღვრულ ვადაში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ვალდებულება ან/და უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდება ამ გარემოების შესახებ, იგი პირადად ან შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში მესაკუთრე წერილობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სახელმწიფომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროცედურისა და ვადის დაცვით, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოფს შესაბამისი პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, წილის/აქციების გასხვისება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილ იურიდიული პირზე ან/და საქართველოში რეგისტრირებულ მისი ფილიალზე, თუ გარიგების შედეგად, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი, ერთად ან/და ჯამურად, გადადის ზემოხსენებული, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირ(ებ)ის ან/და იურიდიულ პირ(ებ)ის საკუთრებაში. კანონპროექტის თანახმად, ასევე დაუშვებელია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, აქციების/აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების იმ რაოდენობით საჯარო შეთავაზება, რომლის შედეგად შესაძლოა იურიდიული აქციათა/აქციებში პირის კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების 50%-ზე მეტის მესაკუთრე (მფლობელი) გახდეს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი. კანონპროექტით განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ის მინიმალური კანონმდებლობის ფართობი, რომელიც შესაბამისად შეიძლება უცხოელის მიერ იყოს უცხოელის საქართველოში ან საქართველოს რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში: შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 100 ჰექტარს. კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარეს ენიჭება უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ იგი უწყვეტად ფლობს ამ მიწის ნაკვეთს იჯარის უფლების საფუძველზე. უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის მოქმედების დროს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კანონპროექტში მითითებულია, რომ მისი მოქმედება არ ვრცელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე, გარდა სახელმწიფო ქონების ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შემთხვევებისა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს აქვს გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობისა და, აუქციონის შედეგების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის შესაძლებლობა. ამასთან, აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი ვალდებულია დააკმაყოფილოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიმართ დადგენილი მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ მოიპოვებს საკურების უფლებას მიწის ნაკვეთზე და, შესაბამისად, აუქციონის შედეგებიც გაქარწყლდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინების საფუზველზე, აგრეთვე, იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტით განისაზღვრება სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 22-ე მუხლიდან მე-332 პუნქტებში მოცემული გარდამავალი რეგულირების ამოღებას, რომელიც 2014 წლის 31 დეკემბრამდე ადგენდა მორატორიუმს უცხოელთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების სფეროში და, ამასთან, განსაზღვრავდა ამასთან დაკავშირებული საგამონაკლისო შემთხვევების ჩამონათვალს. საგამონაკლისო შემთხვევას წარმოდგენილი კანონპროექტიც აწესრიგებს. კანონპროექტის თანახმად, უცხოელს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, კანონით დადგენილი პირობების დაუცველად (გარდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 10 განსაზღვრულ სასაზღვრო მიენიჭოთ კილომეტრიან, აგრეთვე ზონასთან საქართველოს დაკავშირებული მთავრობის დადგენილებით შეზღუდვისა), შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების მოპოვების უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებული უწყებების, მათ შორის, შესაბამისი დარგის სამინისტროებისა და პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ოთარ დანელია, არჩილ თალაკვაძე, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, სოფიო კილაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, რომან კაკულია, რატი იონათამიშვილი, მარიამ ჯაში, ბექა ოდიშარია, ირაკლი ბერაია, ზაზა გაბუნია, გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, სიმონ ნოზაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ოთარ დანელია, არჩილ თალაკვაძე, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, სოფიო კილაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, რომან კაკულია, რატი იონათამიშვილი, მარიამ ჯაში, ბექა ოდიშარია, ირაკლი ბერაია, ზაზა გაბუნია, გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, სიმონ ნოზაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; ბ) უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. 11. უცხოელი და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები ვალდებული არიან თავიანთ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მათზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისონ საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე. [(ძალადაკარგულია – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება №3/1/512 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.] 12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს სასამართლო გადაწყვეტილებით და სათანადო კომპენსაციით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევათ მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 13. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისას გამოიყენება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები. 2. (ამოღებულია - 20.06.2003, №2429). 3. მაღალმთიან რეგიონებში მიწა შეიძლება იყოს კერძო, სათემო და სახელმწიფო საკუთრებაში. 4. საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. 5. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. 51. (ამოღებულია - 21.07.2010, №3513). 6. მესამე პირებთან ურთიერთობაში საკომლო მეურნეობის სახელით გამოდის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას. 7. (ამოღებულია - 20.06.2003, №2429). 8. ქარსაფარი ზოლი არის მისი მომიჯნავე მიწის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება. 9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კონსოლიდაციის შედეგად შიდასამეურნეო გზები (გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა) გადადის კონსოლიდირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრებაში. მუხლი 8. გასხვისების ზოგადი შეზღუდვა მესაკუთრეს, რომელიც საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობას უძღვება მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, შეუძლია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა გაასხვისოს მხოლოდ მისი (მათი) თანხმობით. თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. თანხმობის მიღებაზე უარი შეიძლება ითქვას მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას. თუ მესაკუთრე ვერ მიიღებს თანხმობას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის მე -4 მუხლის მე -7 და მე -6 მუხლის მე -3 პუნქტები ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან. 2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაეცეთ 2006 წლის 31 დეკემბრამდე. 3. 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (22-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედებამდე უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე). (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს უცხოელის მიმართ ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას - საქართველოს საკონსტიტუციო ქვეპუნქტის მოქმედება. სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 – ვებგვერდი, 07.07.2014წ.) 31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე; ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომლებიც ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი წესით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 32. ამ მუხლის 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი მიმართავს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც დასაბუთებული აუცილებლობის არსებობისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 4. 2014 წლის 30 ნოემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება; დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.