„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ე. ბესელია, ო. დანელია, ა. თალაკვაძე, ვ. ზარდიაშვილი, ი. სესიაშვილი, ლ. გოგიჩაიშვილი, ბ. ნაცვლიშვილი, გ. ჟორჟოლიანი, გრ. ლილუაშვილი, ს. კილაძე, თ. კოხრეიძე, რ. კაკულია, რ. იონათამიშვილი, მ. ჯაში, ბ. ოდიშარია, ი. ბერაია, ზ. გაბუნია, გ. სამხარაული, დ. სონღულაშვილი, ს. ნოზაძე, დ. მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/63/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. საზოგადოების არსებობასთან კაპიტალში დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სპეციალური მოთხოვნები დანიშნულების განისაზღვრება სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი მიწის „სასოფლო-
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შინაარსით, რომელიც დამატებით პირობებს ადგენს უცხოელის, აგრეთვე უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწის შესაძენად. ამავე კანონპროექტში მითითებულია, რომ დაუშვებელია, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეტანა საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის კაპიტალში, იმ შემთხვევაში თუ ერთად ან/და ჯამურად, იურიდიული პირის წილის/აქციათა 50% ზე მეტის მფლობელს/დამფუძნებელს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი. ამასთან, რომლის დაუშვებელია, საკუთრებაშია საქართველოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იურიდიული მიწა, პირის, წილის/აქციების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირის, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალის სასარგებლოდ იმ ოდენობით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, გირაოს საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტის მესაკუთრე (მფლობელი), ერთად ან/და ჯამურად, გახდეს ზემოხსენებული, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირ(ებ)ი ან/და იურიდიულ პირ(ებ)ი. ამრიგად, საზოგადოების კაპიტალში სასოფლო-სამეურნეო მიწის კაპიტალში შეტანის შემთხვევაში „მეწარმეთა შესახებ“ და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონების ერთობლივი გამოყენება, საჭიროებს შესაბამისი შინაარსის ნორმის დამატებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია იმ საკანონმდებლო ნორმების ზუსტი განსაზღვრა, რომლებიც გამოიყენება იურიდიული პირის კაპიტალში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეტანასთან დაკავშირებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით კანონის მე-3 მუხლს ემატება მე-12 პუნქტი, რომლის თანახმად, საზოგადოების დაკავშირებული კაპიტალში სასოფლო-სამეურნეო სპეციალური მოთხოვნები დანიშნულების მიწის არსებობასთან განისაზღვრება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებული უწყებების, მათ შორის, შესაბამისი დარგის სამინისტროებისა და პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ოთარ დანელია, არჩილ თალაკვაძე, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, სოფიო კილაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, რომან კაკულია, რატი იონათამიშვილი, მარიამ ჯაში, ბექა ოდიშარია, ირაკლი ბერაია, ზაზა გაბუნია, გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, სიმონ ნოზაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ოთარ დანელია, არჩილ თალაკვაძე, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, სოფიო კილაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, რომან კაკულია, რატი იონათამიშვილი, მარიამ ჯაში, ბექა ოდიშარია, ირაკლი ბერაია, ზაზა გაბუნია, გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, სიმონ ნოზაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. პასუხისმგებლობა, შესატანი, ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლებები 1. ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით. 2. (ამოღებულია) 3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. პარტნიორებს შორის სხვაგვარი შეთანხმება ბათილია მესამე პირისათვის. 4. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მათ მიერ შეუტანელი შესატანითაც, თუ პასუხისმგებლობა დადგა პარტნიორთა მიერ შეთანხმებული შენატანის სრულად შეტანამდე. 41. პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება)). 5. საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. 51. თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი. 2 5 . თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია. 6. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. 7. პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 8. თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე. 9. სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ის და კოოპერატივის პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. წესდებით შესაძლებელია მათ მიერ შეტანილი შენატანებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვროს განსხვავებული უფლებამოვალეობები. 10. ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. 11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევისთვის საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს წილების ან აქციების მფლობელთა ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ უფლებამოვალეობებს, რამაც არ უნდა ხელყოს დივიდენდის მიღების უფლება.