„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ.12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების
ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ
მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის
თანხმობით.
2. 26–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
გადაწყვეტილებით,
საქართველოს
სახალხო
დამცველის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობის მიმართულებებს. საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
უფროსი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების
მიზნით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
დახვეწის საჭიროება. კერძოდ, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ნორმატიულ
აქტში არსებული რიგი არასრულყოფილი რეგულაციებით და ხარვეზების გასწორების
საჭიროებით.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
ორგანული კანონი არ ითვალისწინებს
საქართველოს სახალხო დამცველის საბიუჯეტო ხელშეუხებლობის მაღალ გარანტიებს. ამ
მხრივ საგულისხმოა, ომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის რეკომენდაცია 1615 (2003) 1 , რომელიც მკაფიოდ მიუთითებს ინსტიტუტის
ეფექტური ფუნქციონირებისთვის მისი საქმიანობის მყარი ფინანსური გარანტიებით
უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. აღნიშნულის მგავსად, გაეროს გენერალური ასამბლეა,
პარიზის პრინციპების 2 მიღების შესახებ 1993 წლის 20 დეკემბრის 48/134 რეზოლუციაში,
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ეროვნულ ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს ინფრასტრუქტურა,
რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის შეუფერხებელ წარმართვას, განსაკუთრებით კი
ადეკვატური დაფინანსება. ამ დაფინანსებით მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ჰყავდეს
საკუთარი
თანამშრომლები
და
ჰქონდეს
შენობა,
რათა
იგი
იყოს
მთავრობისგან
დამოუკიდებელი და არ ექვემდებარებოდეს ფინანსურ კონტროლს, რამაც შეიძლება გავლენა
მოახდინოს მის დამოუკიდებლობაზე“3.
ფინანსური გარანტიები არაა უცხო ქართული კანონმდებლობისთვის, მაგალითისათვის უნდა
აღინიშნოს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67–ე
მუხლის მე–3
პუნქტის
თანახმად,
„საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტში საერთო
1
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეკომენდაცია 1615, 2003 წელი. ხელმისაწვდომია
http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-EN.asp?fileid=17133&lang=en [ბოლოს ნანახია 2016
წლის 15 სექტემბერს].
2
„პრინციპები ეროვნული ინსტიტუტების სტატუსის შესახებ“ (პარიზის პრინციპები), გაეროს
ადამიანის უფლებათა კომისიის რეზოლუცია №1992/54, დამატება. ხელმისაწვდომია
http://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/StatusOfNationalInstitutions.aspx [ბოლოს ნანახია 2016
წლის 15 სექტემბერს].
3
გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 48/134, დამატება, „ეროვნული ინსტიტუტები ადამიანის
უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობისთვის“, 1993 წლის 20 დეკემბერი. ხელმისაწვდომია
http://www.un.org/documents/ga/res/48/a48r134.htm [ბოლოს ნანახია 2016 წლის 18 სექტემბერს].
2
სასამართლოებისათვის
განკუთვნილი
ხარჯების
შემცირება
წინა
წლების
შესაბამის
მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წინასწარი თანხმობით“4. გარდა ამისა, მსგავს მყარ ფინანსურ გარანტიებს ითვალისიწნებს
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 44–ე მუხლი5 და „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის 221 მუხლი, რომელის თანახმად, „სამსახურის ბიუჯეტის შემცირება
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯების
ეკონომიკური
კლასიფიკაციის
მუხლით
გათვალისწინებული მოცულობის ფაგლებში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით
შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს თანხმობით“6. მნიშვნელოვანია, მსგავსი მყარი ფინანსური
გარანტიები გავრცელდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზეც. აღნიშნული,
შექმნის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საბიუჯეტო ხელშეუხებლობის
საკმაოდ მაღალ გარანტიას, რაც გაზრდის მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ხელს
შეუწყობს კონსტიტუციური მანდატით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ეფექტურ
განხორციელებას.
მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველის აპარატის უფროსის ფუნქციებს ითავსებს
მისი პირველი მოადგილე. ფუნქციათა გამიჯვნისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით,
მნიშვნელოვანია არსებობდეს აპარატის უფროსის თანამდებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიზანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება.
კანონპროექტით
ძლიერდება
სახალხო
დამცველის
აპარატის
მართვის
სისტემა.
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს
ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი. ამავდროულად, კანონპროექტი მიზნად ისახავს
საქართველოს სახალხო დამცველის საბიუჯეტო ხელშეუხებლობის გარანტების შექმნას.
წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს სახელმწფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის
აპარატისთვის
განკუთვნილი
ხარჯების
ეკონომიკური
კლასიფიკაციის
მუხლებით
გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული
ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ
საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–3 პუნქტში.
გათვალსიწინებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო
4
იხ. “ საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
იხ. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, საქართველოს პარლამენტი, 18/12/2009. ხელმისაწვდომია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/91006 [ბოლოს ნანახია 2016 წლის 11 ოქტომბერს].
6
იხ. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტი, 2007 წლის
ივნისი. ხელმისაწვდომიაhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/21604 [ბოლოს ნანახია 2016 წლის 11
ოქტომბერს].
5
3
დამცველის
აპარატისთვის
განკუთვნილი
ხარჯების
ეკონომიკური
კლასიფიკაციის
მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის
დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია
მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით.
კანონის 26–ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, მოქმედი
რედაქციიდან ხდება იმ ჩანაწერის ამოღება, რომლის თანახმად, „საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი
მოადგილე“. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მართვის სისტემის გაძლიერების
მიზნით
იქმნება
უხელმძღვანელებს
ახალი
თანამდებობა,
აპარატს.
ახალი
აპარატის
თანამდებობის
უფროსის
შექმნისა
სახით,
და
რომელიც
საქმიანობის
წესი
დარეგულირდება სახალხო დამცველის აპარატის დებულებით. აღსანიშნავია, რომ ეს
ცვლილება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
აპარატის უფროსის შერჩევა მოხდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი
წესით და ის იქნება პროფესიული საჯარო მოხელე, რომლის უფლებამოსილების ვადა არ
იქნება დაკავშირებული სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადასთან. ეს კი
უზრუნველყოფს
აპარატის
მდგრად
ფუნქციონირებას
და
უწყების
მენეჯმენტში
ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მართვის სისტემის გაძლიერების მიზნით
იქმნება ახალი თანამდებობა, აპარატის უფროსის სახით, რომელიც უხელმძღვანელებს
აპარატს. ახალი თანამდებობის შექმნისა და საქმიანობის წესი დარეგულირდება სახალხო
დამცველის აპარატის დებულებით. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არ გამოიწვევს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. აღნიშნულ ცვლილებასთან
დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების
ეკონომიკური
კლასიფიკაციის
მუხლებით
გათვალისწინებული
ასიგნებების
ჯამური
4
მოცულობის
შემცირება
წინა
წლის
დამტკიცებული
ბიუჯეტით
განსაზღვრულ
მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის
თანხმობით.
2013-2016 წლებში სახალხო დამცველის აპარატისათვის (პროგრამული კოდი 41 00) ხარჯების
მუხლით დამტკიცებულმა ასიგნებებმა შეადგინა: 2013 წელს - 2,056.0 ათასი ლარი; 2014 წელს
- 2,336.0 ათასი ლარი; 2015 წელს - 3,894.0 ათასი ლარი; 2016 წელს - 4,210.0 ათასი ლარი. 2017
წელს - 4,650.0 ათასი ლარი. აღნიშნული მაჩვენებლების საფუძველზე ზრდის საშუალო
წლიური ტემპი შეადგენს 24.7%-ს.
2013-2016 წლებში სახალხო დამცველის აპარატის (პროგრამული კოდი 41 00) ფაქტიურმა
დაფინანსებამ ხარჯების მუხლით შეადგინა: 2013 წელს - 2,950.4 ათასი ლარი; 2014 წელს 3,369.5 ათასი ლარი; 2015 წელს - 5,064.9 ათასი ლარი; 2016 წელს - 5,761.2 ათასი ლარი.
აღნიშნული მაჩვენებლების საფუძველზე ზრდის საშუალო წლიური ტემპი შეადგენს 26.1%-ს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის ამოქმედება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის
განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან:
5
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთები არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთები არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სახალხო დამცველი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
კანონის იმ მუხლის (მუხლების) სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 25 (21.07.2010. N3565)
1. ამ კანონით დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობა, აგრეთვე საქართველოს
სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა ისჯება
კანონით, აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში და საქართველოს
პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდება.
2.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატი
ფინანსდება
საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების
ჯეროვნად შესრულებას.
3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების მუხლის მოცულობის შემცირება წინა
წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო
დამცველის წინასწარი თანხმობით.
4. საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
(11.11.2011 N 5264)
მუხლი 26 (26.12.2014 N 3016)
1. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და
ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის
სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.
2. საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილებანი
განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით. საქართველოს
სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და
თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს სახალხო დამცველი.
3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს
სახალხო
დამცველის
პირველი
მოადგილე.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები კოორდინაციას
7
უწევენ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატის
დებულებით
განსაზღვრულ
საქმიანობის მიმართულებებს.
4. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე
ვრცელდება
საქართველოს
სახალხო
დამცველისათვის
ამ
კანონით
დადგენილი
თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
5.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატთან
შეიძლება
შეიქმნას
საზოგადოებრივი საბჭოები და სპეციალიზებული ცენტრები, რომელთა სტრუქტურას,
ორგანიზებას, საქმიანობის მიმართულებებს, მუშაობის წესს და სხვა საკითხებს განსაზღვრავს
საქართველოს სახალხო დამცველი.
8