„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2017
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/66/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი: მუხლი 441. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით. 2. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 45. განსაკუთრებული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის პირობა ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე, 44-ე და 441-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული მოცულობა არ ითვალისწინებს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის იმავე მუხლებით გათვალისწინებულ ხარჯებს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების მიზნით საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანა. კერძოდ, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სახალხო დამცველის ფინანსური გარანტიების საჭიროებით. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, ისევე, როგორც „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის საბიუჯეტო ხელშეუხებლობის მაღალ გარანტიებს. ამ მხრივ საგულისხმოა, ომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1615 (2003)1, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირებისთვის მისი საქმიანობის მყარი ფინანსური გარანტიებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. აღნიშნულის მგავსად, გაეროს გენერალური ასამბლეა, პარიზის პრინციპების2 მიღების შესახებ 1993 წლის 20 დეკემბრის 48/134 რეზოლუციაში, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ეროვნულ ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის შეუფერხებელ წარმართვას, განსაკუთრებით კი ადეკვატური დაფინანსება. ამ დაფინანსებით მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ჰყავდეს საკუთარი თანამშრომლები და ჰქონდეს შენობა, რათა იგი იყოს მთავრობისგან დამოუკიდებელი და არ ექვემდებარებოდეს ფინანსურ კონტროლს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის დამოუკიდებლობაზე“3. მსგავსი ფინანსური მაგალითისათვის გარანტიები უნდა არაა აღინიშნოს, უცხო რომ ქართული „საერთო კანონმდებლობისთვის, სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ 1 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეკომენდაცია 1615, 2003 წელი. ხელმისაწვდომია http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-EN.asp?fileid=17133&lang=en [ბოლოს ნანახია 2016 წლის 15 სექტემბერს]. 2 „პრინციპები ეროვნული ინსტიტუტების სტატუსის შესახებ“ (პარიზის პრინციპები), გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის რეზოლუცია №1992/54, დამატება. ხელმისაწვდომია http://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/StatusOfNationalInstitutions.aspx [ბოლოს ნანახია 2016 წლის 15 სექტემბერს]. 3 გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 48/134, დამატება, „ეროვნული ინსტიტუტები ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობისთვის“, 1993 წლის 20 დეკემბერი. ხელმისაწვდომია http://www.un.org/documents/ga/res/48/a48r134.htm [ბოლოს ნანახია 2016 წლის 18 სექტემბერს]. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით“4. გარდა ამისა, მსგავს მყარ ფინანსურ გარანტიებს ითვალისიწნებს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 44–ე მუხლი5 და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლი, რომელის თანახმად, „სამსახურის ბიუჯეტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფაგლებში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს თანხმობით“6. მნიშვნელოვანია, მსგავსი მყარი ფინანსური გარანტიები გავრცელდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზეც. აღნიშნული, შექნის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საბიუჯეტო ხელშეუხებლობის საკმაოდ მაღალ გარანტიას, რაც გაზრდის მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ხელს შეუწყობს კონსტიტუციური მანდატით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ეფექტურ განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი შემოთავაზებული კანონპროექტის მიზანია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დახვეწა. კანონპროექტით ხორციელდება სახალხო დამცველის აპარატის მართვის სისტემის გაძლიერება. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სახალხო დამცველის საბიუჯეტო ხელშეუხებლობის გარანტების შექმნას. წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს სახელმწფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით საბიუჯეტო კოდექსს დაემატება 441 მუხლი. გათვალსიწინებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით. კანონპროექტის მიხედვით, საბიუჯეტო კოდექსის 45-ე მუხლი მოიცავს კანონპროექტით შემოთავაზებულ 441-ე მუხლსაც და იგი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: „ამ კოდექსის 41ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე, 44-ე და 441-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული მოცულობა არ ითვალისწინებს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და 4 იხ. “ საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. იხ. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, საქართველოს პარლამენტი, 18/12/2009. ხელმისაწვდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/91006 [ბოლოს ნანახია 2016 წლის 11 ოქტომბერს]. 6 იხ. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტი, 2007 წლის ივნისი. ხელმისაწვდომიაhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/21604 [ბოლოს ნანახია 2016 წლის 11 ოქტომბერს]. 5 თანამონაწილეობისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის იმავე მუხლებით გათვალისწინებულ ხარჯებს.“ ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის საქართველოს მიღებასთან სახალხო დაკავშირებული დამცველის ხარჯების აპარატისათვის დაფინანსების სახელმწიფო წყაროა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით. 2013-2016 წლებში სახალხო დამცველის აპარატისათვის (პროგრამული კოდი 41 00) ხარჯების მუხლით დამტკიცებულმა ასიგნებებმა შეადგინა: 2013 წელს - 2,056.0 ათასი ლარი; 2014 წელს - 2,336.0 ათასი ლარი; 2015 წელს - 3,894.0 ათასი ლარი; 2016 წელს - 4,210.0 ათასი ლარი. 2017 წელს - 4,650.0 ათასი ლარი. აღნიშნული მაჩვენებლების საფუძველზე ზრდის საშუალო წლიური ტემპი შეადგენს 24.7%-ს. 2013-2016 წლებში სახალხო დამცველის აპარატის (პროგრამული კოდი 41 00) ფაქტიურმა დაფინანსებამ ხარჯების მუხლით შეადგინა: 2013 წელს - 2,950.4 ათასი ლარი; 2014 წელს 3,369.5 ათასი ლარი; 2015 წელს - 5,064.9 ათასი ლარი; 2016 წელს - 5,761.2 ათასი ლარი. აღნიშნული მაჩვენებლების საფუძველზე ზრდის საშუალო წლიური ტემპი შეადგენს 26.1%-ს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის ამოქმედება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთები არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სახალხო დამცველი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
კანონის იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები მუხლი 45. განსაკუთრებული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის პირობა (12.12.2014. N2935) ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული მოცულობა არ ითვალისწინებს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის იმავე მუხლებით გათვალისწინებულ ხარჯებს.