„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 90 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”
ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი”
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 56-ე მუხლის:
1. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8.
გამგებლის/მერის
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
შემთხვევაში
გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ დადგენილი წესით.“.
2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს
გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”
ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ორგანულ
კანონში
ცვლილებების
პროექტის
მომზადება
განპირობებულია
საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში საარჩევნო კოდექსი) შესატანი ცვლილებების ასახვისა და მათი შესაბამისობაში მოყვანის
მიზნით.
ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გამგებლის/მერის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები
ინიშნება
საარჩევნო
პრეზიდენტის
კოდექსის
მიერ,
1692
მუხლით
საქართველოს
დადგენილი
წესით,
პრემიერ-მინისტრის
საქართველოს
კონტრასიგნაციით,
გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუადრეს 9 და არაუგვიანეს 11 დღისა
და იმართება გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 50 დღისა,
ხოლო ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ გამგებლის/მერის უფლებამოსილების
შეწყვეტისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე დარჩენილია 1
წელზე ნაკლები, გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება. საარჩევნო კოდექსში
შესატანი ცვლილებების შესაბამისად, გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნების გამართვის
საკითხი წესრიგდება ისე, როგორც განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლით,
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შემთხვევაში - 15 თებერვლიდან 15
ივლისამდე
გამგებლის/მერის
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
შემთხვევაში
რიგგარეშე არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას - უახლოეს მაისში, ხოლო რიგგარეშე არჩევნები არ
ჩატარდება მხოლოდ შესაბამისი არჩევნების წელს, ასევე გამგებლის/მერის რიგგარეშე
არჩევნების დანიშვნა, ნაცვლად პრეზიდენტისა, მოხდება ცესკოს მიერ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზანია საარჩევნო კოდექსისა და ამ ორგანული
კანონის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1.
კანონპროექტის
თანახმად,
იცვლება
გამგებლის/მერის
რიგგარეშე
არჩევნების
დანიშვნის/გამართვის ვადა და წესი რის შესაბამისადაც ხდება მითითება საარჩევნო
კოდექსზე.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
შეცვლას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
3
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე,
ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი
ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ
ჩრდილელი, გიორგი კახიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე,
ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი
ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ
ჩრდილელი, გიორგი კახიანი.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
იმ მუხლის მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები
მუხლი 56. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
1. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება;
ბ)
სასამართლოს
მიერ
ადმინისტრაციული
სახდელის
სახით
ადმინისტრაციული
პატიმრობის შეფარდება;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ არის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში
გასაჩივრების ვადა;
დ) შვებულება;
ე) დროებითი შრომისუუნარობა;
ვ) საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წარდგენა,
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ზ) უფლებამოსილების შეჩერების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის
საფუძველზე).
2. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ბ) უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა;
გ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა
ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი
ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ) გარდაცვალება;
ე)
სასამართლოს
მიერ
უგზო-უკვლოდ
დაკარგულად
აღიარება,
გარდაცვლილად
გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ზ) „საჯარო
სამსახურში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა
და
კორუფციის
შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი
თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
[ზ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
თანამდებობის
პირისთვის
შეუთავსებელი
თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; (ამოქმედდეს 2017
წლის 1 ივლისიდან)]
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება;
5
ი) ამ კანონის XVIII თავით გათვალისწინებული შემთხვევები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
გამგებლის/მერის
უფლებამოსილების
შეჩერების
ვადა
განისაზღვრება
შესაბამისად
პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით, ზემდგომი ინსტანციის
სასამართლოში
გასაჩივრების
ვადით,
შვებულების
ვადითა
და
დროებითი
შრომისუუნარობის ვადით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში −
საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატად რეგისტრაციიდან შესაბამისი არჩევნების შედეგების
შეჯამებამდე ვადით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტების შესახებ ინფორმაციას,
გარდა
მე-2
პუნქტის
„ზ“−„ი“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა,
მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო
ჩანაწერით. გამგებელს/მერს უფლებამოსილება უჩერდება/უწყდება შესაბამისი ფაქტის
დადგომის მომდევნო დღიდან. გამგებელი/მერი პირადი განცხადებით უფლებამოსილებას
იხსნის საკრებულოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამგებელს/მერს უფლებამოსილება უწყდება
შესაბამისი
განცხადების
რეგისტრაციის
მომდევნო
დღიდან.
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 43-ე მუხლის
მე-5 პუნქტის შესაბამისად.
5. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევებში მის
მოვალეობას ასრულებს გამგებლის/მერის პირველი მოადგილე.
6.
მარეაბილიტირებელი
საფუძვლით
სისხლისსამართლებრივი
დევნის
შეწყვეტის,
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) გამგებელს/მერს აღუდგება გამგებლის/მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის
მისი
უფლებამოსილების
ვადა,
და
მიეცემა
განაცდური
ხელფასი
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ)
გამგებელს/მერს,
თუ
გასულია
მისი
უფლებამოსილების
ვადა,
დაკავების
ან
დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება გამგებლად/მერად მუშაობის საერთო ვადაში და მიეცემა
შესაბამისი განაცდური ხელფასი.
7. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
გადაწყვეტილების
გადაწყვეტილების
მიღებიდან
კანონიერების
2
დღის
ვადაში
საკითხი
შეიძლება
შესაბამის
გასაჩივრდეს
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
გადაწყვეტილება
2
დღის
ვადაში
შეიძლება
გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
8. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგებლის/მერის
რიგგარეშე არჩევნები ინიშნებასაქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
6
კოდექსი“ დადგენილი
წესით,
გამგებლის/მერის
უფლებამოსილების
შეწყვეტიდან
არაუადრეს 9 და არაუგვიანეს 11 დღისა. გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება
გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 50 დღისა.
9. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახლარჩეული
გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საკრებულოს უფლებამოსილების
ვადით.
10.
თუ
გამგებლის/მერის
თვითმმართველობის
ორგანოების
უფლებამოსილების
არჩევნებამდე
გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება.
7
შეწყვეტისას
დარჩენილია
1
ადგილობრივი
წელზე
ნაკლები,