„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.06.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ე. ბესელია, გ. ვოლსკი, ვ. ზარდიაშვილი, ნ. გოგუაძე, ა. ოხანაშვილი, ი. წულაია, ლ. გოგიჩაიშვილი, გ. მაჭარაშვილი, გ. ხატიძე, გ. ბენაშვილი, დ. სამხარაძე, გ. ფოფხაძე, დ. მათიკაშვილი, ო. ჩრდილელი, გ. კახიანი
ნომერი
#07-3/68/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 101 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს კანონში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 23-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსების წესი, საჩივრის წარდგენის ვადები (გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი შემთხვევისა) და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარდგენილ საჩივარს სააგენტო არ განიხილავს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 20 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში საარჩევნო კოდექსი) შესატანი ცვლილებების ასახვისა და მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კანონის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსების წესი, საჩივრის წარდგენის ვადები და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესაბამისად, საარჩევნო კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, ცესკოს ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებები მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოში, რომელიც საჩივარს იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. იქიდან გამომდინარე, რომ დავის განხილვისას ერთნაირად იქნეს გამოყენებული, როგორც საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ისე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, აუცილებელია აღნიშნული საკითხის კანონში ასახვა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზანია საარჩევნო კოდექსისა და ამ ორგანული კანონის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის 23-ე მუხლის მეათე პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსების წესი, საჩივრის წარდგენის ვადები (გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი შემთხვევისა) და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარდგენილ საჩივარს სააგენტო არ განიხილავს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 2 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შეცვლას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს 3 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ იმ მუხლის მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 23. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი 1. გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. კონკურსის გასაჩივრების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. (24.06.2011. N4950) 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონკურსსა და ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები. (6.04.2017. N617 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს) 2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) 21. ამოღებულია (28.06.2010. N3164 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან) 22. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციისათვის შესყიდვების პროცედურების შეჩერების მოთხოვნა არ შეიძლება, გარდა: ა) ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომი პერიოდისა; ბ) კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვისა ან კონკურსისა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში. (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან) 3. ამოღებულია (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) 4. ამოღებულია (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) 5 1 4 . სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. (20.11.2009. N2107 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან) 5. შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება (5.05.2011. გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. N4632) 6. ამოღებულია (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) 7. თუ სააგენტოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, სააგენტო უფლებამოსილია: ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი. ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი. 8. ამოღებულია (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) 9. გასაჩივრებას არ ექვემდებარება ქმედება, თუ პრეტენზია ეხება: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. (5.12.2008. N627 ამოქმედდეს 2008 წლის 15 დეკემბრიდან) 10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოში წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი დგინდება 6 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სააგენტო არ განიხილავს ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილ საჩივარს. (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) 101. სააგენტოსთვის საჩივრის წარდგენისათვის, გარდა სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებისა, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდის და დაბრუნების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. (6.04.2017. N617 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს) 11. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები საჩივრის განხილვის ვადით. (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) 12. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლო წესით. (28.06.2010. N3163 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) 13. ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას. 14. უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. (15.12.2010. N4068) 7