„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.01.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმას ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.“;
2. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების
შესახებ“ ნორმატიული აქტის მიღება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილებებით, რომლის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტო, ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების სურვილის
შემთხვევაში,
განახორციელებს
ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე
ლიზინგის
რეგისტრაციას, რაც შემდგომში შესაძლებელს გახდის სსიპ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ან/და
სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ლიზინგის მიმღებზე
რეგისტრაციას.
აღნიშნული
მოითხოვს
სატრანსპორტო
საშუალებათა
რეგისტრაციის
მოწმობის
დამტკიცებულია
საქართველოს
პრეზიდენტის
2013
გარკვეული
ცვლილებების
ფორმაში,
წლის
10
შეტანას
რომელიც
იანვრის
N12
ბრძანებულებით. კერძოდ, მოქმედი რედაქცია ადგენს იმ პირების ჩამონათვალს,
რომლებიც მიეთითებიან სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობაში და
არ არიან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეები (სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები და სხვ.). შესაბამისად ლიზინგის საფუძველზე
სატრანსპორტო
საშუალების
რეგისტრაციის
მოწმობაში
რეგისტრაციისას
ლიზინგის
მიმღების
სატრანსპორტო
საშუალებათა
მითითების
სამართლებრივი
საფუძვლის გაჩენის მიზნით დღეისათვის არსებულ ზემოთ მითითებულ სუბიექტებს
უნდა დაემატოს ლიზინგის მიმღები. 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური
კანონით
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებული
ცვლილებებით,
საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის უფლებამოსილი გამოსცეს მსგავსი შინაარსის
ნორმატიული
აქტი.
შესაბამისად,
სატრანსპორტო
საშუალებათა
წარმოდგენილი
რეგისტრაციის
მოწმობის
პროექტის
თანახმად,
ფორმას
დაამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ სატრანსპორტო
საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დასამტკიცებლად კანონმდებლობაში
შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის
ფორმა დამტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს
მთავრობას დაევალა ამ ნორმატიული აქტის მიღება 2017 წლის 1 აგვისტომდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
აუცილებელი
ხარჯების
გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 53. სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და
რეგისტრაციის გაუქმება
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას
რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას
ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;
ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას
მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;
გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;
დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;
ე) ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების
ნომრიანი აგრეგატები;
ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ
პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი
ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალება.
2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას
სავალდებულოა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული
სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა
რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან
ნიშნები), ხოლო სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
რეგისტრაციის შედეგად − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ
დამტკიცებული ფორმის ტექნიკური ტალონი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების და
სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციამდე ან
რეგისტრაციის გაუქმებისას (აღრიცხვიდან მოხსნისას), აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გაიცემა სხვა სახის სარეგისტრაციო
ნიშნები (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან
მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.).
5. ამ მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა
სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს მათი ნებადართული
მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები
ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი.
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებათა,
მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალების რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს,
რეგისტრაციის მოწმობას, რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს ან
ნიშნებს), ტექნიკურ ტალონს, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნებს გასცემს, აგრეთვე
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
გარემოების
არსებობისას
სატრანსპორტო საშუალებათა ნებადართულ მაქსიმალურ მასასა და დაუტვირთავ
მასას განსაზღვრავს (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტო.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მისი კუთვნილი, ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი
ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება განახორციელოს
თავად ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა და
მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციის სამინისტროს მიერვე განხორციელების
შემთხვევაში იგი გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის
სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ნომერს.
9. ამ მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი
აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადება ან გადაკეთება დასაშვებია
მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის
და ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშს
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
11. მიწისზედა ელექტროტრანსპორტს სანომრე ნიშნებს ანიჭებს შესაბამისი უწყება.
12. სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისა და
რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები, რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების,
რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან
ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის,
აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა ნებადართული მაქსიმალური მასისა და
დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესი და პირობები (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა)
დგინდება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
13. სატრანსპორტო საშუალებებს (გარდა მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა)
რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), ტრანზიტული
ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი უმაგრდება სპეციალურ ადგილებზე.
მუხლი 63. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებები
1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება:
ა.ა) „გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი)
სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან
(უწყებასთან) შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ა.ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე
ცენტრებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;
ტესტირების
ა.გ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების
(რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე
ტესტირება) და ტესტირების მეთოდების დამტკიცების შესახებ“;
ა.დ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების
ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობის შესახებ“;
ა.ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის
ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ“;
ვარგისობაზე
გზისთვის
ტესტირების
ა.ვ) „სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ“;
ა.ზ) „თვითნაკეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა შესახებ“;
ა.თ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე
ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის
დამტკიცების შესახებ“;
ა.ი) „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
მძღოლთა შრომისა და დასვენების ორგანიზებისა და ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
მოძრაობის
პარამეტრების
საკონტროლო
(ტაქოგრაფების) გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“;
მოწყობილობების
ა.კ) „საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების,
ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი
სახელოსნოებისა და მექანიკოსებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების
შესახებ“;
ა.ლ) „მძღოლთა მოსამზადებელი
მასწავლებელთა საქმიანობის შესახებ“;
დაწესებულებებისა
და
ინსტრუქტორ-
ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. ეთხოვოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს, 2014 წლის 1 ივლისამდე
უზრუნველყონ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის
მდგომარეობის
მოთხოვნების,
მართვასთან
დაკავშირებული
კოდირებული
შეზღუდვებისა და მათი დაწესების პირობების, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის
შემცველი მონაცემების მითითების წესის განსაზღვრის შესახებ“ ერთობლივი
ბრძანების გამოცემა.
3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა) 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:
ა.ა) „ტესტირების (საგამოცდო) ცენტრის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ტესტირებული
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხის მიწოდების ფორმის დადგენის შესახებ“;
ა.ბ) „ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
ა.გ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების
შესახებ“;
ა.დ) „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული
გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთების) დამტკიცების შესახებ“;
ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
გ) 2017 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა
სისტემის ადმინისტრირების წესი.
4. დაევალოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, 2014 წლის 1
ივლისამდე უზრუნველყონ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე იმ გზების სიის
დამტკიცება,
რომლებზედაც
ნებადართულია
სატრანსპორტო
საშუალების
პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა).
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე ამ კანონის
ამოქმედებამდე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას,
მიუხედავად იმისა, შეესაბამებიან თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს.