„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.06.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ა. ოხანაშვილი, დ. მათიკაშვილი, გ. ხატიძე, კ. კუჭავა, ს. კილაძე, გ. მაჭარაშვილი, კ. ნარჩემაშვილი, ი. მეზურნიშვილი, რ. იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გ. გულორდავა, ნ. წილოსანი, რ. არველაძე, ი. ბერაია, მ. ქვარაია, ს. მახათაძე, გ. თოთლაძე, ი. დასენი, ი. წულაია
ნომერი
#07-3/82/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 11
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 340150000.05.001.018458) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 2022 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სტანდარტიზებული შეფუთვის იმპლემენტაციისათვის დამატებით გონივრული ვადების დადგენა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვან შეფუთვასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედებამდე დამატებით შეფასდეს ახალი რეგულაციის ფისკალური ზეგავლენა და ასევე გათვალისწინებულ იქნეს დაკავშირებული საწარმოო პროცესების ტექნიკურ მხარესთან სირთულე/მრავალფეროვნება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეტაპობრივად განხორციელდეს, რათა ამ პროცესში მონაწილე პირებს საშუალება მიეცეთ ადაპტირდნენ განსხვავებულ ბიზნეს-გარემოსთან და არ მოხდეს საბიუჯეტო შემოსავლების მყისიერი დანაკლისი, რაც მოსალოდნელია იყოს არსებითი. აღნიშნული რეგულაციის იმპლემენტაციისათვის დამატებითი გონივრული ვადების დადგენის დროს, მხედველობაშია მისაღები ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. ავსტრალიაში აღნიშნული რეგულაცია შემოღებულ იქნა მხოლოდ 2012 წლიდან. თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი შეფუთვა 2016 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ასევე ინგლისმა, ირლანდიამ და საფრანგეთმა. მსგავსი რეგულაციების შემოღებას განიხილავენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც, მხოლოდ 2020 წლიდან. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ ახალი რეგულაციის ზეგავლენის სრულყოფილად შეფასება მოხდეს, მნიშვნელოვანია მისი საზღვარგარეთის ქვეყნებში ფართოდ დანერგვიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ (2-3 წელი) მოხდეს აღნიშნული რეგულაციის ზეგავლენის შეფასება, სათანადო დოკუმენტის მომზადება და მხოლოდ მიღებული შედეგების გათვალისწინებით დაიწყოს რეგულაციის დანერგვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ თამბაქოს სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადა იყოს გონივრული და ადეკვატური იმ საწარმოო პროცესებისა, რომლებიც კავშირშია თამბაქოს სტანდარტიზებულ შეფუთვასთან და რეგულაციის ზეგავლენის ეფექტის სრულყოფილად შეფასებასთან. ამიტომ, მიზანშეწონილია, თამბაქოს სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად ხდება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით რეგულაციების კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვადის, გონივრული ვადით, გადაწევა. აქედან გამომდინარე: საქართველოს მთავრობას ვალდებულება ექნება, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, ასევე სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა ან/და განლაგების წესი ნაცვლად 2017 წლის 1 ივლისისა დაამტკიცოს 2022 წლის 1 ივლისამდე; ხოლო თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი (2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საბაზისო სცენარის პირობებში (წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების გარეშე), საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვან შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაცია ამოქმედდებოდა 2018 წლის 1 იანვრიდან, რასაც შესაბამის ინდუსტრიაზე და საგადასახადო შემოსავლებზე გავლენის არხით, გონივრულად მოსალოდნელია, ჰქონოდა არსებითი გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით. წარმოდგენილი კანონპროექტით, აღნიშნულ გავლენას საშუალოვადიან პერიოდში ადგილი აღარ ექნება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს თამბაქოს მწარმოებლებზე, ვინაიდან საბაზისო სცენარის პირობებში (წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების გარეშე), საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვან შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაცია ამოქმედდებოდა 2018 წლის 1 იანვრიდან, რასაც გონივრულად მოსალოდნელია, ჰქონოდა არსებითი გავლენა შესაბამის ინდუსტრიაზე. საბაზისო სცენარის პირობებში ინდუსტრიაზე ზემოაღნიშნული გავლენა ასევე მოსალოდნელია ასახულიყო მომხმარებლებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და მისი განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, კახა კუჭავა, სოფო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ნინო წილოსანი, რევაზ არველაძე, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე, გიორგი თოთლაძე, ისკო დასენი, ივლიანე წულაია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, კახა კუჭავა, სოფო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ნინო წილოსანი, რევაზ არველაძე, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე, გიორგი თოთლაძე, ისკო დასენი, ივლიანე წულაია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 2 1. 2018 წლის 1 მაისამდე: ა) საქართველოს მთავრობამ მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე6 პუნქტით, ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით და ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-10 მუხლის 13 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტები; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე3 პუნქტით განსაზღვრული ბრძანება; გ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-10 მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული ბრძანება; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 102 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ბრძანება; ე) შესაბამისმა დაწესებულებებმა/უწყებებმა უზრუნველყონ თავიანთი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. 2017 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტი (გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებისა), მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ.ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები და მე6–მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან. 5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.