„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.06.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ა. ოხანაშვილი, დ. მათიკაშვილი, გ. ხატიძე, კ. კუჭავა, ს. კილაძე, გ. მაჭარაშვილი, კ. ნარჩემაშვილი, ი. მეზურნიშვილი, რ. იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გ. გულორდავა, ნ. წილოსანი, რ. არველაძე, ი. ბერაია, მ. ქვარაია, ს. მახათაძე, გ. თოთლაძე, ი. დასენი, ი. წულაია
ნომერი
#07-3/82/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 7
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www. matsne.gov.ge), 30.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.018456) მე-2 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილი და მე-19 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული ცვლილებები, რომლითაც ხდება სტანდარტიზებული შეფუთვის იმპლემენტაციისათვის ვადის გადაწევა. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა თამბაქოს ნაწარმის ისეთი შეფუთვით რეალიზაციისათვის, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმის ამოქმედება გათვალისწინებულია 2018 წლის 1 იანვრისათვის; ამდენად საჭიროა მისი გადავადებაც, ვინაიდან შინაარსობრივად დაკავშირებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებებთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის დაკავშირებული მიზანია რეგულაცია, თამბაქოს კერძოდ, სტანდარტიზებულ ადმინისტრაციულ შეფუთვასთან სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმაც ამოქმედდეს თამბაქოს სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებულ ძირითად რეგულაციებთან ერთად - 2022 წლის 31 დეკემბრიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად ხდება ამოქმედების ვადის გადაწევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1558 მუხლით გათვალისწინებული რეგულაციისთვის - თამბაქოს ნაწარმის ისეთი შეფუთვით რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, მისი ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საბაზისო სცენარის პირობებში (წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების გარეშე), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1558 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია - თამბაქოს ნაწარმის ისეთი შეფუთვით რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს - ამოქმედდებოდა 2018 წლის 1 იანვრიდან, რასაც შესაბამისი ჯარიმების არხით, გონივრულად მოსალოდნელია, ჰქონოდა გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. წარმოდგენილი კანონპროექტით, აღნიშნულ გავლენას საშუალოვადიან პერიოდში ადგილი აღარ ექნება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს თამბაქოს მწარმოებლებზე, ვინაიდან საბაზისო სცენარის პირობებში (წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების გარეშე), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1558 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია - თამბაქოს ნაწარმის ისეთი შეფუთვით რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს - ამოქმედდებოდა 2018 წლის 1 იანვრიდან, რასაც მოსალოდნელია ჰქონოდა გავლენა შესაბამის ინდუსტრიაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და მისი განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, კახა კუჭავა, სოფო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ნინო წილოსანი, რევაზ არველაძე, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე, გიორგი თოთლაძე, ისკო დასენი, ივლიანე წულაია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, კახა კუჭავა, სოფო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ნინო წილოსანი, რევაზ არველაძე, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე, გიორგი თოთლაძე, ისკო დასენი, ივლიანე წულაია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-8 და მე-10–მე-18 ნაწილებისა, მე-19 ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-20–21-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები, მე-4 ნაწილით 3 გათვალისწინებული კოდექსის 155 მუხლის პირველი–მე-14 ნაწილები, ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები, მე-7 ნაწილი (გარდა მე-7 ნაწილით 6 გათვალისწინებული კოდექსის 155 მუხლის მე-3 ნაწილისა), მე-8 და მე-10–მე-18 ნაწილები, მე-19 ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტები და მე-20–21-ე ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. 3 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 155 მუხლის მე-15–მე-18 ნაწილები და ამ კანონის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული 6 კოდექსის 155 მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან. 3 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 155 მუხლის მე-19 და მე-20 ნაწილები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.