„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.08.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, დავით მათიკაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა ბესელია, ივლიანე წულაია, ვანო ზარდიაშვილი
ნომერი
#07-3/87/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 17) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 – 36 პუნქტები: „34. ამ მუხლის 33 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ფარგლებში; ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ამ მუხლის 36 პუნქტით დადგენილი წესით. 35. ამ მუხლის 34 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომერციული ბანკი ვალდებულია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან 2 წლის ვადაში, გაასხვისოს იგი უფლებამოსილ პირზე; 36. ამ მუხლის დაინტერესებული 34 პუნქტის პირი „ბ“ ქვეპუნქტით მიმართავს დარგში განსაზღვრულ შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც დასაბუთებული საზოგადოებრივი აუცილებლობის ინტერესების არსებობისას, გათვალისწინებით, სახელმწიფო საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი და გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: მიწას, როგორც უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო რესურსს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მიწის მართვის ეფექტური პოლიტიკის განსაზღვრა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კერძო და სახელმწიფო ინტერესების დაცვა, საბაზრო ეკონომიკის ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება და მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია ორი მოსმენით, მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო რესურსად აღიარებს და მისი დაცვის მაღალ სტანდარტებს ადგენს. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგულირება გათვალისწინებული იქნება ორგანული კანონით. შესაბამისად, სწორედ ამ ორგანულ კანონში უნდა იქნეს გაწერილი ის საგამონაკლისო შემთხვევები, რომლებიც დღეს მოქმედი მორატორიუმით არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ორგანული კანონის ამოქმედებამდე, გარდამავალ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ზოგიერთი საკითხი საჭიროებს მყისიერ მოწესრიგებას. აღნიშნული, ერთი მხრივ ხელს შეუწყობს პრაქტიკაში წარმოშობილ ობიექტური შემთხვევების სამართლიან გადაწყვეტას, ხოლო, მეორე მხრივ დააზღვევს იმ საფრთხეებს, რაც გარდამავალ ეტაპზე მიწის გასხვისების დროს შეიძლება შეიქმნას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მომზადების მიზანია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ისეთი ობიექტური შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით და საბანკო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრული პირობით, გარდამავალ ეტაპზე, მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება. ამასთან, კანონპროექტის მიზანია, საბანკო-საფინანსო სფეროს სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საბანკო პროდუქტების მეშვეობით სასოფლოსამეურნეო საქმიანობით დაინტერესებულ პირთა ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია, შემთხვევებში მიენიჭოს რომ საქართველოს დისკრეციული მორატორიუმის მოქმედების გადაწყვეტილებები იმ მთავრობას განსაკუთრებულ უფლებამოსილება ზემოაღნიშნული განმავლობაში დაინტერესებულ პირთა მიიღოს ლეგიტიმური სასარგებლოდ, რომლებთან მიმართებაშიც არსებობს დასაბუთებული აუცილებლობა და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლს ემატება 34 - 36 პუნქტები, რომლის მიხედვითაც: - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე. - წარმოდგენილი ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელმაც საკითხის შესწავლის შემდგომ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებით და საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უნდა წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების ხარჯებს სახელმწიფო დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არანაირი გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი არ არის განსაზღვრული. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების აღმასრულებელი პროცესში ხელისუფლების მონაწილეობა დაწესებულებათა მიიღეს საქართველოს წარმომადგენლებმა და ბიზნესომბუდსმენმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, დავით მათიკაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, გურამ მაჭარაშვილი და გიორგი კახიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ივლიანე წულაია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის მე -4 მუხლის მე -7 და მე -6 მუხლის მე -3 პუნქტები ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან. 2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაეცეთ 2006 წლის 31 დეკემბრამდე. 3. 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს ამ კანონის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება . (22- ე მუხლის მე -3 პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედებამდე უცხოელის ,საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ) (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს უცხოელის მიმართ ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 – ვებგვერდი, 07.07.2014წ.) 31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე; ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომლებიც ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი წესით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 32. ამ მუხლის 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი მიმართავს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც დასაბუთებული აუცილებლობის არსებობისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 33. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერდეს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება. 4. 2014 წლის 30 ნოემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება; დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით. 5. თუ მესაკუთრეს რჩება 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი მემკვიდრე, სახელმწიფო არ გამოიყენებს უპირატესი გამოსყიდვის უფლებას მანამ, სანამ არ დადგინდება, შეუძლია თუ არა მემკვიდრეს, დამოუკიდებლად გაუძღვეს მეურნეობას.