„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის
მე-8 პუნქტი:
„8. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, შეჩერდეს ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება იმ სანოტარო მოქმედებების შესრულებასთან
მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული
იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის (გარდა „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 34 პუნქტით
განსაზღვრული შემთხვევებისა) მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2017 წლის 16 ივნისის №1049 კანონით, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, შეჩერებულ იქნა
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
ნორმის მოქმედება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლებას ანიჭებს უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ
პირსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში
რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. ამასთან, განსაზღვრული გარემოებებიდან გამომდინარე,
მომზადებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი,
რომლის
მიხედვითაც,
აღნიშნული
შეზღუდვა
არ
გავრცელდება
გარკვეულ
პირებზე/შემთხვევებზე.
აღსანიშნავია, რომ შესაძლოა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ ნოტარიუსმა შეასრულოს
გარკვეული სანოტარო მოქმედება, კერძოდ, დაადასტუროს გარიგება, რომელიც
ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ პირის საკუთრებაში
გადასვლას, რომლებსაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“
საქართველოს კანონით შესაბამის პერიოდში ეზღუდებათ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება, რისთვისაც პირმა გადაიხადოს საზღაური
სანოტარო მოქმედებისათვის, თუმცა, ხსენებული მორატორიუმის გამო, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მას უარი
ეთქმება საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული
ვითარების თავიდან აცილებისა და ზემოხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი,
ასევე, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 16
ივნისის №1049 კანონით შესულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომლითაც
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერდა იმ ნორმის მოქმედება, რომელიც
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებას ანიჭებს
უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირსა და საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ
იურიდიულ პირს. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული
პირის მიერ სანოტარო საზღაურის გადახდა იმ სანოტარო მოქმედებისათვის, რომლის
საბოლოო მიზანი (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირის საკუთრებაში
გადასვლა), ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლს
ემატება მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, შეჩერდება ამ
კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების („კანონით დადგენილ
შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს“; „გასცემს მეუღლეთა
საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას“) მოქმედება იმ სანოტარო
მოქმედებების შესრულებასთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია უცხოელის,
საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის (გარდა
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22ე მუხლის 34 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) მიერ საქართველოში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
ბიუჯეტიდან.
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს
სახელმწიფო
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არანაირი გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი არ
არის განსაზღვრული.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა წარმომადგენლებმა და
ბიზნესომბუდსმენმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, დავით მათიკაშვილი, ეკა
ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია,
გურამ მაჭარაშვილი და გიორგი კახიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ივლიანე წულაია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 57. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის მე-11 მუხლის მიზნებისათვის, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში
იგულისხმება გამოცდა, რომელიც ჩატარდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამავე კანონის
მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს
ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული
ნოტარიუსის შემცვლელი პირები ჩაითვლებიან ამ კანონით დადგენილი წესით
თანამდებობაზე დანიშნულ ნოტარიუსებად.
3. ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს
ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული
ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის
განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად
ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის
საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ
საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ
კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი
დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან ერთად საქართველოს პარლამენტის 2010 წლის
საგაზაფხულო სესიისათვის უზრუნველყოს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის
განკუთვნილი საზღაურის გაანგარიშების ახალი წესის შემუშავება და „სანოტარო
მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი
ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის
წარდგენა.
5. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და ამ კანონის ამოქმედებამდე თანამდებობაზე
დანიშნულმა ნოტარიუსებმა უზრუნველყონ შესაბამისად საქართველოს ნოტარიუსთა
პალატის არქივსა და სანოტარო ბიუროებში დაცული სამემკვიდრეო საქმეებისა და
ანდერძების აღწერა და სათანადო მონაცემების ელექტრონულ სანოტარო რეესტრში შეტანა.
7. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება 2010 წლისათვის
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 1
თვისა.