„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-05-13
ბიუროს ნომერი 177
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014,სარეგისტრაციო
კოდი: 010320000.05.001.017319) საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი
ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2014 წლის 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
შეტანილი ცვლილების შესაბამისად კანონის გარდამავალ დებულებებს დაემატა ნორმა,
რომლის თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი
არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება
დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ
შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განხორციელდა
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიღებასთან ერთად,
რაც დაკავშირებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის არსებით
რეფორმასთან.
რეფორმა
ითვალისწინებს
ადგილობრივი
თვითმართველობის
შტატების
ოპტიმიზაციას, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილებებისა და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების
ინსტიტუციურ
ცვლილებებს.
შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაექვემდებარებიან
სავალდებულო რეორგანიზაციას, რაც თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო
მოთხოვნებთან ადგილობრივი მოსამსახურეთა შესაბამისობის გადაფასების საჭიროებას
წარმოშობს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა მიზანშეწონილია განხორციელდეს
ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა სწავლების სისტემის განვითარებით, რასაც
უკვე ითვალისწინებს ორგანული კანონი, და კვალიფიკაციის შეფასების მექანიზმის
გამოყენებით, რომელიც კანონით უნდა განისაზღვროს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია გაუქმდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
ნორმა, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი
არჩევნების შემდეგ ყველა მოხელეს აცხადებს მოვალეობის შემსრულებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
უქმდება კანონის ნორმა, რომლის შესაბამისად 2014 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ყველა მოხელე ჩაითვლება
მოვალეობის შემსრულებლად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების და ფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებ სდამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტისმიღებაარიქონიებსგავლენასბიუჯეტისხარჯვითნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არწარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთამიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
შემოღებას.
გ) კანონპროექტისმიმართებასაერთაშორისოსამართლებრივსტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტისმიმართებაევროკავშირისდირექტივებთან:
კანონპროექტიარეწინააღმდეგებაევროკავშირისდირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგებასაქართველოს ორმხრივდამრავალმხრივხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტისმომზადებისპროცესშიმიღებულიკონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფოან/დასაერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო
ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტისავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ვახტანგ ხმალაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ვახტანგ
ხმალაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1344 მუხლი:
„მუხლი 1344
1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი
არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება
დროებით
მოვალეობის
შემსრულებლად
და
ისინი
უფლებამოსილებას
განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე,
რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კონკურსის წესით უნდა
შეივსოს, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს 2014 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების
ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღისა.“.
მუხლი
2.
ეს
კანონი
ამოქმედდეს
2014
წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად
გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
5 თებერვალი 2014 წ.
N1971-IIს
გიორგი მარგველაშვილი