საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში.
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📜 ტექსტი
წერილი
N 14103
06/09/2017
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად
გიგზავნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის
22 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშს
ნაცვლად წარმოდგენილისა .
დანართი: 16 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
ანგარიში
2017
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 1
სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში
I.
კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა --------------------------------------- 3
II.
კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა------------------------- 8
1.
კომიტეტის სამანდატო საქმიანობა --------------------------------------------- 8
2.
ფრაქციის რეგისტრაციის საკითხის განხილვა -------------------------------- 8
3.
ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის
მდგომარეობის შესწავლა --------------------------------------------------------- 9
4.
პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო წესით წარდგენის
თაობაზე შეგროვილი ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება------------10
5.
არანაკლებ
30
000
ამომრჩევლის
ინიციატივით
მოქალაქეთა
საინიციატივო
ჯგუფის
მიერ
სარეგისტრაციოდ
წარმოდგენილი
განცხადებების შესწავლა და შეგროვილი ხელმოწერების ნამდვილობის
შემოწმება---------------------------------------------------------------------------10
6.
ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებების შესწავლა------------- 13
7.
საკანონმდებლო წინადადებების განხილვა --------------------------------- 13
8.
სხვადასხვა საკითხზე მუშაობა------------------------------------------------ 14
9.
პარლამენტის
მიერ
მიღებულ
გადაწყვეტილებათა
შესრულების
კონტროლი------------------------------------------------------------------------ 15
2
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
თავის საქმიანობას წარმართავდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის და კომიტეტის დებულების შესაბამისად.
კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და
კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
თითოეული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა
კომიტეტის სხდომებზე. საანგარიშო პერიოდში მოწვეულ იქნა კომიტეტის 33
სხდომა და გაფორმდა სათანადო ოქმები.
კომიტეტის დასკვნები,
გადაწყვეტილებების პროექტები, ინფორმაციები ეგზავნებოდა პარლამენტის
ბიუროს შემდგომი რეაგირებისათვის.
I.
კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში იმუშავა 9 საკანონმდებლო აქტზე და
65 თანმდევ კანონპროექტზე. წამყვანი კომიტეტის სტატუსით იგი მუშაობდა
შემდეგ კანონპროექტებზე:
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე კანონპროექტი თანმდევ 65 კანონპროექტებთან ერთად,
რომელიც საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო
წარმოდგენილი. კანონპროექთა ეს პაკეტი მიზნად ისახავდა 2015 წლის 27
ოქტომბერს მიღებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ამოქმედების ვადის 2017 წლის 1 იანვარის 2017 წლის 1 ივლისამდე
გადაწევას. ვინაიდან
აღნიშნულმა კანონმა წარმოშვა მთელი რიგი
ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება, დაგეგმილი სიახლეების
ხარისხიანად შესრულებისა და დანერგვის აუცილებლობამ განაპირობა
თავდაპირველად დადგენილი ვადის
გადაწევა. კომიტეტმა გაიზიარა
საქართველოს მთავრობის მოსაზრებები და კომიტეტის შესაბამისი დასკვნა
გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს. ზემოაღნიშნული კანონპროექტი, ყველა
თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიღებულია პარლამენტის მიერ.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე. ეს კანონპროექტთა პაკეტი წარმოდგენილი იყო
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით.
როგორც უკვე ზემოთ იქნა აღნიშნული 2016 წლის დეკემბერში
განხორციელებული ცვლილებით კანონის ამოქმედება გადავადდა 2017 წლის 1
ივლისამდე. იმისათვის, რომ დასრულებულიყო კანონის ამოქმედებისათვის
აუცილებელ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე მუშაობა,
ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის
გამართვა და მასში საჯარო სამსახურის მონაცემების ასახვა, ასევე
მომზადებულიყო კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი,
რომელიც კანონის ამოქმედებამდე გაასწორებდა ტექნიკურ და შინაარსობრივ
ხარვეზებს და ხელს შეუწყობდა მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის
3
ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურ განხორციელებას, საჭირო
გახდა ზემოაღნიშნული კანონპროექტის წარმოდგენა.
წარმოდგენილი პროექტით ასევე განისაზღვრებოდა გარდამავალი
პერიოდი, კანონის 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე,
რომლის განმავლობაშიც კანონის მუხლები ნაწილობრივ გავრცელდებოდა
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე და დგინდებოდა მხოლოდ ღია
კონკურსების ჩატარების ვალდებულება, ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებს
ენიჭებოდათ უფლებამოსილება 2017 წლის 31 დეკემბრამდე ყველა რანგის
ვაკანტურ პოზიციებზე გამოეცხადებინათ ღია კონკურსი. ასევე, გარდამავალ
პერიოდში კონკურსში მონაწილე პირები თავისუფლდებოდნენ სერტიფიკატის
წარდგენის ვალდებულებისაგან. გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილების
პროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული იყო გარდამავალ პერიოდში
საჯარო დაწესებულებებში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების
წესი.
უნდა აღინიშნოს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის ამოქმედებამდე მისაღები იყო მთელი რიგი ნორმატიული აქტები,
კომიტეტმა
საანგარიშო პერიოდში, ზემოაღნიშნული კანონპროექტის
წარმოდგენამდე, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ კომიტეტის წევრებს მიეწოდათ
სრულყოფილი
ინფორმაცია
როგორც
განხორციელებული,
ასევე
განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში აქტიურად მუშაობდა წარმოდგენილ
ცვლილებაზე,
კომიტეტის
სხდომებზე
წარმოდგენილი
იყო
არგუმენტირებული
შენიშვნები
და
წინადადებები,
რომლებიც
გათვალისწინებულ იქნა
ინიციატორის მიერ. კომიტეტმა კანონპროექტი
განიხილა სამი მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. კანონპროექტი
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით განიხილა
,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, რომელიც საქართველოს
პარლამენტის წევრის რევაზ არველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით იყო წარმოდგენილი. ამ კანონპროექტით კანონს ემატებოდა 131 მუხლი,
რომლითაც განისაზღვრებოდა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების
აპარატში დასაქმებულ პირებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის ცალკეული ნორმების გავრცელებისა და მათთვის სპეციალური
რეგულაციების დადგენის საკითხი.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ ინიციატივაზე, კომიტეტის სხდომაზე
წარმოდგენილი იყო არგუმენტირებული შენიშვნები კანონპროექტის 131
მუხლის ზოგიერთ პუნქტებთან დაკავშირებით. გამოთქმული შენიშვნებისა და
წინადადებების გათვალისწინებით კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნა
კომიტეტის მიერ და კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.
4
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ძირითადად მუშაობდა და აგრძელებს
მუშაობას
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
დახვეწის
მიმართულებით. ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
განხორციელებული თითოეული
ცვლილება კომიტეტის სხდომებზე
გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით დაიხვეწა და მათზე
მომზადდა კომიტეტის შესაბამისი დასკვნები.
კომიტეტი, როგორც წამყვანი, მუშაობდა კომიტეტის და კომიტეტის
წევრების
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარდგენილ
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შემდეგ პროექტებზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს
პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით იყო წარმოდგენილი
ამ ცვლილების მიზანი იყო საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით მომხდარიყო მაჟორიტარული სისტემით
არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული
ხარჯების ოდენობის დარეგულირების საკითხის განსაზღვრა, ნაცვლად
,,საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის
გაუმჯობესების
ღონისძიებათა
შესახებ“
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილებისა. პროექტის თანახმად პარლამენტის რეგლამენტის მე-19
მუხლში მიეთითა, რომ მაჟორიტარი წევრის ბიუროს საქმიანობასთან
დაკავშირებული ხარჯების ოდენობა განისაზღვრება დებულებით. შესაბამისად
ძალადაკარგულად
გამოცხადდებოდა
საქართველოს
პარლამენტის
ზემოაღნიშნული დადგენილება. რეგლამენტის ეს პროექტი განხილულია
კომიტეტის მიერ სამივე მოსმენით და წარდგენილია შესაბამისი დასკვნები,
პარლამენტის რეგლამენტის ეს პროექტი მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე
მოსმენით.
რეგლამენტის ზემოაღნიშნული ცვლილების შესაბამისად კომიტეტმა
მოამზადა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის
№29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით
არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და
საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი
თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტი. იმის გამო, რომ
შეიცვალა
მაჟორიტარული სისტემით აჩეული პარლამენტის წევრების დაფინასების წესი,
საჭირო გახდა დებულების ცალკეული მუხლებში შესაბამისი ცვლილებების
შეტანა. კომიტეტმა იმუშავა ამ ცვლილებებზე, განიხილა კომიტეტის სხდომაზე
და დებულების პროექტი დასამტკიცებლად გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე". რეგლამენტის ეს
პროექტი წარმოდგენილი იყო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
5
ინიციატივით და დაკავშირებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ იმ
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებასთან საქართველოს პარლამენტში, რომლის
თანახმადაც უქმდებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო და საფინანსო
სექტორზე ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოდ მის
ნაცვლად განისაზღვრებოდა საქართველოს ეროვნული ბანკი. იმის გამო, რომ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელება
მხოლოდ
საქართველოს
პარლამენტის
პრეროგატივაა,
საქართველოს
პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 6 მარტის სხდომის გადაწყვეტილების
თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა შესაბამისი
ცვლილებების მომზადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
კომიტეტის მიერ მომზადდა აღნიშნული პროექტი, რომლის მიზანი იყო
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
ზოგიერთი
მუხლების
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ზემოაღნიშნული
პროექტი განიხილა სამი მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები.
პროექტი მიღებულია სამივე მოსმენით პარლამენტის მიერ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ აღნიშნული
პროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი
კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით. ამ
ინიციატივის მიზანი იყო საკანონმდებლო წინადადების განხილვის
პროცედურების დაზუსტება, აგრეთვე გარკვეული ახლებური რეგულაციების
განსაზღვრა
საკანონმდებლო
წინადადების
წარდგენის
უფლების
განხორციელებისა და განხილვის პროცედურების დახვეწის მიზნით.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი განიხილა
სამი მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები, რეგლამენტის
ზემოაღნიშნული პროექტი განხილულია სამივე მოსმენით საქართველოს
პარლამენტის მიერ.
კომიტეტმა, როგორც წამყვანმა, განიხილა ასევე პარლამენტის წევრებისა
და საპარლამენტო ფრაქციების შემდეგი ინიციატივები:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც
პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო
წარმოდგენილი.
რეგლამენტის
პროექტის
მიზანი
იყო
,,საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ
ცვლილებასთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობის
უზრუნველყოფა. კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ
კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც გარკვეულწილად შეიცვალა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესი.
წარმოდგენილი ცვლილების პროექტი აწესრიგებდა პარლამენტის მიერ
საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის საკითხებს. კომიტეტმა
6
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტი განიხილა
სამივე მოსმენით, გაიზიარა ინიციატორის მოსაზრებები და შესაბამისი დასკვნა
წარუდგინა პარლამენტის ბიუროს. მიღებულია სამივე მოსმენით პარლამენტის
მიერ.
საქართველოს რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ ეს პროექტი წარმოდგენილი იყო
საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის
და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით.
წარმოდგენილი ცვლილება განპირობებული იყო საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრის შერჩევის კრიტერიუმის, კერძოდ სპეციალობით
მუშაობის მინიმალური გამოცდილების დამდგენი ნორმის და ,,საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის
შესახებ“
ორგანული
კანონის
პროექტის
შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული პროექტი
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განიხილა სამი მოსმენით და წარადგინა
შესაბამისი დასკვნები. პროექტი მიღებულია სამივე მოსმენით პარლამენტის
მიერ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე". რეგლამენტის ეს
პროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო
ფრაქციების - „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო უკეთესი
მომავლისათვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით. წარმოდგენილი
პროექტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატებოდა 1031 მუხლი,
რომლის თანახმად კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებით, ფაქტების
გამოკვლევისა (მათ შორის კომერციული საიდუმლოების) და შესაბამისი
რეაგირების მიზნით, პარლამენტში იქმნებოდა ინტერფრაქციული ნდობის
ჯგუფი. ჯგუფის შექმნის საფუძველი იქნებოდა ინფორმაცია კომერციული
გარიგების თაობაზე, რომელიც უკავშირდებოდა სახელმწიფო ინტერესებს,
სახელმწიფო უშიშროების საკითხებს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ
მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.
კომიტეტმა რეგლამენტის აღნიშნული პროექტი განიხილა პირველი
მოსმენით კომიტეტის სხდომაზე, წარმოდგენილი იყო მთელი რიგი შენიშვნები,
კომიტეტმა არ გაიზიარა ინიციატორთა მოსაზრებები და ,,საქართველოს
პარამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” წარმოდგენილი
პროექტი მიუღებლად მიიჩნია. კომიტეტის უარყოფითი დასკვნა გაეგზავნა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე." ეს პროექტი
წარმოდგენილი იყო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით.
პროექტი ითვალისწინებდა
პარლამენტის რეგლამენტის 137-ე მუხლში
ცვლილების განხორციელებას, რომლითაც პარლამენტის უფრო მეტ წევრს
7
მიეცემოდა შესაძლებლობა ესარგებლა პლენარულ სხდომაზე განცხადების
გაკეთების უფლებით.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა
წარმოდგენილ
ინიციატივაზე. კომიტეტმა ჩათვალა, რომ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 137-ე მუხლის მოქმედი რედაქცით გათვალისწინებული,
პარლამენტის წევრების მიერ განცხადებებით სარგელობის წესი გაცილებით
უფრო მოქნილი იყო, ვიდრე წარმოდგენილი პროექტით შემოთავაზებული
რედაქცია, ამიტომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი
პროექტი მიუღებლად მიიჩნია. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა
პარლამენტის ბიუროს.
გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა კომიტეტში მიმდინარეობდა და
გრძელდება მუშაობა ,,ეთიკის კოდექსზე“.
II.
კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა.
1. კომიტეტის სამანდატო საქმიანობა
კომიტეტის დებულების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა
წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე მოამზადა კომიტეტის
დასკვნები და პარლამენტის დადგენილებების 10 პროექტი პარლამენტის
წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და გამოკლებული წევრების
ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.
ათივე დადგენილება მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ.
2. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხის განხილვა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 5 საპარლამენტო
ფრაქციის:
- „ქართული ოცნება - კონსერვატორების“,
- „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“,
- ,,ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისათვის“
- ,,ნაციონალური მოძრაობა“
- „მოძრაობა თავისუფლებისათვის-რეგიონები“
რეგისტრაციის თაობაზე შემოსული განცხადებები და თანდართული
მასალები. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასალები
ხუთივე
შემთხვევაში
შეესაბამებოდა
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილ
მოთხოვნებს,
რის
გამოც
კომიტეტმა
მიზანშეწონილად მიიჩნია მათი რეგისტრაცია და საქართველოს პარლამენტის
ბიუროს წარუდგინა კომიტეტის შესაბამისი დასკვნები.
8
3. ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების დაცვის მდგომარეობის შესწავლა
კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად
სწავლობდა კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო, აგრეთვე სხვა დროებით
კომისიებსა და საერთაშორისო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული
წარმომადგენლობის
კვოტების
დაცვის
მდგომარეობას.
საჭიროების
შემთხვევაში ფრაქციებს მიეთითებოდათ სხვადასხვა კომიტეტებიდან წევრების
გამოყვანის, ან
დასანიშნი წევრების თაობაზე. ასევე განიხილებოდა
ფრაქციებიდან მიღებული წერილები კვოტების დათმობის თაობაზე.
იმის გამო, რომ
საქართველოს პარლამენტში საანგარიშო პერიოდში
ჩამოყალიბდა 5 ახალი ფრაქცია, საჭირო გახდა პარლამენტის კომიტეტებში,
დროებით კომისიასა და
მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრა.
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში
მოამზადა კომიტეტის დასკვნები და
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებების შემდეგი პროექტები:
- საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე -3 პროექტი;
- საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის
თაობაზე - 3 პროექტი;
- საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
საკითხთა დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის თაობაზე- 2 პროექტი;
გარდა ზემოაღნიშნულისა, იმის გამო, რომ შეიქმნა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი
საქართველოს პარლამენტის დროებით კომისია, კომიტეტმა მოამზადა
დასკვნა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი ,,სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელ
საქართველოს
პარლამენტის
დროებით
კომისიაში
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“.
9
4. პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
საკანონმდებლო წესით წარდგენის თაობაზე შეგროვილი
ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის 108 წევრის მიერ
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით
შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი. ხელმოწერების
გადამოწმების შედეგად დადგინდა პარლამენტის 108 წევრის ხელმოწერის
ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
173-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას და იძლეოდა
საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
მინიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
5. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ
წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა და შეგროვებული
ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განიხილა:
არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და
დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის წარდგენის
უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
(დავით ჯანდიერის, ირაკლი მოდებაძის, ქრისტინე ჩაფიძის, დიმიტრი
ბლუაშვილის და სესილი ბარბაქაძის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული
ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.
წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა გადამოწმდა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. იმის
გამო, რომ ცალკეულ შემთხვევებში დარღვეული იყო აღნიშნული პუნქტის
მოთხოვნები, ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (21 546 ხელმოწერა) არ
აღემატებოდა 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერას, ამიტომ კომიტეტის
გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ საინიციატივო ჯგუფს უარი უნდა ეთქვას
კანონპროექტების პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისი
დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
10
კომიტეტმა ასევე განიხილა:
არანაკლებ
30
000
ამომრჩევლის
ინიციატივით
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტის,
„საქართველოს საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტისა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის
უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
(დავით ჯანდიერის, ირაკლი მოდებაძის, ქრისტინე ჩაფიძის, დიმიტრი
ბლუაშვილის და სესილი ბარბაქაძის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული
ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.
იმის გამო, რომ ამ შემთხვევაშიც დარღვეული იყო საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები,
ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (21 884 ხელმოწერა) არ აღემატებოდა 30
000 ამომრჩევლის ხელმოწერას, ამიტომ კომიტეტის გადაწყვეტილებით
ზემოაღნიშნულ საინიციატივო ჯგუფს უარი უნდა ეთქვას კანონპროექტების
პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა
წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონებში
ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა (ლ.
ჩერნოვეცკი, თ. როყვა, ს. ხახუტაიშვილი, ლ. ყაჯრიშვილი, გ. ქვრივიშვილი)
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარმოდგენილი მასალები არ შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ამიტომ კომიტეტმა
მიზანშეწონილად არ მიიჩნია
აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციაში გატარება.
არანაკლებ
30000
ამომრჩევლის
ინიციატივით
„შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო
ჯგუფის (ლელა ჯანაშიას, მიხეილ ჭითაშვილის, თამარ იარაჯულის, ანა
კორკელიას და რუსუდან ტატიშვილის) რეგისტრაციის საკითხი.
11
განხილვის შედეგად, როგორც წინა შემთხვევაში, ასევე დადგინდა, რომ
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალები არ შეესაბამებოდა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-2 პუნქტის
მოთხოვნებს, ამიტომ კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნული
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება.
არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „სახელმწიფო პენსიის
შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის
(ირაკლი პეტრიაშვილის, გიორგი ჭანტურიძის, რაისა ლიპარტელიანის, ნიკა
კაკაშვილის და თამაზ დოლაბერიძის რეგისტრაციის საკითხი.
შესწავლის
შედეგად დადგინდა, რომ
პარლამენტის ბიუროს მიერ
მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის
განცხადება წარმოდგენილ იქნა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
177-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად. კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი გაატარა რეგისტრაციაში,
გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების
შესაგროვებლად დადგენილი ფორმის(ფურცლის) ნიმუში.
არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს ორგანულ
კანონში ,,საქართველოს სარჩევნო კოდექსი“ ცვლილების წარდგენის უფლების
განხორციელების
მიზნით
მოქალაქეთა
საინიციატივო
ჯგუფის
(ი.პავლიაშვილი,
მ.კუპრავა-შარვაშიძე,
თ.აბრამიშვილი,
ე.რუსეცკაია,
ც.ბაკურაძე) განცხადება, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით
დაევალა კომიტეტს. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პარლამენტის
ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის
განცხადება
წარმოდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად.
კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი გაატარა რეგისტრაციაში,
გადასცა
სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ
აღნიშნული
კანონპროექტის
მხარდამჭერთა
ხელმოწერების
შესაგროვებლად დადგენილი ფორმის(ფურცლის) ნიმუში.
საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა შეგროვებული ხელმოწერები კომიტეტმა
შეისწავლა შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სულ წარმოდგენილი იყო 37872
ამომრჩევლის ხელმოწერა (2528 ფურცელი), გაირკვა, რომ რიგ შემთხვევებში
დარღვეული იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის
მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების
რაოდენობამ
შეადგინა
2565
ხელმოწერა.
შესაბამისად,
ნამდვილი
ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 35 307 ხელმოწერა, რაც აღემატებოდა
30000 ამომრჩევლის ხელმოწერას და იძლეოდა საქართველოს კონსტიტუციის
67-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის
განხორციელების უფლებას.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა საქართველოს პარლამენტის
ბიუროს.
12
6. ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებების
შესწავლა
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 1 მაისის
გადაწყვეტილების შესაბამისად საანგარიშო პერიოდში შეისწავლა დავით
ოთიაშვილის ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“, ,,საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“,
,,ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკუსორებისა
და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და ,,ნარკოტიკული დანაშაულების
წინაარმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების
განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადება და
თანდართული მასალები
იმის
გამო,
რომ
საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილი
დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს,
კომიტეტის
გადაწყვეტილებით დავით ოთიაშვილს უარი
ეთქვა ლობისტად
რეგისტრაციაზე. კომიტეტის შესაბამისი დასკვნები გაეგზავნა პარლამენტის
ბიუროს. იგივე კანონპროექტებზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების
თანახმად კომიტეტმა ხელმეორედ შეისწავლა წარმოდგენილი საბუთები,
მაგრამ ამჯერადაც წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა
,,ლობისტური
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომიტეტის გადაწყვეტილებით დავით
ოთიაშვილს უარი უნდა ეთქვას ზემოაღნიშნულ კანონპროექტებზე ლობისტად
რეგისტრაციაზე
და
კომიტეტის
დასკვნა
წარედგინა
საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 29 მაისის
გადაწყვეტილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
განიხილა მოქალაქე ლევან ალაფიშვილის „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონის პროექტებზე ლობისტად
რეგისტრაციის შესახებ განცხადება და თანდართული მასალები.
შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა „ლობისტური საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან
გამომდინარე,
კომიტეტმა
მიზანშეწონილად მიიჩნია მოქალაქე ლევან
ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაცია და სათანადო დასკვნა გაუგზავნა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
7. საკანონმდებლო წინადადებების განხილვა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა
განიხილა საზოგადოებრივ და
პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“
13
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (N1433; 26.01.2017)
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით ახალი რედაქციით
ყალიბდებოდა პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის
„ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის
წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. ხოლო „გ“ ქვეპუნქტის
მიხედვით, პარლამენტის წევრს, თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა
შექმნეს ფრაქცია, უფლება ექნებოდა
იყოს მხოლოდ „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი.
კომიტეტმა
განიხილა
აღნიშნული
საკანონმდებლო
წინადადება.
კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი
არგუმენტირებული შენიშვნების
საფუძველზე კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით
გათვალისწინებული რეგულაციები ზღუდავდა პარლამენტის წევრის მიერ
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური საქმიანობის
ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას, აღნიშნულიდან გამომდინარე,
კომიტეტმა უარყოფილად ცნო საკანონმდებლო წინადადება და შესაბამისი
დასკვნა წარუდგინა პარლამენტის ბიუროს
კომიტეტი მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადებით ახალი რედაქციით ყალიბდებოდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 219-ე მუხლი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის
წესსა და პროცედურებს ეხებოდა. ინიციატორთა მოსაზრებით, ნაცვლად
ფორმალური ხასიათის შესაბამისობის დადგენისა, შემოთავაზებული იყო
პარლამენტის კომიტეტისათვის ფართო მანდატის მინიჭება კანდიდატთა
თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული გამოხატული იყო ერთი
მხრივ არსებული პროცედურის დახვეწის, ხოლო მეორეს მხრივ კანდიდატთან
დაკავშირებით დამატებით ინფორმაციის მოძიებაში.
კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება,
განიხილა
კომიტეტის
სხდომაზე.
სხდომაზე
კომიტეტის
მხრიდან
წარმოდგენილი
იყო არგუმენტირებული
შენიშვნები ზემოაღნიშნულ
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. კომიტეტმა არ გაიზიარა
ინიციატორთა მოსაზრებები და საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად
იქნა ცნობილი. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის
ბიუროს.
8.
სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა
საანგარიშო პერიოდში:
კომიტეტი სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს
და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს,
14
იხილავდა ცალკეული პარლამენტის წევრებისგან წარმოდგენილ სათანადო
ინფორმაციებს;
კომიტეტი
საანგარიშო
პერიოდში
სწავლობდა
წერილობით კითხვასთან დაკავშირებულ საკითხებს;
პარლამენტის
კომიტეტი იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალური
სტრუქტურებიდან შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების შემთხვევაში
აგზავნიდა მათ შესაბამის სტრუტურებში შემდგომი რეაგირებისათვის;
კომიტეტმა 2016 წლის საშემოდგომო სესიისა და 2017 წლის
საგაზაფხულო სესიის ბოლოს განიხილა პლენარული სხდომების არასაპატიო
მიზეზით გაცდენების შესახებ მანდატურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსების მიზნით;
კომიტეტი პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების
მიზნით ყოველთვიურად იხილავდა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა
და პარლამენტის კომიტეტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს პარლამენტის
წევრთა მიერ კომიტეტების
სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის
შესახებ;
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა
,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. ფარული კეჭისყრით,
კომიტეტის წევრთა უმრავლესობით, ნდობა გამოუცხადა სამთავრობო გუნდს
და მათ მიერ წარმოდგენილ პროგრამას და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა
პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის შესაბამისად
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული
ხარჯები
ანაზღაურდება
პარლამენტის
ბიუჯეტიდან.
მაჟორიტარი
პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. საანგარიშო
პერიოდში კომიტეტმა უზრუნველყო შესაბამისი ინფორმაციების მოძიება და
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ 2016 წელს გაწეული ხარჯების
შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნება.
9. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლი
საპროცედურო საკითხთა
შესაბამისად
ახორციელებდა
და წესების კომიტეტი დებულების
ცალკეული
კანონების
გარდამავალი
15
დებულებებით, პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს,
რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა
სტრუქტურებთან. აღრიცხავდა და აანალიზდა კომიტეტებიდან და მთავრობის
საპარლამენტო მდივნის სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციებს,
კომპეტენციის შესაბამისად აგზავნიდა შეხსენებებს, ყოველი თვის დასაწყისში
კომიტეტის ვებ გვერდზე ათავსებდა მიღებულ გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლის ამსახველ განახლებულ ინფორმაციებს, რითაც
პარლამენტის
სუბიექტებსა
და
აღმასრულებელი
ხელისუფლების
სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია როგორც
შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ.
მიმდინარეობდა მუშაობა აგრეთვე წინა მოწვევის განმავლობაში
ვადაგასული, შეუსრულებელი დავალებების შესრულების მდგომარეობის
შესახებ
ინფორმაციის
მოსამზადებლად,
რისთვისაც
საპარლამენტო
კომიტეტებსა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურს
გაეგზავნათ წინა მოწვევაში ვადაგასული, ჯერ არშესრულებული დავალებების
ჩამონათვალი.
საქართველოს
მთავრობის
საპარლამენტო
მდივნის
სამსახურიდან ასევე საპარლამენტო კომიტეტებიდან მიღებული წერილების
ანალიზის საფუძველზე დაზუსტდა წინა მოწვევის პერიოდში შეუსრულებელი
დავალებების განხილვის მდგომარეობა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მომზადდა და გაიგზავნა შემდეგი
ინფორმაციები:
- 2016 წლის 22 ნოემბრიდან
2017 წლის 1 მარტამდე
პერიოდში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
- 2016 წლის 22 ნოემბრიდან
2017 წლის 1 ივნისამდე
პერიოდში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
- 2016 წლის 21 ნოემბრიდან 20117 წლის 6 მარტამდე პერიოდში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
- 2017 წლის 5 მარტიდან
2017 წლის 5 ივნისამდე პერიოდში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია ყველა ის ძირითადი სამუშაო, რაც
საანგარიშო პერიოდში პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის
დებულების
მოთხოვნათა
შესაბამისად
შეასრულა
კომიტეტმა
კანონშემოქმედებით,
საკონტროლო
და
კომიტეტის
სპეციფიკიდან
გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
16