„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
05.09.2017
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21)
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი
ნომერი
#07-3/88/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-11
ბიუროს ნომერი 88

📜 ტექსტი

წერილი
15919-3-9-3-201710061749 N 15919 06/10/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დავალებული აქვს სავალდებულო წესით განიხილოს შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: - საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/88, 05.09.2017); - საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/89, 07.09.2017); - საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (07-3/81, 29.06.2017). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 9 ოქტომბრამდე, თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, მათი განხილვა დადგენილ ვადებში ვერ ხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გთხოვთ, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ინციატივების განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვით. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე
წერილი
17422-3-9-3-201711031344 N 17422 03/11/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დავალებული აქვს სავალდებულო წესით განიხილოს შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: - - - საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – (N07-3/88, 05.09.2017); (განხილვის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 10 ნოემბრამდე). საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ და მისი თანმდევი 4 კანონპტროექტი - (N07-3/95, 18.10.2017); (განხილვის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 7 ნოემბრამდე). საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 5 კანონპროექტი - (N07-2/137; 20.10.2017). (განხილვის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 13 ნოემბრამდე). ობიექტური მიზეზების გამო, დასახელებული საკანონმდებლო ინციატივების საკომიტეტო განხილვა დადგენილ ვადებში ვერ ხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე7 პუნქტის შესაბამისად გთხოვთ, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ინციატივების განხილვის ვადა გააგრძელოთ 1 (ერთი) თვით. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე
წერილი
ffitN 0?dr0f{0?sT bJd0mbU}J dmil0tgittg0 b)J)hgl3l0tYlt) J)hc)al60n - ,,: )_cL\L tt ,lL.1r l-t.:jr6cn3gq,rnb J.:6q,r0g6gob 6o3r6rntr 646rnbg0or, 6et1 2017 gq,ob 15 q9gg0636rl_r JorAoOCOob bbqreE:bg qr.:6offigq,o ogrn J,:6q,.:0g6goU $33r6otr 36$116 33o9o.:6o11 0o96 bs3.r6rn66q3bqer o6ogo,:gqob $gl_roor $r60r'rq.op6oqn ,,1.r.:jr6or3gq,s[ cr66.:6gq,o 3$r.r6ob J6rn3jgob ,,tr.:jr6co33q,ob &njryrjgrebotr EgUrb3b" brjrtiormqrerlr o65r6gq, 3rbgr6tso g3q,oq1ogbob tsCor6ob 03brbg0. (N07_3/88; 05.09.2017) 6r6boqgr, 6rn0gq,og .:t6 E3q6r &,r6blrp6gbq,ob 6r6rnggb.:qrg6q.,obob brOrn. 3o6mqtb .:q6ots0gq, r'rt66.;6gq,o 3.:6o6ob Jr6o$goU I 0robg36oor g$boqSob 3.:qr.r o$9t636.> 2017 $q,ob l8 qggg0bgr5b, 0o%.:6tsgfr,6oq,.:qr 0o63,186or, 3.rqnlr 5r66d3qgb.: 2 glcx6oor. 3.r6o6Jr6r,r3jgob 6,:6boq,3oU J.:go3ob630oor, !.p 63b3qr65 3o8ogXgob cnsgfu qx.r8.>r6g 4600, j. Jnor.rotro, o.o8r?odotr 6o0t. J\r2B UoJo6o,gnqroU Jr6qu8nSgotr UoUobqrX gnqrngoGo: (005 82) 228t0?9, nqr.grnL6o: contact@parliament.ge
წერილი
聴 bう J)h03DCn0 bSJふ 6冊 30興 円b386RIふ 88600b Ψ0360 3)hC)a350∩ 劇:│レ γク θ θ夕″ ″ /′ lr.rj.t6<n3gq,rnb Jr6q,rOX6$ol-r 6o.36cr! b,rjr6or3gq',erb J,r6qrr0g6go $936ob g0icrtl 33ogo.:6ob 6o3t6 br3r6or66e0bqo o6o6osgo3olr $3lroor r6ob $s60r.rqg6g6oq,o l-tjst<rcr6gq,erb Jrbcr$ob Jrnn3jgo ,,brjr6o6gq,cnb 0rnj,>q,rjgrnbob 83bsb3b" brj,>6cngq,rnb er6Srbgqr 3r6o6tso g3q,oq,gbol: Sggr6otr cnrcrbr'bg" (07-3188; 05.09.2017). JtbobJ6oCd$o 0otbrqr oltbs3b bsjt6or3gq,er0o qpCAoA6rBoCq,o lrogp,rgool: 6sg&6obgbgbrb, g6brngqrotor3olr 3s6o6og6 bug3d6q,t3 U$UgCOra 6brn363l\ob 5 $q,or6o 3tqroqrt6 10 $qttOq.og 5l$6qnot q.os gEog6.:6go gor6o3g6rp jr6o6gq,gbol,1136[ ttjr6or3Xq,rob OojrqrrjSarbob floqSbob 6106$o3gboor. SoEroQrE,,bljrt<lol35q,ot-t Ornjlq,ujSarbob 0gbrb3b" tr:j.:6or3gq,rnb rnr66:6gq, 3.:6ob8o tsggsboqro 63q,oq,3b3bott 0CSgCbte 6r$oqrrn[51q 5torgrq,ot-r$o65b,3q,os 3rbo6J6ergjgob Ser6oXtioro qggbgq,Xbs, trsj;6org3q,ml-r J.:6qrr036gob 6rg5q,.:43{;gotr 147-X Ogbq,oL 0g- 10 6r$oq,ob Bgbsbs6oltqr, 8rn50s6orgco ,,lrsj.>6cn33q,erb 0oj.:q,.:jXarbott Bgblbgb" ttjr6or3gq,r.rb m6pbgq, 3,:6rnb!o g3q,oq,gbol.r ?)C$r6otr orxnbstS" (07-3188; 05.09.2017) 3r6rn6J6er3jgob 6.:0erorbogob tsgt-rrb3b. Jogo3olr636oo, 96%.:6 33o6or6o 4600, j.j2or.roLo, o..rl.r?odoL 6.r3t. "\126 UoJ.GorgSqrolr Jo6s.q.r0666ol, lr,rlr.rbK,3 61q'itslo5rr: (S95 32) 2281679, gqr.grnUg.r: contect@parlioment.ge
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს (პარლამენტის უწყებანი, 13/05/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ორგანულ კანონში 1. მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი: „ფ) ეთნიკური ქართველი – პირი რომელიც ატარებს ქართულ გვარს და თავს მიიჩნევს ქართველად.“. 2. მე–12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.“. 3. მე–14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–3 პუნქტი: „3. საზღვარგარეთ ან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭებათ, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ქვეყანაში არსებული რთული დემოგრაფიული ვითარება. ამ მხრივ სამომავლო პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა, გაეროს მონაცემებით 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და ეს შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართველების ხარჯზე მოხდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა. სიტუაციის გამოსასწორებლად, შობადობის გაზრდასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, იმ მრავალი ჩვენი თანამემამულის სამშობლოსთან დაკავშირება და მათი დაბრუნება, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში და დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს როგორც კაცობრიობის ერთ–ერთ ნაწილს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები, არ ვიქცეთ უმცირესობად. ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო 2 მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ დატოვა სამშობლო, მათმა უმრავლესობამ მიიღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა. ამას გარდა, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები. ყველა ქართველს აქვს უფლება გახდეს საქართველოს მოქალაქე. მათი სამშობლოში დაბრუნება, დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოქმედი კანონმდებლობით უცხოელთათვის არსებული 5 წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) იცვლება 10 წლიანი ვადით. არსებული 5 წლიანი საცხოვრებელი ვადა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით არის ძალიან მცირე პერიოდი და აუცილებელია მისი გაზრდა 10 წლამდე. უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის მოქალაქეობის მიღების 10 წლიანი ვადები მრავლად გვხდება ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ბელგიასა და საბერძნეთში. შვეიცარიაში გვხდება –12 წლიანი ვადა. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია 1. უცხო ქვეყნის მოქალქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5 წლიანი ვადის 10 წლიანი ვადით შეცვლა. 2. ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით 1. იცვლება უცხო ქვეყნის მოქალქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5 წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) 10 წლიანი ვადით. 2. ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს თვლიანად ქართველებად, ხდება საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება ვალდებულებებს. არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ფინანსურ ან სხვა კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით არ დგინდება მოსალოდნელი ფინანსური საფასური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ს დირექტორი) ვ) კანონპროექტის ინიციატორი ემზარ კვიციანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საზღვაო და საჰაერო ხომალდები; ბ) საქართველოში ცხოვრება – პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ამ კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში; გ) საქართველოში უწყვეტად ცხოვრება – პირის საქართველოში ცხოვრება, თუ მას საქართველოს ტერიტორია წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის დატოვება სწავლის მიზნით 2 წლამდე ვადით და მკურნალობის მიზნით) არ დაუტოვებია. ამ კანონის მიზნებისათვის წელი ნიშნავს პერიოდს, რომელიც შედგება უწყვეტი 365 დღისაგან (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში – 366 დღისაგან); დ) მოქალაქეობის შეცვლა – საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა, ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი, გარდა იმ პირისა, რომელიც 18 წლის ასაკის მიღწევამდე დაქორწინდა; ვ) უცნობი მშობელი – მშობელი, რომლის ვინაობა ან/და მოქალაქეობრივი კუთვნილება უცნობია; ზ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობა – საქართველოსთან უცხოელის კავშირი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს; თ) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები. მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. 2. (ამოღებულია - 20.03.2015, №3400). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით. მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.