საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-11
ბიუროს ნომერი 88
📜 ტექსტი
წერილი
N 14264
08/09/2017
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ
2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში
გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
პატივისცემით,
ოთარ დანელია
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის
საშემოდგომო სესიისა და 2017 წლის
საგაზაფხულო სესიების პერიოდში
გაწეული საქმიანობის შესახებ
ანგარიში
1
შინაარსი
1.კომიტეტის საქმიანობის ძირითადი
მიმართულებები და ზოგადი სტატისტიკა ......................................................................................3
1.1.კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები …………………………...………....3
1.2კომიტეტის მიერ განხილული დოკუმენტების ზოგადი სტატისტიკა …………...……….….4
2.კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ………………………………………………...….....5
2.1. კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი კანონპროექტები ..................................6
2.2.კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი საერთაშორისო შეთანხმებები და
ხელშეკრულებები ...........................................................................................................................................11
2.3.საკანონმდებლი წინადადებების განხილვა ...................................................................................12
3. საპარლამენტო კონტროლი .............................................................................................................13
3.1. სამუშაო შეხვედრები ..............................................................................................................................13
4. კომიტეტში გამართული შეხვედრები
4.1.კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები .......................................................................................15
4.2.სამუშაო შეხვედრები ....................................................................................................................17
4.3.შეხვედრები ფერმერებთან ....................................................................................................................19
4.4.შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ................................20
კომიტეტის კვლევითი საქმიანობა ............................................................................................................24
საზოგადოებასთან ურთიერთობა ...................................................................................................24
2
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი თავის საქმიანობას
წარმართავს
საქართველოს
კონსტიტუციის,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის,
კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლება - მოვალეობათა
ფარგლებში.
კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საკანონმდებლო
საკითხების
მომზადებას,
ხელს
უწყობს
პარლამენტის
გადაწყვეტილებათა
შესრულებას, ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე.
კომიტეტის
ამოცანებია:
მიმართულებების
სახელმწიფოს
განსაზღვრა.
აგრარული
აგრარული
პოლიტიკის
რეფორმების,
ძირითადი
სასურსათო
უზრუნველყოფის, მიწის რესურსების, აგრარული განათლებისა და მეცნიერების,
აგრომომსახურებისა და ფერმერთა საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის
შემუშავება. აგრარულ სექტორში რეფორმების გატარების, აგრარულ-სამრეწველო და
სასურსათო კომპლექსის პოტენციალის სრულად გამოყენების, მისი დარგების
აღორძინებისა და დაჩქარებული განვითარების ხელშეწყობა.
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა და კომუნიკაცია
3
სანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი გამოხატული პრინციპი იყო
სამოქალაქო საზოგადოების მიმართ
კომიტეტი
ღია
იყო
თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.
ადგილობრივი
არასამთავრობო
და
საერთაშორისო
ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გასაზიარებლად და ქმნიდა
შესაძლებლობას
როგორც
საკანონმდებლო
საქმიანობის
წარმართვის,
ასევე,
საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას მათი ჩართულობისთვის.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ - მხარდაჭერით
შემუშავდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სტრატეგია
და 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა.
კომიტეტის სხდომების სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი
საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით გაიმართა კომიტეტის 25
სხდომა. განხილულია 56
საკითხი. აქედან 46 კანონშემოქმედებითი და
10
საზედამხედველო საქმიანობის კუთხით. კომიტეტის წევრებმა საანგარიშო პერიოდში
სამუშაო შეხვედრები გამართეს რეგიონებში. კომიტეტის წევრების მიერ სოფლის
მოსახლეობასთან,
ფერმერებთან,
აგრარულ
სექტორში
დასაქმებულ
პირებთან
შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხები იყო კომიტეტის სხდომებზე განხილვის
ერთ-ერთი თემა.
4
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მონაწილეობდა
პარლამენტის
კანონშემოქმედებით
საქმიანობაში.
საანგარიშო
პერიოდში
ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა კანონპროექტებზე:
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე. ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია.
კანონპროექტის მიზანია ვეტერინარიის რეგულირებად საქმიანობად განსაზღვრა და
ვეტერინარიის 5 წლიან ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლას
ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2005 წლის 7 სექტემბრის დირექტივის
„2005/36
პროფესიული
კვალიფიკაციების
აღიარების
შესახებ“
მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ქვეყნის ტერიტორიის დაცვის
ინტერესით
განსაკუთრებით
ეპიდემიოლოგიური
კეთილდღეობის
მავნე
პათოგენების
კეთილსაიმედოობა,
მიღწევა
შენარჩუნება.
შემოჭრა-შემოტანისაგან
ცხოველთა
ადამიანის
ჯანმრთელობისა
დაცვა
ცხოველებისა
და
და
ადამიანებისათვის საერთო გადამდები დაავადებებისაგან პირდაპირ კავშირშია
ქვეყნის ბიოუსაფრთხოებასთან, სურსათის უვნებლობასთან, ცოცხალი ცხოველებისა
და ცხოველური პროდუქტების ექსპორტთან, იმპორტთან და საერთაშორისო
ტრანზიტულ გადაზიდვებთან.
-
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი
ირაკლი შიოლაშვილი.
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია მუნიციპალიტეტებში შინაური
ცხოველების (მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და ცხენი) მიერ სასოფლოსამეურნეო სავარგულების დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გახშირებით.
სამწუხაროდ, ვერ ხერხდება არსებული სამართლებრივი გზებით მისი აღკვეთა, რაც
5
დიდ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. განსაკუთრებით ზიანდება იმ პირთა
ინტერესები, რომლებიც ფლობენ სავარგულების დიდ ფართობებს და დიდი
რაოდენობით აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. მათი ზარალი
მნიშვნელოვან თანხებს აღწევს. ყოველივე ზემოაღნიშნული, იწვევს დავებსა და
კონფლიქტებს, რომლებიც ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის და
ზოგჯერ ტრაგიკული შედეგით სრულდება.
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი.
კანონპროექტის
შემუშავების
მიზანია
დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და
ქვეყნის
სასოფლო–სამეურნეო
დასახლებული პუნქტების მიმდებარედ,
პრაქტიკულად განადგურებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა–შენარჩუნების
ხელშეწობა.
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი კანონპროექტები
კომიტეტმა
ინიციატივის
მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტს
-
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი
ცვლილებების
მიზანი
იყო
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში,
მიწების გამოსყიდვის პროცედურის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, უძრავი
ქონების
რეგისტრაციის,
საჯარო
დაზუსტება/კორექტირება/ცვლილების
რეესტრის
ეფექტური
მექანიზმის
მონაცემების
გავრცელება
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
6
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს 2016
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“. პროექტის მიზანი იყო საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება, „საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების
შემოსულობების, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი
ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების
ნუსხის დამტკიცება.
კომიტეტმა
მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.- ცვლილების მიზანი იყო
პირის მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების
სააგენტოსგან, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით
დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე
მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მიღებული სახსრები, არ ჩაითვალოს ერთობლივ
შემოსავალში და შესაბამისად, არ მოხდეს ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული
თანადაფინანსების თანხების დაბეგვრა 20%-ით, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის
წარმატებულ და ეფექტურ განხორციელებას.
კომიტეტმა
ინიციატივის
მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
წესით
„სავალდებულო
წარმოდგენილი
სერტიფიცირებას
საქართველოს
დაქვემდებარებული
კანონის
პროექტს
-
სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“
პროექტის მიზანი იყო სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა
და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი
პრინციპების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და
სარგავი მასალის განთავსებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის
7
და
ხარისხის
ზრდას.
შეიქმნება
ეროვნული
კატალოგი,
რომელშიც
შევა
საქართველოს კლიმატური ზონებისათვის ყველაზე მეტად მისაღები ჯიშები,
რომლებიც შემოწმებული იქნება, როგორც განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა
და სტაბილურობაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე.
კომიტეტმა
მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტს: „ვაზისა და
ღვინის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველი იყო
მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) „ენოლოგიური
პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსის“ (2015 წლის გამოცემა), ღვინით ვაჭრობის
მსოფლიო ჯგუფის (WWTG) – „მემორანდუმი სერტიფიცირების მოთხოვნის შესახებ“
(სანტიაგო, 2011 წლის 20 ოქტომბერი) ძირითადი მოთხოვნები. აღნიშნული
ცვლილებით
დადგინდა
გასათვალისწინებელი
ყურძნის
გადამუშავებისა
სერტიფიცირების
წესები
და
და
ექსპორტისას
მოთხოვნები.
ტერმინთა
განმარტებებს დაემატა ახალი ტერმინები. დაიხვეწა სსიპ - ღვინის ეროვნული
სააგენტოს,
როგორც
მევენახეობა-მეღვინეობის
დარგში
საქმიანობის
მარეგულირებელი ორგანოს ფუნქცია-მოვალეობანი.
კომიტეტმა
მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის 40 წევრის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტს - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
.
საკანონმდებლო
ცვლილების მიზანი იყო „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ძალაში შესვლამდე,
მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების
შეჩერება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის,
8
საზღვარგარეთ
რეგისტრირებული
იურიდიული
პირის
და
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს. შესაბამისი ნორმის
მოქმედების
შეზღუდვის
მაქსიმალურ
ვადად
განისაზღვრა
საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში
შესვლა, ხოლო შეზღუდვის პირობა დაკავშირებულია
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ფონდით სარგებლობისა და განკარგვის ერთიანი, უფრო
მაღალი სტანდარტის დადგენასა და ქვეყნის სუვერენიტეტის, ეკონომიკური
უსაფრთხოების, სახელმწიფო ინტერესებისა და კულტურული და ისტორიული
მემკვიდრეობის გათვალისწინებით, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების
შემუშავებასთან.
ამასთან,
აღნიშნული
ნორმის
შეჩერების
პარალელურად,
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ
იურიდიულ პირსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს
მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ
პირს, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებისას, უნარჩუნდებათ საქართველოს
ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით
იჯარის სახით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.
კომიტეტმა
ინიციატივის
მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონის
პროექტებს
-
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი იყო გარემოსდაცვითი თვალსაზრისით
გარემოსთვის
ზიანის
მიმყენებელ
უკანონო
ქმედებებზე
პასუხისმგებლობის
გამკაცრება. ადეკვატური და ზომიერი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც ხელს
შეუწყობს, სახელმწიფო საკუთრების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას.
9
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა:
საქართველოს
პარლამენტის
საპარლამენტო
უმცირესობაში
შემავალი
ფრაქციების: „ევროპული საქართველოს“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტებს - „საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების
შეტანის
შესახებ“
და
„სურსათის/ცხოველის
საკვების
უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
და
მიზანშეუწონლად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე
განსახილველად შემდეგი მოსაზრებების გამო: საკანონმდებლო ცვლილება არ
ემყარებოდა კონკრეტულ გათვლებს,
იგი გავლენას მოახდენდა ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს
დააკლდებოდა დაახლოებით 50 მილიონი ლარი.
კანონპროექტის ძირითად მოთხოვნა
იყო
მიკრო და მცირე ბიზნესების
გაერთიანება ერთ ჯგუფად - ორი სტატუსის გაერთიანება, რომელიც
გამოიწვევდა 100 000 ლარს ზემოთ არსებული ბიზნეს საქმიანობების დაყოფას
გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით.
პროექტის თანახმად, დღგ-ისაგან გათავისუფლების ზღვარი 100 000-დან
000 ლარამდე გაზრდა
კერძოდ:
მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნიდა ბიზნესს,
შეასუსტებდა
კონკურენტუნარიანობას,
განვითარების, რადგან
დაურეგისტრირებელ
200
მცირე
მცირე
და
საშუალო
ბიზნესების
ბიზნესს აღარ ექნებოდა მოტივაცია
დარეგისტრირებული ბიზნესი ზღვრის ქვემოთ მყოფ
ბიზნესისგან
განხორციელებულ
შესყიდვებზე
ვერ
მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას.
10
კომიტეტის მიერ განხილული დამხარდაჭერილი საერთაშორისო შეთანხმებები და
ხელშეკრულებები
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
„საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება
(საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
პროდუქციის
წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ (#07-2/33, 03.01.17).
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ევროპის
თავისუფალი
ვაჭრობის
ასოციაციის
ქვეყნებსა
და
საქართველოს
შორის
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (#07-2/19, 14.12.2016).
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22
დეკემბრით დათარიღებული „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“
განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი
ერთი“ (#07-2/39; 30.01.2017).
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილ
„თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და
ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების
შეტანის თაობაზე“ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის
#1/2016 გადაწყვეტილება“.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს
შორის დაფინანსების შეთანხმება (სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის,
ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის თაობაზე) (AMMAR) (#07-2/75, 25.05.2017).
11
საკანონმდებლი წინადადებების განხილვა
კომიტეტმა განიხილა საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„არქიტექტურული,
ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კოდექსის პროექტთან დაკავშირებით.
გამომდინარე
იქიდან,
საკანონმდებლო
რომ
ინიციატივის
პარლამენტში
წესით
საქართველოს
წარმოდგენილია
მთავრობის
„საქართველოს
სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტი და მისი თანმდევი
31 კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის სახით და მასში კომპლექსურად
არის
დარეგულირებული საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული
საკითხები, კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ერთსა და იმავე საკითხზე ორ
კანონპროექტზე ცალ-ცალკე მუშაობა. საკანონმდებლო წინადადების ავტორებს
მიეცათ
წინადადება
წარმოდგენილ
აქტიური
საკანონმდებლო
მონაწილეობა
პაკეტში
მიიღონ
მოცემული
მთავრობის
მიერ
კანონპროექტების
განხილვებში, რათა შეიქმნას სრულყოფილი კანონმდებლობა სივრცითი
მოწყობის,
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის
სფეროში.
კომიტეტმა განიხილა მოქალაქე მალხაზ გობოსაშვილის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე
უფლებათა
სისტემური
და
სპორადული
რეგისტრაციის
სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში დამატების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით და ცნობილ იქნას უარყოფილად შემდეგ გარემოებათა გამო:
12
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული იყო ნორმა,
რომლის მიხედვით მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება დადასტურდეს
„სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმამდე არსებული საბაღე-საბოსტნე და სააგარაკე
კომპლექსების (ამხანაგობების) მიწის ნაკვეთებზე, რომელთა მდებარეობა და
საზღვრების აღნიშნულია აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID)
პროექტით,
სისტემური
აღწერების
მონაცემების
კომპიუტერულად
საფუძველზე
დამუშავებული
შედგენილი
საკადასტრო
ინტეგრირებულ
გრაფიკულ
მონაცემთა ბაზაში“. საკადასტრო მონაცემების კომპიუტერულად დამუშავებული
ინტეგრირებულ გრაფიკულ მონაცემთა ბაზა არ წარმოადგენს სამართლებრივ
დოკუმენტს, იგი მოიცავს მიწის ნაკვეთების ტექნიკურ მახასითებლებს და ეს
მონაცემებიც ხშირ შემთხვევაში არ არის ზუსტი. მართლზომიერ მფლობელობის
(სარგებლობის)
დამადასტურებელი
დოკუმენტის
არარსებობის
პირობებში,
იურიდიული ფაქტის დადგენით საკუთრების უფლების აღიარება სცდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს კომპეტენციას.
საპარლამენტო კონტროლი
საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტით დადგენილ ფარგლებში, 2017
წლის 7 ივნისს კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“
და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების
შესახებ.
შესწავლილი და გაანალიზებული იქნა კომიტეტის საკურატორო სფეროში შემავალი
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
მიერ
ბიუჯეტით
გათვალისწინებული
13
დაფინანსების ათვისება და პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების
განხორციელება.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ახორციელებდა
კონტროლს საქართველოს
მთავრობის საქმიანობაზე. ამ მიზნით გაიმართა როგორც კომიტეტის სხდომები,
ასევე გამოთხოვილი იქნა
სტრუქტურული
შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის
ერთეულებიდან.
კომიტეტი
განსაკუთრებით
ნაყოფიერად
თანამშრომლობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. კომიტეტი წინასწარ
ამზადებდა საზედამხედველო საქმიანობის გეგმას, რომელიც თანხმდებოდა
სამინისტროსთან და კომიტეტი ზედამხედველობას ამ გეგმაზე დაყრდნობით
ახორციელებდა.
გეგმის
შესაბამისად,
განსაზღვრული
იყო
თითოეული
კონკრეტული საკითხის მოსმენის თარიღი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა
საზედამხედველო საქმიანობის კუთხით 9 საკითხი განიხილა, მათგან დიდი ნაწილი
კონკრეტულად უკავშირდებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის
სისტემაში არსებული სამსახურების საქმიანობას და პროექტების განხორციელების
მიმდინარეობას. აღნიშნული საკითხების განხილვას
კომიტეტის
5
სხდომა
დაეთმო.
2016 წლის 9 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილ იქნა ინფორმაცია, ღვინის
ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროგრამების განხორციელებისა და
მიმდინარეობის შესახებ.
2017 წლის 14 მარტის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია შპს
„მექანიზატორის“ მიერ გაწეული საქმიანობის ეფექტურობის შესახებ.
2017 წლის 14 მარტის კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის (აზიური ფაროსანა)
წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე
2017 წლის 19 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა ინფორმაცია - შპს
„საქართველოს მელიორაციის“ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის
შესახებ;
14
2017 წლის 30 მაისის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილი იქნა სურსათის
უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის შესახებ;
2017 წლის 30 მაისის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილი იქნა ეპიზოოტიური
კეთილსაიმედოობის შესახებ;
2017 წლის 30 მაისის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილი იქნა მცენარეთა დაცვა და
ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ.
2017 წლის 30 მაისის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილი იქნა ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის
შესახებ.
2017 წლის 27 ივნისს
კომიტეტის სხდომაზე მოსმენილი იქნა ინფორმაცია -
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის
შესახებ (6 თვის შედეგები).
კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები
2016 წლის 12 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია შეხვდა
ლიტვის
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიედრიუს
პუოჯუნასს.
შეხვედრაზე
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და
დაახლოების თაობაზე, გამოცდილების გაზიარების და ორმხრივი თანამშრომლობის
მიმართულებებზე
ისაუბრეს.
განსაკუთრებული
თანამშრომლობის
გააქტიურებას
დაეთმო.
ასევე
ყურადღება
საუბარი
აგრარულ
შეეხო
მიწის
სფეროში
ბაზრის
განვითარებას, სხვადასხვა პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას, ლიტვის სოფლის
მეურნეობის სფეროში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკების გადმოღებას საქართველოში,
ექსპერტების გაცვლა და სხვა.
15
2016 წლის 20 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია შეხვდა
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან
ელჩს, იენჩი ძის შეხვდა.
განხილული
იქნა
საპარლამენტთაშორისო
თანამშრომლობის
განვითარებისა
და
საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხი.
მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და
აგრარულ სექტორში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
2017 წლის 23
იანვარს
კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ
სამეფოს
საგანგებო
ნიდერლანდების
და
სრულუფლებიან
ელჩთან
საქართველოში, იოჰანეს დუმასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
განიხილეს სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.
ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ნიდერლანდების
სამეფო
ერთ-ერთი
წარმატებული
ქვეყანაა
და
მისი
გამოცდილების
გაზიარება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
2017 წლის 7 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ
იტალიელი მეწარმეები ბრუნო როსინი და ფრანჩესკო სკარლსელი მიიღო.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მეღვინეობის განვითარების საკითხებსა და სოფლის
მეურნეობის
სხვა სფეროებში
არსებულ მდგომარეობაზე.
იტალიელი მეწარმეები,
რომლებიც ღვინის დარგის სპეციალისტები არიან, დაინტერესდნენ ღვინის დაყენების
ქართული, ტრადიციული ტექნოლოგიით და ინტერესი გამოხატეს ქართული ღვინის
ტრადიციული მეთოდებით იტალიაში ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით.
2017 წლის 27 თებერვალს, სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოსა და
ბელარუსის
რესპუბლიკას
შორის
სამომავლო
თანამშრომლობის
პერსპექტივებზე იმსჯელეს პარლამენტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ და
კომპანია
„ბიოკომ
ტექნოლოგის“
წარმომადგენლებმა
იური
მალევიჩმა,
დიმიტრი იანეცმა და ალექსანდრ ზინოვენკო, რომლებიც საქართველოს
16
ავტომატიზირებული
და
რობოტიზირებული
მეცხოველეობის
ფერმის
საპილოტე პროექტის განხორციელების მიზნით ეწვივნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მეცხოველეობის
განვითარებას
და
ამ
მიმართულებით
მსგავსი
პროექტების
განხორციელების
აუცილებლობის საკითხებს.
2017 წლის 18 აპრილს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ
დანელია კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ
ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის
სხვადასხვა ასპექტი. ისაუბრეს კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობის
გაუმჯობესებაზე,
მათ
შორის,
სოფლის
მეურნეობის
პროდუქტების
ექსპორტის
ხელშეწყობაზე, ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებაზე.
2017 წლის 16 მაისს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ
დანელია
საქართველოში
ვიზიტად
მყოფ
ინდონეზიის
რესპუბლიკის
წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერ ფადლი ზონს შეხვდა.
შეხვედრაზე
ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო
თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის კუთხით. შეხვედრაში ასევე
მონაწილეობდნენ ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერის
თანმხლები დელეგაციის წევრები და პარლამენტის წევრები.
სამუშაო შეხვედრები
2017 წლის 27 თებერვალს აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო
შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა დასავლეთ საქართველოში ახალი მავნებლის აზიური
17
ფაროსანას გავრცელებას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს.
სამუშაო
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სამხარეო ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა
ზურაბ ჩეკურაშვილმა წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოში ახალი მავნებლის
გავრცელების
შესახებ.
კომიტეტის
წევრების
მიერ
გამოითქვა
მოსაზრება,
მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების გაფართოების შესახებ. შეხვედრის შედეგები
კომიტეტის თავმჯდომარემ
ოთარ დანელიამ შეაჯამა. კომიტეტმა აღნიშნული
საკითხი განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანა.
2017
წლის 6
მარტს
აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართულ
სამუშაო
შეხვედრაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში
არსებული ნარგავების და ნათესების დაზიანების და ამ მიმართულებით კანონის
გამკაცრების საკითხი იყო განხილვის თემა, რომელიც წარმოადგინა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შიოლაშვილმა. სხდომაზე მოწვეული იყვნენ
ფერმერები, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები სხვადასხვა
რეგიონიდან.
2017 წლის 26 აპრილს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა
შეხვედრა, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების
წარმომადგენლებთან რომელიც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის
განვითარების ტენდენციებს მიეძღვნა. შეხვედრაზე, „ვაზისა და ღვინის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ღვინის ექსპორტის ზრდასა
და დარგში მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს.
2017 წლის 10 მაისს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით საპარლამენტო
უმრავლესობის წევრები,
დავითაშვილს
და
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან
ღვინის
ეროვნული
სააგენტოს
ხელმძღვანელს,
გიორგი
სამანიშვილს შეხვდნენ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილების შესახებ იმსჯელეს. მინისტრმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა,
სამუშო შეხვედრის ფორმატში, დეპუტატებს განსახორციელებელი ცვლილებები
გააცნო. შეხვედრა შეაჯამა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ. აღინიშნა,
18
რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლებიც
ქართული
ღვინის
ხარისხის
ამაღლებას
შეუწყობს
ხელს,
რაც
ქვეყანას
მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლის რეპუტაციას შეუქმნის.
2017 წლის 9 ივნისს აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა,
რომელიც მიეძღვნა
ვეტერინარიის რეგულირებად საქმიანობად განსაზღვრის
საკითხს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ
წარმოადგინა ინფორმაცია ვეტერინარიის რეგულირებად დარგად განსაზღვრის
აუცილებლობის
შესახებ.
როგორც
აღინიშნა,
საერთაშორისო
პრაქტიკაზე
დაყრდნობითა და ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, აუცილებელია
ვეტერინარია კვლავ დაუბრუნდეს რეგულირებად საქმიანობას, რაც ითვალისწინებს
საქართველოს
კანონში
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
ცვლილებების
განხორციელებას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის
პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს, აგრარული უნივერსიტეტის, წმინდა გრიგოლ
ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მეცნიერები,
ექსპერტები და ვეტერინარიის დარგით დაინტერესებული სპეციალისტები.
შეხვედრები ფერმერებთან
2017 წლის 7
ივნისს,
კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ ფერმერთა მესამე
კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ფერმერთა რიგით მესამე
კონგრესი ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობისა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა
ასოციაცია
„ელკანას“
მიერ
იყო
ორგანიზებული.
ღონისძიებას
სამთავრობო
და
19
აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
ქვეყნის ცხრა რეგიონის 141 დელეგატი-ფერმერი ესწრებოდა.
შეხვედრები აგრარულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
2016 წლის 12 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელია შეხვდა
პარლამენტში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის
რეგიონალური დირექტორს დინა სალეჰიმს და ამავე ფონდის პროექტების
დირექტორს ლალი დურმიშიძეს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო
ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, მათ შორის ახალი პროექტების
განხოციელების თაობაზე.
2016 წლის 20
წარმომადგენლის
დეკემბერს
გაიმართა შეხვედრა
მოადგილესთან,
შონბი
UNDP-ის მუდმივი
შარპთან,
დემოკრატიული
მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გიგი ბრეგაძესა და EU UNDP-ის
ერთობლივი საპარლამენტო პროექტის მენეჯერს, სოფო გურულთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს UNDP ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე
ხუთწლიანი საპარლამენტო პროექტის შესახებ, რომლის პირველი ფაზა 2016 წლის ივნისში
დასრულდა, ხოლო მეორე ფაზა 2016 წლის ივლისში დაიწყო და 2018 წლის ბოლოს
დასრულდება.
2017 წლის 24
იანვარს
კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ
ჰერმანს შეხვდა.
20
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ამ სფეროში
ევროკავშირის მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.შეხვედრაზე
აგრარულ
სფეროში
და
სოფლად
განვითარების
საკითხებზე
ევროკავშირსა
და
საქართველოს შორის ინტენსიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ასევე აღინიშნა, რომ
მხარეები ძალისხმევას არ დაიშურებენ ქართველი ფერმერების ევროკავშირის პროექტებში
აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისთვის.
2017
წლის
22
მარტს,
პარლამენტის
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარე ოთარ დანელია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის
განვითარების
ევროპის
სამეზობლო
პროგრამის
(ENPARD)
ფარგლებში,
ორგანიზაცია CARE International წარმომადგენლებს შეხვდა.
2017 წლის 6 ივნისს აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა შეხვედრა
არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლებთან, რომელიც მიეძღვნა
2018-2021 წლების ძირითადი მიმართულებების და მონაცემების დოკუმენტის
განხილვას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ
წარმოადგინა ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის იმ
ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე, რომლის განხორციელებასაც
სამინისტრო
მომავალი
ოთხი
წლის
განმავლობაში
გეგმავს.
შეხვედრა
კომიტეტის, ვესტმინსტერის ფონდისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის
ცენტრის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენდა, რომელიც პროექტის „საპარლამენტო
დემოკრატიის
გაძლიერება
საქართველოში“
ფარგლებში
ჩატარდა.
21
კომიტეტის წევრების მონაწილეობით გამართული კონფერენციები, სემინარები
2017 წლის 25-27 იანვარს,
მეურნეობის
კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ რომში სოფლის
განვითარების
საერთაშორისო
ფონდის
(IFAD)
ეგიდით
გამართულ
საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში, ოთარ დანელიამ პლენარული სესიის პანელში „ახალი
ფინანსური მიდგომები და ინსტრუმენტები წვრილი ფერმერული მეურნეობებისა და
სასოფლო-სასურსათო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მცირე და საშუალო საწარმოების
განვითარებაში მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის
მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით წარმატებულია საქართველოსა
და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობა.
ოთარ დანელიამ კონფერენციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სფეროში უკვე
მიღწეულ
წარმატებები
და
გამოწვევებიც
გააცნო.
საქართველოს
აგროსასურსათო
პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში,
ქვეყნის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ
იმ
პროგრამებზეც
ისაუბრა,
რომლებიც
საქართველოში
სოფლის
მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის განხორციელდა, მათ შორის, „შეღავათიანი
აგროკრედიტის პროექტი“, „აგროდაზღვევის პროგრამა“, ასევე, საგრანტო ხელშეწყობა
აგროტურიზმისთვის. ოთარ დანელიას შეფასებით, პროგრამები ეფექტურია და მსგავსი
პროგრამების განხორციელებას მხარს მომავალშიც დაუჭერს.
2017 წლის 24 მარტს კომიტეტის წევრებმა გელა სამხარაულმა და ირაკლი შიოლაშვილმა
მონაწილეობა
მიიღეს
დედოფლისწყაროში,
ილიას
უნივერსიტეტში
გამართულ
კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების
მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი
მართვის დანერგვის“ საკითხებს. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოში სოფლის
მეურნეობის სექტორის განვითარებას საგრძნობლად აბრკოლებს ნიადაგის ნიიული
22
პროცესები. აღმოსავლეთ საქართველოში სახნავი მიწების 21%-ზემეტი (102.5 ათასიჰა)
ქარისმიერი ეროზიისგან არის დეგრადირებული. ნიადაგის ქარისმიერი ეროზია ძლიერ
ვლინდება შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში, განსაკუთრებით კი გარე კახეთში და
შირაქის ველზე. ქარისმიერი ეროზია აღინიშნება ახალგორის, ახალქალაქის, ახალციხის,
ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, თეთრიწყაროს,
კასპის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.
განსაკუთრებით მოწყვლადია ამ პროცესის მიმართ დედოფლისწყაროს რაიონი, სადაც
სახნავი მიწების 37% ქარისმიერი ეროზიისგან არის დეგრადირებული.აღმოსავლეთ
საქართველოში ქარისმიერი ეროზიისგან შექმნილი ვითარება დაკავშირებულია არა
მხოლოდ ძლიერ ქარებთან, არამედ გვალვებთანაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
ამ ორი პროცესის თანხვედრა შესაფერის პირობებს ქმნის ქარისმიერი ეროზიის ძლიერი
განვითარებისთვის. ბოლო 50 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ძლიერი
ქარების, ასევე გვალვების ინტესივობა. კლიმატის პროგნოზირებული ცვლილების
პირობებში მოსალოდნელია ნიადაგის ეროზიის პროცესების კიდევ უფრო მეტად
გამწვავება
მომავალში.
ქარისმიერი
ეროზიის
წინააღმდეგ
ბრძოლის
ფართოდ
გავრცელებული ღონისძიებაა ქარსაფარი ზოლების გაშენება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს
ქარის სიძლიერეს.
ქარისმიერი ეროზიის რაიონებში (შიდაქართლი, გარეკახეთი,
შირაქისველი) წამყვანი კულტურების მოსავლიანობა და ნიადაგის პროდუქტიულობა
მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულია ქარსაფარ ზოლების არსებობაზე. გარდა ამისა,
ქარსაფარი ზოლები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მიკრო-კლიმატს, ამცირებენ ნიადაგის
ტენის დანაკარგს და შესაბამისად მოთხოვნას საირიგაციო წყალზე. საძოვრებზე ქარსაფარი
ზოლების გაშენება მნიშვნელოვანია უამინდობისაგან პირუტყვის დასაცავად, ასევე,
დაჩრდილული ადგილების შესაქმნელად.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკითხს
ართულებს
ამ მიმართულებით სამართლებრივი რეგულაციების არარსებობა, მწირია
ინფორმაცია
მესაკუთრეებისა
და
მფლობელების,
ასევე
ფართობების
შესახებ,
არასრულყოფილია მონაცემთა ბაზაც. ამ პრობლემის შესახებ საკითხი წარმოადგინა
კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის
უფროსმა ივერი ახალბედაშვილმა. მან კომიტეტში შემუშავებული „ქარსაფარი ზოლების
23
შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი დებულებები გააცნო შეკრებილთ და მათ შექმნილი
მდგომარეობის შესახებ
საქართველოს
გარემოს
ინფორმაცია მიაწოდა.
დაცვისა
და
შეხვედრაში მონაწილეობდნენ
ბუნებრივი
რესურსების
მინისტრი
გიგლა
აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლები.
კომიტეტის კვლევითი საქმიანობა
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის აპარატის კვლევით დეპარტამენტთან. დამუშავდა დიდი მოცულობის ინფორმაცია ევროპის
ქვეყნებში
სასოფლო-სამეურნეო
საკითხები
პოსტსოციალისტურ და
დანიშნულების
მიწის
საკუთრების
განვითარებულ ევროპის ქვეყნებში. ევროპის ქვეყნებში
აგროდაზღვევის განვითარების შესახებ. ქარსაფარი და მინდორდაცვითი ზოლების
საკანონმდებლო ბაზის შესახებ ევროპის ქვეყნებში.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა მოსახლეობასთან ურთიერთობა. კომიტეტი სისტემატურად აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს
კომიტეტში შემოსულ წერილებსა და განცხადებებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის სახელზე შემოსულია 98 განცხადება, აქედან მოქალაქეთა 62, ოფიციალური 36.
ყველა განცხადება კომიტეტის მიერ კონტროლზეა აყვანილი, შესწავლილია, განხილულია და რეაგირების მიზნით გადაცემულია შესაბამის უწყებებისათვის.
24