„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.05.2014
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები"
ნომერი
#07-3/340/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სურსათის/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-05-29
ბიუროს ნომერი 182

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს ცვლილება : 1. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები „სურსათად/ ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ” 1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები „სურსათად/ ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 1 3. 22- ე მუხლის ა.დ ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.დ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეტიკეტირების წესების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია განკუთვნილი გენეტიკურად წარმოებული გენმოდიფიცირებული „სურსათად/ მოდიფიცირებული პროდუქტის ცხოველის ორგანიზმებისა და ეტიკეტირების საკვებად მათგან შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მიღება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ამ კოდექსის „სურსათად/ ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ორგანიზმებისა და ეტიკეტირების მათგან შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპქოექტის თანახმად, მიკვლევადობის განსახორციელებლად გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები ეტიკეტირებული უნდა იყოს „სურსათად/ ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები ეტიკეტირებული უნდა იყოს „სურსათად/ ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეტიკეტირების წესების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 3 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ არ შეიძლება მოახდინოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა როგორც სახელმწიფო, ისე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: 4 შეფასდა დადებითად. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ ქართული ოცნება - მრეწველები“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ ქართული ოცნება - მრეწველები“. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება (მუხლი 17. მიკვლევადობის მოთხოვნები (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 1. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. 2. მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს. ამისათვის ბიზნესოპერატორს შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს კომპეტენტურ ორგანოებს მოთხოვნისამებრ. 3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 4. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ) (მუხლი 18. ეტიკეტირების წესი (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები (მათ შორის, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები), ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 2. ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლის დროს. 5 3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე ან თანდართულ დოკუმენტში ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ იგი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ბიოწარმოების წესს და ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერტიფიკატით. 4. დაუშვებელია ბაზარზე ისეთი სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მათი ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება. ) (მუხლი 22. სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში: ა.ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ა.ბ) მიკვლევადობის მოთხოვნების შემოწმება მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ა.გ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ა.დ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა; ა.ე) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა; ბ) ვეტერინარიის სფეროში: ბ.ა) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება; ბ.ბ) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება; ბ.გ) ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის განხორციელება; ბ.დ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია და კონტროლი, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე ზედამხედველობა; ბ.ე) ცხოველური ნარჩენების შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე ზედამხედველობა; 6 ბ.ზ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; ბ.თ) ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება; ბ.კ) ვეტერინარიის სფეროში დასაქმებული ბიზნესოპერატორების საქმიანობის კოორდინაცია; ბ.ლ) საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის შემუშავება; ბ.მ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ ვეტერინარულ პრეპარატებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; ბ.ნ) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; გ) მცენარეთა დაცვის სფეროში: გ.ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია, მათი გამოყენებისა და მიმოქცევის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ.ბ) მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება; გ.გ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; გ.დ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება; გ.ე) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მათი გამოვლენა და დიაგნოსტიკა; გ.ვ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის შემუშავება; გ.ზ) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება; გ.თ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და ლოკალიზაციის/სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; გ.ი) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დამუშავებაზე ზედამხედველობა საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში; გ.კ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ აგროქიმიკატებთან და პესტიციდებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე და გარემოზე; გ.ლ) მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ტერიტორიის ან მავნე ორგანიზმების დაბალი გავრცელების ტერიტორიის სტატუსის მინიჭება; გ.მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებამდე, ტვირთის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების შემდეგ, მისი ხელახალი ინვაზიისა და შემადგენლობის ჩანაცვლების თავიდან ასაცილებლად სათანადო პროცედურების განხორციელება; დ) ბიზნესოპერატორთა აღიარება; ე) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის უზრუნველყოფა; 7 ვ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ ბიზნესოპერატორთა და მომხმარებელთა ინფორმირება; ზ) უფლებამოსილ პირთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება; თ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) ნებართვების, სერტიფიკატებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარდგენა; ლ) გარემოს დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ინფორმირება; მ) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა. ) 8