საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პარტიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“,„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (N07-3/81; 29.06.2017) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.09.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#14776/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-18
ბიუროს ნომერი 89

📜 ტექსტი

წერილი
14776-3-9-3-201709151615 N 14776 15/09/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N80/2, 24.07.2017 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალა სავალდებულო წესით განიხილოს საპარლამენტო პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის ფრაქცია „საქართველოს წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/81, 29.06.2017) აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 სექტემბრამდე. დასახელებულ ინიციატივაზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც ითხოვენ საფუძვლიან შესწავლასა და ანალიზს. განსახილველი საკითხის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჭიროა დამატებითი კონსულტაციები, რაც ვერ ესწრება საკომიტეტო განხილვისთვის დადგენილ ვადაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გთხოვთ, საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა გააგრძელოთ 3 (სამი) კვირით. პატივისცემით, გედევანი ფოფხაძე თავმჯდომარის პირველი მოადგილე