საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (N8857; 01.05.2017) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით - 30 დღით; ბ) მოქალაქეების თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N12482; 12.06.2017) - 30 დღით.

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.09.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#15290/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-25
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

წერილი
N 15290 25/09/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადაცემული აქვს შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები: 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N8857, 01.05.2017). (განხილვის ვადა 26.09.2017). საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შეუნარჩუნდეთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მსგავსად, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებსაც. 2. თ. კორძაიასა და ხ. სამნიძის საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით (N12482; 12.06.2017). (განხილვის ვადა 26.09.2017). ითვალისწინებს ამნისტიას. ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე