„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“
- „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“ საქართველოს კანონის პროექტი
- დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“; განაცხადი
- საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“; ანგარიში
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 108 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-02
ბიუროს ნომერი 93
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.12.2009წ., სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.05.001.003.829) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1144-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 “ და „ბ 2 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა
დაწესებულებებზე გავრცელდეს 2019 საბიუჯეტო წლისათვის.“
2. 1145-ე მუხლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1145. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საგადასახადო
დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება
შემოსავლებთან
1. ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული, მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების
მიზნით, ამავე კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების
მიხედვით)
ცხრილის
1.3
გრაფის
საფუძველზე
მუნიციპალიტეტებისათვის
გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების გარდა, შესაძლებელია იმავე ცხრილის 1.1
გრაფის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის
დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი წლის ბიუჯეტში საშემოსავლო
გადასახადის სახით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მუნიციპალიტეტების შესაბამისი წლის
ბიუჯეტებში დამატებით მისამართი საშემოსავლო გადასახადის ოდენობებს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი 1144-ე
მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებებზე/სკოლამდელი
აღზრდის
სხვა
დაწესებულებებზე გავრცელდება 2019 საბიუჯეტო წლისათვის, ნაცვლად 2018 წლისა.
აღნიშნული წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის ფარგლებში მიმდინარე
რეფორმის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს ყველა შემოსულობისა და გადასახდელის
სრულყოფილად მოქცევას ბიუჯეტის მართვის (E-budget) და ხაზინის მართვის (E-Treasury)
ერთიან ელექტრონულ სისტემებში, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია.
არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საბიუჯეტო პროცესის თითოეულ ეტაპზე
მიმდინარეობს აღნიშნული ელექტრონული სისტემების დახვეწა/განვითარება. ამასთან,
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული რეფორმის შემდგომი ეტაპის
სრულყოფილად
დანერგვა
გულისხმობს,
როგორც
პროგრამული
მხარდაჭერის
უზრუნველყოფას, ასევე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, საბიუჯეტო
ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია საბიუჯეტო
კოდექსის 1144-ე მუხლის მოთხოვნები განხორციელდეს 2019 საბიუჯეტო წლისათვის.
ამასთან, ცვლილება შედის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145-ე მუხლში.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში 2015 წელს განხორციელებული ცვლილებიდან
გამომდინარე 2016 წლის პირველი იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის რამდენიმე
კომპონენტი მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, კერძოდ გადასახადი:
ა) მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან,
ბ) არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი (გარდა ქონების
რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები);
გ) გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით
მიღებული ნამეტიდან;
დ) გადასახადი ფიზიკური პირისთვის ქონების ჩუქებიდან,
ე) გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღებიდან,
ვ) გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული
შემოსავლებიდან).
2016 წელს შემუშავდა სახაზინო კოდების გაერთიანების რეფორმა, რომლის ძირითადი
მიზანი იყო გადასახადების აღრიცხვის გაუმჯობესება და მათი ასახვა დეკლარირების ვადების
მიხედვით. გასათვალისიწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დეკლარაციების
დაზუსტებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული საგადასახადო
2
შემოსავლების განაწილება შესაძლებელია შეიცვალოს და მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული
ფაქტიური შემოსავლები განსხვავდებოდეს საპროგნოზო მაჩვენებლისგან.
2016 წელს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე მუხლს დაემატა დებულება, რომელიც ზღუდავს
მუნიციპალიტეტის მიერ საგადასახადო შემოსავლების დაგეგმვას საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ მიწოდებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტი ოდენობით.
ხოლო
დროებითი ნორმის სახით განისაზღვრა, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების
საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ბიუჯეტის
კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დეკლარაციების დაზუსტებიდან გამომდინარე
მუნიციპალიტეტებს შორის გადასახადების გადანაწილება რეგულარული ხასიათისა,
მიზანშეწონილია 2016 წელს მიღებული დროებითი ნორმა საგადასახადო შემოსავლების
შევსების თაობაზე განისაზღვროს როგორც ზოგადი წესი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტი მიზნად ისახავს:
აღრიცხვიანობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესების, ასევე საბიუჯეტო პროცესის
შეუფერხებელი განხორციელების მიზნით საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებებზე/სკოლამდელი
აღზრდის
სხვა
დაწესებულებებზე საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელებისა
და მათი ერთიან ელექტრონულ სისტემებში სრულყოფილად აღრიცხვისათვის საჭირო
ღონისძიებების ჯეროვანი განხორციელება.
ცვლილება შედის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145-ე მუხლში, რომელიც
ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების
საგადასახადო
შემოსავლების
საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი
საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი 1144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირებისათვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული
დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდება 2019
საბიუჯეტო წლისათვის, ნაცვლად 2018 წლისა.
აღნიშნული წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის ფარგლებში მიმდინარე
რეფორმის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს ყველა შემოსულობისა და გადასახდელის
სრულყოფილად მოქცევას ბიუჯეტის მართვის (E-budget) და ხაზინის მართვის (E-Treasury)
3
ერთიან ელექტრონულ სისტემებში, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია.
არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საბიუჯეტო პროცესის თითოეულ ეტაპზე
მიმდინარეობს აღნიშნული ელექტრონული სისტემების დახვეწა/განვითარება. ამასთან,
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული რეფორმის შემდგომი ეტაპის
სრულყოფილად
დანერგვა
გულისხმობს,
როგორც
პროგრამული
მხარდაჭერის
უზრუნველყოფას, ასევე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, საბიუჯეტო
ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
ცვლილება შედის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145-ე მუხლში, რომელიც
ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების
საგადასახადო
შემოსავლების
საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი
საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო
ბიუჯეტებს შორის გადასახადების განაწილებაზე.
და
მუნიციპალიტეტების
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.დ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის განსაზღვრას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
4
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
არ არსებობს ასეთი.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1144. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების განსაზღვრა
1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და საბავშვო
ბაღებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2018 საბიუჯეტო
წლისათვის.
[1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 “ და „ბ 2 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის
სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2018 საბიუჯეტო წლისათვის. ( ამოქმედდეს 2017
წლის 1 ოქტომბრიდან )]
2. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები მათზე გავრცელდეს 2016
საბიუჯეტო წლისათვის, გარდა იმ იურიდიული პირებისა, რომლებიც დაფუძნებულია
თვითმმართველი ქალაქების ან მათი ორგანოების მიერ ან ექვემდებარება მათ კონტროლს.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5371 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №498 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
მუხლი 1145. მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო
შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება
1. ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული, მუნიციპალიტეტების 2016
წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების
მიზნით, ამავე კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების
მიხედვით)
ცხრილის
1.3
გრაფის
საფუძველზე
მუნიციპალიტეტებისათვის
გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების გარდა, შესაძლებელია იმავე ცხრილის 1.1
გრაფის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის
დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტებში საშემოსავლო
გადასახადის სახით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მუნიციპალიტეტების 2016 წლის
ბიუჯეტებში დამატებით მისამართი საშემოსავლო გადასახადის ოდენობებს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა.
6