საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადების ერთი თვით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/88; 07.09.2017); ბ) საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პარტიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/89; 07.09.2017); გ) საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პარტიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ და თანმდევი პროექტები (N07-3/81; 29.06.2017).

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#15919/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-10
ბიუროს ნომერი 94

📜 ტექსტი

წერილი
15919-3-9-3-201710061749 N 15919 06/10/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დავალებული აქვს სავალდებულო წესით განიხილოს შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: - საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/88, 05.09.2017); - საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/89, 07.09.2017); - საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (07-3/81, 29.06.2017). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 9 ოქტომბრამდე, თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, მათი განხილვა დადგენილ ვადებში ვერ ხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გთხოვთ, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ინციატივების განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვით. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე