„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის ჰ4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ4) უპატრონო გვამი – გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ
შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის
მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) და რომლის დაკრძალვას
უზრუნველყოფს სახელმწიფო, ან გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, გარდაცვლილის
ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა
პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ ეს პირი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე“.
2. 1121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1121
1. სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით დასაშვებია უპატრონო ან/და
ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება იმ საგანმანათლებლო
და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო,
საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო
დაწესებულებების მიერ, თუ:
ა) პირის სიკვდილის ფაქტის დადგენიდან 1 თვის შემდეგ იგი მიჩნეულ იქნა
უპატრონო ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად.
ბ) პირის სიკვდილის ფაქტის დადასტურება მოხდა სამედიცინო
დაწესებულების მკურნალ ექიმის, პათოლოგანატომის (კლინიკურ პათოლოგის),
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, აგრეთვე სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის
სუბიექტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით) და სიკვდილის ფაქტის
დადგენიდან იგი მიჩნეულ იქნა უპატრონო ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად.
2.
თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს სიცოცხლეში არ
განუცხადებია უარი გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის ან მისი სხეულის ანატომიური
სტრუქტურების ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით გამოყენების დაუშვებლობაზე,
შესაძლებელია მისი გადაცემა სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით
საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისათვის.
3.
უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის
მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისათვის გადაცემა,
ხორციელდება გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო
დაწესებულებები უზრუნველყოფენ მის შენახვას დადგენილი წესით გადაცემიდან 6 თვის
განმავლობაში, ხოლო 6 თვის გასვლის შემდგომ შესაძლებელია გვამის ან მისი ანატომიური
1
სტრუქტურების გამოყენება სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით.
4.
უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის
მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისათვის გადაცემა,
ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5.
ამოუცნობ ან უპატრონო გვამთან მიმართებით, რომელზეც მიმდინარეობს
სისხლის
სამართლის
გამოძიება,
საგანმანათლებლო
და
სამეცნიერო
დაწესებულებებისათვის, სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაცემის
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
შესაბამისად.
6.
იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი
ან მემკვიდრე მოძიებულია, მაგრამ უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე, გვამის სასწავლო
ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გადაცემაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
გარდაცვლილის ნათესავმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან მემკვიდრემ, რაც
დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
7.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში უპატრონო ან/და
ამოუცნობი გვამის შენახვა და გამოყენება ხორციელდება საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
8.
გვამის საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებისათვის
გადაცემის შემდეგ, გვამის იდენტიფიცირების ან/და
მისი ნათესავის, კანონიერი
წარმომადგენლის ან მემკვიდრის გამოჩენის შემთხვევაში, გვამის სასწავლო ან/და
სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შეწყვეტა, ამ პირისათვის გვამის გადაცემა,
აგრეთვე დაკრძალული გვამის შემთხვევაში მისი სხვა ადგილზე გადასვენება,
ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ დადგენილი წესის თანახმად.
9.
გვამის გადაცემის შემდეგ, თუ გამოძიების მიზნებისთვის საჭირო გახდა გვამის
დათვალიერება ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, საგამოძიებო ორგანოს აქვს
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლება.
10. დაუშვებელია სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით უპატრონო ან/და
ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება, თუ არსებობს
საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მისი (მათი) ამგვარად გამოყენება შელახავს
გარდაცვლილის რელიგიურ შეხედულებებს.
11. საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო ან სამედიცინო დაწესებულება
ვალდებულია გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ
უზრუნველყოს მისი დაკრძალვა.
12. სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით შესაძლებელია გვამის
საზღვარგარეთიდან შემოტანა, რისთვისაც საჭიროა სპეციალური თანხმობა, რომელსაც
დადგენილი წესით გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო. აღნიშნული თანხმობა გაიცემა ერთჯერადად და აკრძალულია მისი
სხვა პირისათვის გადაცემა.“.
2
3. მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა ხორციელდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან
რეგიონებში
სამედიცინო
დაწესებულებათა
შენარჩუნებასა
და
განვითარებას.
პარალელურად დაიშვება კერძო სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების
რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1543 და 1544 მუხლები:
„მუხლი 1543
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრებმა 2018 წლის 1 მარტამდე შეიმუშაონ და დაამტკიცონ
უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით
საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისათვის გადაცემისა და კვლევითი
მიზნებით გვამის გამოყენების შეწყვეტის წესი.
მუხლი 1544
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრმა 2018 წლის 1
მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს:
ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში უპატრონო ან/და
ამოუცნობი გვამის შენახვისა და გამოყენების წესი.
ბ) სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გვამის საზღვარგარეთიდან
შემოტანისათვის საჭიროა სპეციალური თანხმობის გაცემის წესი.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2018
წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის საკანონმდებლო ხარვეზი, რაც არსებული რედაქციის
პირობებში შეუძლებელს ხდის სასწავლო და კვლევის მიზნით გვამებისა და გვამური
მასალის გამოყენებას.
საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანის ორგანიზმის მაკრო და
მიკრომორფოლოგიის
შემსწავლელი
მეცნიერებების:
ადამიანის
ანატომიის,
ტოპოგრაფიული ანატომიის, კლინიკური ანატომიის, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და
პათომორფოლოგიის შესწავლის სათანადო შედეგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
გვამური მასალის გამოყენებაზე. ცხადია, თანამედროვე მსოფლიოში არსებული სწავლების
ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მეთოდები მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს
ბიოლოგიურ მასალაზე მუშაობის საჭიროებას.
დღეს – ე.წ. „კიბერანატომიის“ და მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანის
გვამის გამოყენების საკითხი სწავლების პროცესში კვლავ აქტუალური რჩება – ასეთია
ანატომთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFAA) ოფიციალური პოზიცია.
მიუხედავად სოციალ–რელიგიური წინააღმდეგობებისა და ე.წ. კიბერანატომიის
განვითარებისა, მაინც რატომ არის გვამური მასალა შეუცვლელი სწავლების პროცესში?
კომპიუტერზე დაფუძნებული სწავლებას სადღეისოდ დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას
არავინ უარყოფს. სწორედ ამ მიზნით სასწავლო დაწესებულებებს შეძენილი აქვთ
ანატომიური ციფრული მაგიდა „anatomage”, რომელიც ადამიანის სხეულის შესახებ
შრეობრივ
ინფორმაციას აძლევს სტუდენტს. ამ მიზნით უნივერსიტეტები
კომპიუტერული პროგრამას – ADAM (Animated Dissection of Anatomy for Medicine), მონაცემთა
ბაზებს. ამ ახალი ტექნოლოგიების საშუალებით სტუდენტს შეუძლია დაინახოს სხეულის
რომელიმე სტრუქტურა, მაგრამ ვერ აღიქვამს მისი აგებულების თავისებურებას,
ელასტიურობას, ტონუსს, სიმყიფეს ანუ ბიოლოგიური ქსოვილის რღვევის სპეციფიკას,
შესაბამისად, ვერ აღიქვამს სიცოცხლის, სიკვდილისა და კვდომის ფენომენს.
ცხადია, ასეთი წარმოსახვითი ცოდნა მას რეალობისგან აშორებს. მხოლოდ
ტექნოლოგიაზე
დაფუძნებული
ცოდნა
მომავალში, შეიძლება
პაციენტის
უსაფრთხოებაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე აისახოს. ამიტომ, გვამური
მასალის გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინვაზიური, ქირურგიული
პროცედურების სწავლების პროცესში.
ფსიქო–ვიზუალურ–ტაქტილური, მულტი–სენსორული შეგრძნებები, რომელიც
გვამური მასალის შესწავლას ახლავს თან, სამუდამოდ აღიბეჭდება სტუდენტის
გონებაში. ეს დასკვნა ჰიპოთეტური არ არის, ის სტატისტიკურად არის გადამოწმებული
4
იმ ორი ჯგუფის სტუდენტთა მოსწრების შედარებით, რომელთაგანაც ერთი გვამურ
მასალაზე სწავლობდა, მეორე კი –ალტერნატიულზე (Biassuto SN et al., Teaching Anatomy:
cadavers vs. computers?., 2006). იდეალურია ამ ტრადიციული და მაღალტექნოლოგიური,
ვირტუალური მეთოდების კომბინაცია, რომელიც საუკეთესო შედეგის მომცემია.
ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს
სამედიცინო სასწავლებლებში გვამის მოპოვების ძირითადი 80 % -მდე წყარო დონაციაა.
უპატრონო ან/და ამოუცნობ გვამს სასწავლო მიზნებისათვის იყენებენ აშშ–ის ზოგიერთ
შტატში, კერძოდ, ილინოისის შტატში, მერილენდში, ნიუ–იორკში, ევროპის ქვეყნებში –
ავსტრიაში, იტალიაში, რუმინეთში და სხვა.
უნდა ითქვას, რომ 2007 წელს სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნითა და
კომიტეტის ინიციატივით ცვლილება განხორციელდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში, რომლის თანახმად განისაზღვრა ამოუცნობი და უპატრონო გვამის
დეფინიციები, კანონს დაემატა 1121 მუხლი, რომელიც აწესებს კონკრეტულ რეგულაციებს
სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით (იმ საგანმანათლებლო და სამეცნიერო
დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და
სამეცნიერო პროგრამებს) უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური
სტრუქტურების გამოყენების შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის ჯეროვანი აღსრულება
ბუნებრივია,
იმპლემენტაციისათვის
არასაკმარის,
ან
სამართლებრივი მექანიზმის არსებობაზე მიუთითებს.
ვერ ხორციელდება, რაც
ზოგადად
არასათანადო
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
არსებული რედაქციის დახვეწა, ქვეყნისათვის საჭირო, პროგრესული და საჭიროებებზე
ორიენტირებული სამართლებრივი გარემოს შექმნა, რათა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალი
სტანდარტის სამედიცინო განათლების მიღებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს ზოგიერთი ნორმის
შესაბამისობაში მოყვანას კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
მოქმედი კანონის მე-3 მუხლის ჰ4 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის
თანახმად, უპატრონო გვამის დეფინიციაში მოიაზრება არა მხოლოდ ის გვამი, რომელიც
იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი
წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა
(მოძიება) და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, არამედ ის კატეგორიაც,
რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი
წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია
(მოძიებულია), მაგრამ ეს პირი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე.
5
აგრეთვე ახლებურად ყალიბდება 1121 მუხლი, რომლის თანახმად განისაზღვრა
სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის ან მისი
ანატომიური სტრუქტურების გამოყენების პირობები, აგრეთვე საგანმანათლებლო და
სამეცნიერო დაწესებულებებისათვის მისი გადაცემის, შენახვისა და გამოყენების პირობები.
კერძოდ, გადაცემა ხორციელდება გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ. საგანმანათლებლო და
სამეცნიერო
დაწესებულებები უზრუნველყოფენ მის შენახვას დადგენილი წესით
გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო 6 თვის გასვლის შემდგომ შესაძლებელია გვამის
ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის
მიზნით.
ამავე მუცლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ
უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის
სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო
დაწესებულებებისათვის გადაცემა, ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ დადგენილი
წესის შესაბამისად.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამოუცნობ ან უპატრონო გვამთან მიმართებით,
რომელზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება, საგანმანათლებლო და
სამეცნიერო დაწესებულებებისათვის, სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებისთვის
გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის შესაბამისად.
ამავე მუხლით დგინდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში
უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის შენახვისა და გამოყენების პირობები, რაც
ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი აგრეთვე ადგენს გვამის საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო
დაწესებულებებისათვის
გადაცემის შემდეგ, მისი იდენტიფიცირების ან/და
ნათესავის/კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრის გამოჩენის შემთხვევაში მისი
გამოყენების შეწყვეტის, მემკვიდრის/კანონიერი წარმომადგენლისათვის გადაცემის,
აგრეთვე დაკრძალული გვამის შემთხვევაში მისი სხვა ადგილზე გადასვენების წესს.
აგრეთვე მოქმედი კანონის გარდამავალ დებულებებს ემატება 1543 და 1544 მუხლები,
რომელთა თანახმად განისაზღვრა კონკრეტული კანონქვემდებარე აქტების შემუშავების
ვალდებულება და ვადები.
გარდა ზემოაღნიშულისა ახალი რედაქციით ყალიბდება 60-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
კერძოდ, არსებულ რედაქციაში ჩანაწერი „მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა
უფასოა და ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე“, იცვლება ჩანაწერით „მაღალმთიან
რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით“; აღნიშნული განპირობებულია თავიდან არსებული არაგანჭვრეტადი
და მოძველებული ნორმის კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობის
დადგენის მოტივით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
6
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას
სახელმწიფო,
ადგილობრივი და ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან.
კანონპროექტის
თანახმად
დადგენილია
საგანმანათლებლო
და
სამეცნიერო
დაწესებულებებში უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა, რასაც
უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის შენახვის
და დაკრძალვის ხარჯები გაღებული იქნება შესაბამისი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო
ან სამედიცინო დაწესებულების მიერ.
რაც შეეხება გვამის საზღვარგარეთ შემოტანისათვის საჭირო სპეციალური თანხმობის
გაცემას, ამ კანონის შესაბამისად აღნიშნულს განახორციელებს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას 2018 და შემდგომ პერიოდში გავლენა ექნება ადგილობრივი
ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, დღეის მდგომარეობით ამგვარი გვამების დაკრძალვა ხორციელდება
ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე და ახორციელებს მერიის/გამგეობის შესაბამისი
სამსახური, რაც ჯდება ჯამში დაახლოებით 530 ლარი, მათ შორის: ა) სამარის გათხრა,
ჩასვენება, მიწის მიყრა, ბორცვის გაკეთება – 230 ლარი; ბ) სასახლე წიფელის (ტრადიციული)
– 220 ლარი; გ) კატაფალკის მომსახურება – 80 ლარი თბილისის მასშტაბით; დ) საფლავი (2
ადგილიანი) – უფასო მე–5 ზონაში;
ვინაიდან დღესდღეობით არსებული ნორმა არ იძლევა ამგვარი გადაცემის
რეგლამენტაციას, პრაქტიკაში არ არსებობს პრეცენდენტი. შესაბამისად, დაახლოებით
რამდენი გვამის გადაცემა მოხდება შესაბამისი დაწესებულებებისათვის, რა ოდენობით
თანხა დაიზოგება ადგილობრივ ბიუჯეტებში, ამ მხრივ კანონპროექტის ამოქმედების
შემდეგ, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი გვამი გადაეცემა სასწავლო/კვლევის მიზნით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
7
კანონპროექტის თანახმად დადგენილია საგანმანათლებლო და სამეცნიერო
დაწესებულებებში უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა, რასაც
უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება. აღნიშნული, შესაბამისად, გამოიწვევს ამ
მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ან სამედიცინო
დაწესებულების მხრიდან ხარჯების ზრდას. კერძოდ, საგანმანათლებლო, ან სამეცნიერო ან
სამედიცინო დაწესებულებებში 1 უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის შენახვა და
დაკრძალვა შესაბამის დაწესებულებას დაუჯდება წელიწადში დაახლოებით 1102 ლარი.
მათ შორის:
- შენახვა, სავარაუდო ღირებულებით 572 (500+(12X6)=72) ლარი; მ.შ. ა) დაბალზამება
„ტიელის მეთოდით“ – ღირებულება: 500 (ხუთასი) ლარი (ამ მეთოდით
დაბალზამების (ე.წ. რბილი დაბალზამების) შემთხვევაში გვამი მუშავდება მხოლოდ
ერთხელ და 6 თვის ვადის გასვლის შემდგომ აღარ საჭიროებს დამატებით
დამუშავებას. ბ)–12 გრადუსზე შენახვა - ელექტროენერგიის ხარჯი 1 თვის
განმავლობაში – 10–12 ლარი.
- დაკრძალვა, სავარაუდო ღირებულებით 530 ლარი. მაშ შორის: ა) სამარის გათხრა,
ჩასვენება, მიწის მიყრა, ბორცვის გაკეთება – 230 ლარი; ბ) სასახლე წიფელის
(ტრადიციული) – 220 ლარი; გ) კატაფალკის მომსახურება – 80 ლარი თბილისის
მასშტაბით; დ) საფლავი (2 ადგილიანი) – უფასო მე–5 ზონაში;
რაც შეეხება სპეციალურ თანხმობას, რომელიც საჭიროა სასწავლო ან/და სამეცნიერო
კვლევის მიზნით გვამის საზღვარგარეთიდან შემოსატანად და რომლის გაცემის წესს
შეიმუშავებს და დაამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
მინისტრი, აღნიშნული თანხმობა არ იქნება დაკავშირებული რამე სახის ფულად
ოდენობასთან.
გარდა ზემოაღნიშნული ხარჯისა, გვამის საზღვარგარეთიდან შემოსატანად საჭირო
გახდება ტრანსპორტირების ხარჯები, რაც გადახდილი იქნება ამ ქმედების
განმახორციელებლის მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
8
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
რგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო
შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული.
ინიციატივის
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:
1. ზურაბ ვადაჭკორია - რექტორი, პროფესორი;
2. ზურაბ ორჯონიკიძე
- უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი;
3. რიმა ბერიაშვილი - ვიცე-რექტორი;
4. კონსტანტინე ჩუტკერაშვილი
5. მზია დუნდუა -
- ანატომიური თეატრის ხელ-ლი;
იურიდიული სამსახურის უფროსი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
6. დიმიტრი კორძაია - კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
7. თემურ ჯორბენაძე - პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
8. ნოდარ
ხოდელი
-
კლინიკური
ანატომიისა
და
ოპერაციული
ქირურგიის
დეპარტამენტი, ასოც. პროფესორი;
9. გიორგი პატარაია - პათოლოგიის დეპარტამენტი, ასოც. პროფესორი;
მორფოლოგიის ინსტიტუტი:
10. მიხეილ ჯანგავაძე - მედიცინის დოქტორი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტი:
11. მარინა ქორიძე
- საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა და ჯანდაცვის
ფაკულტეტი, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
12. კახაბერ ქაშიბაძე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი,
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
9
13. სოფიო ბერიძე
- საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა და ჯანდაცვის
ფაკულტეტი, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის
(ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი, პროფესორი;
ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი:
14. ლეილა ახვლედიანი
- მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
15. თამარ გაბელია
- ხარისხის უზრუნველყოფისა და იურიდიული სამსახურის
უფროსი;
ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტისა
და
დავით
ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტები
აგრეთვე შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია ლური დაცვის
სამინისტროს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის
ნარჩემაშვილი
წევრი
აკაკი
ზოიძე,
ლევან
კობერიძე,
კობა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტი.
10
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 3.
ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება,
აქვს შემდეგი მნიშვნელობა
ა) ავტონომია პაციენტის - პაციენტის უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს
მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი;
ბ) აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
გ) არამართვადი ინფექციები - ინფექციური დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ არ
არსებობს სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები;
დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა - უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო
სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს
აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (22.11.2002 N1768)
დ1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლების
მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (21.03.2008 N 6000)
ე) დონორი - ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს,
ორგანოთა ნაწილს, ქსოვილს სხვა ადამიანისათვის გადანერგვის ან სხვა ადამიანის
მკურნალობის მიზნით;
ვ) ევთანაზია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი
ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით; (22.11.2002 N1768)
ზ) ენდემური დაავადება - განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქმედი მავნე
ფაქტორებით ან ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაიმე ფაქტორის დეფიციტით
გამოწვეული დაავადება;
ზ1) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისათვის გადაცემული,
მიმოქცევადი მატერიალიზებული ან/და არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური
ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების ან პირადი დაზღვევის
დასაფინანსებლად; (29.06.2007 N 5129)
თ) თანდაყოლილი დაავადება - ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, გალაქტოზემია
ან ადრენოგენიტალური სინდრომი;
ი) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების
გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები,
რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და
უსაფრთხოებას; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.)
კ) ინფორმირებული თანხმობა - პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობა პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე,
მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის
განმარტების შემდეგ;
კ1) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) –
11
მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური
მდგომარეობის
(ნოზოლოგია/სინდრომი)
მართვის
რეკომენდაცია,
რომელსაც
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011
წლის 1 იანვრიდან.)
კ2) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) –
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე
შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და
მოქმედებათა თანამიმდევრობა, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.)
ლ) კრიტიკული მდგომარეობა - ჯანმრთელობის მოშლის ფორმა, როდესაც ადამიანის
სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდუვალია;
მ) მეორე აზრი - ავადმყოფობის დიაგნოზის, პროგნოზის, მკურნალობის
ოპტიმალური მეთოდის შესახებ იმ სპეციალისტის აზრი, რომელსაც პაციენტი მიმართავს
მკურნალი ექიმის გვერდის ავლით იმ შემთხვევაში,თუ იგი არ არის დარწმუნებული
დიაგნოზისა და მკურნალობის სისწორეში ან განზრახული სამკურნალო მეთოდის
გამოყენებას თან სდევს სერიოზული შედეგები (მაგალითად, დამასახიჩრებელი ოპერაცია);
ნ) მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა - "სოციალური სიკვდილი", ქრონიკული უგონო
მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა
და, ამავე დროს, ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისათვის დამახასიათებელი
გაცნობიერებული ქმედებების,გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური
რეაქციის არარსებობა;
ო) მცდარი სამედიცინო ქმედება - ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის
მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება,
რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა;
ო1) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4
და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები; (20.03.2015. N3367 ამოქმედდეს 2015 წლის 1
აპრილიდან)
პ) ნაგულისხმები თანხმობა - სიტუაცია, როდესაც პაციენტმა მიმართა ექიმს
სამედიცინო დახმარების მისაღებად, ხოლო ეს უკანასკნელი, მიუხედავად წერილობითი ან
სიტყვიერი შეთანხმების არსებობისა გაესაუბრა მას,გასინჯა და ა.შ. ამ მომენტიდან ექიმს
ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პაციენტის მიმართ;
ჟ) პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა – გვამის გაკვეთა სათანადო სერტიფიკატის
მქონე ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზის ან/და დაავადების დიაგნოზის დადგენის,
სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.)
რ) პაციენტი - პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა,
სარგებლობს სამედიცინო დახმარებით;
ს) პაციენტის ნათესავი - პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი რიგითობის მიხედვით, აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღონ
პაციენტის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული
საკითხების გადაწყვეტაში;
12
ტ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვა – ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან
ცალკეული პირისა და ოჯახის პირველი შეხება; უწყვეტი, ყოვლისმომცველი და
კოორდინირებული, უპირველესად საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებული,
საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება,
რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ
გავრცელებული დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ
შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას, პალიატიურ
მზრუნველობას, აუცილებელი მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
(8.05.2007 N 4719)
ტ1) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - სამედიცინო დახმარება, რომლის
გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის
მდგომარეობის სერიოზული გაუარესება;
ტ2) ოჯახის ექიმი - ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით უფლება აქვს პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო
მომსახურება გაუწიოს ყველა ასაკის ორივე სქესის პირს;
ტ3) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – ნორმატიული აქტით
დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური აცრების
ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები; (22.11.2002 N1768)
ტ4) პალიატიური მზრუნველობა – აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა,
რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა,
ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი
ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება;
ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების
ხარისხის გაუმჯობესება; (8.05.2007 N 4719)
ტ5) პალიატიური მკურნალობა – სამედიცინო მომსახურება, რომლითაც
რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო
პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებით შემსუბუქება; (8.05.2007
N 4719)
უ) რეანიმაცია - სიცოცხლის აღდგენისათვის გამოყენებული ღონისძიებების
კომპლექსი;
ფ) რეც
იპიენტი - პაციენტი, რომლისათვისაც გადანერგვის მიზნით
განკუთვნილია დონორისაგან აღებული ორგანოები, ორგანოთა ნაწილები ან ქსოვილები;
ფ1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - სახელმწიფო ვალდებულებათა
სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა,
შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და,
შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით;
(22.11.2002 N1768)
ქ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური
აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის
ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.)
13
ღ) სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა - ადამიანზე ან ცხოველზე ჩატარებული
ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომლის ერთადერთი ან ერთ-ერთი მიზანია მედიცინის
სფეროში ცოდნის გაღრმავება;
ყ) სამედიცინო დახმარების უწყვეტობა – პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური,
სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის ღონისძიებების
შეუფერხებელი განხორციელება; (8.05.2007 N 4719)
შ) სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი - სამედიცინო დახმარების იმ
მოცულობის ჩამონათვალი, რომლის საფასურის ანაზღაურება ნაკისრი აქვს სახელმწიფოს;
ჩ) სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო - ექიმის და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ
პროფესიული საქმიანობის პროცესში პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკური მდგომარეობის,
მისი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი საქმიანობის, ოჯახური ან პირადი ცხოვრების
შესახებ მიღებული ინფორმაცია; მოიცავს ექიმისათვის მიმართვის ფაქტსაც, აგრეთვე,
სიკვდილის გარემოებებს;
ჩ1) სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) – საქმიანობა, რომელიც
დაკავშირებულია
დაავადებათა
პროფილაქტიკასთან,
დიაგნოსტიკასთან,
მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან,
გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ
რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან,
პროთეზირებასთან,
პაციენტის
სამედიცინო
ტრანსპორტირებასთან,
პაციენტის
სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლოფსიქიატრიულ
ექსპერტიზასთან,
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
დაცვის
ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან
დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით;
(17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.)
ც) სამედიცინო ჩარევა – ნებისმიერი მანიპულაცია, პროცედურა, რომელსაც ატარებს
ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის,
რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის მიზნით; (8.05.2007 N 4719)
ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი და სხვა პირები,
რომელთა
საქმიანობაც
დაკავშირებულია
დაავადებათა
პროფილაქტიკასთან,
დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ
მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, ასევე საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტები, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების
მენეჯერები; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.)
ც2) სამედიცინო ტექნოლოგიები -– სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციურტექნოლოგიური მოწყობის წესი;
ც3) საოჯახო მედიცინა – პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული სამედიცინო
დისციპლინა, დამოუკიდებელი და სხვა დისციპლინებისაგან განსხვავებული
პროფესიული მზადების, კვლევისა და კლინიკური საქმიანობის სისტემით;
ც4) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა – საპროცესო მოქმედების წარმოებისას
წამოჭრილი სამედიცინო-ბიოლოგიური საკითხების დადგენის პროცესი; (22.11.2002 N1768)
ძ) სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები - ჩანაცვლებითი თერაპიისთვის
14
გამოყენებული პრეპარატები, რომელთა მუდმივი მიღება აუცილებელია სიცოცხლის,
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (მაგ. ინსულინი);
ძ1) სპეციალობის აღწერილობა - იმ საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი,
რომელთა ცოდნა და ათვისება აუცილებელია ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმისათვის; (22.11.2002 N1768)
წ) ტერმინალური სტადია - უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის
სიკვდილისწინა სტადია;
ჭ) ტვინის სიკვდილი – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ზედა სეგმენტების
ფუნქციების სრული და შეუქცევადი შეწყვეტა სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის
სპეციალური საშუალებებით შენარჩუნების ფონზე; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011
წლის 1 იანვრიდან.)
ხ) უწყვეტი სამედიცინო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების
კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული
სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს,
რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და
გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების
გამოქვეყნება, სწავლება და სხვა); (13.05.2005 N 1435)
ხ1) უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესი სამედიცინო
განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო
საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება; (13.05.2005 N 1435)
ხ2) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო განათლების და
უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის
განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია
თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების
შესაბამისობის უზრუნველყოფა; (13.05.2005 N 1435)
ჯ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა - შრომის, ყოფაცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური
უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და
სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური
წესების
დაცვაზე
ზედამხედველობა,
ქვეყნის
საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო
ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები;
ჰ) ჯანმრთელობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობის განმტკიცება) - ჯანმრთელობის
შენარჩუნებისა და განსამტკიცებლად მიმართული საგანმანათლებლო,სოციალური,
ეკონომიკური, გარემოს და პროფესიული ფაქტორების კომპლექსი.
1
ჰ ) ეპიდემიოლოგიური კონტროლი – გადამდები დაავადებების ეპიდემიური
პროცესის მართვის
პროფილაქტიკურ
და
ეპიდსაწინააღმდეგო
ღონისძიებათა
სისტემა.(20.06.2001 N974)
ჰ2) ამოღებულია (7.12.2006 N 3836)
15
3
ჰ ) ამოუცნობი გვამი – გვამი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად,
დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება და რომლის დაკრძალვას
უზრუნველყოფს სახელმწიფო; (8.06.2007 N4921)
ჰ4) უპატრონო გვამი – გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია
გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე
უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება), და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს
სახელმწიფო. (8.06.2007 N4921)
ჰ5) შერჩევითი კონტროლი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის
შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება. (21.07.2010. N3553
ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.)
6
ჰ ) ამოღებულია (19.02.2015. N3094 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.)
7
ჰ ) ამოღებულია (19.02.2015. N3094 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.)
მუხლი 1121 (8.06.2007 N4921)
1. სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით დასაშვებია უპატრონო ან/და
ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება იმ საგანმანათლებლო
და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო,
საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო
დაწესებულებების მიერ, თუ:
ა) პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდა მისი ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის,
მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის ან გარდაცვლილთან სხვაგვარად
დაკავშირებული პირის მოძიება (დადგენა);
ბ) პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია უარი გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის
ან მისი სხეულის ანატომიური სტრუქტურების ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით
გამოყენებაზე;
გ) დაცულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა
პირობა.
2. დაუშვებელია სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით უპატრონო ან/და
ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება, თუ არსებობს
საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მისი (მათი) ამგვარად გამოყენება შელახავს
გარდაცვლილის რელიგიურ შეხედულებებს.
3. საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია
გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყოს
მისი დაკრძალვა დადგენილი წესით.
მუხლი 60.
1. პაციენტისათვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლების ზევით
16
სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის
დადგენილი წესით ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია გასაწევი სამედიცინო
მომსახურების და შესაბამისი ანაზღაურების პირობები და ოდენობა. თუ პაციენტი
მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი,
ხელშეკრულება ფორმდება მის ნათესავთან ან კანონიერ წარმომადგენელთან. (20.03.2015.
N3367 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
2. სამედიცინო მომსახურების პროცესში და მისი დამთავრების შემდეგ ამ მუხლის
პირველ პუნქტში აღნიშნული მხარეები ვალდებულნი არიან ზუსტად შეასრულონ
ხელშეკრულების პირობები. თუ ერთ-ერთი მხარე უარს განაცხადებს ხელშეკრულების
შესრულებაზე, მეორე მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
3. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე
პაციენტი, მისი ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი უარს განაცხადებს
ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც დადასტურდება დადგენილი წესით გაფორმებულ
აქტში, და პაციენტს არ აღენიშნება კრიტიკული მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულებას
უფლება აქვს, უარი განაცხადოს მკურნალობის დაწყებაზე. (20.03.2015. N3367 ამოქმედდეს
2015 წლის 1 აპრილიდან)
4. მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა უფასოა და ხორციელდება
სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში
სამედიცინო დაწესებულებათა შენარჩუნებასა და განვითარებას. პარალელურად დაიშვება
კერძო სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების რეალიზაცია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით (09.06.99. N2088 საკანონმდებლო მაცნე N24(31)).
17