„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 128-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4-ე
ნაწილი:
„4. ამოუცნობი ან უპატრონო გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით
გადაცემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და
საექსპერტო დაწესებულებისთვის ხორციელდება პროკურორის ნებართვით, რომელიც
აღსასრულებლად გადაეცემა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს. “.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
--------- 2017 წ.
1
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 128-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4-ე
ნაწილი:
„4. ამოუცნობი ან უპატრონო გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით
გადაცემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და
საექსპერტო დაწესებულებისთვის ხორციელდება პროკურორის ნებართვით, რომელიც
აღსასრულებლად გადაეცემა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს. “.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
--------- 2017 წ.
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
დადგენილი ნორმების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით შემოთავაზებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტით შემოთავაზებული ფორმულირებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომელიც ადგენს მოთხოვნას, რომლის
თანახმად, ამოუცნობი ან უპატრონო გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით
გადაცემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და
საექსპერტო დაწესებულებისთვის დაუშვებელია პროკურორის ნებართვის გარეშე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
2
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი
შეთანხმებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო რგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების
პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:
1. ზურაბ ვადაჭკორია - რექტორი, პროფესორი;
2. ზურაბ ორჯონიკიძე
- უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი;
3. რიმა ბერიაშვილი - ვიცე-რექტორი;
4. კონსტანტინე ჩუტკერაშვილი
- ანატომიური თეატრის ხელ-ლი;
3
5. მზია დუნდუა -
იურიდიული სამსახურის უფროსი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
6. დიმიტრი
კორძაია
-
კლინიკური
ანატომიისა
და
ოპერაციული
ქირურგიის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
7. თემურ ჯორბენაძე - პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
8. ნოდარ ხოდელი - კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტი,
ასოც. პროფესორი;
9. გიორგი პატარაია - პათოლოგიის დეპარტამენტი, ასოც. პროფესორი;
მორფოლოგიის ინსტიტუტი:
10. მიხეილ ჯანგავაძე - მედიცინის დოქტორი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტი:
11. მარინა ქორიძე
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი,
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
12. კახაბერ ქაშიბაძე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი,
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
13. სოფიო ბერიძე
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი,
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისურენოვანი)
ხელმძღვანელი, პროფესორი;
ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი:
14. ლეილა ახვლედიანი
- მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
15. თამარ გაბელია
- ხარისხის უზრუნველყოფისა და იურიდიული სამსახურის უფროსი;
ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის
სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტები
აგრეთვე შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს,
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტი.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 128. გვამის დათვალიერება
1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას მხარე ატარებს ექსპერტის მონაწილეობით.
2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება
სავალდებულოა.
3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე
დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას.
5