საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატი
ნომერი
#16922/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

წერილი
N 16922 26/10/2017 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. დანართი: 1. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებულა 9 ფურცელი. 2. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 1.06.2017-25.10.2017 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ 14 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე
დანართი
დანართი N1 საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებულა 2017 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს კანონი ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ N42-Iს, 1.12.16 მუხლი 78. 4. სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშაონ და მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცენ ერთობლივი ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიმართვის წესისა და პროცედურის განსაზღვრის თაობაზე (ვადა არ არის მითითებული).  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 20.10.2017 სამინისტროების მიერ მომზადებულია ერთობლივი ბრძანების პროექტი. პროექტის სრულყოფის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი საქართველოს კანონმდებლობიტ დადგენილი წესით გამოცემა). განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N104-Iს, 16.12.16 მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდების (დებულების) ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 27.06.17-მდე შეიმუშაონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებაში (დებულებაში) შესატანი ცვლილების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინონ შესაბამის სამინისტროს.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 24.10.2017 ცვლილების პროექტების წარმოდგენა დასრულებულია) 2. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N105-Iს, 16.12.16 მუხლი 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 5.07.17-მდე უზრუნველყონ უმაღლესი 1 საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავება და შესაბამისი სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 24.10.2017 უმეტესობას წარმოდგენილი აქვს ცვლილების პროექტი მხოლოდ ორს ქონდა წარმოდგენილი ხარვეზებით, რისი გასწორების შემდეგ წარმოდგენის პროცესი დასრულდება) 3. საქართველოს კანონი „განათლების (ცვლილება N1224-რს, 26.07.2017) ხარისხის განვითარების შესახებ“ მუხლი 322. 2. 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების 2018–2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია N14060, 05.09.2017 მთავრობის განკარგულების პროექტი სამინისტროს მიერ მომზადებულია და წარდგენილია). გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მუხლი 24 41. (ცვლილება N4736-IIს, 17.02.16) 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაციით 10.10.2017 ბრძანების პროექტი წარდგენილია სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ სამინისტროში და გამოიცემა უახლოეს პერიოდში). 7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე (N2307-IIს, 30.04.14). 2  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 10.10.2017 არსებული დაცული ტერიტორიების დემარკაცია ჩატარდა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. დემარკაცია არ ჩატარებულა მხოლოდ ყაზბეგის ეროვნულ პარკში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიებზე დემარკაციის თანხა გამოყოფილია გერმანიისა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ (kfw) და ჯერჯერობით ატარებენ კვლევებს, რომელთა დასრულების შემდეგ (დასრულდება 2017 წლის ბოლოს) დაიწყება დემარკაციის განხორიელება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის 8 ივნისის სხდომაზე განხილულ იქნა და საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები). 2. საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” N2994-რს, 26.12.14 მუხლი 48 (ცვლილება N124-რს, 21.12.16) 4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს 2017 წლის 1 ივლისამდე.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 10.10.2017 კომპანიათა უმეტესობას ნარჩენების მართვის გეგმა წარმოდგენილი აქვს). მუხლი 49. 3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.10.2017 საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი შემუშავებულია და მოკლე ვადაში წარედგინება საქართველოს მთავრობას). 3. საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ N890-IIს, 1.06.2017 მუხლი 49. 2. შესაბამისმა უწყებებმა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები ამ კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.  მიმდინარეობს მუშაობა (10.10.2017 გარემოს დაცვის კომიტეტის ინფორმაციით სამინისტრომ წერილით მიმართა ყველა შესაბამის უწყებას. 12.10.2017 დარგობრივი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომზადებიული აქვს შესაბამისი პროექტები) 3 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5154-რს, 3.06.16 მუხლი 2 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების ამ კანონთან შესაბამისობა (შესრულების ვადა არ არის მითითებული).  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 23.10.2017 ) 2. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (ცვლილება N5446-IIს, 22.06.16) მუხლი 21 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციელის მიერ მოძალადისთვის იარაღის ჩამორთმევის თაობაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისთვის დროულად მიწოდება და ხელმისაწვდომობა (შესრულების ვადა არ არის მითითებული)..  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 23.10.2017 სამუშაო საკმაოდ მოცულობითია, მიმდინარეობს მუშაობა მონაცემთა ბაზის შექმნის მიმართულებით) 3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ცვლილება N1118-IIს, 28.06.2017) მუხლი 313 16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს: ბ) საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის (ხმაურმზომი ხელსაწყოს) შეძენა. 2018 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული აღჭურვილობა გადაეცეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.10.2017, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 22 სექტემბრის ინფორმაციის თანახმად შერჩეულია ხმაურმზომი ხელსაწყოების კონკრეტული მოდელი(DT-8852, მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი), რომელმაც უკვე გაიარა საქართველოს სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში აკრედიტაცია და შსს-ს მიერ ფორმდება ხელშეკრულება 30 ცალი ხმაურმზომი ხელსაწყოს შესყიდვაზე). 4 4. საქართველოს კანონი ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” N639-IIს, 21.04.2017 მუხლი 13. 5. საქართველოს მთავრობამ: ა) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ამ კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიცავს სულ მცირე სახელმწიფოში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 23.10.2017 მიმდინარეობს მუშაობა აღსრულების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად) 4. საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ მუხლი 28 1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ (ცვლილება N1224-რს, 26.07.2017): ა) მიიღოს დადგენილება დაწესებულების ავტორიზაციის წესის დადგენის თაობაზე;  არ არის შესრულებული (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 პროექტის არსებული სახით მიღება გამოიწვევს ხარჯების გაზრდას. მიზანშეწონილია: წარმოდგენილ იქნას კანონში ცვლილების პროექტი ამ დავალების გადავადების მიზნით, მომზადდეს სათანადო გაანგარიშება, გეგმა და მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით). ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  დასრულების პროცესშია (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 ორივე სტანდარტი შემუშავებულია და წარდგენილია საქართველოს მთავრობაში). გ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  დასრულების პროცესშია (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 ინფორმაციით სტანდარტი შემუშავებულია და წარდგენილია საქართველოს მთავრობაში). დ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე დასრულებულია უწყებების მიერ გამოთქმული შენიშვნების გაზიარების პროცესი. უახლოეს პერიოდში მიეცემა საბოლოო სახე და წარედგინება საქართველოს მთავრობას). 5 ე) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე დასრულებულია უწყებების მიერ გამოთქმული შენიშვნების გაზიარების პროცესი. უახლოეს პერიოდში მიეცემა საბოლოო სახე და წარედგინება საქართველოს მთავრობას). ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  დასრულების პროცესშია (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შემუშავებულია და წარდგენილია საქართველოს მთავრობაში ელოდება სხვადასხვა უწყებებიდან ვიზირებას). ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.  მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 პროექტი შეთანხმებულია განათლების და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის და მიღებულ იქნება ავტორიზაციის წესის დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებასთან ერთად). 2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელპედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი (ცვლილება N1224-რს, 26.07.2017).  არ არის შესრულებული (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 ჯერ არ დაწყებულა მუშაობა) 3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ცვლილება N1224-რს, 26.07.2017): ა) აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი;  დასრულების პროცესშია (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 პროექტზე დასრულებულია მუშაობა და წარდგენილია მინისტრთან დასამტკიცებლად) ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 მომზადებულია სკოლამდელი დაწესებულების მონიტორინგის სისტემის კონცეფცია, რომლის საფუძველზეც შემუშავებულია მონიტორინგის წესის პროექტი. რიგითობის დაცვის მიხედვით, უნდა დამტკიცდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტების დამტკიცების შემდეგ). 6 გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში ხელის შეწყობის მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.  დასრულების პროცესშია (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 23.10.2017 შემუშავებულია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ- მოდული, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ დამტკიცდება მინისტრის აქტით) . 4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ(ცვლილება N1224-რს, 26.07.2017): ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (23.10.2017-ის მდგომარეობით მიღებულია 18 თვითმმართველი ერთეულის მიერ) ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (23.10.2017-ის მდგომარეობით მიღებულია 19 თვითმმართველი ერთეულის მიერ) გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (23.10.2017-ის მდგომარეობით მიღებულია 20 თვითმმართველი ერთეულის მიერ) დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (23.10.2017-ის მდგომარეობით მიღებულია 17 თვითმმართველი ერთეულის მიერ) ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.  მიმდინარეობს მუშაობა (23.10.2017-ის მდგომარეობით მიღებულია 17 თვითმმართველი ერთეულის მიერ) შენიშვნა: 23.10.2017-ის მდგომარეობით ხუთივე ნორმატიული აქტი გამოცემული აქვს 17 მუნიციპალიტეტს. 6. 2020 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 24.12.16-მდე უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად . 7  მიმდინარეობს მუშაობა (განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინფორმაცია 12.10.2017 მიმდინარეობს მუშაობა და აქტიური კონსულტაციები განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად გეგმის შემუშავების მიზნით). რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 1. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ №1958-IIს, 5.02.14 მუხლი 162. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2017 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველ შესაბამის გრაფიკსა და წესს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს მთავრობას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 19.10.2017, სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, დაგეგმილია ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება დეცენტრალიზაციის პროცესის გაუმჯობესება და ადგილობრივ დონეზე უკეთესი მმართველობის მიღწევა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში მოხდება 162-ე მუხლით გავალისწინებული ვალდებულების საკითხის მოწესრიგება, ზემოაღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებში მიმდინარეობს მუშაობა). 2. საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (ცვლილება N1253-რს, 26.07.2017) მუხლი24 4. შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა 11.09.2017-მდე განსაზღვრონ მერიების თანამდებობის პირები და მოხელეები, რომლებსაც გადაეცემათ ამ კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 19.10.2017 ჯერ არ არის შესრულებული, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შესრულდება). საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ მუხლი 125. (ცვლილება 1157-II ს, 29.06.17). 1. 2017 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში არსებული თანამდებობების 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში 8 დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების ან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.  დასრულების პროცესშია ( საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ინფორმაცია N19722, 06.10.2017 ) მუხლი 126. 4. 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: გ) „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  დასრულების პროცესშია ( საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დასრულებულია მუშაობა დადგენილების პროექტზე). ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ N761-IIს, 4.05.2017 მუხლი 2 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №183/ნ ბრძანებისა და „კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №153/ნ ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N16219, 11.10.2017 „კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანების პროექტი ინიცირებულია და მიმდინარეობ დამტკიცებისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურები) 9
დანართი
დანართი N2 საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 1.06.2017-25.10.2017 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N4620-Iს, 11.12.15 მუხლი 2 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცება;  სააგენტოს დირექტორის ბრძანება N98; 16.06.2017 ბ) მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრა;  სააგენტოს დირექტორის ბრძანება N96, 14.06.2017 გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცება.  სააგენტოს დირექტორის ბრძანება N95, 14.06.2017 2. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N617-IIს, 6.04.17 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 60 დღისა 20.06.2017-მდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  3. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებები N12, 14.06.2017, N13- N22, 15.06.2017; N23-N28, 16.06.2017; N29-N30, 19.06.2017 საქართველოს კანონი ,,ინოვაციების შესახებ” N5501-IIს, 22.06.16 მუხლი 22. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს: 1 ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის ან სასარგებლო მოდელის შემქმნელის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესის დამტკიცება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N379, 07.08.2017 ბ) ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება და სამთავრობო კომისიის შექმნა;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N378, 07.08.2017 გ) ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N379, 07.08.2017 4. საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე N847IIს, 17.05.2017 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში 2.08.2017-მდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N300, 22.06.2017 განათლებისა, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ N761-IIს, 4.05.2017 მუხლი 2 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს იმ სპეციალისტების მომზადებისათვის/ გადამზადებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მსხვერპლთა ან მოძალადეთა რეაბილიტაციასთან და ადაპტაციასთან.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 10.10.2017 ჩატარდა შესაბამისი ტრენინგები და მომავალშიც გაგრძელდება). 2 2. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ მუხლი 88 8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2017-2018 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2017-2018 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით“(ცვლილება N105-Iს, 16.12.16).  საქართველოს მთავრობის დადგენილება N359, 24.07.2017 მუხლი 89 61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის განხორციელება (ცვლილება N4582-1ს, 27.11.15)  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 10.10.2017) 62. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტითა და 542 მუხლით გათვალისწინებული წესების შემუშავება და დამტკიცება. შესაბამისი წესის დამტკიცებამდე უმაღლესი განათლების მქონე პირი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად(ცვლილება N4582-1ს, 27.11.15)  მინისტრის ბრძანებები N 111/ნ, N112/ნ, 5.09.2016; N142/ნ, 26.10.2016 3 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ (ცვლილება N125-რს, 21.12.16) მუხლი 53 51. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ბ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“.  მინისტრის ბრძანება N26, 26.07.2017 6. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N294, 16.06.2017 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” N475-IIს, 22.03.2017 – მუხლი 33. 6. სააგენტოს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის 27.06. 2017-მდე ვადაში.  შესრულებულია 23. სააგენტომ: ე) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემების ამოქმედება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების მიმართ.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 11.10.2017 სსიპ - საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამოქმედებულია). 2. საქართველოს კანონი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N477-IIს, 22.03.2017 მუხლი 2 1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით 4 გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემის, კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის ამოქმედება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების მიმართ. 2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უზრუნველყოს ამ კანონის მიზნებისთვის ზედამხედველი მოსამართლის განსაზღვრა, კონტროლის ელექტრონული სისტემისა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი აპარატული უზრუნველყოფის საშუალებების შეძენა და სხვა, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 11.10.2017 სსიპ - საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ,აღნიშნულმა სააგენტომ უკვე უზრუნველყო „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემის, კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის ამოქმედება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების მიმართ). 4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N448, 5.10.2017 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ N761-IIს, 4.05.2017 მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებისა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 5 მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულების დამტკიცება, აგრეთვე მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების და მათი განხორციელების წესისა და ფორმების განსაზღვრა.  საქართველოს მთავრობის დადგენილებები N 299, 22.06.2017; N 286, N287, 12.06.2017 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.  მინისტრის ბრძანება N281, 2.06.2017 2. საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ (ცვლილება N713-IIს, 21.04.2017) მუხლი 60 6. მინისტრმა 2017 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესი.  მინისტრის ბრძანება N328, 28.06.2017 3. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ (ცვლილება N711-IIს, 21.04.2017) მუხლი 63 3. გ) 2017 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი.  მინისტრის ბრძანება N327, 28.06.2017 4. საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N811-11ს, 4.05.2017 მუხლი 2. დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ამ კანონის ამოქმედებიდან 7 დღის 5.06.2017-მდე ვადაში, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა  მინისტრის ბრძანებები N 43, 44, 45, 46, 47, 2.06.2017 6 5. საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N943-IIს, 1.06.2017 მუხლი 2 1. 2017 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ბრძანების გამოცემა.  მინისტრის ბრძანება N52, 3.07.2017 2. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-20 მუხლის 21 ნაწილით, მე-19 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 29-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 42-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის 31 ნაწილით, 53-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.  მინისტრის ბრძანებები N107, 1.09.2017; N101, 31.08.2017; N54, 13.07.2017; N103, 31.08.2017 5. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის 27-ე ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 53-ე ნაწილის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა.   ერთობლივი ბრძანება N104-N01-56/ნ, 31.08.2017 ერთობლივი ბრძანება N105-N01-57/ნ, 31.08.2017 6. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა.  მინისტრის ბრძანება N01-55/ნ, 30.08.2017, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის N01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 7 6. საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N954-IIს, 1.06.2017 მუხლი 2 5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა: ა) 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე10 პუნქტით გათვალისწინებული „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა.  მინისტრის ბრძანება N106, 1.09.2017 არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებლო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის N89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 7. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის ცვლილების შეტანის შესახებ“ N1221-რს, 26.07.2017 სამართლის კოდექსში მუხლი 2 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის 27.08.2017-მდე ვადაში: ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულება სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის მიხედვით უგზავნის იმ მსჯავრდებულთა პირად საქმეებს, რომელთა მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება და რომლებიც სასჯელს იხდიან სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16.10.2017, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმდინარე წლის 17 სექტემბრის ინფორმაციით სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის მიხედვით გაეგზავნა 488 მსჯავრდებულის პირადი საქმე) ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის მიხედვით უგზავნის იმ მსჯავრდებულთა პირად საქმეებს, რომელთა მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება და რომლებიც არასაპატიმრო სასჯელს იხდიან.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16.10.2017, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმდინარე წლის 17 სექტემბრის ინფორმაციით სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებიდან, პრობაციის ბიუროებიდან, განსჯადობის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოებში გადაიგზავნა 1521 სააღსრულებლო საქმე. გ) საქართველოს პროკურატურა მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების 8 შესახებ, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 30 დღის ვადაში;  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16.10.2017 იუსტიციის სამინისტროს N13/63180, 30.09.2017 წერილის თანახმად გათვალისწინებული ვალდებულიება პროკურატურის ორგანოებისსა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას აღსრულებულ იქნა კანონით გათვალისწინებულ ვადაში) 8. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ცვლილება N1118-IIს, 28.06.2017) მუხლი 313 14. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N398, 15.08.2017 16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს: ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები;  მინისტრის ბრძანება N422, 14.08.2017 გ) სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16.10.2017, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 22 სექტემბრის ინფორმაციის თანახმადსაპატრულო პოლიციის არსებულ საბაზისო და გადამზადების პროგრამებში 2017 წლიდან ისწავლება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე რეაგირების შესახებ). 9. საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ (ცვლილება N183რს, 22.12.16) მუხლი 56 9. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ჟ) „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N452, 6.10.2017 რ) „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“. 9  საქართველოს მთავრობის დადგენილება N453, 6.10.2017 10. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ N1232-რს, 26.07.2017 მუხლი 18514. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის: ა) ცესკომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საარჩევნო ოლქების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;  ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებები N 48/2017, 27.06.2017; N49/2017, 27.06.2017; N86/2017,N88/2017, 31.07.2017 შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ბ) ცესკომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;  ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებები N 87/2017, N89/2017; 31.07.2017. შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გ) საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნა ან/და ცვლილებების განხორციელება, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების, 2017 წელს განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების და ამ კანონის 140-ე მუხლით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით;  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 20.10.2017დადგენილ ვადაში საოლქო კომისიების მიერ შეიქმნა ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები) დ) საარჩევნო უბნები შეიქმნას ან/და ცვლილებები განხორციელდეს არაუგვიანეს 2017 წლის 1 აგვისტოსი.  შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაცია 20.10.2017დადგენილ ვადაში შეიქმნა) 10 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ მუხლი 125. (ცვლილება 1157-II ს, 29.06.17). 5. 2017 წლის 1 სექტემბრამდე ბიურომ უზრუნველყოს სერტიფიცირების ელექტრონული პროგრამის გამართვა.  შესრულებულია (საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ინფორმაცია N19722, 06.10.2017 ბიურომ ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან ერთად განვითარდა სერთიფიცირების გამოცდის ჩატარების ელექტრონული პროგრამა და შეიქმნა ,,ტესტურ დავალებათა ბანკი“ . ,,პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერთიფიცირების ჩატარების წესის, სტანდარტისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების დამტკიცების შემდეგ ბიურო უზრუნველყოფს სერთიფიცირების ჩატარებას). 10. 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ გამოცხადებული კონკურსებისა და დაწყებული წარმოებების დასრულება.“.  შესრულებულია (საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ინფორმაცია N19722, 06.10.2017 საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 1 ივლისამდე, 10 დღით ადრე შეწყვიტა www.hr.gov.ge –ზე ვაკანსიების განთვსება და სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყველა საჯარო დაწესებულება გაფრთხილებულ იქნა ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძველი კანონის ფარგლებში დაესრულებინათ დაწყებული საკონკურსო წარმოებები). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ” N852-IIს, 17.05.2017 მუხლი 24. 1. საბჭო იკრიბება ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის 2.08.2017-მდე ვადაში. დამოუკიდებელი წევრების არჩევამდე საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით.  შესრულებულია კომიტეტის ინფორმაცია 25.09.2017 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის 2.09.2017-მდე ვადაში აირჩევა საბჭოს 2 დამოუკიდებელი წევრი. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კენჭისყრის ჩატარებას. პირველი კენჭისყრის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. დარჩენილ კანდიდატებს შორის ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. მის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელია.  შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაცია 12.10.2017) 11 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის 2.09.2017-მდე ვადაში საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.  საქართველოც მთავრობის დადგენილება N 357, 24.07.2017 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის 2.09.2017-მდე ვადაში საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 25.09.2017) 2. საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ N5386-IIს, 8.06.16 მუხლი 28. 5. სამსახურმა 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრა.  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-9, 12.07.2017 აუდიტის ზედამხედველობის 14. იმ პირთან მიმართებით, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდა გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, სამსახურმა დაადგინოს პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესი ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა 24.12.16-მდე.  სამსახურის უფროსის ბრძანება Nნ-3, 24.03.2017 ,,პროფესიული სერთიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 1. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ N1252-რს, 26.07.2017 მუხლი 2 1. 2017 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების მიღება: ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით – 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის დროებითი წესი;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N416, 31.08.2017 12 გ) საჯარო სამსახურის ბიუროს წარდგინებით – 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N417, 31.08.2017 2. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ N1252-რს, 26.07.2017 მუხლი 2 1. 2017 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების მიღება: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით – 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N471, 20.10.2017 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საკითხი 1. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (ცვლილება N761-IIს, 4.05.2017) მუხლი 21 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N16219, 11.10.2017 2016 წელს, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სსიპ-ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის)მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ ყველა სოციალურ მუშაკს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე: ,,საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“). 2. საქართველოს კანონი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ N746- IIს, 4.05.2017 მუხლი 79 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 24.08.2017-მდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურმა ორგანომ) უზრუნველყოს: ა) შვილად აყვანის, ბავშვის გაშვილების ან ბავშვის მიტოვების მსურველი პირისთვის შესაბამისი კონსულტაციის ფორმის დამტკიცება; 13  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანება N04-579/ო, 16.08.2017 დანართი N28 ბ) ბავშვის გაშვილებაზე მშობლის (მშობლების) ან სხვა წარმომადგენლის თანხმობის სპეციალური ფორმის დამტკიცება; კანონიერი  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანება N04-579/ო, 16.08.2017 დანართი N1 გ) მინდობით აღზრდის მსურველი პირის /შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება;  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანება N04-579/ო, 16.08.2017 დანართი N20 დ) გაშვილებაზე უარის თქმის შესახებ განაცხადის ფორმის დამტკიცება;  სოციალური მომსახურების სააგენტოს დანართი N25 ე) ბავშვის დამტკიცება; მინდობით დირექტორის ბრძანება N04-579/ო, 16.08.2017 აღზრდის შესახებ ხელშეკრულების ფორმის  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანება N04-573/ო, 16.08.2017 ვ) საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობის (სერტიფიკატის) ფორმის დამტკიცება;  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანება N04-579/ო, 16.08.2017 დანართი N26, N27 ზ) ამ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემა.  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანებები N04-579/ო, 16.08.2017; N 04589 22.08.2017; N04-595/ო, 29.08.2017 14