„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27–30, მუხ. 575) 53 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 53. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
ნებართვის მაძიებელმა ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის გამცემ
ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების
(საშუალებების) (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო
საშუალებისა (საშუალებებისა)) ფლობისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;
გ) ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საქმიანობებისთვის დამატებით საჭიროა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საბუთები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ აიღო
ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში, ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა
ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. „ერთის
მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV
დანართის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს „ძრავიანი სატრანსპორტო
საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ“
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის №2009/40/EC დირექტივის დებულებების
საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. ასოცირების შეთანხმების XXIV დანართით
გათვალისწინებული ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის №2009/40/EC
დირექტივის დებულებების ამოქმედების ვადად ავტობუსებისა და სატვირთო
მანქანებისთვის განისაზღვრა 2016 წლის 1 სექტემბერი (აღნიშნული ვალდებულება
შესრულებულია), ხოლო სხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის - 2018
წლის 1 სექტემბერი.
აქვე აღსანიშნავია, რომ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (Economic Commission for
Europe Resolution) 2017 წლის R.E.6 24 რეზოლუციით, საავტომობილო ტრანსპორტის
რეგულირების ჰარმონიზაციის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, დაწესდა ტერმინი
„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული
რეზოლუცია არის უფრო ახალი და ითვალისწინებს განახლებულ ტერმინს „პერიოდული
ტექნიკური ინსპექტირება“ (Periodical Technical Inspections), მიზანშეწონილია, მისი
დამკვიდრება საქართველოს შესაბამის სამართლებრივ აქტებში. ამიტომაც, წარმოდგენილი
ცვლილებით კანონში გამოყენებული ტერმინი „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ იცვლება
ტერმინით „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, თუმცა შინაარსობრივი თვალსაზრისით
პროცედურა ანალოგიური შინაარსისაა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია სფეროს მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობის
ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება და საერთაშორისოდ დამკვიდრებული
ტერმინების ქართულ კანონმდებლობაში დამკვიდრება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-53 მუხლში, რომლის მიხედვითაც ტერმინი „გზისთვის
ვარგისობაზე ტესტირება“ იცვლება ტერმინით „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“.
აგრეთვე, სიტყვა „ფირნიში“ იცვლება სიტყვით „დოკუმენტი.“
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართავ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი
ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 53. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
ნებართვის მაძიებელმა ამ კანონის 51 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის გამცემ
ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების
(საშუალებების) (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო
საშუალებისა (საშუალებებისა)) ფლობისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის
დამადასტურებელი ფირნიში;
ბ) შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;
გ) ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საქმიანობებისთვის დამატებით საჭიროა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საბუთები.