„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს დებულებებს;“;
ბ) ,,დ3“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ,,ტ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) ,,ყ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) ,,ჰ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ11“- ,,ჰ13“ ქვეპუნქტები:
„ჰ11) აღრიცხავს მოსწავლეთა პერსონალურ მონაცემებს, აგრეთვე აწარმოებს სკოლისგარეშე
საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრებს;
ჰ12) ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზებასა და კონტროლს;
ჰ13) აღრიცხავს იმ პირებს, რომლებსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ
პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;”.
2. 283 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს; ამ კანონითა და ზოგადი
განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით
რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის
შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის
შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა
და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს უგზავნის საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მონაცემთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაცია იწვევს
მათ ძალაში შესვლას;“.
4. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს წესი არ ვრცელდება იმ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაზე,
რომელიც
ახორციელებს
სამხედრო
მომზადებასა და განათლებას;“.
5. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება
უწყდება აღნიშნული დოკუმენტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ რეგისტრაციის მომენტიდან. დოკუმენტები რეგისტრირდება მათი
წარდგენიდან 30 დღის ვადაში. დოკუმენტები რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათი მიღებიდან 30 კალენდარული
დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.“.
6. 41-ე მუხლის:
ა) 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათ შორის, დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის
თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც
დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, დანიშვნა და
განთავისუფლება რეგისტრირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ
მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში –
სკოლის
იმ
თანამშრომელს,
რომელიც
დირექტორის/დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის
შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ
უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
4. დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი
უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის
შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია
დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის
მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში რეგისტრირებული პირი.“.
7. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევის ოქმს, არჩეული დირექტორის შესახებ მონაცემებს,
არჩეულ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი
ხელშეკრულების ასლს უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
არჩევნების შედეგები ძალაში შედის არჩეული დირექტორის საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების
შესახებ საჩივრდება სასამართლოში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო
აქტის მოქმედების შეჩერებას.“.
8. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრაციის მომენტიდან.“.
მუხლი 2. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ლიკვიდაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მუხლი 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ლიკვიდაციის მიზნით
უზრუნველყოს
კომისიის
შექმნა.
ამ
კომისიამ
უზრუნველყოს
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორცილება 2018
წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ
კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 5. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 6. ამ კანონის მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიულ პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
ლიკვიდაციის აუცილებლობა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას აღარ გააჩნია
ისეთი ფუნქციები, რომელიც აუცილებელს გახდიდა მის საჯარო სამართლის იურიდიულ
პირად არსებობას, რამდენადაც მიმდინარე წლიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელდა იმ მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვა, რომელსაც წინა წლებში ახორციელებდა თავისი ადამიანური
რესურსის საშუალებით. გარდა ამისა, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების
აკადემიის“ შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის N70/ნ ბრძანებით განხორციელდა საჯარო
სამართლის იურიდიულ პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
რეორგანიზაცია და მას გამოეყო ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია. შესაბამისად,
მიზანშეწონილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ფუნქციების განხორციელება გაგრძელდეს სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიულ პირის –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ლიკვიდაციის საშუალებით საოპერაციო
ხარჯის დაზოგვა, რომელიც მიიმართება სამინისტროს პრიორიტეტულ პროგრამებზე
(საჯარო სკოლების დაფინანსება, ზოგადი განათლების სხვა კომპონენტები და სხვა).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში. კერძოდ, ხდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის ლიკვიდაცია, საოპერაციო ხარჯის შემცირებისთვის და მის
უფლებამონაცვლედ სამინისტროს განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა
კანონპროექტში მითითებული ზოგიერთი მუხლის ამოღება და საჯარო სამართლის
იურიდიულ პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგიერთი ფუნქციის
სამინისტროს ფუნქციებში გადატანა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26
იანვრის N19/ნ ბრძანებით დადგენილი არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირის –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული
მომსახურების საფასურები. აღნიშნული საფასურების შესაბამისად, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ხელშეკრულების
საფუძველზე ახორციელებდა გარკვეულ (ინტერნეტ გაყიდვები და საჯარო სამართლის
იურიდიული პირებისათვის სხვა კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა)
მომსახურებას. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიდა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ გადასახადებს (ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები), რომლის
ოდენობა 2017 წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 55000 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც 2018 წლიდან აღარ განხორციელდება მომსახურების
გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირი –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს
(ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები) აღარ გადაიხდის. თუმცა იმის გამო,
რომ სამინისტრო განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციას, ატესტატების და დუბლიკატების გაცემის
მომსახურების საფასური მთლიანად შევა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც 2017 წლისთვის 155 000
ლარს შეადგენს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის ლიკვიდაცია განხორციელდება 2018 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტზე, რადგან ლიკვიდაციის შემდგომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებს განახორციელებს სამინისტროს
აპარატი, რაც წლიურად საოპერაციო ხარჯის დაახლოებით 170 000 ლარის დაზოგვას
გამოიწვევს. ამასთან, იმის გამო, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებს განხორციელებს სამინისტრო, ატესტატების და
დუბლიკატების გაცემის მომსახურების საფასური მთლიანად შევა სახელმწიფო ბიუჯეტში,
რაც წლიურად დაახლოებით 155 000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საოპერაციო ხარჯი
მცირდება 325 000 ლარით, რაც მიიმართება სამინისტროს პრიორიტეტულ პროგრამებზე
(საჯარო სკოლების დაფინანსება, ზოგადი განათლების სხვა კომპონენტები და სხვა).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს
ვალდებულება.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის ლიკვიდაციის შედეგად თანამშრომლები მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რაც
გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საერთაშორისო
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 26. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება
ზოგადი განათლების სფეროში
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური
შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა
კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს
საქართველოს მთავრობას;
გ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემი ს დებულებებს;
დ1) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობასა და დებულებას;
დ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას;
დ3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს;
დ4 ) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს;
ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს;
ე2) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსს;
ე3 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების
საფასურს;
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის დანერგვასა და
პილოტირებას;
ვ1) ამტკიცებს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ზოგადი განათლების ნაწილში;
ვ2) შეიმუშავებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლოსააღმზრდელო გეგმას და სხვა პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას;
[ვ 2 ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5367); ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან )]
ვ 3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;
ვ4 ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას;
ზ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
თ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებსა და
საფასურებს;
კ)
განსაზღვრავს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა
შენობა-ნაგებობების
მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და უწყებებთან ერთად;
ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
ერთად;
ლ1) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების
შესაბამისად დააფინანსოს კერძო სკოლა შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების
ფარგლებში;
მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების, მიერ ზოგადი განათლების მისაღებად;
შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას;
შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით
განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის,
განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს;
ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას ; უფლებამოსილია
მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების
საფუძველზე ;
ნ 1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ ) იურიდიულ პირს ;
ნ2) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის
წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის,
ადამიანური რესურსებისათვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისათვის)
წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავტორიზაციის მოპოვების მიზნით
დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე
განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;
ო ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ; საჯარო სკოლის სამეურვეო
საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს /კანდიდატებს ;
ო1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო
საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას;
პ ) (ამოღებულია – 09.03.2011, №4321);
ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო,
თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
რ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში
მიღებული
ზოგადი
განათლების
აღიარებისა
და
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს;
ს 1 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესს;
ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს;
ტ1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ2 ) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით
დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ3 ) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების
საფასურს;
ტ5) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და
მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“;
ტ 6 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული
მომსახურების საფასურს;
უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის
სფეროში;
ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირების
წესსა
და
საფასურს;
უფლებამოსილია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირებასთან დაკავშირებით დაადგინოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
საქართველოს
განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა;
ფ1) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირების წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობის
საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის
მინიჭების შესახებ;
ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია ზოგადი
განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე. ამ მიზნით
სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ამ სკოლების ფინანსური შემოწმება
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო ან კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
ყ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ
ცენტრს
საგანმანათლებლო
დაწესებულებების,
მათ
შორის,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის ან /და აკრედიტაციის
ჩატარების მიზნით;
ყ1) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს;
ყ2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას;
ყ3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს – მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს;
შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების
გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის და მათთვის უფლებამოსილების
შეწყვეტის წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით
დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
შ1) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
შ1.ა) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
შ1.გ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
შ1.ე) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);
შ1.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს,
აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი
გაცემის წესს;
შ1.ზ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.თ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს;
შ1.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს;
შ2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის
დაჯილდოების წესს;
ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ
დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტროს
ტერიტორიული
ორგანოების
საშტატო
განრიგით
გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრებს
– განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით მისი
ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული
შემადგენლობიდან;
ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და
მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას;
აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დრო
და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს;
ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე
დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას;
ძ) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების
რეგისტრაციის წესს;
ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა
შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ
მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს;
ჭ1 ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა
კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ჯ ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის
მომზადებისა
და
პროფესიული
განვითარების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს ;
ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ზოგადი განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესს ;
ჰ1) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ჰ2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ
მოსწავლეთა წახალისების მიზნით;
ჰ3 ) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს;
ჰ4) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);
ჰ5) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი
აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
ჰ6) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჰ7) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს;
ჰ8) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული
მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასური;
ჰ 9) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული
აქტებით განსაზღვრულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი;
ჰ 10) უფლებამოსილია მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო,
შემოქმედებითი,
სასპორტო,
შემეცნებითი
ღონისძიებების
ჩატარების
მიზნით
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ან/და მასწავლებელზე გასცეს გრანტი და
დაამტკიცოს საგრანტო კონკურსის დებულება.
2.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის,
გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების
ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. (ამოღებულია – 09.03.2011, №4321) .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1 “ და „ტ5 “ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაზე,
რომელიც
ახორციელებს
სამხედრო
5
მომზადებასა და განათლებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“, „ჟ“, „ტ “, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 283 . განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა), რომლის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო
კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;
ბ) თანამედროვე სა ინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სკოლის დირექტორისა და
სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური
მონაცემების აღრიცხვა, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, საჯარო სკოლის
დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო
დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა
თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების
შეწყვეტის რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი სა და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი ს
რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით;
ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;
თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და
საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით სამინისტროს გამართული
ფუნქციონირების ხელშეწყობა;
კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და
პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;
ლ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და
პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით კვლევა;
მ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
ნ) დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
ო) (ამოღებულია - 16.12.2016, №102) ;
პ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებების განხორციელება.
3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
4. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ხელმძღვანელობს განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობას, პასუხს აგებს განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ამოცანების შესრულებისათვის და ახორციელებს განათლების
მართვის
საინფორმაციო
უფლებამოსილებებს.
სისტემის
დებულებით
გათვალისწინებულ
სხვა
მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების
სამინისტროთა უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე:
ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან
სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
შესრულებას;
გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან
შესაბამისობას;
ე) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
ვ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს
ზოგადსაგანმანათლებლო,
სკოლისგარეშე
საგანმანათლებლო
და
სააღმზრდელო
დაწესებულებების წესდებებს;
ზ1) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს; ამ კანონითა და ზოგადი
განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით
რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის
შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის
შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა
და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;
ი) ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას ამ კანონით გათვალისწინებული წესით;
კ ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ;
კ1) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების
შესახებ;
კ2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის
თაობაზე;
ლ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო,
თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
მ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
მ 1) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და
44-ე
მუხლის
მე-3
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი;
ნ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ
საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
ო) (ამოღებულია - 27.12.2006, №4129);
პ) (ამოღებულია - 27.12.2006, №4129);
ჟ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს
კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ
სხვა უფლებამოსილებებს.
2. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო
უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული
ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს მათი
დებულებები, თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს მათი
ხელმძღვანელები და მოადგილეები.
3. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესახებ საქართველოსა და
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული
განათლების სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები
1. სამეურვეო საბჭო:
ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ეს წესი არ ვრცელდება იმ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაზე,
რომელიც
ახორციელებს
სამხედრო
მომზადებასა და განათლებას;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს
დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო
მომზადებასა და განათლებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო
ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც
ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის
გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო
გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული,
სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე;
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს
სკოლის დირექტორს;
ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს
წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;
თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის
ზომებს;
ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის
დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და
დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი
ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო
საქმიანობისათვის
შეუფერებელი
ქმედების
ჩადენისას
და
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ)
დისციპლინური
გადაცდომების
განხილვის
მიზნით,
სკოლის
წესდებით
გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში
შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური
კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო
კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს,
რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ
გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის
სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;
მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო
„ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის ორი
მესამედით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული
ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ
ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს
სამხედრო მომზადებასა და განათლებას.
მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრისა და სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების
შეწყვეტა
1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრს პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც
საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა
სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი,
გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
დ) მოსწავლეს, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი , შეუჩერდა
მოსწავლის სტატუსი;
ე) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით:
„ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;
ვ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
ზ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
თ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენი;
ი) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა,
გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს
გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
კ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც მოსწავლის მშობელს, და საჯარო სკოლას შორის
წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
ლ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის
მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა
კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
3. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების
გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;
ბ) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით;
გ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
გადაწყვეტილებით .
4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემას. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება
აღნიშნული დოკუმენტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ
რეგისტრაციის მომენტიდან. დოკუმენტები რეგისტრირდება მათი წარდგენიდან 30 დღის
ვადაში. დოკუმენტები რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა მათი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას
აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
5. უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს
წევრის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძველი გაუქმდა.
მუხლი 41. დირექცია
1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და
ბუღალტერიისაგან.
2. დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და
აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი
ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა
შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2 1 . ამ კანონის 27-ე მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების:
ა) დირექტორი შეიძლება იყოს სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მასზე არ
ვრცელდება ამ კანონის VIII თავით დირექტორისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობები,
გარდა იმავე თავის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა;
ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათ შორის, დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის
თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც
დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, დანიშვნა და
განთავისუფლება რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
2 2. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება იყოს განზრახ
ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელსაც მოხსნილი არ აქვს
ნასამართლობა.
3. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ
მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში –
სკოლის
იმ
თანამშრომელს,
რომელიც
დირექტორის/დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის
შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ
უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
4. დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი
უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის
შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია
დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის
მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
რეგისტრირებული პირი.
41. დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის
დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტას.
5. დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად
საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება,
უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ
სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა
შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილება.
მუხლი 42. დირექტორის არჩევის წესი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის
კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის
საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის
პრინციპების დაცვით.
1 1 . საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს კონკურსში
მონაწილეობის საფასური.
2. სამეურვეო საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან ირჩევს დირექტორს სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი
არჩევნების საფუძველზე.
21. დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და
გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას.
3. თუ დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს წევრია, იგი არ მონაწილეობს
კენჭისყრაში .
4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევის ოქმს, არჩეული დირექტორის შესახებ მონაცემებს,
არჩეულ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი
ხელშეკრულების ასლს უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. არჩევნების
შედეგები ძალაში შედის არჩეული დირექტორის განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
გადაწყვეტილება
დირექტორის
რეგისტრაციაში
გატარების
შესახებ
საჩივრდება
სასამართლოში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების
შეჩერებას.
5. სამეურვეო საბჭო არჩეულ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის
შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი
გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
7. (ამოღებულია- 05.04.2011, №4488).
მუხლი 44. დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ,
საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
და დადგენილი წესით. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება
შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული და არჩეული
დირექტორებისათვის არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება საჯარო სკოლის დირექტორის
უფლებამოსილების (მათ შორის, დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების) შეწყვეტის
საფუძვლებსა და წესებში.
2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ახალი დირექტორის არჩევამდე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს
ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
4. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო
მომზადებასა და განათლებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის
უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.