საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2012 ბოლო ცვლილება 27.10.2021
ნომერი
№19/ნ
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.022.016285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 19/ნ

2012 წლის 26იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ4” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური შემდეგი ოდენობით:

1.1. ვებსაიტის ჰოსტინგი და მომსახურების სერვისები:

ა) ვებგვერდების ჰოსტინგი (ყოველთვიური გადასახადი):

ა.ა) 3გბ –10 ლარი

ა.ბ) 5 გბ – 20 ლარი

ა.გ) 20გბ – 50 ლარი

ბ) სერვერების/ბაზების ჰოსტინგი (ყოველთვიური გადასახადი):

ბ.ა) 5გბ –  80 ლარი

ბ.ბ) 15 გბ – 100 ლარი

ბ.გ) 30 გბ – 150 ლარი

ბ.დ) 100 გბ –300 ლარი.

1.2. ცენტრალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი) – 700 ლარი.

1.3. ინტერნეტპროვაიდერული მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი):

ა) 1 მბ/წმ – 150 ლარი

ბ) 2 მბ/წმ – 300 ლარი

გ) 5 მბ/წმ – 750 ლარი

დ) 10 მბ/წმ – 1500 ლარი

ე) 20 მბ/წმ –  3000 ლარი.

1.4. საკომუნიკაციო ქსელის (VoIP) მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი) – 700 ლარი;

1.5. ადგილობრივი კომპიუტერული ქსელის მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი) – 1000 ლარი.

1.6. პერსონალური კომპიუტერის მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი თითო კომპიუტერზე) – 25 ლარი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი