„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №05/ნ |
|
2013 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.022.016285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 1.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სერვერების/ბაზების ჰოსტინგი (ყოველთვიური გადასახადი): ბ.ა) 5გბ – 40 ლარი; ბ.ბ) 15 გბ – 50 ლარი; ბ.გ) 30 გბ – 75 ლარი; ბ.დ) 100 გბ – 150 ლარი; ბ.ე) 300 გბ – 300 ლარი; ბ.ვ) 500 გბ – 375 ლარი; ბ.ზ) 1000 გბ – 500 ლარი“.
ბ) 1.2-1.5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. ცენტრალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი) – 500 ლარი. 1.3. ინტერნეტპროვაიდერული მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი): ა) 1 მბ/წმ – 65 ლარი; ბ) 2 მბ/წმ – 150 ლარი; გ) 5 მბ/წმ – 325 ლარი; დ) 10 მბ/წმ – 750 ლარი; ე) 20 მბ/წმ – 1500 ლარი. 1.4. საკომუნიკაციო ქსელის (VoIP) მომსახურება (ყოველთვიური, სააბონენტო გადასახადი) ა) იურიდიული პირებისათვის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა) – 500 ლარი; ბ) სსიპ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – 5 ლარი - ერთ ნომერზე; გ) კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის/სკოლებისათვის – 10 ლარი - ერთ ნომერზე. 1.5. ადგილობრივი კომპიუტერული ქსელის მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი) – 700 ლარი.“; გ) 1.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.7. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება – (ყოველთვიური გადასახადი) 600 ლარი.“ დ) 1.12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებული მომსახურება (ყოველწლიური ღირებულება). ა) კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა): ა.ა) 100 მომხმარებლამდე – 70 ლარი; ა.ბ) 101 – 300 მომხმარებელი – 60 ლარი; ა.გ) 301 – 1000 მომხმარებელი – 50 ლარი; ა.დ) 1001 – 5000 მომხმარებელი – 40 ლარი; ა.ე) 5000 მომხმარებელზე მეტი – 30 ლარი; ბ) ადმინისტრაციული ორგანოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის: ბ.ა) 100 მომხმარებლამდე – 50 ლარი; ბ.ბ) 101 – 300 მომხმარებელი – 40 ლარი; ბ.გ) 301 – 1000 მომხმარებელი – 30 ლარი; ბ.დ) 1000 მომხმარებელზე მეტი – 20 ლარი.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|