„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებათა რეესტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის ლიკვიდაცია და მის უფლებამონაცვლედ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) განსაზღვრა. შესაბამისად, საჭირო
გახდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის
ჩასწორება და მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციის საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ფუნქციაში გადატანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიულ პირის –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ლიკვიდაციის საშუალებით საოპერაციო
ხარჯის დაზოგვა, რომელიც მიიმართება სამინისტროს პრიორიტეტულ პროგრამებზე
(საჯარო სკოლების დაფინანსება, ზოგადი განათლების სხვა კომპონენტები და სხვა).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
რედაქციით საჯარო სამართლის იურიდიული პირს - განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. ცვლილების საფუძველზე კი აღნიშნულის
განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26
იანვრის N19/ნ ბრძანებით დადგენილი არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირის –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული
მომსახურების საფასურები. აღნიშნული საფასურების შესაბამისად, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ხელშეკრულების
საფუძველზე ახორციელებდა გარკვეულ (ინტერნეტ გაყიდვები და საჯარო სამართლის
იურიდიული პირებისათვის სხვა კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა)
მომსახურებას. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიდა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ გადასახადებს (ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები), რომლის
ოდენობა 2017 წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 55000 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც 2018 წლიდან აღარ განხორციელდება მომსახურების
გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირი –
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს
(ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები) აღარ გადაიხდის. თუმცა იმის გამო,
რომ სამინისტრო განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციას, ატესტატების და დუბლიკატების გაცემის
მომსახურების საფასური მთლიანად შევა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც 2017 წლისთვის 155 000
ლარს შეადგენს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის ლიკვიდაცია განხორციელდება 2018 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტზე, რადგან ლიკვიდაციის შემდგომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებს განახორციელებს სამინისტროს
აპარატი, რაც წლიურად საოპერაციო ხარჯის დაახლოებით 170 000 ლარის დაზოგვას
გამოიწვევს. ამასთან, იმის გამო, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებს განხორციელებს სამინისტრო, ატესტატების და
დუბლიკატების გაცემის მომსახურების საფასური მთლიანად შევა სახელმწიფო ბიუჯეტში,
რაც წლიურად დაახლოებით 155 000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საოპერაციო ხარჯი
მცირდება 325 000 ლარით, რაც მიიმართება სამინისტროს პრიორიტეტულ პროგრამებზე
(საჯარო სკოლების დაფინანსება, ზოგადი განათლების სხვა კომპონენტები და სხვა).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს
ვალდებულება.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის ლიკვიდაციის შედეგად თანამშრომლები მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რაც
გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საერთაშორისო
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება
უმაღლესი განათლების სფეროში
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;
ბ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ1) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ 3 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
დ) (ამოღებულია);
დ 1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორს;
ე) (ამოღებულია);
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა
და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
დებულებას;
ვ1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური
ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო,
საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს
წარდგინებით;
თ1 ) ( ამოღებულ ია – 06.09.2013, №1081);
ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი
ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა
და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს;
ი1) ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების
მიღების ხელშეწყობის ღონისძიებებს;
კ)
თანამშრომლობს
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან,
სხვა
ქვეყნებთან,
მათ
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და
უზრუნველყოფის სფეროში;
ლ) (ამოღებულია);
მ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების
შესრულებისთვის;
მ 1) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) მართვის ორგანოების პირველი
არჩევნების ჩატარების წესს;
ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი
დანართის ფორმებს;
ნ1) ამტკიცებს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წე
სს , მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახ
ელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი
ს გაცემის წესს ;
ნ2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მასწავლებლის მომზადების საგა
ნმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას ;
ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს;
ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა ტექნოლოგიური
ინსტიტუტისა) ავტორიზაციისა და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
საფასურებს;
ო1 ) ამტკიცებს ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და
საფასურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია
ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;
პ1) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების
წესს.
პ2 ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში გადასვლის წესსა და საფასურს, უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო
პროგრამაზე გადასვლის წესს და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის
ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და
საფასურს;
პ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს, რომელიც შეიცავს
მონაცემებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი
პერსონალისა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ;
პ 4 ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ;
პ5) ამტკიცებს იმ საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალს, რომლებშიც შესაბამისი ზღვრის
გადალახვის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ერთიან სამაგისტრო
საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
მათ
შორის,
პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში;
პ 6) ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანა
თლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის , მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული სა
ბაკალავრო - სამაგისტრო ან / და დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის აკრედიტებ
ული საგანმანათლებლო პროგრამის იმ პროგრამულ მიმართულებას / მიმართულებებს , რ
ომელშიც /რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად ან / და ნაწილობრივ აფ
ინანსებს სახელმწიფო;
პ7) ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და
პირობებს;
პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები
გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი
ჩარიცხვისა და დაფინანსების წესებს;
პ 9 ) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული
აქტებით გათვალისწინებულ გამოცდებთანდაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული ს
აჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითგა
ნსაზღვრულისაგან განსხვავებული ვადები და წესი ;
პ 10 ) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლისიურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურებ
ის საფასური / საქმიანობის საფასური ( გარდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სწავლის საფასურისა );
[პ 11 ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად
განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე
განათლების მიღების წესსა და პირობებს; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]
ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით
გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.