„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) პირველი მუხლის მე-8 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ
საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, ეკრძალებათ
ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, გარდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად,
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სს საპარტნიორო ფონდი უფლებამოსილი იქნება
დააფუძნოს ფინანსური ინსტიტუტი-ექსპორტის საკრედიტო სააგენტო.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა რომ არ გავრცელდეს
ექსპორტის საკრედიტო სააგენტოზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო
ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც
სახელმწიფოს
წილობრივი
მონაწილეობა
აღემატება
50%-ს,
ეკრძალებათ
ფინანსურ
ინსტიტუტებში წილის ფლობა, რაც გადაულახავ ბარიერს ქმნის სს საპარტნიორო
ფონდისთვის ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დასაფუძნებლად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე კანონპროექტი, „დაზღვევის
შესახებ“
საქართველოს
კანონზე
მითითებით
ადგენს
სს
საპარტნიორო
ფონდის
საგამონაკლისო უფლებას, დააფუძნოს სადაზღვევო ორგანიზაცია - საქართველოს ექსპორტის
საკრედიტო სააგენტო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
გამოყოფას.
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს ფინანსური გავლენა არ ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი , საქართვ
ელოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოსსხვა საკანონმდებლო აქტები .
2. ამ კანონით არ განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასი
ანი ქაღალდების ემისიისა და საჯაროშეთავაზების , აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდებით საფო
ნდო ბირჟის გარეთ საბანკო ვაჭრობის წესები .
3. სახელმწიფო საკუთრების გასხვისების წესები განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დ
აკავშირებულ ურთიერთობებს , განსაზღვრავსფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟ
ების , ცენტრალური დეპოზიტარების , ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების , საბროკერ
ოკომპანიების , ბროკერებისა და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის წესებსა და პასუხისმ
გებლობას , აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმსაწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმ
გებლობის მიმართ , რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვაცხორცი
ელდება .
5. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
6. ფინანსური ინსტიტუტები ( გარდა კომერციული ბანკებისა ) უფლებამოსილი არიან , გა
ნვითარებული ქვეყნების შესაბამისიორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფ
უძველზე , საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილებისმინიჭების გარეშე
განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
7. საფონდო ბირჟებისა და ცენტრალური დეპოზიტარების საქმიანობა ეფუძნება თვითრეგ
ულირების პრინციპს , რომლის მიხედვითაც , ისინი თვითონ არეგულირებენ თავიანთ საქმი
ანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
8. სახელმწიფო ორგანოებს ან / და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ სა
წარმოებს , სადაც სახელმწიფოს წილობრივიმონაწილეობა აღემატება 50%- ს , ეკრძალებათ ფ
ინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა .