„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-13 მუხლის მე-7
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა
აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი,
საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც, სს
„საპარტნიორო
ფონდის“
მიერ
დაფუძნებული
სამეთვალყურეო
საბჭოს
წევრი
ექსპორტის
შესაძლებელია
იყოს
საკრედიტო
სააგენტოს
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირი ან/და საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ სააგენტოსთან ან/და ამ სააგენტოს
მიერ
განხორციელებულ/განსახორციელებელ
საქმიანობასთან
არ
აქვს
ინტერესთა
დაწესებულებაში
ინტერესთა
კონფლიქტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია,
შეცვალოს
„საჯარო
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-13 მულის მე-7 პუნქტით დადგენილი
იმპერატიული
მოთხოვნა
და
გაკეთდეს
მითითება
კანონით
გათვალისწინებულ
გამონაკლისებზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილების შედეგად, სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული ექსპორტის
საკრედიტო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა საჯარო მოსამსახურესათვის არ
ჩაითვლება საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს ფინანსური გავლენა არ ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სააქციო საზოგადოება
„საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 13
1.
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის
საკითხებს
აწესრიგებს
საქართველოს
კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს
(გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა
თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში
ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე
ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან
დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს
შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციიდან,
რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს.
4. საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ორგანიზაციაზე სამსახურებრივი
ზედამხედველობა, რომლის ხელმძღვანელ ორგანოშიც მისი ოჯახის წევრი საქმიანობს.
5. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე
საწარმოში.
6. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე,
სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული
სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის
მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო
ორგანოების წევრი.
8. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას
მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.
9. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური პირის ან
იურიდიული
პირის
წარმომადგენელი
ან
რწმუნებული,
ან
განახორციელოს
წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან
ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე რომელიმე საჯარო დაწესებულების წინაშე ან
წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე,
მზრუნველი ან მხარდამჭერი.
10. განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, განთავისუფლების
დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას
ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად
ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს,
მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან.
11. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა
ან ასრულებდნენ რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის
უფლებამოსილებას განეკუთვნება.
12. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ აქციებს ან
კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის
ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
13. არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ
თანამდებობაზე
მოხელედ,
ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით
ან
შრომითი
ხელშეკრულებით დაინიშნოს (გარდა კონკურსის წესით დანიშვნისა) ამ თანამდებობის პირის
ახლო ნათესავი.
14. თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ
თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან,
შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.
15. თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის
დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს),
რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე ადამიანური რესურსების
მართვის ერთეულს.
16. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან,
თუ:
ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი
შეუთავსებლობის მოთხოვნები;
ბ) სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ იგი უკანონო ან/და
დაუსაბუთებელი ქონების მფლობელია.
17. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება საკრებულოს იმ წევრზე,
რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირი არ არის.