„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
ზოგადსაგანმანათლებლო,
პროფესიული
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისად
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
ზოგადსაგანმანათლებლო,
პროფესიული
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები), რომელთა
წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, გარდა
ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ავტორიზაციის საბჭოების
უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით,
რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი
და
მოწვეული
წევრებისაგან.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭოში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ
წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. მოწვეულ წევრებს
გააჩნიათ ხმის უფლება.
12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს
სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების
კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან
დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი
მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.“.
2. 22-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელსაც
დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ
რეჟიმში) პირველი აკრედიტაციის ვადა 4 წელია. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი
საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა, ასევე იმ
საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება
არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში, 7
წელია. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა.
ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია
უქმდება.“;
ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ყოველი მომდევნო აკრედიტაციის
„32. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და
შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის
დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო
პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ
კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზანია საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ დადგენილ მოთხოვნებთან.
იმისათვის, რომ 2023 წლიდან საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლება
აღიარებული იყოს მსოფლიო მასშტაბით, აუცილებელია საქართველოში მოქმედ სამედიცინო
მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს მოპოვებული ჰქონდეს საერთაშორისო
აღიარება. პროგრამების საერთაშორისო აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
სამედიცინო პროგრამების ხარისხის გარე შეფასების განმახორციელებელი ისეთი
ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის
სტანდარტებს. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში ცენტრი) გეგმავს მოიპოვოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება. ამ
მანდატის მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოში ავტორიზაციის შესახებ
გადაწყვეტილების
მიმღები ორგანოს - ავტორიზაციის საბჭოს ფორმირებისას
გათვალისწინებულ იქნას სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი
მოთხოვნები და კრიტერიუმები.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით,
აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის
შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ)
აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამის როგორც პირველი,
ასევე ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 7 წლის ვადით,
ხოლო პირობითი აკრედიტაცია გათვალისწინებულია მხოლოდ უკვე აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამის განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევებში და მისი ვადაა
არაუმეტეს 2 წლისა. შესაბამისად, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია არ იძლევა
აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აკრედიტაციის ვადის
თვალსაზრისით
დიფერენციაციის
შესაძლებლობას
ახალი
და
განმეორებითი
აკრედიტაციისათვის, ხოლო პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
შეზღუდულია მხოლოდ განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევით და პირობითი
აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული ახალი საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დროს.
ზემოხსენებული მოცემულობა იწვევს დისბალანსს აკრედიტაციის პროცესში და
ართულებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების
მიღებას, ვინაიდან, ერთი მხრივ, აკრედიტაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს, ხოლო,
მეორე მხრივ, ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში (როდესაც პროგრამას არ
ჰყავს სტუდენტები, კურსდამთავრებულები, აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული
პერსონალი სალექციო საქმიანობაში არ არის ჩართული და სხვა), უმეტესად გართულებულია
აკრედიტაციის სტანდარტებთან სრული თავსებადობის დადგენა. საგულისხმოა, რომ
საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვნად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია პროგრამის
შედეგების შეფასება, რაც მოითხოვს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან
გასაუბრებას, მათი ნაშრომების შეფასებას, მათი დასაქმების მაჩვენებლების ნახვას, პროგრამის
განვითარების დინამიკაში დაკვირვებას და ა.შ.. აკრედიტაციის სტანდარტებთან ახალი
საგანმანათლებლო პროგრამის სრული შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული
სირთულეების პარალელურად (რაც იწვევს ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის
პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესაძლებლობის გაჩენის აუცილებლობას),
აკრედიტაციის პროცესში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები ცალსახად
მიანიშნებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ახალი პროგრამა დოკუმენტური შემოწმების დონეზე
სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს, არ არის მიზანშეწონილი მისთვის
აკრედიტაციის მინიჭება 7 წლის ვადით, ვინაიდან პროგრამის განხორციელების დინამიკა და
მიღწეული შედეგები სასურველია უფრო ადრე იქნას ხელახლა შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში (მაგალითად: დიდი
ბრიტანეთი, ნიდერლანდების სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესტონეთი,
ლიტვა და სხვა), რომელთა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებიც არიან ევროპის
ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრები, არსებობს
განსხვავება ახალი და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადებში.
შესაბამისად, ახალ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკის
თანახმად, მიიღება ორი ტიპის დადებითი გადაწყვეტილება: აკრედიტაციის მინიჭების
შესახებ (იმაზე ნაკლები ვადით, ვიდრე ეს დადგენილია უკვე მოქმედი პროგრამებისთვის) და
პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ (აკრედიტაციის ვადაზე უფრო ნაკლები
დროით).
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
საკანონმდებლო ცვლილება მოხსნის შეუსაბამობას, რომელიც არსებობს სამედიცინო
განათლების მსოფლიო ფედერაციის მოთხოვნებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ფორმირების არსებულ წესს შორის. კერძოდ,
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების
შესაბამისად, მედიცინის მიმართულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღები საბჭო უნდა შედგებოდეს 9-15
წევრისაგან, რომელთაგან 1/3 იქნებიან აკადემიური სფეროს (სამედიცინო სკოლების)
წარმომადგენლები, 1/3 დარგის წარმომადგენლები (მათ შორის, დარგობრივი ასოციაციების
წარმომადგენლები) და 1/3 სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები (ჯანდაცვის
სისტემიდან, დარგობრივი სამინისტროებიდან და ა.შ.). საგულისხმოა, რომ კანონის მოქმედი
რედაქციით ავტორიზაციის საბჭოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები.
ამდენად, არსებული რეგულაცია საჭიროებს მოდიფიცირებას მედიცინის მიმართულების
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების
მიღების ჭრილში.
ასევე, კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო დონეზე გაიმიჯნოს ახალი
საგანმანათლებლო პროგრამისა და უკვე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციის შემთხვევაში მათი აკრედიტაციის ვადები, ხოლო პირობითი აკრედიტაციის
შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დროსაც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია,
რომ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან.
მოწვეულ წევრებს გააჩნიათ ხმის უფლება, თუმცა ისინი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მოიწვევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ
წარმოდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რეგულირებადი (მედიცინის) აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და
ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამდენად, უცვლელია საბჭოს
დაკომპლექტების ზოგადი წესი, თუმცა აქვე განისაზღვრება, რომ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების
კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან
დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი
მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით. აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის საბჭოს იმ მოწვეულ
წევრს, რომელიც იქნება საჯარო მოხელე, არ მიეცემა ანაზღაურება. შესაბამისად, დაცული
იქნება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნა საჯარო მოსამსახურის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს
(გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) შესრულების
დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს აკრედიტაციის მინიჭების
ვადებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქმედი რეგულაციით აკრედიტაციის ვადა შეადგენს 7
წელს. ცვლილებების თანახმად, აკრედიტაციის ვადა განსხვავებული იქნება პროგრამის
პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის დროს. ამდენად, პირველი აკრედიტაციის
ვადა შეადგენს 4 წელს, ხოლო ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა დარჩება 7 წელი.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დიფერენციაციის უმთავრესი მოტივი არის ახალი
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესის დაკვირვება და უკვე დამდგარი
შედეგების შეფასების შესაძლებლობის ქონა, პირველი აკრედიტაციისათვის დადგენილი 4
წლიანი ვადა არ შეეხება ისეთ პროგრამებს, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2
წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში. შესაბამისად,
გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ პროგრამებს უკვე აქვთ საკუთარი „საგანმანათლებლო
ისტორია“ (არსებობს პროგრამის განხორციელების დინამიკა, პროგრამაზე ჩარიცხულია
სტუდენტი, აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალი ჩართულია სალექციო
საქმიანობაში), აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში, მათ მიენიჭებათ აკრედიტაცია 7 წლის
ვადით.
ცვლილება ასევე შეეხება პირობითი აკრედიტაციის ნაწილს და იგი აღარ იქნება
შეზღუდული მხოლოდ განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევით. შესაბამისად,
კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომლის თანახმად, პირობითი აკრედიტაციის
მინიჭება შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამის როგორც პირველი, ისე ყოველი
მომდევნო აკრედიტაციის დროს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს
ვალდებულებები.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 11. გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე
1.
ზოგადსაგანმანათლებლო,
პროფესიული
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისად
ზოგადსაგანმანათლებლო,
პროფესიული
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები), რომელთა
წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები.
ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება
ავტორიზაციის
დებულებით,
რომლითაც
გარანტირებულია
მათი
ფუნქციური
დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
2. ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
3. ავტორიზაციის საბჭოები ვალდებული არიან დაასაბუთონ მათ მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები.
4. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
6. საავტორიზაციო განაცხადის ცენტრისათვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. ცენტრი
ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 9 თვით
ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.
მუხლი 22. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების
შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3. აკრედიტაციის ვადა 7 წელია. პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა.
ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია
უქმდება.
31. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის
შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საგანმანათლებლო
პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს.
32. საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი
აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილ
შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ
აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
33. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს
ზედიზედ ორჯერ.
34. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის
გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
4. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის შესაძლებლობას.