„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 101 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 562 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო), რომელიც
შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. ავტორიზაციის საბჭოში მოწვეული წევრები
მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ საავტორიზაციო განაცხადში
მითითებულია ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. მოწვეულ წევრებს
გააჩნიათ ხმის უფლება.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ავტორიზაციის საბჭოს მუდმივ და მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს
დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ
დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.“.
2. 66-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამისა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად
ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში) პირველი აკრედიტაციის ვადა 4 წელია.
აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი
მომდევნო აკრედიტაციის ვადა, ასევე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი
აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე
უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში - 7 წელია. უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ავტორიზაციის ვადის
გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.“;
ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის
შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილ
შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად
ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან თანხვედრაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანას
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ დადგენილ მოთხოვნებთან.
იმისათვის, რომ 2023 წლიდან საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლება
აღიარებული იყოს მსოფლიო მასშტაბით, აუცილებელია საქართველოში მოქმედ სამედიცინო
მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს მოპოვებული ჰქონდეს საერთაშორისო
აღიარება. პროგრამების საერთაშორისო აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
სამედიცინო პროგრამების ხარისხის გარე შეფასების განმახორციელებელი ისეთი
ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის
სტანდარტებს. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში ცენტრი) გეგმავს მოიპოვოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება. ამ
მანდატის მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოში ავტორიზაციის შესახებ
გადაწყვეტილების
მიმღები ორგანოს - ავტორიზაციის საბჭოს ფორმირებისას
გათვალისწინებულ იქნას სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი
მოთხოვნები და კრიტერიუმები. კერძოდ, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის
მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მედიცინის მიმართულების აკადემიურ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღები
საბჭო უნდა შედგებოდეს 9-15 წევრისაგან, რომელთაგან 1/3 იქნებიან აკადემიური სფეროს
(სამედიცინო სკოლების) წარმომადგენლები, 1/3 დარგის წარმომადგენლები (მათ შორის,
დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები) და 1/3 სამთავრობო სექტორის
წარმომადგენლები (ჯანდაცვის სისტემიდან, დარგობრივი სამინისტროებიდან და ა.შ.).
საგულისხმოა, რომ კანონის მოქმედი რედაქციით ავტორიზაციის საბჭოს წევრები არ
შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. ამდენად, არსებული რეგულაცია საჭიროებს
მოდიფიცირებას მედიცინის მიმართულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების ჭრილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული
წევრებისაგან. მოწვეულ წევრებს გააჩნიათ ხმის უფლება, თუმცა ისინი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მოიწვევიან მხოლოდ
იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის
მაძიებლის მიერ წარმოდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
რეგულირებადი
(მედიცინის)
აკადემიური
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამა.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ამდენად, უცვლელია საბჭოს დაკომპლექტების ზოგადი წესი, თუმცა აქვე განისაზღვრება, რომ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების
კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან
დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი
მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით. აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის საბჭოს იმ მოწვეულ
წევრს, რომელიც იქნება საჯარო მოხელე, არ მიეცემა ანაზღაურება. შესაბამისად, დაცული
იქნება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნა საჯარო მოსამსახურის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს
(გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) შესრულების
დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, აკრედიტაციის
თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ)
პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ)
აკრედიტაციის გაუქმების შესახებ; ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამის როგორც პირველი,
ასევე ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 7 წლის ვადით,
ხოლო პირობითი აკრედიტაცია გათვალისწინებულია მხოლოდ უკვე აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამის განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევებში და მისი ვადაა
არაუმეტეს 2 წლისა. შესაბამისად, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია არ იძლევა
აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აკრედიტაციის ვადის
თვალსაზრისით
დიფერენციაციის
შესაძლებლობას
ახალი
და
განმეორებითი
აკრედიტაციისათვის, ხოლო პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
შეზღუდულია მხოლოდ განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევით და პირობითი
აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული ახალი საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დროს. ეს მოცემულობა იწვევს დისბალანსს აკრედიტაციის
პროცესში და ართულებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ
გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან, ერთი მხრივ, აკრედიტაციის შესახებ დადებითი
გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა სრულად აკმაყოფილებს
აკრედიტაციის სტანდარტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი საგანმანათლებლო პროგრამის
შემთხვევაში (როდესაც პროგრამას არ ჰყავს სტუდენტები, კურსდამთავრებულები,
აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალი სალექციო საქმიანობაში არ არის
ჩართული და სხვა), უმეტესად გართულებულია აკრედიტაციის სტანდარტებთან სრული
თავსებადობის დადგენა. საგულისხმოა, რომ საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვნად
შეფასებისათვის მნიშვნელოვანია პროგრამის შედეგების შეფასება, რაც მოითხოვს
სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გასაუბრებას, მათი ნაშრომების შეფასებას,
მათი დასაქმების მაჩვენებლების ნახვას, პროგრამის განვითარების დინამიკაში დაკვირვებას
და ა.შ. აკრედიტაციის სტანდარტებთან ახალი საგანმანათლებლო პროგრამის სრული
შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული სირთულეების პარალელურად (რაც იწვევს
ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის პირობითი აკრედიტაციის მინიჭების
შესაძლებლობის
გაჩენის
აუცილებლობას),
აკრედიტაციის
პროცესში
ჩართული
საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები ცალსახად მიანიშნებს, რომ მაშინაც კი,
როდესაც ახალი პროგრამა დოკუმენტური შემოწმების დონეზე სრულად აკმაყოფილებს
აკრედიტაციის სტანდარტებს, არ არის მიზანშეწონილი მისთვის აკრედიტაციის მინიჭება 7
წლის ვადით, ვინაიდან პროგრამის განხორციელების დინამიკა და მიღწეული შედეგები
სასურველია უფრო ადრე იქნას ხელახლა შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში (მაგალითად: დიდი ბრიტანეთი,
ნიდერლანდების სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესტონეთი, ლიტვა და
სხვა), რომელთა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებიც არიან ევროპის ხარისხის
უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრები, არსებობს განსხვავება ახალი
და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადებში. შესაბამისად, ახალ
საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკის თანახმად, მიიღება
ორი ტიპის დადებითი გადაწყვეტილება: აკრედიტაციის მინიჭების შესახებ (იმაზე ნაკლები
ვადით, ვიდრე ეს დადგენილია უკვე მოქმედი პროგრამებისთვის) და
პირობითი
აკრედიტაციის მინიჭების შესახებ (აკრედიტაციის ვადაზე უფრო ნაკლები დროით).
შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს აკრედიტაციის მინიჭების
ვადებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქმედი რეგულაციით აკრედიტაციის ვადა შეადგენს 7
წელს. ცვლილებების თანახმად, აკრედიტაციის ვადა განსხვავებული იქნება პროგრამის
პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის დროს. ამდენად, პირველი აკრედიტაციის
ვადა შეადგენს 4 წელს, ხოლო ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა დარჩება 7 წელი.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დიფერენციაციის უმთავრესი მოტივი არის ახალი
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესის დაკვირვება და უკვე დამდგარი
შედეგების შეფასების შესაძლებლობის ქონა, პირველი აკრედიტაციისათვის დადგენილი 4
წლიანი ვადა არ შეეხება ისეთ პროგრამებს, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2
წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში. შესაბამისად,
გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ პროგრამებს უკვე აქვთ საკუთარი „საგანმანათლებლო
ისტორია“ (არსებობს პროგრამის განხორციელების დინამიკა, პროგრამაზე ჩარიცხულია
სტუდენტი, აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალი ჩართულია სალექციო
საქმიანობაში), აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში, მათ მიენიჭებათ აკრედიტაცია 7 წლის
ვადით.
ცვლილება ასევე შეეხება პირობითი აკრედიტაციის ნაწილს და იგი აღარ იქნება
შეზღუდული მხოლოდ განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევით. შესაბამისად,
კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომლის თანახმად, პირობითი აკრედიტაციის
მინიჭება შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამის როგორც პირველი, ისე ყოველი
მომდევნო აკრედიტაციის დროს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს
ვალდებულებები.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 562 . გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე
1.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის
ჩატარების
უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის
შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის დებულებით.
2. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო), რომლის
წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს
და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ
შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის
წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით,
რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
3. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
4. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
მუხლი 66. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შესაბამისად,
მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3. აკრედიტაციის ვადა 7 წელია. პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა.
ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია
უქმდება.
31. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის
შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს.
32. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში
პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილ
შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად
ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
33. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ
გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
4. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს შესაბამის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტის მიღების უფლებას;
ბ) ის სტუდენტი, რომელიც სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია
გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის სახელმწიფო
სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით გამოყოფილი
სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო
პროგრამაზე;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წყვეტს რეგულირებადი, მასწავლებლის
მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. ამ შემთხვევაში
სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი
არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით.
5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების
რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, ასევე იმ
სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ერთიან ეროვნულ
გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი,
აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე.