„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: მე-19 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოები არიან ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობა.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას. IV თავი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში ოპერატიული ფუნქციებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატის - საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნა. აღნიშნული სამსახური იქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმით. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ერთმანეთისგან დიფერენცირებულია კრიზისული და საგანგებო სიტუაცია და დადგენილია მათი მართვის განსხვავებული წესები, თუმცა მათი შინაარსი მიუთითებს, რომ საგანგებო სიტუაცია მოიცავს კრიზისულ სიტუაციასაც. აღნიშნული გარემოება კი იწვევს საბჭოსთვის (მისი აპარატის) და სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებულებული ფუნქციათა გადაფარვას და უფლებამოსილებების დუბლირებას, რაც ხელს უშლის საგანგებო სიტუაციების დროს ერთიანი მართვის არსებობას და საგანგებო სიტუაციაზე ეფექტურად რეაგირებას. საგანგებო სიტუაცია, მასზე მყისიერი რეაგირების აუცილებლობის გათვალისწინებით, მოითხოვს ერთი გამოკვეთილი უწყების არსებობას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგანგებო სიტუაციაზე ეფექტიან რეაგირებაზე, არსებული რისკების მართვაზე, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საქმიანობის განხორციელებაზე. ამდენად, მიზანშეწონილია, საბჭოს აპარატის და სააგენტოს ბაზაზე ჩამოყალიბდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახური უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელება შესაბამისადაა ასახული „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში, რომლითაც განისაზღვრა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ასევე განისაზღვრა ამ რეფორმიდან გამომდინარე გარდამავალი პერიოდისათვის შესაბამისი აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შეეხო როგორც სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების რაოდენობას ასევე მათ საქმიანობის სფეროს და ფუნქციებს. ხსენებული ცვლილებების მიხედვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვინაიდან, ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს გააჩნია, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ქვეყნის საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. შესაბამისად, აღნიშნული მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანდა საქართველოს დაზვერვის სამსახური. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. კერძოდ, საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმით. ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიერთება. ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთიანდება საქართველოს დაზვერვის სამსახური. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოებში ნაცვლად „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს“, მიეთითება „საქართველოს მთავრობა“. კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელშიც მითითებაა IV თავზე და IV თავი (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დანიშნულება, უფლებამოსილებები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში შემადგენლობა და ა. შ.) ამოღებულ იქნება. ასევე ცვლილებების თანახმად, კანონის ტექსტიდან ამოღებული იქნება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისთვის საჭიროა შესაბამისი რესურსი. ამასთან აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, თუმცა მისი წინასწარ განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ გადასახდელის დადგენას. ან სხვა სახის ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროქტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის შესახებ“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები 1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის შესაბამისად. 2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შესამუშავებლად იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები არიან ეროვნული უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. 5. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონის IV თავით. თავი IV სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მუხლი 20. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დანიშნულება 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო (შემდგომ – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომ − პრემიერ-მინისტრი) პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოსამზადებლად. 2. საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა და უშუალოდ მას ექვემდებარება. 3. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მუხლი 21. საბჭოს უფლებამოსილებები საბჭო საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს უფლებამოსილებების განსახორციელებლად: კონსტიტუციით მინიჭებული ა) ეცნობა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, სწავლობს მას, ახდენს შიდა და საგარეო საფრთხეების იდენტიფიცირებას, აფასებს მათ და შეიმუშავებს ამ საფრთხეების თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომებს. შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისათვის სახელმწიფო უსაფრთხოება არის სახელმწიფო თავდაცვის, საგარეო, შიდა, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, ენერგეტიკული და ინფორმაციული უსაფრთხოება; ბ) აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; გ) ორგანიზებას უწევს უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სახელმწიფო თავდაცვისა და მართლწესრიგის სფეროებში სახელმწიფო სტრატეგიების და მათი განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებას; დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის ფარგლების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე; ზ) შეიმუშავებს და განიხილავს სახელმწიფო თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებზე კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას და აძლევს მათ შესაბამის რეკომენდაციებს; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისგან გამოითხოვს ინფორმაციას სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ და სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს; კ) კოორდინაციას უწევს საქართველოს არსებითი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და საგარეო საფრთხეებისა და რისკების გამოვლენისთვის, თავიდან აცილებისთვის, აღკვეთისა და პროგნოზირებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას; ლ) შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხეების შემცველი შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის; მ) ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების პოლიტიკურ დონეზე მართვას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 22. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. 2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. 3. საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, როგორც საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. 4. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ხმის უფლების გარეშე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა თანამდებობის პირები. 5. საბჭო ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. მუხლი 23. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს სხდომა დახურულია. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს. 3. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება ორ თვეში ერთხელ. მას იწვევს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, საბჭოს სხდომა, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილ ვადაზე ადრე მოიწვიოს. 4. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახილველ საკითხზე პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. მუხლი 24. პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი 1. პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს (შემდგომ – საბჭოს მდივანი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს მდივანი შეიძლება დაინიშნოს საბჭოს შემადგენლობიდან. ასეთ შემთხვევაში საბჭოს მდივნის საქმიანობა არ ანაზღაურდება და იგი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს პირვანდელ თანამდებობასთან შეთავსებით. 3. საბჭოს მდივანს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 4. საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე. 5. საბჭოს მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას; ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს; გ) პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხას; დ) ამზადებს საბჭოს სხდომებს; ე) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას; ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; და დროებითი ზ) კოორდინაციას უწევს საბჭოს მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას; თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს და სამართლებრივ აქტებს; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებას, განსაიდუმლოებას და საიდუმლოობის გრიფის შეცვლას; კ) დადგენილი წესით ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 25. საბჭოს აპარატი 1. საბჭოს მისი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით გააჩნია აპარატი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური. 2. საბჭოს აპარატი განსახორციელებლად: საბჭოსთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ა) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავებას; ბ) მონიტორინგს უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის − გუბერნატორებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს პრემიერ-მინისტრს; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისგან გამოითხოვს ინფორმაციას სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ და საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს; დ) ადგენს უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობას; ე) ახდენს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზსა და პროგნოზირებას; ვ) ახორციელებს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებთან დაკავშირებით; უზრუნველყოფას უზრუნველყოფის ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეროვნული სტრატეგიული მიმართულებების განხორციელების უზრუნველსაყოფად; უსაფრთხოების თ) საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას დასამუშავებლად ან/და, საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად; ი) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე; კ) საბჭოს მდივნის დავალებით ამზადებს საბჭოს სხდომებს; ლ) საბჭოს მდივნის დავალებით პრემიერ-მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და წინადადებებს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ თანამდებობის პირთა შესახებ; მ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ნ) მონიტორინგს უწევს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას; ო) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში შემავალი მიმართულებებისთვის პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას; პ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოორდინაციას უწევს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებას; ჟ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოორდინაციას უწევს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვას; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. საბჭოს აპარატის დებულება და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საბჭოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საბჭოს აპარატს აქვს საკუთარი ბეჭედი, სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სიმბოლოები. 6. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელსაც, პირადი და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 7. საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სამხედრო წოდებები, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს სამხედრო წოდებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს პრემიერ-მინისტრი ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 10. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავადებული აქვს სამხედრო ვალდებულების მოხდა ან რომელიც განთავისუფლებულია სამხედრო ვალდებულების მოხდისგან. 11. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საბჭოს აპარატის მოსამსახურეა, სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. საბჭოს აპარატის მოსამსახურე საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია. საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამართლებრივ და სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 26. კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი 1. საბჭოს აპარატის შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი. კრიზისული სიტუაციების, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შინაპოლიტიკური დესტაბილიზაციის ან მისი მცდელობის, ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფის და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. 2. მშვიდობიანობის დროს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი: ა) კოორდინაციას უწევს კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების თავიდან აცილებისთვის საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვას; ბ) კოორდინაციას უწევს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებული უწყებათაშორისი გეგმების შემუშავებას; გ) ადგენს უწყებრივი სამოქმედო გეგმის ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უწყებათაშორის გეგმასთან შესაბამისობას; დ) ქმნის და აწარმოებს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ბანკს; ე) უზრუნველყოფს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მზადყოფნას; ვ) კრიზისის შემდგომ პერიოდში სწავლობს და აანალიზებს კრიზისული სიტუაციის დასაძლევად განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას; ზ) ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 3. საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ნებისმიერი ტიპის კრიზისული სიტუაციის შექმნის საშიშროების ან შექმნის შემთხვევაში კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი: ა) შესაბამის ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს; ბ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობას; გ) უზრუნველყოფს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას; დ) ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს კრიზისული სიტუაციის დაძლევის და ამ სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შესახებ; ე) მონიტორინგს უწევს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას; ვ) ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-19 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოები არიან ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობა.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას. 2. IV თავი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი