„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ . 123) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო;“ 2. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გამოყოფს ზღვის ცალკეულ რაიონს (რაიონებს), სადაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება. ამგვარი რაიონი (რაიონები) უნდა გამოიყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ.“. 3. 53-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;“; ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბრძანებით „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;“. 4. 57-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წყლის სასაქონლო პროდუქციას კატეგორიას ანიჭებს რეგისტრაციაში ატარებს და მინიჭებული კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სამინისტრო.“. 5. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და თვითმმართველი ერთეულები.“. 6. 85-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წყლის გამოყენებისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, ხოლო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის 24-ე პუნქტში, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, 53-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ და მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებში, 57-ე მუხლის მე-7 პუნქტში, 74-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 85-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებში, რომლებითაც ხდება წარმოდგენილი ცვლილებების ფარგლებში სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების ცვლილება. კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცვლილება შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს/მინისტრის ცვლილება შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი/მინისტრით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. ტერმინების განმარტებანი 1. წყალსარგებლობა – წყლის რესურსების გამოყენება სასმელი, საყოფაცხოვრებოკომუნალური, სამრეწველო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო, სამეცნიერო, კულტურული, რეკრეაციული, ბალნეოლოგიური, სპორტის, ტურიზმის და სხვა მიზნებისთვის ტექნიკური საშუალებებით ან უამისოდ. 2. წყალმოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. წყალაღება – წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტებიდან წყლის გარკვეული რაოდენობის ამოღება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან უამისოდ. 4. წყალჩაშვება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, საწარმოო, სადრენაჟო, სანიაღვრე და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში. 5. ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტი – სასაზღვრო ზოლში განლაგებული მდინარე, ტბა და სხვა ზედაპირული წყალსატევი, რომლის ნაპირების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ეკუთვნის საქართველოს. 6. საქართველოს შიგა წყლები – მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიექტების წყლები, რომელთა ნაპირები მთლიანად ეკუთვნის საქართველოს; შავი ზღვის წყლები ხმელეთსა და ტერიტორიული წყლების ასათვლელად დადგენილ სწორ ამოსავალ ხაზებს შორის; საქართველოს ნავსადგურის წყლები, რომლებიც შემოსაზღვრულია ზღვის მხარეს ნავსადგურის ჰიდროტექნიკური ან მისი სხვა მუდმივი ნაგებობის უკიდურეს წერტილებზე გამავალი ხაზით. 7. მიწისქვეშა წყლები – წიაღისეული, წიაღში ნებისმიერ აგრეგატულ (თხევადი, მყარი, აირი), სტატიკურ თუ დინამიურ მდგომარეობაში არსებული წყალი. 8. საქართველოს ტერიტორიული წყლები – შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 9. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა – საზღვაო რაიონი, რომელიც აითვლება იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან,რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა და რომელთა სიგანეც არ აღემატება 200 საზღვაო მილს. 10. საქართველოს კონტინენტური შელფი – ზღვის ფსკერი და წყალქვეშა რაიონის წიაღი, რომელიც ვრცელდება სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების მთელ მანძილზე ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვრამდე 200 საზღვაო მილის მანძილზე, ან ვრცელდება არა უმეტეს 200 საზღვაო მილისა იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა, თუ ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე. 11. კონტინენტური შელფის რესურსები – ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული და სხვა არაცოცხალი რესურსები,ზღვის ცხოველთა სამყაროს ის ობიექტები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მათი სარეწაო მოპოვებისათვის განსაზღვრულ პერიოდში მიმაგრებულნი არიან ზღვის ფსკერზე ან წიაღში, ან შეუძლიათ გადაადგილდნენ მხოლოდ ზღვის ფსკერზე ან მის წიაღში. 12. წიაღი – მიწის ზედაპირის, ნიადაგის და წყალსატევების ფსკერის ქვეშ არსებული ან ხმელეთის ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით ხელმისაწვდომია შესასწავლად და გამოსაყენებლად. 13. წიაღისეული – წიაღში არსებული ბუნებრივი წარმონაქმნები. 14. სასარგებლო წიაღისეული – დაძიებული წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე შესაძლებელი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებია. 15. სასარგებლო წიაღისეულის საბადო – წიაღის გარკვეულ ფარგლებში ბუნებრივად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული. 16. სამთო მინაკუთვნი – შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. 17. გეოლოგიური მინაკუთვნი – წიაღის უბანი, რომლის სარგებლობაში გადაცემა ხდება მხოლოდ წიაღის მარაგის შესწავლის მიზნით. 18. მდგრადი განვითარება – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას–ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. 19. მდგრადი განვითარების პრინციპები – პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის – დღის წესრიგ 21-ის" და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების" დასკვნით დოკუმენტებში. 20. საქმიანობა – სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე. 21. საქმიანობის სუბიექტი – საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტი. 22. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №494). 23. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №494) . 24. სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. მუხლი 17. შავი ზღვის ბუნებრივი რესურსების დაცვა 1. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის ცხოველთა სამყაროსა (თევზები, წყლის უხერხემლოები და ზღვის ძუძუმწოვრები) და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით და სხვა ცოცხალი რესურსებით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას; ბ) ზღვის გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების პირობების და არეალების და სამიგრაციო გზების დაცვას; გ) ზღვის აკვატორიის ფარგლებში დაცული ტერიტორიების შექმნას; დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ზღვის გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვას და გენოფონდის რეზერვატების შექმნისა და ფუნქციონირების დაფინანსებას; ე) ზღვის ცხოველთა სამყაროს და სხვა ცოცხალი რესურსებით თვითნებური სარგებლობისგან და სხვა დარღვევებისაგან დაცვას; ვ) ზღვის გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით იმ სამშენებლო, საწარმოო თუ ტექნოლოგიური პროცესების პროექტების ექსპერტიზას, რომელთა განხორციელებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს; ზ) სტიქიური უბედურების ან სხვა მიზეზით შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს ზღვის გარეული ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენას და გადარჩენას; თ) იმ მეცნიერული კვლევების დაფინანსებას, რომელთა მიზანია ზღვის ცხოველთა სამყაროს და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვის მეთოდების დამუშავება და დახვეწა; ი) ზღვის გარეული ცხოველების ცალკეულ სახეობათა კეთილდღეობის სტატუსის დადგენას; კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ზღვის ცხოველთა სამყაროს და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვის პროპაგანდას. 2. აკრძალულია მცირე ვეშაპისებრთა მოპოვება, გარდა „ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. აკრძალულია ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა. 4. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ აწარმოონ მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე. ამ მიზნით სამინისტრო: ა) ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს სარგებლობისათვის დაშვებულ ზღვის ცხოველთა სამყაროს ყოველი ცალკეული ობიექტისათვის ყოველწლიური მოპოვების დასაშვებ რაოდენობას (ბუნებრივი რესურსით სარგებლობის კვოტას) და ამ რაოდენობის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე შეიძლება სარგებლობისთვის გადაეცეს უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს – „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „გარემოზე დატვირთვის ნორმების შესახებ“ დებულებით. სარგებლობისათვის დაშვებულ ზღვის ცხოველთა სამყაროს ყოველი ცალკეული ობიექტისათვის ყოველწლიური მოპოვების დასაშვები რაოდენობა (კვოტა) განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტების დადგენის წესის შესახებ“ დებულებით; ბ) აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გამოყოფს ზღვის ცალკეულ რაიონს (რაიონებს), სადაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება. ამგვარი რაიონი (რაიონები) უნდა გამოიყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ“. 5. საქართველოს მდინარეების ანადრომული (თევზის ის სახეობები, რომელთა მასობრივი სეზონური გადაადგილება ხდება მდინარის წყლის დინების საწინააღმდეგოდ) სახეობის თევზების დაცვა ხორციელდება მათი აღწარმოებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის, საბინადრო გარემოს შენარჩუნების, რეწვის რეგულირების წესების დადგენის, საქართველოს ტერიტორიული წყლების, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ დასაშვები მოპოვების საერთო რაოდენობის დადგენის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების გატარების გზით. 6. საქართველოს მდინარეების ანადრომული სახეობის თევზის რესურსებთან დაკავშირებული ღონისძიებების და წესების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ხორციელდება საქართველოსა და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულების საფუძველზე. 7. საქართველოს მდინარეების ანადრომული სახეობის თევზის რეწვა სხვა დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ხორციელდება საქართველოსა და ამ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 8. (ამოღებულია – 25.03.2013, №494). 9. (ამოღებულია – 25.03.2013, №494). 10. საქართველოს კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების შესწავლასთან, მოპოვებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობების გარშემო იქმნება უსაფრთხოების ზონა, რომლის გავრცელების რადიუსი ნაგებობებისა და მოწყობილობების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება აღწევდეს 500 მეტრს. ნაგებობებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი პირობების დაცვა: ა) ეს ნაგებობები და მოწყობილობები და მათი უსაფრთხოების ზონა არ შეიძლება განლაგდეს ზღვის იმ მონაკვეთებზე, რომლებზედაც გადის საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გზები; ბ) გემის შესვლა ამ ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების ზონის საზღვრებში შეიძლება მხოლოდ სპეციალური ნებართვით, რომელსაც გასცემს ამ ნაგებობებისა და მოწყობილობების მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით; გ) ნაგებობების და მოწყობილობების მესაკუთრე ან მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ნაგებობების და მოწყობილობების დაცვა, მათი ზღვაში არსებობის მანიშნებელი საშუალებების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, უსაფრთხოების ზონაში ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვის ღონისძიებათა გატარება; დ) ნაგებობები და მოწყობილობები, რომელთა ექსპლუატაცია საბოლოოდ დამთავრებულია ან შეწყვეტილია კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარება ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამოღებული უნდა იქნენ ზღვიდან. 11. საქართველოს სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დროს დაცული უნდა იყოს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპირებს ასეთი საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და ფორმით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირის ვინაობა. 12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზღვის ცხოველთა სამყაროს დაცვის სტიმულირებისთვის ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური და მორალური წახალისება. 13. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების, სხვა ცოცხალი ორგანიზმების, კონტინენტური შელფის რესურსების დაცვის, შენარჩუნებისა და აღწარმოების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ამ რესურსებით სარგებლობა გავრცელების მთელ არეალში ან მის ნაწილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 14. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის ბუნებრივი რესურსების დაცვასთან, შესწავლასთან და მოპოვებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები რეგულირდება „გარემოს დაცვის შესახებ", „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წიაღის შესახებ", „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 53. სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები 1. სპეციალური წყალსარგებლობა ხორციელდება: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების მიზნებისათვის; ბ) სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის; გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის; დ) სამრეწველო და ჰიდროენერგეტიკული მიზნებისათვის; ე) წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების მიზნებისათვის; ვ) თევზის მეურნეობის მიზნებისათვის. 2. მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს გაბინძურებისა და დანაგვიანებისაგან საიმედოდ დაცული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომელთა ხარისხი ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს; ბ) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის წყლის ობიექტი უნდა შეირჩეს მისი საიმედოობისა და სანიტარიული დაცვის ზონის ორგანიზების რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით; გ) სასმელად ვარგისი მიწისქვეშა წყლების საწარმოო მიზნით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების ტექნოლოგია, არსებული სანიტარიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, მოითხოვს სასმელი ხარისხის წყალს; დ) სახელმწიფო წყალსადენიდან სასმელი წყლის საწარმოო დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, თუ ეს ზიანს არ მიაყენებს მოსახლეობის სასმელ და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებას. 3. სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) სამკურნალო კატეგორიისათვის დადგენილი წესით მიკუთვნებული წყლის ობიექტი გამოიყენება სამკურნალოდ, საკურორტო მიზნით და წყლის (სამკურნალო ბუნებრივი მინერალური წყლის) სასაქონლო პროდუქციის წარმოებისათვის; ბ) სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება ბრძანებით „სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ ობიექტებით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით; გ) დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტით სარგებლობა ფიზიკური პირებისათვის დაიშვება საერთო სარგებლობის ფორმით; დ) მასობრივი დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტი გამოიყენება იმ ადგილებში, რომლებსაც ადგენენ თვითმმართველი ერთეულები; ე) მცირე ზომის ხომალდით (ნიჩბიანი ნავი, იალქნიანი იახტა და სხვა) სანაოსნოდ წყლის ობიექტით სარგებლობა დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით, მცირე მოცულობის ხომალდებით სარგებლობის დამტკიცებული წესების დაცვით. 4. სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც წყლის ობიექტით სასოფლოსამეურნეო საჭიროებისათვის სარგებლობენ, ვალდებული არიან, დაიცვან წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, მიიღონ ზომები სამელიორაციო სისტემებიდან წყლის ფილტრაციითა და აორთქლებით დანაკარგების შესამცირებლად, მათგან წყლის არარაციონალური გადაგდების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვან თევზის თევზსამეურნეო წყალსატევებიდან სამელიორაციო სისტემებში მოხვედრა, აგრეთვე შექმნან ნიადაგის ტენიანობისათვის ხელსაყრელი რეჟიმი; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, საქონლის გადარეკვისას დაიცვან საქონლის გადასარეკ ტრასებზე განლაგებული წყალმომარაგების წყაროები გაბინძურებისა და დაშრეტისაგან, ხოლო წყალსამეურნეო ნაგებობები და მოწყობილობები − დაზიანებისაგან; გ) მეცხოველეობის ფერმები, კომპლექსები და სხვა აგროსამრეწველო საწარმოები წყლის ობიექტებისა და წყალშემკრები აუზების გაბინძურებისაგან დასაცავად უნდა აღიჭურვოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებით; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე ტყის, ტყის ზოლებისა და ტყის სანერგეების მიწების მორწყვასა და დაშრობაზე; ე) ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბრძანებით „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 5. სამრეწველო მიზნით და ჰიდროენერგეტიკული საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) წყალმოსარგებლენი, რომლებიც წყლის ობიექტით სამრეწველო მიზნით სარგებლობენ, ვალდებული არიან, დაიცვან ტექნოლოგიური ნორმები და წყალსარგებლობის წესები, მიიღონ ზომები წყლის ხარჯის შესამცირებლად და ჩამდინარე წყლების ჩაშვების შესაწყვეტად წარმოების ტექნოლოგიისა და წყალმომარაგების სქემების სრულყოფის გზით (უწყლო ტექნოლოგიური პროცესების, ჰაერით გაცივების, ბრუნვითი წყალმომარაგებისა და სხვა ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით); ბ) მიწისქვეშა წყალი, რომელიც არ განეკუთვნება სასმელი ან სამკურნალო წყლების კატეგორიას, შეიძლება დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს ტექნიკური წყალმომარაგებისათვის, მისი შემადგენლობიდან ქიმიური ელემენტების ამოსაღებად, თბოენერგიის მისაღებად და სხვა საწარმოო საჭიროებისათვის, წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით; გ) წყლის ობიექტით ჰიდროენერგეტიკული საჭიროებისათვის სარგებლობა ხორციელდება წყლის კომპლექსური გამოყენების მოთხოვნათა დაცვით და სხვა დარგთა ინტერესების გათვალისწინებით; დ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ წყალსაცავების ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, ვალდებული არიან, უზრუნველყონ წყალსაცავის ავსებისა და დაცლის რეჟიმი, რომელიც დადგენილია წყალსაცავის მოქმედების ზონაში მყოფ წყლითა და მიწით მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინებით; ე) ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ბრძანებით „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ვ) ამ პუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე წყალსაცავებად გამოყენებული ტბებისა და წყლის სხვა ობიექტების ექსპლუატაციაზე. 6. წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, არხები, საქართველოს ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა საერთო სარგებლობის სანაოსნო გზებია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი ამ მიზნებისათვის გამოყენება მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალულია; ბ) საჰაერო ხომალდების სადგომად, აფრენა-დაჯდომისათვის, აგრეთვე საჰაერო ტრანსპორტის სხვა საჭიროებისათვის წყლის ობიექტების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 7. თევზის მეურნეობის საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) წყლის ობიექტში ან მის ცალკეულ უბნებზე, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ძვირფასი ჯიშის თევზის, წყლის ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტებისა და მცენარეების შენარჩუნებისა და აღწარმოებისათვის, წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს თევზის მეურნეობის ინტერესების შესაბამისად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყლის ობიექტებისა და მათი ცალკეული უბნების ნუსხა და წყალსარგებლობის შეზღუდვის სახეობები განისაზღვრება დებულებით „თევზის მეურნეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წყლის ობიექტების, მათი ცალკეული უბნების ნუსხისა და მათ ფარგლებში წყალსარგებლობის შეზღუდვის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო; გ) ჰიდროტექნიკურ და სხვა ნაგებობათა ექსპლუატაციისას თევზსამეურნეო წყალსატევებში დროულად უნდა ხორციელდებოდეს თევზის მარაგის დაცვის და მისი აღწარმოების პირობების უზრუნველყოფის ღონისძიებები. მუხლი 57. წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიების მინიჭება 1. წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების დაცვა: ა) საბადოს ეკოლოგიური დაცულობა; ბ) საბადოში წყლის ქიმიური შედგენილობის, ტემპერატურისა და დებიტის სტაბილურობა; გ) წყლის წარმოება (ჩამოსხმა) ხდებოდეს ერთი საბადოდან; დ) წყლის საბადოს მარაგი დამტკიცებული იყოს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად; ე) წყლის საბადოსა და წყლის ჩამომსხმელ საწარმოს შორის წყლის ტრანსპორტირება ხდებოდეს მხოლოდ მათი დამაკავშირებელი მილსადენის საშუალებით; ვ) წყლის დამუშავების დროს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც არ გამოიწვევს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილებას; ზ) წყლის ხარისხის შესაბამისობა ბუნებრივი მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან. 2. ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) საბადოს ჰიდროგეოლოგიურ აღწერას; ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას ნატურალური მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან; გ) წყლის კლინიკური და ფარმაკოლოგიური მახასიათებლების აღწერას (საჭიროების შემთხვევაში); დ) საბადოს ეკოლოგიური დაცულობის აღწერას; ე) საბადოში წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის, ტემპერატურის და დებიტის სტაბილურობის დამადასტურებელ ორი წლის ინფორმაციას მაინც; ვ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და წყლის დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას; ზ) საბადოს გეოგრაფიულ მდებარეობას და მის სრულ დასახელებას; თ) წყლის საბადოს მარაგის დამტკიცების ოქმს. 3. სამკურნალო მინერალური წყლის კატეგორიის მინიჭების წესი და პროცედურა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტრო, ხოლო მისი წარმოების, ვაჭრობის და გამოყენების წესები – ამ კანონითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 4. წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის წყაროს წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, გარდა „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა. 5. ყაროს წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ინფორმაციას, გარდა „ე" და „თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა. 6. წარმოებული(ჩამოსხმული) სუფრის წყალი უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებს. ამ კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) წყლის ობიექტის კომპლექსურ დახასიათებას და მის სრულ დასახელებას; ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან; გ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას. 7. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წყლის სასაქონლო პროდუქციას კატეგორიას ანიჭებს, რეგისტრაციაში ატარებს და მინიჭებული კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 8. გადაწყვეტილება წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის წყლის კატეგორიის მინიჭების შესახებ მიიღება განაცხადის მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში. 9. აკრძალულია ერთი კატეგორიის წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სახელწოდების გამოყენება სხვა კატეგორიის წყლისათვის. 10.(ამოღებულია). მუხლი 74. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა 1. წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წყლის დაცვისა და გამოყენების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა. ამ სისტემის მიზანია: ა) წყლით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) გაბინძურების, დანაგვიანების და დაშრეტისაგან წყლის დაცვის უზრუნველყოფა; გ) წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ლიკვიდაცია; დ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის წყალსარგებლობის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა; ე) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება; ვ) წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის, მათ შორის, იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; ზ) წყალსარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება; თ) წყალმოსარგებლეთა, მათ შორის უცხოელების, აუცილებელი გარანტიების უზრუნველყოფა და წყალსარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა. 2. საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და თვითმმართველი ერთეულები. 3. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა ხორციელდება აღრიცხვის, მონიტორინგის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით. მუხლი 85. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა 1. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ წყლის დაცვის ვალდებულებათა შესრულება, წყლის ობიექტებით სარგებლობისა და მათი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა. 2. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია წყლის ობიექტებით სარგებლობასთან. 3. წყლის გამოყენებისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, ხოლო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. 4. სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის კანონმდებლობით დადგენილი წყალსარგებლობის წესების, გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან წყლის დაცვის ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულების, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების, წყლის გამოყენების პირველადი და სახელმწიფო აღრიცხვის წარმოებისა და სხვა ვალდებულებათა შესრულებას. 5. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლის მიზანია: ა) საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და წყლის კანონმდებლობის, წყლის დაცვისა და გამოყენების ინსტრუქციების დაცვა; ბ) წყლის ობიექტების რაციონალური გამოყენება (მათი კომპლექსური გამოყენების მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით), წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან დაცვა; გ) წყალსამეურნეო სისტემებისა და წყალსაცავების, აგრეთვე წყალსაცავებად გამოყენებული ტბებისა და სხვა წყალსატევების ექსპლუატაციის წესების დაცვა; დ) გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესებისა და პირობების მკაცრად დაცვა; ე) წყალსარგებლობისა და წყალჩაშვების ნორმებისა და წესების, აგრეთვე წყალსარგებლობის დადგენილი რეჟიმის დაცვა; ვ) საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში წყლის დაცვისა და გამოყენების დარგში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვა; ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყალდაცვით ზოლებსა და სანიტარიული დაცვის ზონებში წყლის დაცვის ღონისძიებათა, აგრეთვე წყლის მავნე ზემოქმედების (წყალდიდობა, დატბორვა, შეტბორვა, ნაპირების ნგრევა და სხვა მავნე მოვლენები) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შესრულება; თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის ობიექტებიდან აღებული და მასში ჩაშვებული წყლის რაოდენობის პირველადი აღრიცხვის სწორად წარმოება და ჩაშვებული წყლის ხარისხის განსაზღვრა; წყლის მოხმარებისა და ჩაშვების აღრიცხვისათვის საჭირო მოწყობილობისა და აპარატურის არსებობის უზრუნველყოფა, მისი მდგომარეობის შემოწმება და ამ მოწყობილობისა და აპარატურის სახელმწიფო ატესტაციის დაწესებული ვადის დაცვა. 6. სამინისტროს უფლება აქვს: ა) შეწყვიტოს წყლისა და მისი ობიექტებით თვითნებური, აგრეთვე წყლის დაცვისა და გამოყენების დადგენილი წესების, ვადის, კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა; ბ) გასცეს განკარგულებები წყლის დაცვისა და გამოყენების წესების,კვოტების, ვადისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ; გ) შეაჩეროს სამუშაოები, რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა წყლის დაცვისა და გამოყენების წესები, კვოტები და სხვა მოთხოვნები, ამ დარღვევათა აღმოფხვრამდე. 7. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. 8. საქართველოს ნორმატიული აქტებით შეიძლება დადგენილ იქნეს წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სხვა მიზნები.