„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, (№1-2
(33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-2 მუხლის:
ა) 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. სამინისტრო - საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების სამინისტრო.“;
ბ) ამოღებულ იქნეს 35-ე პუნქტი;
გ) 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,37. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც
გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი
საფუძველია.“.
2. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების რეჟიმი რეგულირდება
„მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებ“ დებულებით,
რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური
საშუალებების (მათ შორის ინტროდუცენტთა) ნუსხას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო
ბრძანებით „მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებ.“.
3. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გენერალურ ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა:
სახელმწიფო გერბი
საქართველო
ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის ლიცენზია
□□
□□□□
□□□□□
სერია
ნომერი
ტიპი
ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი __________
წლის“____” _______________
გაცემულია
____________________________________________________________
იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, ვისზეც გაიცა ლიცენზია ,
_____________________________________________________________________
მონაცემები მის შესახებ , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა ,
_____________________________________________________________________
ძირითადი მიზანი , სამუშაოთა წარმოების წესი
___________მიზნით _________________________________________________
სამონადირეო მეურნეობის ან წყლის ობიექტის
_____________________________________________________________________
ადგილმდებარეობის , რაიონის , სოფლის დასახელება , კოორდინატები
გამოყოფილი ტერიტორიის ან წყლის ობიექტის ფართობი გეგმაზე
______________________________________________________________ჰექტარი
(სიტყვიერად )
ამოსაღები რესურსის რაოდენობა სახეობათა მიხედვით ______________
(რესურსი ან
____________________________________________________________________
რესურსების დასახელება , ოდენობა და ამოღების ვადები )
____________________________________________________________________
ლიცენზიის მოქმედების ვადა _________________________________________
(დაწყება - თარიღი )
_________________________________________
(დამთავრება - თარიღი )
გადასახადები რესურსით სარგებლობისათვის სახეობების მიხედვით
_________________________________________________________
(რესურსის დასახელება , ფასი )
___________________________________________________________________
სალიცენზიო მოსაკრებელი ___________________________________________
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილია
___________________________________________________________________
ტყის სავარგული , წყლის ობიექტი , მიწის ფართობი
19 __წლის ______“___”
____________________________________________________დადგენილებით
სახელმწიფო უწყების დასახელება
ამ ტერიტორიის საზღვრები დატანილია ლიცენზიის თანდართულ
ტოპოგრაფიულ გეგმაზე.
ლიცენზიის დამატებითი პირობები _____________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
ცხოველთა სამყაროს ობიქტებით მოსარგებლის დასახელება
ვალდებულია:
_ ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ იმ
სახეობებით, რომელებიც მითითებულია ლიცენზიაში;
_ დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები,
კვოტები და ვადები;
_ ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ
არღვევენ ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა
შენარჩუნებას, რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული;
_ არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან
გაუარესება;
_ ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალურად, საქმიანობისას
გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ტექნოლოგიები;
_ აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს
მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დადგენილი წესით და ვადებში
წარუდგინოს სამინისტროს;
_ განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების
აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;
_ დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის საქმეში
და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებულ
სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად;
_ შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც
ინახავს, ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს;
დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები;
_ უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ
სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია იშვიათი და გადაშენების პირას
მისულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და
წითელ ნუსხაში;
_ დაუყოვნებლივ
აცნობოს
სამინისტროს,
ვეტერინარულ,
სანიტარიულეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო
გარემოს მდგომარეობის გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის და
გარეულ
ცხოველთა
დაღუპვის
შესახებ;
განახორციელოს
დაავადებების
პროფილაქტიკის და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
_ დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი
მდგომარეობის და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის
დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის
შემთხვევაში; მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო
გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;
_ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს
ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით
სარგებლობის
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
მოთხოვნებიც.
____________________
საქართველოს გარემოს დაცვის,
გავეცანი ლიცენზიის
სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების მინისტრი ან
მინისტრის უფლებამოსილი
პირობებს და
ვკისრულობ შევასრულო:
წარმომადგენელი
_________________________________________________
ხელმოწერა
ლიცენზიის მიმღები იურიდიული ან
ფიზიკური პირის ხელმოწერა
ბ. ა.
ბ. ა.
ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის იურიდიულ და
ფიზიკურ პირებს ეკისრებათ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სხვა სახის
პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
.“.
4. 61-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტს ბრძანებით ამტკიცებს
მინისტრი“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-2 , 22-ე, 49-ე (ლიცენზიის ფორმა) და
61-ე მუხლებში, რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების/მინისტრის ჩანაცვლება
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სამინისტროთი/მინისტრით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
ითვალისწინებს
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი
გადასახდელს.
არ
გადასახადს,
მოსაკრებელს
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
მიმართება
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. ცხოველთა სამყარო _ ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც
მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ
წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან
ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში.
2. გარეული ცხოველები _ ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა
სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები.
3. ქორდიანი ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის სიმი).
4. ხერხემლიანი ცხოველები _ ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც
აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ მიეკუთვნება
მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები.
5. უხერხემლო ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ
გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი ორგანიზმი,
ხერხემლიან ცხოველთა გარდა.
6. ეგზოტური ცხოველები _ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები,
რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან დამახასიათებელი.
7. პოპულაცია
ერთობლიობა.
_
გარკვეულ
ტერიტორიაზე
მობინადრე
ერთი
სახეობის
ინდივიდთა
8. გარეულ ცხოველთა ჯგუფი _ ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება.
9. ტაქსონომიური ერთეული _ მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად
განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი.
10. დერივატები _ გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილები (ორგანოები, ტყავი, ბეწვი, რქები და
სხვა).
11. ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი)_ ადგილი ან
ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან გარეულ
ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები.
12. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება _ ცხოველთა მრავალფეროვნება
სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში.
13. ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები _ ბიოლოგიური რესურსების ნაწილი,
რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური ერთეულების
მატარებელ გენეტიკურ მასალას.
14. მდგრადი განვითარება _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს
დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით
უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას _
ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად
დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.
15. მდგრადი განვითარების პრინციპები _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და
განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and
Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს
დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის
წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ
არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში.
16. ცხოველთა სამყაროს მდგრადობა _ ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების
არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
17. ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება _ ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყენება,
რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხოველთა
სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და აღწარმოების უნარი.
18. გადარჩენის სტაცია _ ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ
ექსტრემალური პირობების დროს.
19. ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ბუნებრივ
პირობებში.
20. ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა
ხელოვნურ პირობებში.
21. გენოფონდის რეზერვატი _ ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება გარეულ
ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის მიზნით.
22. ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის,
ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს.
23. ინტროდუქცია _ ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების მიზნით.
24. რეინტროდუქცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება.
გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის არც
ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული.
25. რესტოკინგი _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული
ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც შემორჩენილია ამ სახეობის
ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია.
26. ჰიბრიდიზაცია _ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და ფორმების,
ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის შედეგადაც მიიღება
ნაჯვარი _ ჰიბრიდი.
27. დაცული ტერიტორია _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და
ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით
განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის
დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული
ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი
და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი
წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო,
საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის
განვითარებისათვის გამოყენების უზრუნველსაყოფად.
28. სახელმწიფო ნაკრძალი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას _ მკაცრი ბუნებრივი
რეზერვატი (Strict Narure Reserve / Wilderness Area).
29. ეროვნული პარკი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას _ „ეროვნული პარკი“
(National Park).
30. ბუნების ძეგლი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას _ ბუნების ძეგლი
(Natural Monument).
31. აღკვეთილი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო
კავშირის
(IUCN)
დაცული
ტერიტორიების
IV
კატეგორიას
_
ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area).
32. დაცული ლანდშაფტი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას _ დაცული
ლანდშაფტი (Protected Landscape).
33. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას _
რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area).
34. სამინისტრო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
35. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური
ორგანო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსადმი
დაქვემდებარებული ორგანიზაციები, კერძოდ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, ასევე ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.
36. საქმიანობა _ სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და
განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების,
განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე
არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა
და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული
საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება,
რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე.
37. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით,
განუსაზღვრელი
ვადით
მინიჭებული
უფლება,
რომელიც
გაიცემა
განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია.
საქმიანობის
[37. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომელსაც გასცემს სამინისტრო საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)]
38. მანიპულაციები _ მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და
საქმიანობა, კერძოდ ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი
სადგურების მოწყობა, გარეულ ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია,
ტრანსლოკაცია, სანიტარიული, სამეცნიერო-საცდელი და სხვა მოვლითი და აღდგენითი
სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (მათ შორის ყველა სახეობის საცდელი ჭრა) და სხვა.
39. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები - საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველების სახეობები.
მუხლი 22. ცხოველთა სამყაროს დაცვა მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა
პრეპარატების გამოყენებისას
1. მცენარეთა დაცვის საშუალებების , მათი ზრდის სტიმულატორების , მინერალური
სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი სხვა პრეპარატების
ხმარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოველთა სამყაროსა და მათი საბინადრო გარემოს
დაცვის მოთხოვნები . მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებებისა და სხვა პრეპარატების
გამოყენება , ცხოველთა სამყაროზე მათი მავნე გავლენის შემცირების მიზნით , შეხამებული
უნდა იყოს აგროტექნიკურ , სასელექციო , გენეტიკურ , ბიოტექნიკურ , ბიოტექნოლოგიურ და
სხვა ღონისძიებათა განხორციელებასთან .
2. გარეულ ცხოველთა დაღუპვისა და მათი საბინადრო გარემოს გაუარესების თავიდან
აცილების მიზნით , ფიზიკური და იურიდიული პირები მოვალენი არიან დაიცვან აღნიშნული
პრეპარატების ტრანსპორტირების , შენახვისა და გამოყენების კანონმდებლობით დადგენილი
წესები .
3. მცენარეთა დაცვისათვის ახალი პრეპარატების შექმნისას კანონმდებლობით დადგენილი
წესით უნდა შემუშავდეს გარემოში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისა და გარემოში
ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები , რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა
და მათი საბინადრო გარემოს გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო
და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას .
4. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების , მათი ზრდის სტიმულატორების , მინერალური
სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი ყველა სახის სხვა
პრეპარატების (ქიმიურ საშუალებათა ) ხმარების წესები , აგრეთვე აღნიშნული პრეპარატების
ნუსხის განსაზღვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება
საქართველოს კანონმდებლობით .
5. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების რეჟიმი რეგულირდება
„მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებ ” დებულებით ,
რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სოფლის
მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო . მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების (მათ
შორის ინტროდუცენტთა ) ნუსხას სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ბრძანებით „მცენარეთა დაცვის
ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებ ”.
მუხლი 49. ლიცენზიის ფორმა
1. ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს 1//4
ფორმატის შუაზე გაკეცილ, სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს მისი ყალბად
დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. ლიცენზიის პირველ
გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანამიმდევრობით
გაკეთებულია წარწერები: „საქართველო”, „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის
ლიცენზია”.
ბ) გენერალურ ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა:
სახელმწიფო გერბი
საქართველო
ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის ლიცენზია
□□
□□□□
□□□□□
სერია
ნომერი
ტიპი
ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი __________
წლის“____” _______________
გაცემულია
____________________________________________________________
იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, ვისზეც გაიცა ლიცენზია ,
____________________________________________________________________
_
მონაცემები მის შესახებ , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა ,
____________________________________________________________________
_
ძირითადი მიზანი , სამუშაოთა წარმოების წესი
___________მიზნით
_________________________________________________
სამონადირეო მეურნეობის ან წყლის ობიექტის
____________________________________________________________________
_
ადგილმდებარეობის , რაიონის , სოფლის დასახელება , კოორდინატები
გამოყოფილი ტერიტორიის ან წყლის ობიექტის ფართობი გეგმაზე
______________________________________________________________ჰექტარ
ი
(სიტყვიერად )
ამოსაღები რესურსის რაოდენობა სახეობათა მიხედვით ______________
(რესურსი ან
____________________________________________________________________
რესურსების დასახელება , ოდენობა და ამოღების ვადები )
____________________________________________________________________
ლიცენზიის მოქმედების ვადა _________________________________________
(დაწყება - თარიღი )
_________________________________________
(დამთავრება - თარიღი )
გადასახადები რესურსით სარგებლობისათვის სახეობების მიხედვით
_________________________________________________________
(რესურსის დასახელება , ფასი )
___________________________________________________________________
სალიცენზიო მოსაკრებელი ___________________________________________
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილია
___________________________________________________________________
ტყის სავარგული , წყლის ობიექტი , მიწის ფართობი
19 __წლის ______“___”
____________________________________________________დადგენილებით
სახელმწიფო უწყების დასახელება
ამ ტერიტორიის საზღვრები დატანილია ლიცენზიის თანდართულ
ტოპოგრაფიულ გეგმაზე.
ლიცენზიის დამატებითი პირობები _____________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
ცხოველთა სამყაროს ობიქტებით მოსარგებლის დასახელება
ვალდებულია:
_ ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ იმ
სახეობებით, რომელებიც მითითებულია ლიცენზიაში;
_ დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები,
კვოტები და ვადები;
_ ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ
არღვევენ ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა
შენარჩუნებას, რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული;
_ არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან
გაუარესება;
_ ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალურად, საქმიანობისას
გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ტექნოლოგიები;
_ აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა,
შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დადგენილი წესით და ვადებში
წარუდგინოს სამინისტროს;
_ განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების
აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;
_ დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის
საქმეში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან
დაკავშირებულ სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების
შესასრულებლად;
_ შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც
ინახავს, ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს;
დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები;
_ უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ
სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია იშვიათი და გადაშენების
პირას მისულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, შეტანილია საქართველოს წითელ
წიგნში და წითელ ნუსხაში;
_ დაუყოვნებლივ
აცნობოს
სამინისტროს,
ვეტერინარულ,
სანიტარიულეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო
გარემოს მდგომარეობის გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის და
გარეულ
ცხოველთა
დაღუპვის
შესახებ;
განახორციელოს
დაავადებების
პროფილაქტიკის და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
_ დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა
მათი მდგომარეობის და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის
დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის
შემთხვევაში; მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო
გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;
_ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს
ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით
სარგებლობის
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
მოთხოვნებიც.
____________________
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
გავეცანი ლიცენზიის
რესურსების დაცვის მინისტრი ან
პირობებს და
მინისტრის უფლებამოსილი
ვკისრულობ შევასრულო:
წარმომადგენელი
_________________________________________________
ხელმოწერა
ლიცენზიის მიმღები იურიდიული ან
ფიზიკური პირის ხელმოწერა
ბ. ა.
ბ. ა.
ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის იურიდიულ და
ფიზიკურ პირებს ეკისრებათ სისხლის სამართლის, ადმინისრაციული და სხვა სახის
პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის ფორმას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით
სარგებლობის სახეობების მიხედვით ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.
მუხლი 61. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო
სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას
ორგანიზაციულად
უზრუნველყოფს
სამინისტრო,
რომელთანაც
ფუნქციონირებს
საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო.
2. სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს
ფუნქციაა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად
წარმოდგენილი განცხადებების, პროექტებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა
დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რაც ფორმდება
საბჭოს სხდომის ოქმით.
3. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი
სამინისტროების,
უწყებებისა
და
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებების
წარმომადგენლებით.
4. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დასკვნების საფუძველზე
ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, გასცემს, ჩამოართმევს და
სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის სამინისტრო.
5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტს „საქართველოს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო
საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის შესახებ“ ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
6. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით
ამტკიცებს მინისტრი.
7. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება
შეყვანილნი იყვნენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე მეწარმე სუბიექტების
წარმომადგენლები.