„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2017
ავტორი
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#07-3/108/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 და 25 პუნქტები: „24. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის/სავარაუდო მსხვერპლისთვის, როდესაც მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის გამოცემის საკითხი განიხილება სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 3 13 კოდექსის VII თავის 21 მუხლით დადგენილი წესით, მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი. 25 ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, ამ კანონის 231 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან, მიუხედავად მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა.“. 2. მე–10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა შეარჩიოს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.“. 3. მე-10 მუხლის მე–8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, შეირჩევა 1 წლის ვადით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი პირების შემადგენლობა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი პირების შემადგენლობა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ყოველწლიურად განახლდება 1/3–ით. 9. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“. 1 4. 23 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „მუხლი 23 . იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებითი წესები 1. გადახდისუუნარო სამართალწარმოების პირისთვის ნაწილში სამოქალაქო იურიდიული და ადმინისტრაციული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი“-დან, 2 აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს. 2. საბჭო უფლებამოსილია 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში და რომლებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. 3. თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესით არის შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება, ადმინისტრაციულ საქმეზე (გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც უკავშირდება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს ან გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ან/და საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი“-დან) ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობაზე გავრცელდეს 2016 წლის 15 ივნისიდან. 5. ამ მუხლის მოქმედება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსით“ გათვალისწინებულ საკითხებზე გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 232 მუხლი: „მუხლი 232. საბჭოს წევრის არჩევის დროებითი წესი 2018 წელს, ერთჯერადად - საბჭოს მორიგი შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი წესით - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული სამი წევრიდან ერთი წევრი დაინიშნოს ორი წლის ვადით, ერთი - სამი წლის, ხოლო ერთი - ოთხი წლის ვადით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველი წილისყრით შეარჩევენ იმ 3 პირთა კანდიდატურებს, რომლებიც უნდა დაინიშნონ ორი, სამი და ოთხი წლის ვადით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 01 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 1) წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილების პროექტის შემუშავება ემსახურება სსიპ -იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე შიდაეროვნული და საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას და სამსახურის მანდატის შესახებ საკანონმდებლო ბაზის დახვეწას. 2014 წლის 26 დეკემბერს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული წინაპირობად ცვლილების განისაზრვრა სამართალწარმოების თანახმად, შემდეგი: პროცესში იურიდიული „სამოქალაქო იურიდიული დახმარების და გაწევის ადმინისტრაციული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე.“. ამ პუნქტმა შემდგომში გარკვეული ცვლილებები კვლავ განიცადა. 2015 წლის 15 აპრილიდან „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით ამოქმედდა იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფის დროებითი წესები და ამ წესების გამოყენების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ამასთან, სამსახური, თავისი ფინანსური, მატერიალურტექნიკური, ადამიანური რესურსისა და შესაძლებლობების მიხედვით შემოიფარგლა, საოჯახო, სამემკვიდრეო და სოციალურ დავებზე გადახდისუუნარო პირთა წარმომადგენლობით, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. 2017 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში, პროექტისთვის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და დაფინანსებულია USAID-ის მიერ, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით, კავკასიის კვლევითი 5 რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ, ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო, რომ სამსახურს მიეღო ინფორმირებული გადაწყვეტილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე დროებითი მანდატის გაფართოების კუთხით. კვლევაში მონაწილეობდნენ იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის საერთო სასამართლოების მოსამართლეები. კვლევის შედეგად გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები (უძრავ ნივთთან დაკავშირებული დავები, შრომითი ურთიერთობები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის უფლებით უზრუნველყოფის საკითხები). შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კვლევა წინამდებარე კანონპროექტის მომზადებისა და პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. 2) 2015 წლის 15-17 ივლისს, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის და იურიდიული დახმარების საბჭოს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების სფეროში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი ავრომ შერი ესტუმრა. ექსპერტმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ემსახურება იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობის სრულყოფას. აღნიშნული რეკომენდაციები გახდა კანონპროექტის მომზადების საფუძველი. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: 1) კანონპროექტი მიზნად ისახავს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სამოქალაქოადმინისტრაციული მიმართულებით მანდატის გაფართოებას კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში; 2) კანონპროექტი მიზნად ისახავს ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მეტ ეფექტიანობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1) ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 231 მუხლი ითვალისწინებს იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებით წესს, კერძოდ, 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სამსახურმა შეასრულა და ასრულებს ვალდებულებას, იურიდიული დახმარება გაუწიოს 6 გადახდისუუნარო პირებს იმ საქმეებზე, რომელიც კანონის 231 მუხლშია დაკონკრეტებული (საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით). 2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული დახმარების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გააფართოოს მანდატი და 231 მუხლის ჩამონათვალს დაემატოს ახალი საკითხები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებიდან, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს დამატებითი ვალდებულებების აღებას, ხოლო დღეს არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსი არ იძლევა აღნიშნული ვალდებულების სრულად შესრულების შესაძლებლობას. იურიდიული დახმარების სამსახურის სტატისტიკური მონაცემების შესწავლისა და პრაქტიკის ანალიზის შედეგად, გადახდისუუნარო პირთა მოწყვლადობისა და საკითხების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ დახმარების სამსახურის მიერ იურიდიული 2018 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 01 იანვრამდე მანდატის გაფართოება მოხდეს უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, ასევე საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი“-დან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე საკითხებზე. უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთი კარი და თავი მოიცავს. ამ საკითხებზე იურიდიული დახმარების სამსახურში, კონსულტაციებისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების მიმართულებით მომართვიანობა ხშირია. ამასთან კონსულტაციებისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების მხრივ ყურადსაღებია სამსახურში მომართვიანობა შრომით დავებთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. სტამბულის კონვენცია). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წელს. სტამბულის კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ქალთა მიმართ ძალადობისა (მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება ეს - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში) და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას. წარმოდგენილი კანონპროექტით შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით ისარგებლოს არამარტო ოჯახში ძალადობის, არამედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლმაც, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში მომხდარი ძალადობის შემთხვევები. შესაბამისად, ქალი დაცული იქნება არა მხოლოდ ოჯახურ სივრცეში, არამედ ოჯახის მიღმაც. ამ კატეგორიის ბენეფიციარებს, იურიდიული დახმარების სამსახური იცავს დამცავი ორდერის გამოცემის ეტაპზე, თუმცა კანონმდებლობა აუცილებელ პირობად განსაზღვრავს, რომ მსხვერპლი ,,იურიდიული დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იყოს გადახდისუუნარო. დღემდე არსებულმა 7 პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურებით - კონსულტაციის მიმართულებით, თუმცა იმის გამო, რომ ისინი თავიანთი სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, ვერ მოხვდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შესაბამისი სარეიტინგო ქულით, როგორც გადახდისუუნარო პირები, ვერ სარგებლობენ ვერც სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების და ვერც სასამართლოში წარმომადგენლობის სერვისით. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მსგავსი კატეგორიის პირებს ეზღუდებათ იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება, აქედან გამომდინარე, სამსახურში საკმაოდ მცირეა მომართვები სასამართლოდან, დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით ადვოკატის დანიშვნის თაობაზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია, იურიდიული დახმარების სამსახურმა დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა სასამართლოში, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, თუ ის ზოგადი წესით არ მოიწვევს ადვოკატს. ამასთან, მიზანშეწონილია, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი გაფართოვდეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამ კანონის 231 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან. ასეთი ტიპის დავები შესაძლოა იყოს როგორც საოჯახო, უძრავ ნივთთან დაკავშირებული, ასევე სხვა ტიპის დავებიც. 2) კანონპროექტი აყალიბებს კონკრეტულ მოთხოვნებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენ კანდიდატთა მიმართ. თუკი, აქამდე, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს კანონმდებლობით წარედგინა ჰქონდა ადვოკატთა რეპუტაციისა და უფლება, ასოციაციის პროფესიული იურიდიული ნებისმიერი დახმარების მოქმედი უნარ-ჩვევების საბჭოს წევრი მიუხედავად, მისი წევრად სტაჟის, კანონპროექტით აღმასრულებელ საბჭოს ამის უფლება აღარ აქვს და იგი ვალდებულია, საბჭოს წევრად, ღია კონკურსის წესით, შეარჩიოს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. აღნიშნული ნორმა აწესებს შესარჩევ კანდიდატთა მიმართ მაღალ სტანდარტებს რეპუტაციასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებთან მიმართებით. ,,იურიდიული დამხარების შესახებ“ საქართველოს კანონით მსგავსი სტანდარტი არის დადგენილი სახალხო დამცველის მიერ იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენ კანდიდატთა მიმართ. შესაბამისად, მიზანშეწონილია, საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევისას, შესაბამის უწყებებს, ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონმა მსგავსი სატანდარტები დაუდგინოს. კანონპროექტით ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტში შედის ცვლილება და დგინდება საბჭოს წევრების მიმართ 8 როტაციის წესი - ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი პირების შემადგენლობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ყოველწლიურად განახლდება 1/3–ით. აღსანიშნავია, რომ ახალი წევრების შედინებას ამ ტიპის ორგანიზაციაში, აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან, გარემოებები იცვლება, ახალი წევრები კი უნდა შეირჩნენ იმიტომ, რომ ისინი იცნობენ შესაბამის საკითხებს და აქვთ მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს სამსახურმა ახალ პირობებში. აღსანიშნავია, რომ განახალებადი საბჭოს შემადგენლობა, უზრუნველყოფს ახალი წევრების მხრიდან ახალი იდეების და ხედვების შემოთავაზებას, ასევე ნაკლებია იმის რისკი, რომ ერთდროულად საბჭოს სრული შემადგენლობისა და დირექტორის შეცვლის შემთხვევაში სამსახურის ფუნქციონირების პირველ ეტაპზე გარკვეული პრობლემები შეიქმნას. ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–9 პუნქტის თანახმად, ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. აღნიშნული პუნქტი ამ უკანასკნელს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იურიდიული დახმარების საბჭოს სხვა წევრებთან შედარებით, ვინაიდან არ აძლევს საბჭოს წევრად მეორედ არჩევის შესაძლებლობას. ამასთან საბჭოს იმ წევრისთვის, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, მსგავსი უფლებამოსილების მინიჭება არის ძალიან მნიშნელოვანი, ვინაიდან, საბჭოში მისი საქმიანობის პირველი წელი შეიძლება ჩაითვალოს ადაპტაციის, სიტუაციაში გარკვევის პერიოდად, მეორე წელი კი ასეთ პირს შესაძლებლობას მისცემს უფრო აქტიურად ჩაერთოს საბჭოს საქმიანობაში და სრულყოფილად განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. კანონპროექტით გარდამავალ დებულებებს ემატება 232 პუნქტი, რომელიც განმარტავს როტაციის წესსა და პირობებს. როტაცია ეხება მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს წევრებად წარდგენილ პირებს და გულისხმობს თავდაპირველად ასეთი პირების ორწლიან, სამწლიან და ოთხწლიან დანიშვნას, შემდეგ კი, ყველა მათგანის დანიშვნას ოთხი წლის ვადით. პირველ წელს სამი წევრისაგან შემდგარი თითოეული ჯგუფიდან ერთი წევრი დაინიშნება მხოლოდ ორი წლის ვადით, ერთი – სამი წლის, ხოლო ერთი – ოთხი წლის ვადით. მეორე წელს და შემდეგ, თითოეულ ამ ჯგუფში ერთი ახალი პირი დაინიშნება ოთხუი წლის ვადით. ამგვარად, საბჭოში მუდმივად ახალი წევრის შეედინება მის საქმიანობაში ახალი იდეებისა და მიდგომების დანერგვის მიზნით. ამავდროულად, საბჭო არ დასუსტდება, ვინაიდან წევრების მნიშვნელოვანი ბირთვი ორი მესამედის 9 ოდენობით წევრობას შეინარჩუნებს წლიდან წლამდე და ყოველწლიურად მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიცვლება. ასეთი მიდგომა ჰგავს ბევრ სხვა ამგვარი ორგანიზაციის წევრობის მოდელს და მისი მიზნები აშკარაა - სისტემაში ახალი ადამიანებისა და იდეების შედინება, წევრების განახლება, აქტუალური საკითხების გააზრება და უფრო მოზრდილი, განგრძობადი ჯგუფის სახით სტაბილურობის შენარჩუნება. კანონპროექტის თანახმად, ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. წარმოდგენილი კანონპროექტით იურიდიული დახმარების საბჭოს რჩება უფლებამოსილება 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე მანდატის გაფართოების მიზნით დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველ პუნქტში (სასამართლოში და რომლებთან წარმომადგენლობა) დაკავშირებით სამსახურმა უნდა იურიდიული დახმარება უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღების შედეგად წარმოშობილი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი ცვლილებით ხორციელდება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებითი წესების (პუნქტები 1-3) მოქმედების ვადის გაგრძელება და ახალ ვადად განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. აღნიშნულთან დაკავშირებით: მითითებული მუხლის არსებული რედაქცია განსაზღვრავს 2018 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სამსახურის მიერ იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებით წესებს, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული შინაარსის საქმეებზე გადახდისუუნარო პირისათვის იურიდიული დახმარების 10 უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს საქმის მნიშვნელობისა და გათვალისწინებით. სირთულის ამასთან, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი (იურიდიული დახმარების გაწევის ზოგადი წესი) სამსახურის მიერ იურიდიული დახმარების გაწევის პირობად საქმის შინაარს არ აკონკრეტებს და მხოლოს იმას განსაზღვრავს, რომ „იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა,“ ამასთან, „სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა, აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე.“ შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასებისას, საბაზისო სცენარად განიხილება 231 მუხლით განსაზღვრული დროებითი წესების შეწყვეტა 2018 წლის 1-ელი იანვრისათვის, ხოლო წარმოდგენილი კანონპროექტის გავლენა გულისხმობს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების შენარჩუნებას 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტითა და საშუალოვადიან პერიოდში 2018-2021 წწ. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით, სამსახურისათვის განსაზღვრული ასიგნებების ზღვრული მოცულობის დონეზე. გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატთან დაკავშირებით, მე–5 მუხლის 24 და 25 პუნქტების დამატებისა და 231 მუხლის ცვლილების საფუძველზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვასთან დაკავშირებით და უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან გამოიწვევს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის გადასახდელების ზრდას 2018 წლიდან. კერძოდ, არსებული სტატისტიკის მიხედვით, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვასთან, უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, ასევე საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“-დან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე საკითხებზე იურიდიული დახმარების უზრუნველსაყოფად იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების შემთხვევაში დამატებით საჭირო იქნება შესაბამისი სპეციალიზაციით მომუშავე 6 ადვოკატის შტატის დამატება თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში, ჯამური გავლენით წლიურად 163 ათასი ლარის ოდენობით. კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები არ მოახდენს არსებით გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 11 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ,,იურიდიული დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებით იურიდიული დახმარების სამსახურის გადახდისუუნარო ბენეფიციარები, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში დამატებით იქნებიან უზრუნველყოფილნი უძრავ ნივთთან დაკავშირებული, ასევე ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი“-დან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავებზე ადვოკატის მომსახურებით, საქმის სირთულის და მნიშვნელობის გათვალისწინები. გარდა ამისა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლები დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით და ასევე ,,იურიდიული დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 231 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან, მიუხედავად მათი გადახდისუნარიანობისა, უზრუნველყოფილნი იქნებიან იურიდიული დახმარებით. ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში 21 პუნქტის დამატებით, მე–8, მე–9 პუქტებში ცვლილებების შეტანით, 232 მუხლის დამატებით არ არის მოსალოდნელი არსებითი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი რაიმე დადგენილ გადასახადს, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს არ ითვალისწინებს; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 12 კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები; გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებეთან: მიმართება საქართველოს კანონპროექტის მიღებით შესრულდება გათვალისწინებული ვალდებულებები; ორმხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მრავალმხრივ ხელშეკრულებებით დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური; ა.შ.შ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) ; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - თამარ ჩუგოშვილი. 13
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 5. იურიდიული დახმარების გაწევის პირობები 1. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა. 2. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა, აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე. 21. იურიდიული დახმარების სამსახური გადახდისუუნარო პირისთვის უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის მიუხედავად. 22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ პირისათვის, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV11 თავით გათვალისწინებულ საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ მხარდაჭერის მიმღებისთვის, რომელიც არის მხარე სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი. 23. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ თავშესაფრის მაძიებლისათვის, რომლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის ან გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებული დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით გათვალისწინებულ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი. 14 3. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი. მუხლი 10. იურიდიული დახმარების საბჭო 1. სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო). 2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, 3 წევრს − საქართველოს სახალხო დამცველი, 1 წევრს იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან შეარჩევენ იურიდიული დახმარების ბიუროები, 1 წევრს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1 წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისაგან − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 3. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 1 წევრს წარადგენს თავისი აპარატის შემადგენლობიდან. 4. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 2 წევრს შეარჩევს ღია კონკურსის წესით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე. 5. საქართველოს სახალხო დამცველმა ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა შეარჩიოს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას. 6. საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია. 7. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. 15 8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, შეირჩევა 1 წლის ვადით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. 9. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. 10. საბჭოს სხდომაში დირექტორი მონაწილეობს სათათბირო ხმის უფლებით. 11. საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას. საბჭოს სხდომაზე დასწრების წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით. 12. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. 13. საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ მაინც. მუხლი 231. იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებითი წესები 1. გადახდისუუნარო სამართალწარმოების პირისთვის ნაწილში სამოქალაქო იურიდიული და ადმინისტრაციული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს გადაადგილებულ „საქართველოს პირთა – ოკუპირებული დევნილთა ტერიტორიული დამოუკიდებლობისათვის ტერიტორიებიდან შესახებ“ მთლიანობისათვის, დაღუპულ, უგზო-უკვლოდ საქართველოს იძულებით კანონიდან, თავისუფლებისა დაკარგულ, და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 16 საქართველოს კანონიდან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს. 2. საბჭო უფლებამოსილია 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში და რომლებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. 3. თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესით არის შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობაზე გავრცელდეს 2016 წლის 15 ივნისიდან. 17