„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
,,ადვოკატთა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) 26 მუხლის:
1
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან,
ღია კონკურსის წესით, ირჩევს აღმასრულებელი საბჭო. იურიდიული დახმარების
საბჭოს წევრად უნდა შეირჩეს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს
ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.“.
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 01 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტი წარმოადგენს
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანმდევ კანონპროექტს
- აღნიშნულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები ავტომატურად იწვევს
„ადვოკატთა
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილებებს,
კანონთა
შორის
კოლიზიის არარსებობის მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონთან „ადვოკატთა შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 261
მუხლში, რომელიც ადგენს იურიდიული დახმარების საბჭოში ადვოკატთა
ასოციაციიდან 3 წევრის შერჩევის წესს. მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით,
კანონპროექტით დგინდება ღია კონკურსის საფუძველზე ასოციაციის წევრთაგან
საბჭოს წევრების შერჩევის პროცედურა. ასევე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ
საბჭოს წევრად უნდა შეირჩეს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს
ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
ცვლილების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ დატვირთვას კარგავს 261
მუხლის მე-2 პუნქტი, რის გამოც ეს პუნქტი ამოღებული უნდა იქნეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
2
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
იმ
პირთათვის,
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას, იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რაიმე დადგენილ გადასახადს, მოსაკრებლის ან სხვა სახის
კანონპროექტი
გადასახდელის
ოდენობას
და
ოდენობის
განსაზღვრის
პრინციპს
არ
ითვალისწინებს;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის
კანონპროექტის
მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები;
ორგანიზაციებში
3
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებეთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
მრავალმხრივ
საერთაშორისო
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური;
აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტი „კანონის უზენაესობის
მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) ;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის
ავტორი:
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - თამარ ჩუგოშვილი.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც, წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 261. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის არჩევის წესი
1. იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან
ირჩევს აღმასრულებელი საბჭო. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს
აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ნებისმიერ წევრს.
2. იურიდიული დახმარების საბჭოში ადვოკატთა ასოციაციის წევრის წარსადგენად
აუცილებელია მისი წინასწარი თანხმობა.
3. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ასარჩევზე ნაკლები
რაოდენობის კანდიდატმა მიიღო, იმ კანდიდატებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმათა
საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო
შედეგის მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური
ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების
რაოდენობა არ უნდა იყოს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 1/3-ზე ნაკლები.
4. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ასარჩევზე მეტი რაოდენობის
კანდიდატმა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების
ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.
5