„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-18
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, No 6533-Iს, 22/06/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 43-ე მუხლის, პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) კომიტეტი, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს სამოქმედო
გეგმას და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე.“.
2. 107-ე მუხლის „უ2“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ2)
საპარლამენტო
გამჭვირვალობისა
და
პარლამენტის
სისტემური
კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ამ რეგლამენტის 2831
მუხლის შესაბამისად ქმნის ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო
საბჭოს, ამტკიცებს მის დებულებასა და შემადგენლობას;“.
3. 176-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტის
განხილვის
მიზნით
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო კომისია ერთი თვის განმავლობაში აწყობს საჯარო შეხვედრებს
შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
ა) თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში ტარდება არანაკლებ 11
შეხვედრისა;
ბ) შეხვედრების ჩატარების გრაფიკი და მისი შესაძლო ცვლილებები წინასწარ
ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე შეხვედრის ჩატარებამდე
არაუგვიანეს ხუთი დღისა;
გ) მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისია შეიმუშავებს ცვლილებების არსის აღმწერ მცირე
1
ზომის დოკუმენტს, რომელიც დარიგდება შეხვედრების დროს და თავსდება
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე;
დ) მოქალაქეთა მოსაზრებების დასაფიქსირებლად საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო
რომელიც
დარიგდება
კომისია
შეხვედრებზე
შეიმუშავებს
და
სპეციალურ
განთავსდება
ფორმას,
საქართველოს
პარლამენტის ვებგვერდზე;
ე) საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური
ფორმის
ელექტრონული
შევსება
გრძელდება
ერთი
თვის
მანძილზე,
საყოველთაო-სახალხო განხილვების დასრულებამდე. სპეციალური ფორმის
შედეგად მიღებული მოსაზრებები აისახება საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში;
ვ) შეხვედრებზე დარიგებული სპეციალური ფორმის შედეგად მიღებული
მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმში და ასევე საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში;
ზ) შეხვედრის ოქმები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე
თითოეული შეხვედრის ჩატარებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა;
თ) საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი
ოქმი ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე საყოველთაოსახალხო განხილვის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში;
ი) პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას
შეხვედრების ჩატარებისა და შეხვედრების შედეგების შესახებ.“.
4. 2831 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2831
1. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“ იქმნება, მისი
დებულება და შემადგენლობა მტკიცდება პარლამენტის თავმჯდომარის
ბრძანებით. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
დებულებას პარლამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. ამ დებულებით
განისაზღვრება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მისი მუშაობის ორგანიზაციული და
სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენლებთან
საბჭოს
2
თანამშრომლობასთან
დაკავშირებული
საკითხები,
საქართველოს
პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური
შეხვედრის ორგანიზების საკითხები და აგრეთვე ღია მმართველობის
ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული
სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობის წესი.
2. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შედგება
ფრაქციების თითო წარმომადგენლისაგან და იმ პარლამენტის წევრისაგან,
რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ღია მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრობის კანდიდატს ფრაქციის
თავმჯდომარე წერილობით წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ხოლო ის პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული
არცერთ ფრაქციაში, საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტის
თავმჯდომარეს წერილობით, ურთიერთშეთანხმებით წარუდგენენ. ღია
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შემადგენლობაში
შესაძლებელია კვოტების დათმობა უმრავლესობაში გაერთიანებულ
ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა
შორის. პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობრივად არის ღია
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი.
3. ღია
მმართველობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭოს
თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით –
საბჭოს ერთ-ერთი წევრი.“
მუხლის 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
რეგლამენტის ზოგადი რეგულირება ხელს უშლის საკანონმდებლო პროცესში
მოქალაქეთა ჩართულობას საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი
გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს.
საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტი ქმნის
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო
კომისიას,
რომელიც
დაკომპლექტებულია პარლამენტის წევრებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტი
ითვალისწინებს
სავალდებულო
ერთთვიანი
საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩატარებას, ეს ჩანაწერი არის ზოგადი ხასიათის და
არ არის დაკონკრეტებული განხილვის ჩატარების წესი და დეტალები, კერძოდ:
მინიმუმ რამდენი შეხვედრა უნდა ჩატარდეს, საქართველოს რომელ რეგიონებში,
როგორ მოხდება მოქალაქეების მოსაზრებების დაფიქსირება საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ, ასევე შეხვედრების შესახებ ინფორმაციის
გავრცელების მექანიზმები.
ამჟამად კომიტეტები იმუშავებენ
სამოქმედო გეგმებს, მაგრამ ეს პროცესი და
შემუშავებული სამოქმედო გეგმის ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი არ არის
დარეგულირებული რეგლამენტით.
არსებული მდგომარეობით ყოველწლიური შეხვედრები საქართველოს პარლამენტსა
და სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლებს შორის
დაიწყო 2012 წელს.
საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის 2013 წლის 12
დეკემბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც,
დიალოგის და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოსა
და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის გაიმართება ყოველწლიური შეხვედრები.
აღნიშნული
საკითხი
საჭიროებს
ინსტიტუციონალიზაციას,
რათა
მიეცეს
4
სავალდებულო
ხასიათი,
როგორც
მნიშვნელოვანი
დიალოგის
პლატფორმას
პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.
საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მთავრობის მიერ ღია
მმართველობის
პარტნიორობის
ფარგლებში
განხორციელებული
საქმიანობის
ზედამხედველობას, რაც საჭიროებს რეგლამენტით რეგულირებას.
„ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს“
სახელი (მოქმედი რეგლამენტის 2831 მუხლი) ზედმეტად გრძელია და არ არის
თანხვედრაში ღია მმართველობის პარტნიორობის სახელწოდებასთან. საბჭოს
სახელის ცვლილება, რითაც საბჭოს მუშაობის არსი იქნება გადმოცემული და
ამასთანავე იქნება მეტად მისადაგებული ღია მმართველობის პარტნიორობასთან
საჭიროებს რეგლამენტით რეგულირებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას ისეთ
მნიშვნელოვან
კანონპროექტებთან
დაკავშირებით,
რომელიც
უკავშირდება
საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვას. პროექტი
განსაზღვრავს შეხვედრების ჩატარების გეოგრაფიულ არეალს, სავალდებულოს ხდის
პარლამენტის ვებგვერდზე შეხვედრების გრაფიკის გამოქვეყნებას და შესაძლებლობას
აძლევს მოქალაქეებს მიაწოდონ საკუთარი მოსაზრებები საყოველთაო-სახალხო
საორგანიზაციო კომისიას.
მოქალაქეთა ჩართულობას ხელს უწყობს კომიტეტების მიერ წინასწარ სამოქმედო
გეგმის შემუშავება და მათი გამოქვეყნება. დაინტერესებულ პირებს, დეპუტატებსა და
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და თვალი
ადევნონ მათთვის საინტერესო კომიტეტის საქმიანობას.
პარლამენტის
ანგარიშვალდებულების
ყოველწლიური
შეხვედრები
მიზნით,
საქართველოს
სავალდებულო
პარლამენტსა
და
გახდება
სამოქალაქო
საზოგადობის წარმომადგენლებს შორის, რაც უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების
გაუმჯობესებას,
საჯარო
სექტორში
კეთილსინდისიერების
ამაღლებას
და
კორპორაციული ანგარიშვალდებულების გაზრდას.
5
ღია პარლამენტის ზედამხედველობა
მთავრობის მიერ ღია მმართველობის
პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე
უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და მომავალ კოორდინირებულ
მუშაობას.
საბჭოს სახელის ცვლილებით შესაძლებელი გახდება საბჭოს საქმიანობის არსის
მარტივად გადმოცემა და
საბჭოს სახელის მისადაგება ღია მმართველობის
პარტნიორობასთან.
პროექტის მიზანია საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული 4 ვალდებულების განხორციელებისათვის სამართლებრივი
საფუძვლის შექმნა:
ვალდებულება 1.2. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში
მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწას.
ვალდებულება
მიზნად
ისახავს
დააზუსტოს
საკონსტიტუციო
ცვლილებების
საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩატარების პროცესი, მათ შორის: შეხვედრების
მინიმალური რაოდენობა, გეოგრაფიული არეალი, მოქალაქეთა ინფორმირების
ვალდებულება, მოქალაქეთა მოსაზრებების
დაფიქსირების მექანიზმები, ასევე
საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის
უზრუნველყოფა შეხვედრების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნების გზით.
ვალდებულება 2.5. პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთ ან ორწლიანი სამოქმედო
გეგმების მომზადება და გასაჯაროება ყოველი წლის დასაწყისში.
კომიტეტების მიერ ერთ – ან ორწლიანი სამოქმედო გეგმების მომზადება და
გასაჯაროება
ყოველი
წლის/საგაზაფხულო
სესიის
დასაწყისში,
რაც
ყველა
დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს, დროულად მიიღოს ინფორმაცია
დაგეგმილი საკანონმდებლო პროცესების შესახებ.
ვალდებულება
3.1.
საქართველოს
პარლამენტისა
და
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ინსტიტუციონალიზაცია
პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის
ინსტიტუციონალიზაცია.
6
ვალდებულება 4.6. მთავრობის მიერ ღია მმართველობა საქართველოს ფარგლებში
განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა
პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერება და ხელისუფლების
სხვადასხვა შტოებს შორის OGP-ის ფარგლებში გაწეული საქმიანობის კოორდინაციის
გაუმჯობესება.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
176-ე მუხლს ემატება 51 პუნქტი, რომელიც აზუსტებს საქართველოს კონსტიტუციის
ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვაში
მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის საკითხებს. კერძოდ, აღნიშნული
პუნქტით დგინდება, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში უნდა
ჩატარდეს არანაკლებ 11 საჯარო შეხვედრა; პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდეს
შეხვედრის ჩატარების გრაფიკი შეხვედრის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე;
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო
კომისია,
მოქალაქეთა
მოსაზრებების დასაფიქსირებლად, შეიმუშავებს სპეციალურ ფორმას, რომელიც
დარიგდება შეხვედრებზე და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ასევე,
დასახელებული ითვალისწინებს თითოეული შეხვედრის ოქმის და შემაჯამებელი
ოქმის
შედგენას,
სადაც
აისახება
მოქალაქეების
მხრიდან
დაფიქსირებული
მოსაზრებები. წარმოდგენილი პროექტით შეხვედრების ოქმები, ასევე, შემაჯამებელი
ოქმი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
43 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტის ფუნქციონირების საკითხს დაემატოს
„ზ1“ ქვეპუნტი, რომლის თანახმადაც კომიტეტები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს და
მოხდება მათი გასაჯაროება, ეს კი ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას
მისცემს, დროულად მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო პროცესების
შესახებ.
2831 მუხლი განსაზღვრავს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს საქმიანობას, პროცედურებს და მათ შორის საბჭოს სახელს.
არსებული სახელის ცვლილება და ჩამოყალიბება როგორც „ღია მმართველობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭო“
უზრუნველყოფს
მეტ
მოქნილობას,
გამოხატავს საბჭოს მუშაობის არსს და მეტად დაკავშირებული გახდება ღია
7
მმართველობა პარტნიორობასთან. 2831 მუხლში საბჭოს სახელის ცვლილება ასევე
გამოიწვევს
ცვლილებას
107
მუხლის
„უ1“
პუნქტის,
რომლის
მიხედვითაც
თავმჯდომარე ქმნის ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს,
ამტკიცებს მის დებულებას და შემადგენლობას.
2831 მუხლის პირველი პუნქტით, განსაზღვრულია ღია და გამჭვირვალე პარლამენტის
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც დაემატება 2017 წლის ღია
პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისიწნებული 2 ვალდებულება, რაც
აფართოვებს საბჭოს საქმიანობას და ხდის მეტად ღიას, ანგარიშვალდებულს და
გამჭვირვალეს. 2017 წლის სამოქმედო გეგმის 3.1. ვალდებულების თანახმად საჭიროა
საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური
შეხვედრის ინსტიტუციონალიზაცია რაც ემატება 2831 მუხლის პირველ პუნქტს.
ასევე 2831 მუხლის პირველ პუნქტს 2017 წლის სამოქმედო გეგმის 4.6. ვალდებულების
თანახმად,
ფარგლებში
საბჭოს ემატება მთავრობის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის
განხორციელებული
საქმიანობის
ზედამხედველობა,
რაც
უზრუნველყოფს მომავალ კოორდინირებულ მუშაობას.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) რეგლამენტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
ბ.ა) რეგლამენტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღების შემდეგ, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში
რეგიონებში შეხვედრების ორგანიზებასთან, ჩატარებასთან და შეხვედრების
ჩატარებისა და შეხვედრების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებასთან
დაკავშირებული ხარჯები, დაფინანსდება საქართველოს პარლამენტისათვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღების შემდეგ, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში
რეგიონებში შეხვედრების ორგანიზებასთან, ჩატარებასთან და შეხვედრების
ჩატარებისა და შეხვედრების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებასთან
8
დაკავშირებული ხარჯები, დაფინანსდება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.
პარლამენტისათვის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის
მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტი მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ვალდებულებებს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
9
დ.ა) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშრისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ)
რეგლამენტის
(დაწესებულების)
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტი შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე
მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და მასთან არსებულმა
საკონსულტაციო ჯგუფმა.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი კახიანი, კახაბერ
კუჭავა, გუგული მაღრაძე, ეკა ბესელია.
10
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ საქართველოს რეგლამენტის იმ
მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება:
მუხლი 107
პარლამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში;
ბ) პარლამენტის სასახლეში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
გ) უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის
ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას;
დ) თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, იწვევს და
თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ
უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს;
ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საქმიანობის სფეროებს, აძლევს
მათ ცალკეულ დავალებებს;
ვ) ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების
საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის შესახებ მიმართვებს;
ზ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტის 171-ე მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს კანონპროექტებს და აქვეყნებს
კანონებს;
თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ
სხვა აქტებს;
ი) განსაზღვრავს პარლამენტის ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს
პარლამენტს;
კ) ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
მ) საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
განსაზღვრული ვადით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას;
ნ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტში სვამს
საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნის საკითხს;
ო) საქართველოს პრეზიდენტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს
წინადადებას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ;
პ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის კანდიდატურას;
ჟ) ამ რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
წარადგენს კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას;
რ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს გენერალური აუდიტორის კანდიდატურას;
რ1) გასცემს საქართველოს მთავარი პროკურორისათვის დადგენილი ნიმუშის
სამსახურებრივ მოწმობას;
11
ს) პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისათვის ქმნის პარლამენტის
ხაზინადართა საბჭოს, ამტკიცებს ხაზინადართა საბჭოს დებულებას და პარლამენტის
ბიუროსთან შეთანხმებით ნიშნავს ხაზინადართა საბჭოს წევრებს;
ტ) გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის
უზრუნველსაყოფად ქმნის და ამ რეგლამენტის 283-ე მუხლის შესაბამისად
ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს;
უ) გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს
საბჭოს წევრებს;
უ1) ხელმძღვანელობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის უფროსს, ამტკიცებს პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის დებულებას;
უ2) საპარლამენტო გამჭვირვალობისა და პარლამენტის სისტემური და
კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ამ რეგლამენტის 2831 მუხლის
შესაბამისად ქმნის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ
საპარლამენტო საბჭოს, ამტკიცებს მის დებულებასა და შემადგენლობას;
ფ) განსაზღვრავს პარლამენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს
შემადგენლობას;
ქ) ნიშნავს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს;
ღ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ცალკეული პარლამენტის წევრებისა
და საპარლამენტო დელეგაციების სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს;
ყ) იღებს ზომებს პარლამენტისა და ცალკეული პარლამენტის წევრების
უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად;
შ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატისა და სხვა დამხმარე
სტრუქტურების საქმიანობას;
ჩ) ამტკიცებს პარლამენტის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო
განრიგს, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობას;
ც) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსს, აპარატის
უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პარლამენტის აპარატის
შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტისა და სამსახურის ხელმძღვანელებს;
ძ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის
საკითხებს;
წ) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების
დაცვის რეჟიმს;
ჭ) (ამოღებულია – 22.03.2013, №382);
ხ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ
შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო
სასამართლოებში;
12
ჯ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც
არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე
დასწრების სურვილის მქონე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს;
ჰ) ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი
ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს;
ჰ1) პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ბრძანებით ანიჭებს
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური
ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას;
ჰ2) ბრძანებით ადგენს საქართველოს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის
აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების
ანაზღაურების წესს;
ჰ3) პარლამენტის აპარატის მოსამსახურეთათვის აწესებს დანამატებს ზეგანაკვეთური
მუშაობისა და განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის
და სხვა დანამატებს;
ჰ4) იღებს გადაწყვეტილებას პირის საქართველოს თავისუფლების ორდენით და
პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ;
ჰ5) პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა
კანდიდატურებს;
ჰ6) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.__
მუხლი 43
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს
საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების
პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის
თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების
მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და
თითოეული შენიშვნის ავტორს;
გ) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს
მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, აგრეთვე განიხილავს იმ თანამდებობის პირთა
კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას
იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს გადასცემს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსათვის წარსადგენად;
დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
13
ე) აკონტროლებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების შესრულებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას
წარუდგენს პარლამენტს;
ვ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების
შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
ი) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომიტეტი წინასწარ დამტკიცებული გეგმის ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე
შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში
გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს
პარლამენტს.
3. ამ რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი
განისაზღვრება კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის
ბიურო.
მუხლი 176
1. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით
პარლამენტი
იღებს
გადაწყვეტილებას
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა
და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ
პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ
იმ ფრაქციის (ფრაქციების) წარმომადგენლები, რომელიც (რომლებიც) არ არის (არ
არიან) გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის
წევრები.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ
პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ
არის, თუ მისი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება
შეუძლებელია.
14
5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 1 თვის ვადაში
განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის
შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ მასალებს.
6. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის
შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.
7. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ
უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს
საქართველოს
კონსტიტუციის
ზოგადი
ან
ნაწილობრივი
გადასინჯვის
კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ
საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტს პლენარულ სხდომას წარუდგენს ამ რეგლამენტის 173-ე მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის (ხოლო 200000 ამომრჩევლის
შემთხვევაში – საინიციატივო ჯგუფის) მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის
წევრი.
8. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და იღებს სამი მოსმენით კანონპროექტის
განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. ამასთანავე,
კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენებით განიხილება და მიიღება ერთსა და
იმავე სესიაზე, ხოლო მესამე მოსმენით განიხილება და მიიღება მხოლოდ
პარლამენტის მომდევნო სესიაზე, მეორე მოსმენით მიღებიდან არანაკლებ 3 თვის
შემდეგ. (29.11.2013. N1688)
მუხლი 2831
1. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
იქმნება, მისი დებულება და შემადგენლობა მტკიცდება პარლამენტის
თავმჯდომარის ბრძანებით. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს დებულებას პარლამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად
წარუდგენს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭო. ამ დებულებით განისაზღვრება ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მისი
მუშაობის ორგანიზაციული და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან
საბჭოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
2. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
შედგება ფრაქციების თითო წარმომადგენლისაგან და იმ პარლამენტის წევრისაგან,
15
რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ღია და გამჭვირვალე
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრობის კანდიდატს
ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ხოლო ის პარლამენტის წევრები,რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ
ფრაქციაში, საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით,
ურთიერთშეთანხმებით წარუდგენენ. ღია და გამჭვირვალე მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შემადგენლობაში შესაძლებელია კვოტების
დათმობა უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის, აგრეთვე
უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის. პარლამენტის თავმჯდომარე
თანამდებობრივად არის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს წევრი.
3. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს
თავმჯდომარეობს
16