„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ი. ფრუიძე, თ. ჩუგოშვილი, ე. ბესელია, გ. კახიანი, კ. კუჭავა, გ. მაღრაძე
ნომერი
#07-3/114/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-18
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.(www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიამონობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა საკითხები ასევე წესრიგდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით.“. 2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101 პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე ქცევა, და ის წესები, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას განისაზღვრება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, რომელსაც პარლამენტის ამტკიცებს დადგენილებით.“. 3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი: „მუხლი 281. პარლამენტის წევრი ვალდებულია დაიცვას პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი. პარლამენტის წევრი ასევე ვალდებულია ხელი შეუწყოს საპარლამენტო ეთიკის ნორმების დაცვას.“ 4. 117-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და ი2“ ქვეპუნქტები: „ი1) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას“; ი2) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;“. 5. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV1 თავი: „თავი XIV1 მუხლი 1191. 1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ამასთანავე, საბჭოში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს. 2. ეთიკის საბჭოს შემადგენლობის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო; ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად, ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს, კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში, შესაბამისი ფრაქციები წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. 4. საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 5. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი და ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება ეთიკის საბჭოს დებულებით, რომელსაც ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 6. ეთიკის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი, ამ მიზნით, პარლამენტის მიერ იქმნება ეთიკის საბჭოს სამდივნო, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით.“. 6. 122-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ფიცის ტექსტის გარდა პარლამენტის წევრი ხელს აწერს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის განუხრელად დაცვის თაობაზე ტექსტს.“. 7. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2871 მუხლი: „მუხლი 2871 პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სანქციები შეიძლება იყოს: ა) სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება გ) ხელფასის დაკავება (ხელფასის 10% დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით) დ) ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში).“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დღეისათვის კონკრეტულად არ არსებობს რეგულაციები, რომელშიც თავმოყრილია პარლამენტის წევრის ეთიკური ქცევის წესები და რომლებიც განსაზღვრავს დეპუტატების მიერ ეთიკური ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევას და ამისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანი რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრების მიერ მათი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებისა და მათი ანგარიშვალდებულების ამაღლების ხელშეწყობა, საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭოს შექმნა და ამით ეთიკური ნორმების დაცვის ზედამხედველობის უზრუნველყოფა. ამასთან, პროექტის მიღების მიზანა ასევე ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულების და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესრულება. ა. გ ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი რეგლამენტის პროექტის ძირითად არსი მდგომარეობს იმაში, რომ პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარკვეული საკითხები ასევე წესრიგდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, რომლითაც განისაზღვრება ქცევა, და ის წესები, რაც პარლამენტის წევრმა უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა დადგენილებით ინსტიტუტებთან ამტკიცებს და საზოგადოებასთან საქართველოს პარლამენტი. ურთიერთობისას. რეგლამენტის კოდექსს პროექტი ასევე ითვალისწინებს ეთიკის საბჭოს შექმნის წესსა და პირობებს, მისი საქმიანობისა და შემადგენლობის განსაზღვრის თავისებურებებს. ეთიკის საბჭოს დებულებას საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. პროექტის შესაბამისად ფიცის ტექსტის გარდა პარლამენტის წევრი ხელს აწერს აგრეთვე პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის განუხრელად დაცვის თაობაზე ტექსტს. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში შესაძლო დისციპლინური სანქციები. ბ ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დაფინანსების წყაროა საქართველოს პარლამენტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: გარდა ეთიკის კოდექსის ნორმების შესაძლო დარღვევისას ფინანსური სანქციების შესაძლო გამოყენების გავლენისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვაზე, ეთიკის საბჭოს სამდივნოს შექმნას შესაძლოა ასევე ჰქონდეს გავლენა პარლამენტის ბიუჯეტზე: კერძოდ, რეგლამენტის პროექტის მიღებით, სამდივნოსათვის საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა განისაზღვროს საშუალოდ 3 ერთეულით, რაც უკავშირდება საშუალოდ 80 ათასი ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯებს, გარდა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა. რაც შეეხება ტრენინგის ხარჯებს, აღნიშნული დაფინანსდება პარლამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტის მიღების შემდეგ განსაზღვრულია პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებული სანქციების დადგენა. შესაბამისად იმ პარლამენტარების მიმართ, რომელთაც დაუდგინდებათ კოდექსის ნორმების დარღვევა, გატარდება დადგენილი სანქციები მათ შორის შესაძლო ფინასური სანქციებიც. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): რეგლამენტის პროექტის მიღების შემდეგ განსაზღვრულია პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებული სანქციების დადგენა. შესაბამისად იმ პარლამენტარების მიმართ, რომელთაც დაუდგინდებათ კოდექსის ნორმების დარღვევა, დამრღვევს დაეკისრება დისციპლინური სანქცია, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელფასის დაკავება (ხელფასის 10% დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით). დისციპლინური სანქციების გამოყენებას თანაზომიერების პრინციპის დაცვით წყვეტს ეთიკის საბჭო დებულების საფუძველზე. გ ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: რეგლამენტის პროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ,ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არის ე ) რეგლამენტის პროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე ვ ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება. მუხლი 10 1. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 2. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს პარლამენტის წევრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. იგი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას. 3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს: ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი; გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. 4. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. 5. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებაში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას. 6. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს რაიმე თანამდებობა პარტიულ ორგანიზაციაში. 7. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და 7 დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 117 პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) შეიმუშავებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგის პროექტს; უფლებამოსილია საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში, თუ დარღვეული არ არის ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს პარლამენტის სესიის ორკვირიანი ციკლის სამუშაო გეგმას; ბ) განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს, კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს; გ) განიხილავს საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევისა და მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს; დ) ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ე) ამტკიცებს კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დებულებებს; ე1) ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას; (22.03.2013. N382) ვ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის საკითხებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; თ) უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში წარგზავნილი საპარლამენტო დელეგაციებისა და პარლამენტის წევრების ანგარიშების მოსმენას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე; ი) ამტკიცებს (რეკომენდაციებს); კ) იღებს საკითხებზე; პარლამენტის გადაწყვეტილებებს ხაზინადართა პარლამენტის საბჭოს მიერ მუშაობის მიღებულ ცალკეულ წინადადებებს ორგანიზაციულ კ1) ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას; (31.05.2013. N675) ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 122 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ). 2. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით. 3. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება: ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საქართველოს უზენაეს სასამართლოში; ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შექმნის შემდეგ – ამ კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნულ დასკვნას პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 5. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. 6. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 7. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ამ ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 8. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა მეორე ტურში ან გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, ფიცის ტექსტს კითხულობს და ხელმოწერით ადასტურებს უფლებამოსილების ცნობისთანავე.