„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 39 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-18
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101 მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
1
დანართი
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი
პრეამბულა
პარლამენტის წევრის
უმთავრესი
მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი
კომპონენტია
და
ემსახურება
საზოგადოების
წინაშე
დეპუტატების
ანგარიშვალდებულების ამაღლებას.
ეთიკის კოდექსის (კოდექსის) მიზანია, სახელმწიფოსა
დაკისრებული
პასუხისმგებლობის
და
გათვალისწინებით,
საზოგადოების
დაადგინოს
წინაშე
საქართველოს
პარლამენტის წევრების მაღალი ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს პარლამენტისადმი
საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პარლამენტის წევრების მიერ მათი მოვალეობების
ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას. კოდექსი ასევე ხელს უწყობს დეპუტატის
რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას.
მუხლი 1 კოდექსის მოქმედების სფერო
1. კოდექსი ადგენს პარლამენტის წევრის ქცევას, მისი სტატუსიდან გამომდინარე და
განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და
ასევე
კოლეგებთან,
თანამშრომლებთან,
მედიასთან,
სხვა
ინსტიტუტებთან
და
საზოგადოებასთან ურთიერთობისას; ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის
ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
2. კოდექსის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
3. ეთიკის წესების დაცვა პარლამენტის წევრისთვის სავალდებულოა დაკისრებული
მოვალეობის შესრულებისას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის
გარეთ.
მუხლი 2 კოდექსის ძირითადი პრინციპები
საპარლამენტო
უფლებამოსილების
განხორციელებისას
პარლამენტის
წევრი
ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:
ა) კანონიერება და ერთგულება:
ა.ა) პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, იცავს საქართველოს
კონსტიტუციას,
მოქმედ
კანონმდებლობას
და
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
ა.ბ) პარლამენტის წევრი ზრუნავს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე და პატივს სცემს
დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
2
ა.გ) პარლამენტის წევრი არის ხალხისა და სახელმწიფოს ერთგული.
ა.დ) პარლამენტის წევრი თავისი ქმედებით უფრთხილდება ქვეყნის იმიჯს და ხელს უწყობს
სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის
განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
ბ) თანასწორობა:
ბ.ა) პარლამენტის წევრი წარმოადგენს საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად რასის,
კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური
ან
სხვა
შეხედულებების,
სოციალური
კუთვნილების,
ქონებრივი
და
წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ბ.ბ) პარლამენტის წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და
თავისუფლებებს და აღიარებს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და
ქალებისათვის.
ბ.გ) პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ
იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია, რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის
თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ.
გ) კეთილსინდისიერება:
გ.ა) პარლამენტის წევრი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს პასუხისმგებლობის,
ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით.
გ.ბ)
პარლამენტის
წევრი
არ
იღებს
პირადი
ფინანსური
ინტერესების
მატარებელ
გადაწყვეტილებებს, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ საპარლამენტო მოვალეობების
ობიექტურად შესრულებაზე, მათ შორის არ ახდენს ლობირებას პირადი სარგებლის
სანაცვლოდ.
დ) ანგარიშვალდებულება:
პარლამენტის წევრი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე, ის არის ამომრჩევლისთვის
ხელმისაწვდომი,
ინფორმაციას აძლევს მათ უფლებებზე, პარლამენტის საქმიანობაზე და
ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობას.
ე) გამჭვირვალობა:
ე.ა) პარლამენტის წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურება საჯარო ინტერესებს
და არის გამჭვირვალე.
3
ე.ბ) პარლამენტის წევრი თანამშრომლობს მედიასთან.
ე.გ) პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და
ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას.
ვ) პასუხისმგებლობა:
ვ.ა) პარლამენტის წევრი იცავს და აძლიერებს საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციურ
დამოუკიდებლობას და რეპუტაციას;
კანონით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს
მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა უწყების ზედამხედველობას.
ვ.ბ) პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საპარლამენტო ეთიკის ნორმების დაცვას.
მუხლი 3 ქცევის წესები
საპარლამენტო
უფლებამოსილების შესრულებისას, პარლამენტის წევრმა უნდა დაიცვას
ქცევის შემდეგი წესები:
1. ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან არიდება
1.1. პარლამენტის წევრმა არ უნდა გამოიყენოს პარლამენტის წევრის სტატუსი პირადი,
ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების ინტერესების სასარგებლოდ;
1.2. პარლამენტის
წევრი
ვალდებულია,
გადაწყვეტილების
მიღებისას,
მათ
შორის
კენჭისყრაში მონაწილეობამდე, საჯაროდ განაცხადოს მისი ან მისი ოჯახის წევრების,
პირადი ან სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინტერესის შესახებ; ასევე ამ
ინტერესის შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს საპროცედურო საკითხთა და
წესების
კომიტეტს,
რომელიც
ამ
ინფორმაციას
პარლამენტის
ვებგვერდზე
გამოაქვეყნებს.
1.3. პარლამენტის წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება
გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე; „საჯარო
სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მუხლი 135 .
1.4. პარლამენტის წევრმა არ უნდა მიიღოს საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება
„საჯარო
სამსახურში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა
და
კორუფციის
შესახებ“
საქართველოს კანონის მუხლი 5, 5 და 5 -ით დადგენილ ოდენობას;
1
2
1.5. პარლამენტის წევრი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში მოახდინოს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი იმ საჩუქრის დეკლარირება საჩუქრების რეესტრში,
რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 ლარს. საჩუქრების რეესტრში უნდა
მიეთითოს: მიმღები პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, მჩუქებლის სახელი და
გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში - იურიდიული პირის სახელწოდება),
4
საჩუქრის მიღების თარიღი, საჩუქრის აღწერა და საბაზრო ღირებულება. საჩუქრების
რეესტრი არის საჯარო და აწარმოებს ეთიკის საბჭოს სამდივნო;
1.6. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში
რაიმე
თანამდებობის
შეთავსება
დაუშვებელია.
შეუთავსებლობის
შემთხვევები
განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით. პარლამენტის წევრს ასევე
ეკრძალება
ასრულებდეს
რაიმე
ანაზღაურებად
სამუშაოს
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლობისტური საქმიანობა
2.1. საქართველოს კანონით ლობისტური საქმიანობის შესახებ, პარლამენტის წევრს, მისი
უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, არ აქვს უფლება განახორციელოს ლობისტური
საქმიანობა;
2.2. პარლამენტის
საქართველოს
წევრმა
არ
კანონით
უნდა
მიიღოს
რეგისტრირებული
ლობისტური
საქმიანობის
ლობისტების
მიერ
შესახებ
ნაჩუქარი
საჩუქარი/ჯილდო;
2.3. საქართველოს პარლამენტის წევრის საქმიანი ურთიერთობა საქართველოს კანონით
რეგისტრირებულ
ლობისტთან
უნდა
იყოს
გამჭვირვალე.
შეხვედრის
შესახებ
ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებ-გვერდზე;
2.4. პარლამენტის წევრმა არ უნდა გააფორმოს ისეთი ტიპის ხელშეკრულება, რომელიც
ზღუდავს
მის
დამოუკიდებლობას
სადეპუტატო
საქმიანობის
განხორციელების
პროცესში.
3. პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია;
4. პარლამენტის წევრი ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით, მიიღოს
მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში;
5. პარლამენტის წევრმა არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი პირადი
ინტერესებისთვის, მათ შორის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის
სასარგებლოდ;
6. პარლამენტის წევრმა თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს
დისკრიმინაცია/გამორჩევა მათი რასის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, რელიგიის, ან
სხვა ნიშნით; აგრეთვე არ უნდა დაავალოს პარლამენტის თანამშრომლებს, ჩაერთონ ისეთ
აქტივობებში, რომელიც სცილდება მათ სამუშაო აღწერილობას;
7. პარლამენტის წევრმა პატივისცემით უნდა მიმართოს პარლამენტის სხვა წევრებს და
მოქალაქეებს. მან უნდა გამოიყენოს კორექტული ლექსიკა მოქალაქეებთან
ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლებისას და საპარლამენტო დებატების დროს;
5
8. პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების
შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები,
მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება;
9. პარლამენტის წევრი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურეობრივი
საკონტაქტო ინფორმაცია;
10. პარლამენტის
წევრმა
სამსახურეობრივი
არასამსახურეობრივი
საიდუმლოების
მიზნებისათვის
შემცველი
ან
არ
სხვაგვარი
უნდა
გამოიყენოს
კონფიდენციალური
ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო სამსახურეობრივი მოვალეობის
განხორციელების პროცესში.
მუხლი 4 კოდექსის ნორმების მონიტორინგი და აღსრულება
1. 1-ლი მუხლის 1.3, 1.4 და 1.6. პუნქტებით, მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით და მე- 3, მე-4 და მე-9
მუხლით
გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები რეგულირდება
საქართველოს კანონმდებლობით;
2. ამ კოდექსის პირველი მუხლის 1.1. 1.2. და 1.5 პუნტებით, მე-2 მუხლის 2.2, 2.3 და 2.4
პუნქტებითა და მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული
დარღვევების შესწავლასა და მონიტორინგს აწარმოებს ეთიკის საბჭო;
3. ეთიკის საბჭო
3.1. ეთიკის
საბჭო
განიხილავს
კოდექსის
სავარაუდო
დარღვევის
ფაქტებს
თავისი
ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე.
3.2. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის
ვადაში,
დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. დადგენილებაში მითითებული უნდა
იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება
ფრაქციაში
გაერთიანებულ
პარლამენტის
რაოდენობის
პროპორციულად,
ფრაქციაში.
ამასთანავე,
წევრთა
რომლებიც
საბჭოში
არ
და
არიან
უმრავლესობის
იმ
პარლამენტის
წევრთა
გაერთიანებული
არცერთ
წარმომადგენლობა
არ
უნდა
აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში
შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა უმრავლესობაში
გაერთიანებულ ფრაქციათა, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის;
3.3. ეთიკის
საბჭოს
შემადგენლობის
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტებს
დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო;
3.4. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად, ეთიკის საბჭოს წევრებად
დასახელებულ პირებს,
კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში, შესაბამისი
ფრაქციები წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.
3.5. საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც
ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
6
3.6. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი და ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება ეთიკის
საბჭოს დებულებით, რომელსაც ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
ბიურო;
3.7. ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი უმრავლესობიდან და ერთი
უმცირესობიდან
ან
სხვა
ოპოზიციური
ფრაქციიდან);
ეთიკის
საბჭოს
თანათავმჯდომარეებს ირჩევს ეთიკის საბჭო. თავმჯდომარეთა არჩევის წესი, აგრეთვე
მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით;
3.8.ეთიკის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის
უმრავლესობა.
საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით;
3.9.საჩივრის სპეციალური ფორმა კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება შეიტანოს
პარლამენტის წევრმა/ებმა და პირმა რომელიც მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ამ
კოდექსის ნორმები;
3.10.
საჩივრის სპეციალური ფორმის შევსება და წარდგენა შესაძლებელია, როგორც
წერილობით ასევე ელექტრონულად;
3.11.
საჩივრის
რეგისტრაციიდან
გადაწყვეტილებას
საჩივრის
ხუთი
სამუშაო
დასაშვებობის
დღის
მანძილზე
თაობაზე.
სამდივნო
დასაშვებობის
იღებს
შესახებ
გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს;
3.12.
საჩივრის წარდგენა დასაშვებია შესაბამისი ფაქტის დადგომიდან/გამოვლენიდან
არაუმეტეს ერთი თვისა, მხოლოდ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის წევრის სტატუსის
მქონე პირების მიმართ;
3.13.
საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს დაუყოვნებლივ წერილობით
ეცნობება მის წინააღმდეგ შემოტანილი საჩივრის შესახებ და დასაშვებად მიჩნევიდან
ეძლევა 10 სამუშაო დღე საჩივარზე საპასუხოდ. ვადის გაგრძელება დასაშვებია 5 სამუშაო
დღით არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე;
3.14.
საპასუხო ვადის გასვლის შემდეგ, ეთიკის საბჭო ერთი თვის
ვადაში განიხილავს
საჩივარს და თუ დაადგენს, რომ კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესი დაირღვა,
დამრღვევს დისციპლინურ სანქციას აკისრებს;
3.15.
განხილვის პროცესში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მოიძიოს მტკიცებულებები და
გამოითხოვოს საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო ინფორმაცია;
3.16.
პარლამენტის
წევრი
ვალდებულია
ითანამშრომლოს
ეთიკის
საბჭოსთან
და
პარლამენტის სხვა შესაბამის სუბიექტებთან და სრულად და ობიექტურად მიაწოდოს მათ
მის ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია;
3.17.
პარლამენტის წევრმა უნდა დაიცვას ეთიკის კოდექსის საჩივრების განხილვების
პროცესში დადგენილი კონფიდენციალურობის ნორმა და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია,
რომელიც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული სათანადო წესით და არ გამხდარა საჯარო
ინფორმაცია;
7
3.18.
დისციპლინური სანქციები შეიძლება იყოს:
ა) სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება
გ) ხელფასის დაკავება (ხელფასის 10% დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით)
დ)
ოფიციალურ
ვიზიტებში
მონაწილეობის
შეჩერება
(მაქსიმუმ
6
თვის
განმავლობაში)
ერთი
დისციპლინური
გადაცდომისთვის
შეიძლება
გამოყენებულ
იქნეს
პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. დისციპლინური სანქციების გამოყენება ხდება
თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
3.19. ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე გამოქვეყნდება პარლამენტის იმ წევრების სახელები, რომლებმაც დაარღვიეს
ეთიკის კოდექსი, დარღვევის მცირე აღწერით და დისციპლინური სანქციის მითითებით;
3.20.
თუ ეთიკის საბჭო დაადგენს, რომ
კოდექსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია,
პარლამენტის წევრის სახელი და გვარი და შემთხვევის მოკლე აღწერა პარლამენტის
ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ დეპუტატის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო
განმცხადებელს ეცნობება საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.
3.21.
ეთიკის
საბჭო
ამზადებს
საქმიანობის
წლიურ
ანგარიშს,
რომელიც
ქვეყნდება
პარლამენტის ვებ-გვერდზე;
3.22.
საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის საბჭოს სხდომები
დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია
სხდომა ჩაატაროს საჯაროდ;
3.23.
ეთიკის
საბჭოს
ორგანიზაციულ-ტექნიკურ
უზრუნველყოფას
ახორციელებს
პარლამენტის აპარატი, ამ მიზნით, პარლამენტის მიერ იქმნება ეთიკის საბჭოს სამდივნო,
რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს
პარლამენტის აპარატის დებულებით;
3.24. ეთიკის საბჭოს წევრები და სამდივნოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან
სამსახურეობრივი
საიდუმლოების
შემცველი
ან
სხვაგვარი
კონფიდენციალური
ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საჩივრის განხილვის დროს.
მუხლი 5 ეთიკის კოდექსის დაცვა და გაცნობა
1. ეთიკის კოდექსის დაცვის ვალდებულება არის პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტის
ნაწილი;
2. საქართველოს პარლამენტი ყოველი ახალი მოწვევის დეპუტატებისთვის უზრუნველყოფს
ტრენინგს ეთიკის კოდექსის გაცნობის მიზნით;
მუხლი 6 გარდამავალი დებულება
საქართველოს
პარლამენტმა
უნდა
უზრუნველყოს
ეთიკის
საბჭოს
შექმნის
თაობაზე
დადგენილების მიღება ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.
8
მუხლი 7 დასკვნითი დებულებები
დადგენილება
ძალაში
შედის
გამოქვეყნებისთანავე,
არის
საჯარო
და
ყველასთვის
ხელმისაწვდომი;
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსი”
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
„საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის“ მიღების მიზეზს წარმოადგენს,
ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება, ასევე
აღსანიშნავია,
რომ დღეისათვის არ არსებობს ნორმატული დოკუმენტი, რომელშიც
თავმოყრილია პარლამენტის წევრის ქცევის ეთიკური ნორმები.
ასევე გასათვალისწინებელია სახვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი
პარლამენტის წევრის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი
უმთავრესი
კომპონენტია
და
ემსახურება
საზოგადოების
წინაშე
დეპუტატების
ანგარიშვალდებულების ამაღლებას.
ეთიკის კოდექსის (კოდექსის) მიზანია, სახელმწიფოსა
დაკისრებული
პასუხისმგებლობის
გათვალისწინებით,
და
საზოგადოების
დაადგინოს
წინაშე
საქართველოს
პარლამენტის წევრების მაღალი ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს პარლამენტისადმი
საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პარლამენტის წევრების მიერ მათი მოვალეობების
ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას. კოდექსი ასევე ხელს უწყობს დეპუტატის
რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას.
„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“ არის ღია პარლამენტის 2017 წლის
სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება და
ასევე რამდენიმე საერთაშორისო
ორგანიზაციის რეკომენდაცია.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე
და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე
კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობისას; ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის
შემთხვევაში, რომელთაც განიხილავს ეთიკის საბჭო
კოდექსის სავარაუდო დარღვევის
ფაქტების არსებობის შემთხვევაში თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე.
9
საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს
შემდეგი
ძირითადი
პრინციპებით:
კანონიერება
და
ერთგულება,
თანასწორობა,
კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა.
ბ) დადგენილების ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
დაფინანსების წყაროა საქართველოს პარლამენტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
დადგენილების პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
გარდა ეთიკის კოდექსის ნორმების შესაძლო დარღვევისას ფინანსური სანქციების შესაძლო
გამოყენების
გავლენისა
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
პარლამენტისათვის
გამოყოფილი
ასიგნებების განკარგვაზე, ეთიკის საბჭოს სამდივნოს შექმნას შესაძლოა ასევე ჰქონდეს გავლენა
პარლამენტის ბიუჯეტზე: კერძოდ, დადგენილების პროექტის მიღებით, სამდივნოსათვის
საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა განისაზღვროს საშუალოდ 3 ერთეულით, რაც უკავშირდება
საშუალოდ 80 ათასი ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯებს, გარდა
მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა. რაც შეეხება
ტრენინგის ხარჯებს, აღნიშნული დაფინანსდება პარლამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება დადგენილების მოქმედება;
დადგენილების მიღების შემდეგ განსაზღვრულია პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის
დარღვევასთან დაკავშირებული სანქციების დადგენა. შესაბამისად იმ პარლამენტარების
მიმართ, რომელთაც დაუდგინდებათ კოდექსის ნორმების დარღვევა, გატარდება დადგენილი
სანქციები მათ შორის შესაძლო ფინასური სანქციებიც.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
დადგენილების მიღების შემდეგ განსაზღვრულია პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის
დარღვევასთან დაკავშირებული სანქციების დადგენა. შესაბამისად იმ პარლამენტარების
მიმართ, რომელთაც დაუდგინდებათ კოდექსის ნორმების დარღვევა, დამრღვევს დაეკისრება
დისციპლინური სანქცია, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელფასის დაკავება (ხელფასის 10%
დან
-
მაქსიმუმ
50%-ის
ოდენობით).
დისციპლინური
სანქციების
გამოყენებას
თანაზომიერების პრინციპის დაცვით წყვეტს ეთიკის საბჭო დებულების საფუძველზე.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
10
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
დადგენილების პროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ვალდებულებებს.
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ეროვნულდემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI).
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არის
ე) დადგენილების პროექტის ავტორი;
დადგენილების პროექტის ავტორია ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი.
პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი,
კახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე
11