„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/119/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-22
ბიუროს ნომერი 126

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა. კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან. 2. კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) კანონპროექტის მიმართება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და მათი შესაბამისი მუხლის ან/და ნაწილის მითითება, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“ 3. კანონის მე-17 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ1“ ქვეპუნქტი: „გ.გ1) ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელთან შესაბამისობაშიც მოდის კანონპროექტი.“ 4. კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) ამ კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი N1-ის შესაბამისად;“ 5. ამ კანონს დაემატოს შემდეგი დანართი N1: დ ა ნ ა რ თ ი N1 ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი კანონის პროექტის სათაური ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი კარი, თავი, მუხლი, ან/და დანართი. ევროკავშირის სამართლებრივი აქტი/აქტები (დირექტივა/რეგულაცია/გადაწყვეტილება/ რეკომენდაცია XX/XXXX/XX) დაახლოების ვადა იმპლემენტაციის ვადა) 1 (შესრულების, 2 4 5 6 კანონის კანონის პროექტის ევროკავშირის ევროკავშირის შესაბამისობა პროექტის მუხლის/პუნქტის/ქვეპუნქტის სამართლებრივი სამართლებრივი (სრულად მუხლის/პუნქ ტექსტი აქტის დასახლება აქტის/მუხლის/პუნქ შესაბამისი, ტის/ქვეპუნქ ტის ტექსტი ნაწილობრივ ტის (ქართული შესაბამისი, ნუმერაცია თარგმანი, რომლის შეუსაბამო) შესაბამისად მომზადებულია კანონის პროექტი) 7 შენიშვნა მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციით საქართველომ სხვადასხვა სფეროში მოქმედი რეგულაციების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება იკისრა. შეთანხმების რატიფიცირების შემდგომ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა არ არის დამკვიდრებული ნორმატიული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის დადგენის ერთგვაროვანი პრაქტიკა. უმრავლეს შემთხვევაში, კანონპროექტებს განსაზღვრულ ნორმებთან კანონპროექტის ინიციატორები შესაბამისობის ხშირად არ ახლავს სიღრმისეული შემოიფარგლებიან ასოცირების და შეთანხმებით მუხლობრივი მხოლოდ ანალიზი. ჩანაწერით, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს ან საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს, რაც ართულებს პროექტის სამართლებრივ შეფასებას ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასევე, საქართველოს სხვა ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ჭრილში. აღნიშნული პრაქტიკა გამომდინარეობს კანონის მოქმედი ითვალისწინებს რედაქციიდან, რომელიც შეიცავს ზოგად ფორმულირებას და არ ნორმატიული აქტის პროექტის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მუხლობრივი ანალიზის ვალდებულებას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონის თანახმად, განმარტებით ბარათში აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია მხოლოდ ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის საკითხზე. ასოცირების შეთანხმების მიხედვით, კი საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება სავალდებულოა არა მხოლოდ ევროკავშირის დირექტივებთან, არამედ სხვა სამართლებრივ აქტებთანაც. ჰარმონიზაციის პროცესის სწორად წარმართვის და ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ნორმატიული აქტების მიღებისა და დასაბუთების პროცესში არსებობდეს ერთგვაროვანი მიდგომა, რაც შემდგომში ჰარმონიზაციის მიზნით მიღებული აქტების იდენტიფიცირების და შესაბამისობის სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობას შექმნის. საკანონმდებლო დაახლოების პროცესი საკმაოდ რთული ამოცანაა და დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მას დახვეწილი საკანონმდებლო ჩარჩო სჭირდება, რომელშიც ევროკავშირის სამართლის წინასწარი შეფასებისა და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესი გაიწერება. ამ მიზნის მისაღწევად კანონპროექტის ინიციატორებისთვის აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული აქტის განმარტებითი ბარათის სტრუქტურა და შეიქმნას სავალდებულო და ერთგვაროვანი სამუშაო ფორმა შესაბამისობის ცხრილის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია განმარტებითი ბარათის შინაარსის დახვეწა, რათა კანონის პროექტის დანართში მოცემული ცხრილის მეშვეობით, თვალსაჩინო გახდეს, ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში ინიცირებული კანონის პროექტი და უკეთესად იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაახლოების ვადები ხანმოკლეა. შესაბამისობის ცხრილი იქნება ძირითადი ინსტრუმენტი კანონმდებლობის დაახლოებისთვის, რადგან ის კანონმდებლობის ხარვეზების შეფასების ეფექტური საშუალებაა და კარგად წარმოაჩენს ახალი კანონმდებლობის მიღების ან ცვლილების აუცილებლობას. ამგვარი ცხრილის დართვა განმარტებით ბარათზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარეობს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს კანონპროექტის შესაბამისობა არა მხოლოდ ევროკავშირის დირექტივებთან არამედ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთანაც. კანონპროექტის მიხედვით მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტის, „გ.გ“ ქვეპუნქტი შეიცვლება იმდაგვარად, რომ თვალსაჩინო გახდეს, თუ საქართველოს ხელშეკრულების და შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება. მე-17 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატება „გ.გ1“ ქვეპუნქტი, რომელიც დააკონკრეტებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, თუ ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონპროექტი. კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, ასევე, დაემატება „ა2“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს ექნება ახალი დანართი N1, რომლის შევსება სავალდებულო იქნება კანონპროექტის ინიციატორისთვის, თუ კანონპროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან ჰარმონიზება-დაახლოებას გულისხმობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის წარმოიქმნება. მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან; ორმხრივ მრავალმხრივ მიმართება საქართველოს და კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში 2014 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი მხარდაჭერით შემუშავდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტის შემუშავებისას, ევროკავშირის სამართლისა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებში მომუშავე ექსპერტის რეკომენდაცია იყო ნორმატიული აქტის განმარტებითი ბარათის სტრუქტურის დახვეწა და კანონპროექტის ინიციატორებისთვის სავალდებულო და ერთგვაროვანი სამუშაო ფორმის შექმნა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები 1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ.გ) ამოღებულ იქნეს (22.06.2012 N 6536 ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან) დ.დ) ამოღებულ იქნეს (22.06.2012 N 6536 ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან) ე) კანონპროექტის ავტორი; (22.06.2012 N 6536 ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან) ვ) კანონპროექტის ინიციატორი. (22.06.2012 N 6536 ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან) 2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს: ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს კანონპროექტის მიღება ან რომლითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა; (19.04.2011. ამოქმედდეს 2011 წლის 16 მაისიდან.) ა1) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება; (28.12.2012 N 190) ბ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 4. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსოეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა); (19.04.2011. ამოქმედდეს 2011 წლის 16 მაისიდან.) გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ.