„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/119/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-22
ბიუროს ნომერი 126

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან.“ 2. 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) კანონპროექტის მიმართება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და მათი შესაბამისი მუხლის ან/და ნაწილის მითითება, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“ 3. 145-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ1“ ქვეპუნქტი: „გ.გ1“ ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელთან შესაბამისობაშიც მოდის კანონპროექტი.“ 4. 145-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-42 პუნქტი: „42. კანონპროექტს უნდა დაერთოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის ცხრილი.“ მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი რეგლამენტის პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს კანონპროექტის შესაბამისობა არა მხოლოდ ევროკავშირის დირექტივებთან არამედ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან. ასევე, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლში და მისი მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი, ყალიბდება ახალი რედაქციით. პროექტის თანახმად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში უნდა გარდა მიმართებისა უნდა მიეთითოს შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებისა და შეთანხმების, შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 145-ე მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „გ.გ1“ ქვეპუნქტი, რომელიც დააკონკრეტებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე თუ ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონპროექტი. პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლს ემატება მე-42 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე2 პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ამავე კანონის დანართი N1-ის შესაბამისად შედგენილი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილის კანონპროექტისთვის დართვის ვალდებულება. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას გ) რეგლამენტის სტანდარტებთან. პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; ორგანიზაციებში რეგლამენტის პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში 2014 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი მხარდაჭერით შემუშავდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2015-2016 წლების სტრატეგიული გეგმა, დოკუმენტის შემუშავებისას, ევროკავშირის სამართლისა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებში მომუშავე ექსპერტის რეკომენდაცია იყო ნორმატიული აქტის განმარტებითი ბარათის სტრუქტურა დახვეწა და კანონპროექტის ინიციატორებისთვის, სავალდებულო და ერთგვაროვანი სამუშაო ფორმის შექმნა. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი რეგლამენტის პროექტის ინტეგრაციის კომიტეტი. ავტორია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 145 1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი კანონპროექტს ამზადებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) კანონპროექტის ავტორი; ვ) კანონპროექტის ინიციატორი. 3. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს: ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. (28.12.2012 N 191) 41. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება. (28.12.2012 N 191) 5. კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.